image-1
მ. მაისურაძე, თ. ჭანტურია, ი. კუპატაძე

თანამედროვე არქიტექტურის კომპოზიციური თავისებურებები

უაკ: 72.01

განხილულია არქიტექტურული განათლების თანამედროვე  სისტემაში არქიტექტურული კომპოზიციის პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები, რაც მოიცავს არქიტექტურული ფორმის ვიზუალურ-სივრცული აგების ლოგიკის გამოვლენას. მისი მიზანია ძირითადი კომპოზიციური ცნებების, გამოსახვის ხერხების და ანალიზის მეთოდიკის, კომპოზიციის ისტორიის შესწავლის, კომპოზიციური აზროვნების ტიპების და მისი ევოლუციის ეტაპების გაცნობა. მოცემულია კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტის ფაქტობრივი მაგალითები. წიგნი გათვალისწინებულია არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image
ზ. ლომსაძე, ს. მებონია, ჯ. ლომსაძე, გ. ოთარაშვილი

ლაბორატორიული სამუშაოები ლითონების წნევით დამუშავებაში

უაკ: 621.771(075)

მოცემულია ინსტრუქციები ლითონების წნევით დამუშავების ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად.
განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ზ. კოვზირიძე, ნ. ნიჟარაძე, გ. ტაბატაძე

კომპოზიციური მასალების ტექნოლოგია მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 663.3/.7

მეთოდიკურ მითითებებში განხილულია თაბაშირბოჭკოვანი კომპოზიტის მიღების ძირითადი ასპექტები, კომპოზიციური მასალების დისპერსიულობის განსაზღვრის მეთოდი, რომლის პრინციპი დამყარებულია ფხვნილის ფენაში ჰაერგამტარობის დამოკიდებულებაზე ნაწილაკების ზომისაგან, მიკროსტრუქტურისა და ფაზური შედგენილობის კვლევის მეთოდები.
იგი მოიცავს იმ ძირითად მასალას, რომელიც განკუთვნილია მეტალოკერამიკული, მინა და პოლიმერული კომპოზიციური მასალების ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევების ასათვისებლად და აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.
მეთოდიკური მითითებები შედგენილია კომპოზიციური მასალებისა და ნაკეთობების ქიმიური ტექნოლოგიის კათედრის სასწავლო გეგმისა და პროგრამის შესაბამისად.

 

 

 

image-1
ს. კარიპიდისი, ჯ. სანიკიძე

ელექტრული წევის საფუძვლები

უაკ: 621.33

პოპულარული ენით აღწერილია ელექტრული წევის, როგორც სახალხო მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის, წარმოშობის და განვითარების ისტორია, მისი დღევანდელი მდგომარეობა და პერსპექტივები. განხილულია წევის, სამუხრუჭო და მოძრაობისადმი წინააღმდეგობის ძალების წარმოქმნის მექანიზმები და მათი რეალიზაციის საკითხები. მათემატიკური აპარატის გამოყენებით ახსნილია მატარებლის მოძრაობის დინამიკის და წევის გაანგარიშების გრაფიკული, გრაფოანალიზური და ანალიზური მეთოდები.
განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი თანამედროვე ნახევარგამტარული ტექნიკის ბაზაზე შესრულებულ მდოვრე რეგულირების მქონე სტატიკურ გარდამქმნელებს და სტატიკური ინვერტორების გამოყენებით ასინქრონული წევის ძრავების სიჩქარის რეგულირების სისტემებს.
წარმოდგენილ სახელმძღვანელოში, პირველად ქართული ტექნიკური ლიტერატურის ისტორიაში, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ელექტრომობილს. აღწერილია ელექტრომობილის შექმნისა და განვითარების ისტორია, მისი ჩავარდნისა და ხელმეორედ აღორძინების მიზეზები, პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ელექტრომობილის ფართოდ დანერგვას და მითითებულია მათი გადაჭრის გზები.
აღწერილია სარელსო ტრანსპორტის მოძრაობისას დიდი სიჩქარის განვითარების შემთხვევაში წარმოქმნილი სირთულეები და მათი გადაწყვეტის გზები, უბორბლო (მაგნიტური ჩამოკიდების მქონე) სატრანსპორტო საშუალებების დანერგვის მეშვეობით. დეტალურადაა განხილული მათი მუშაობის პრინციპი. აღწერილია დღეისათვის პრაქტიკულად რეალიზებული მაღალსიჩქარიანი სატრანსპორტო საშუალებები და მათი განვითარების პერსპექტივები.
ქართული ტექნიკური აზროვნების სივრცეში, წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს ტრანსპორტის დარგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან შენაძენს მათთვის, ვინც დაინტერესებულია ელექტრული წევის საკითხებით.  

 

 

image-1
ლ. კაპანაძე, ნ. ფხაკაძე, ლ. გერგეშელიძე, ლ. დევიძე

მოდის სამყარო განმარტებითი ლექსიკონი

უაკ: 687.01-374.8

განხილულია სახელწოდებები და განმარტებები, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში იყო გავრცელებული. თუ გავიხსენებთ წინა წლებს, დავრწმუნდებით, რომ თანამედროვე მოდაზე გავლენას ახდენს წარსულში არსებული ფორმები. ამდენად, მოცემული განმარტებები მნიშვლელოვნია ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ლექსიკონი შეიძლება არ იყოს დაზღვეული ზოგიერთი ხარვეზისაგან. ავტორები მადლიერებით მიიღებენ ყველა საქმიან შენიშვნას და გაითვალისწინებენ თავის შემდგომ მუშაობაში.
ლექსიკონი დიდ დახმარებას გაუწევს  მწერლებს, ჟურნალისტებს, სტუდენტებს, მკითხველებს და ყველა იმ პირს, რომლებიც არიან დაინტერესებული მოდის სამყაროთი.

 

 

image-1
რ. კანაშვილი, ვ. გაფრინდაშვილი, ო. მიქაძე, მ. მჭედლიშვილი

ფერადი ლითონების მეტალურგია სპილენძის მეტალურგია ჰიდრომეტალურგია II ნაწილი

უაკ: 669.33

განხილულია სპილენძის ჰიდრომეტალურგიულად წარმოების პროცესების თეორია და პრაქტიკა; სპილენძის გამოტუტვის და სპილენძის შემცველი ხსნარებიდან მისი გამოყოფის მეთოდების თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული განხორციელება. დიდი ყურადღება ექცევა სპილენძის ამოწვლილვას ღარიბი ნედლეულიდან, სხვადასხვა ტიპის მადნიდან და კონცენტრატიდან, ასევე ტიპიური ნახევარპროდუქტებიდან. მოყვანილია საინტერესო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და წარმოებებში განხორციელებული სქემები.
განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტების, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისა და ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის.

 

 

image-1
გ. ინანიშვილი

მასალათმცოდნეობა გამოყენებით ხელოვნებაში

უაკ: 620.22

განხილულია გამოყენებითი ხელოვნებისათვის განკუთვნილი ძირითადი ტექნიკური მასალები. მოცემულია ორგანული და არაორგანული წარმოშობის მასების, ქვების, მეტალებისა და შენადნობების მასალათმცოდნეობითი ანალიზი.
მასალათმცოდნეობის კურსის მიზანია გზამკვლევის ფუნქცია შეასრულოს მხატვრულ ნაკეთობაში ტექნიკურ საშუალებათა მიზანშეწონილი გამოყენების გზებისა და შესაძლებლობების ძიებაში.
განკუთვნილია სტუ-ის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, სამთო-გეოლოგიის, არქიტექტურის და ბიზნესინჟინერინგის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, ასევე ამ მიმართულებით დაკავებული სპეციალისტებისათვის.

 

 

 

image-1


მექანიზმებისა და მანქანების თეორია ლაბორატორიული სამუშაოები

უაკ: 531.8

წარმოდგენილი ლაბორატორიული სამუშაო მოიცავს ბერკეტული მექანიზმების სტრუქტურული და კინემატიკური ანალიზისა და სინთეზის ამოცანებს, მბრუნავი მასების დინამიკური გაწონასწორების ამოცანას, მუშტა მექანიზმების დაგეგმარების საკითხებს, მრავალსაფეხურიანი კბილანური გადაცემების სტრუქტურულ ანალიზს. გარდა ამისა მეთოდურ მითითებებში განხილულია დიფერენციალური და პლანეტარული კბილანა მექანიზმების კინემატიკური ანალიზისა და სინთეზის რამდენიმე მეტად საჭირო საინჟინრო ამოცანა. წინა გამოცემებისაგან განსხვავებით აქ მოცემლია რამდენიმე ამოცანა, რომლებიც სრულდება კომპიუტერის საშუალებით.
ლაბორატორიული სამუშაოები განკუთვნილია პროფესიული სწავლებისა და ბაკა-ლავრიატის სტუდენტებისათვის, რომლებიც გადიან სასწავლო კურსს „მექანიზმებისა და მანქანების თეორიასა“ და „ტექნიკური მექანიკას“. იგი გამოადგებათ აგრეთვე უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მექანიზმებისა და მანქანების გაანგარიშებისა და დაპროექტების პრობლემებით.

 

 

image-1
ო. გელაშვილი, მ. ელიზბარაშვილი, პ. ელიზბარაშვილი

სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის ელექტრონული და მიკროპროცესორული სისტემები

უაკ: 681. 332.

განხილულია სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დაჩქარებაში რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტზე გამოთვლითი ტექნიკის ფართოდ დანერგვის დიდი როლი, რაც კერძოდ მართვის და ექსპლუატაციის სისტემების სრულყოფის პროცესში მიკროპროცესორულ პროგრამირებად გადაწყვეტების გამოყენებაში გამოიხატება. ამ გადაწყვეტათა საფუძველზე რკინიგზის ტრანსპორტზე გამოჩნდა შესაბამისი მოწყობილობები სადგურებზე, მახარისხებელ გორაკებზე, ელმავლებზე, ელექტრომატარებლებზე, ავტომატიკის, ტელემექანიკის, კავშირგაბმულობის, გამოთვლითი ტექნიკის, ელექტრომომარაგების და სხვა სამსახურებში, ხოლო საავტომობილო ტრანსპორტზე მნიშვნელოვნად, ავტომობილის კონსტრუქციის, დიაგნოსტირების და მომსახურების საკითხების გადაწყვეტისას აისახა, რამდენადაც წარმოდგენილია დასავლეთის ქვეყნების და რუსეთის ფედერაციის რკინიგზებზე და ავტომობილების კონსტრუქციაში მიკროპროცესორული ტექნიკის დანერგვის პროცესი.
გამიზნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რიგი საკითხებით შეიძლება მაგისტრატურის პროგრამით დაკავებულმა სტუდენტებმაც ისარგებლონ.