უაკ: 008.331.82
დამხმარე სახელმძღვანელოში საინჟინრო სამუშაოების და საგანგებო სიტუაციების მართვის უსაფრთხოების წესები, ცნებები და განმარტებები, რომელიც გამოდის 4 ნაწილად, წარმოდგენილი მრავალფეროვანი მასალა ამომწურავ ინფორმაციას იძლევა საინჟინრო დარგის ყველა სახის სამუშაოების უსაფრთხოებასა და საგანგებო სიტუაციების მართვაზე. არ არსებობს სახალხო მეურნეობის არც ერთი დარგი, რომლის განვითარებასთან ერთად არ იზრდებოდეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ფაქტორები და მოსალოდნელი უბედური შემთხვევები. შრომის უსაფრთხოების და რისკების შეფასების წესების, ცნებების და განმარტებების დამხმარე სახელმძღვანელო დამუშავებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მიერ საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად. დამხმარე სახელმძღვანელო გარკვეულ სარგებლობას მოუტანს ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, კვალიფიკაციის მუშაკებს, ტექნიკური უმაღლესი და სპეციალური სასწავლებლების სტუდენტებს, მომავალ ბაკალავრებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს. შენიშვნები და სურვილები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ სახელმძღვანელოს გაუმჯობესებას, ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის სიწმინდის დაცვას, ავტორების მიერ მადლობით იქნება მიღებული.
უაკ: 656.13.072
წიგნში მოცემულია საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებული პრაქტიკული სამუშაოების შესრულების მეთოდები და თეორიული მასალის შესწავლისა და მიღებული ცოდნის შემოწმების მიზნით შედგენილი თანამედროვე სტილისტური ტექსტები. ნაშრომი განკუთვნილია, როგორც საავტომობილო ტრანსპორტის, ისე ლოგისტიკის, ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. იგი ასევე დახმარებას გაუწევს საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს პრაქტიკული საკითხების წინასწარი და რეალურთან მაქსიმალური მიახლოების გათვლის თვალსაზრისით.
უაკ: 681. 322.
განხილულია ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანის (ეგმ) ჩამოყალიბების პრინციპი და ძირითადი ელემენტების დანიშნულება; ეგმ-ების და ინტეგრალური სქემების განვითარების ეტაპები; მიკროპროცესორის აგებულება და ძირითადი თვისებები, მისი გამოყენება მიკრო ეგმ-ის აგების, ტრანსპორტის ფუნქციონირების მართვის და მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის სისტემებში; მიკროპროცესორული სისტემის შიგა და გარე კავშირის მეთოდები; პროგრამების ძირითადი პრინციპები და მიკროპროცესორული ტექნიკის განვითარების პერსპექტივები. გამიზნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პროფესიული სწავლების და ბაკალავრიატის პროგრამის შემსწავლელ სტუდენტებისათვის.
უაკ: 54
„Рабочая тетрадь для лабораторных работ по общей химии“ предназначена для закрепления теоретического материалла по общей химии, усвоения студентами практических навыков использования теоретических знаний. Лабораторные работы охватывают основные вопросы по общей химии и находятся в полном соответствии с теоретическими вопросами согласно учебной программе.Предназначена для студентов как химических, так и нехимических специальностей.
უაკ: 629.113.004
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საზღვაო სატრანსპორტო საშუალებათა საექსპლუატაციო ტექნიკური დამახასიათებელი ნიშნები, მათი ტვირთამწეობისა და ტვირთის ტევადობის გაანგარიშება, სატვირთო გეგმის შედგენის მეთოდიკა და მათზე მოქმედი ფაქტორები, მოყვანილია სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვების ნორმატიული დოკუმენტები, ტვირთის განლაგების, დამაგრების და გადაზიდვის ტექნოლოგიები, უსაფრთხოების წესები გადაზიდვის დროს. ასევე დატვირთვა/განტვირთვის მართვის პოსტების ტექნოლოგიური აღჭურვა. განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამის, „საზღვაოსნო მეცნიერებების“ შესაბამისად და განკუთვნილია შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისათვის. ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საზღვაო ტრანსპორტის დარგის ინჟინერ-ტექნიკური ორგანიზაციების მუშაკების მიერ.
განხილულია გემის ენერგეტიკული დანადგარების განვითარების სტადიები, მათი დანიშნულება, სახეები, კონსტრუქციული თავისებურებები, მუშაობის პრინციპები, ძირითადი სქემები, მახასიათებლები, ორთქლიანი და სხვა სახის ტურბინების თბური ციკლები, მათი მუშაობის შეფასების მთავარი კრიტერიუმები. შედგენილია საგანმანათლებლო პროგრამის „საზღვაოსნო მეცნიერებები“, მიხედვით და განკუთვნილია შესაბამისი სპეციალობის სტუდენტებისათვის. ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საზღვაო ტრანსპორტის დარგის ინჟინერ-ტექნიკური ორგანიზაციების მუშაკების მიერ.