image-1
თ. ბაციკაძე, ნ. მურღულია, ჯ. ნიჟარაძე

მასალათა გამძლეობის რჩეულ ამოცანათა ამოხსნილი ნიმუშები მეთოდიკური მითითებები სასწავლო პრაქტიკაში გამოსაყენებლად

უაკ: 539.3/.8

მეთოდიკური მითითებები გამოიცემა ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთათვის მასალათა გამძლეობის ამოცანების ამოხსნის უნარჩვევათა გამოსამუშავებლად. შედგენილია სათანადო სილაბუსის მიხედვით.

 

 

 

image-1
ე. ჩხიკვაძე, მ. გაბრიჩიძე, მ. დონაძე

ჰიდროელექტრომეტალურგია
მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოშვება

უაკ: 669.053.4

სახელმძღვანელოს მე-2 გამოცემაში ყურადღება გამახვილებულია  სამამულო ნედლეულზე; დამატებულია მონა­ცემები მანგანუმის მადნების ქიმიური მეთოდით დამუშავებაზე; შეტანილია კეთილ­შობილი ლითონების მეტალურგიის საკითხები, კერძოდ, ციანირების და ოქროს ამოღების მეთოდები; განხილულია ჩამდინარე (ნარჩენი) წყლების გაუვნებლების ტექნოლოგია და სხვა პროცესები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ელექტროქიმიისა და ფერადი ლითონების სპე­ციალობების სტუდენტებისათვის როგორც ბაკალავრის, ისე უმაღლესი ხარისხის (მაგი­სტრი, დოქტორი) მაძიებელი პირებისათვის. ასევე სასარგებლო და საინტერესო იქნება სამთო საქმის სპეციალისტებისთვის, სახელდობრ, „სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების“  სპეციალობის  სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
ჯ. უფლისაშვილი, ნ. ნათბილაძე

ფერწარმოება და ფოტოპროცესები პოლიგრაფიაში

უაკ: 655.1:778.6

წიგნში გადმოცემულია ფოტოგრაფიის განვითარების ისტორია, გამოსახულების მიღების ტექნოლოგიური ცვლილებები და ამ ცვლილებების გათვალისწინებით ფოტოგრაფიის როლი პოლიგრაფიაში.
მასში მოცემული მასალა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  ამ სფეროთი დაინტერესებულ ყველა პირს.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსი­ტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პოლიგრაფიის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთათვის.

 

 

image-1
ო. ტომარაძე

საწარმოო პროცესების მეტროლოგიური უზრუნველყოფა
მეთოდიკური მითითებები

უაკ: 621.38

დამხმარე სახელმძღვანელო „საწარმოო პროცესების მეტროლოგიური უზრუნველყოფა“ მოიცავს პრაქტიკულ სამუშაოებსა და ამოცანებს. საცნობარო მასალის სახით მოცემულია ძირითადი და წარმოებული ერთეულების ცხრილები, აგრეთვე იმ ფიზიკური სიდიდეების მუდმივათა მნიშვნელობები, რომლებიც ხშირად გამოიყენება  მეტროლოგიურ უზრუნველყოფაში.
განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, შეიძლება გამოიყენონ იმ სტუდენტებმაც, რომლებიც სწავლობენ მეტროლოგიური უზრუნველყოფის საკითხებს.   

 

 

image-1
შ. ნემსაძე

ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები

უაკ: 620.9

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ტრადიცი­ული თბო-ჰიდრო-ატო­მური ენერგეტიკის, აგრეთვე არა­ტრადიციული განახლე­ბადი წყაროების ენერგეტიკის ძირი­თადი პრობლემები.
შედგენილია ენერგეტიკისა და ელექტროინ­ჟი­ნერიის პროფილის სპეციალობების საბაკალავრო და სამა­გისტრო პროგრამების მიხედვით.
განკუთვნილია ენერ­გეტიკისა და ელექტროტექნიკური სპეციალობების სტუ­დენტებისათვის, აგრეთვე ენერგეტიკის დარგში მომუ­შავე სპეციალისტე­ბისათვის.

 

 

image-1
თ. მაჭარაძე

ბიზნეს-მონაცემთა კომპიუტერული ანალიზი

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ბიზნესის სფეროში სტატისტიკურ მონაცემთა კომპიუტერული ანალიზის საკითხები. დიდი მოცულობის პრაქტიკულ მასალასთან ერთად, მოყვანილია სტატისტიკური ანალიზის საბაზო ცნებები. მონაცემთა ანალიზის ამოცანების გადაწყვეტის ინსტრუმენტებად გამოყენებულია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ცხრილური პროცესორის MS Exsel-ის სტანდარტული სტატისტიკური ფუნქციები და მასში შემავალი Analysis Toolpak  პაკეტის პროცედურები.
წიგნი განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომლებიც შესაბამისი დასახელების დისციპლინას სწავლობენ. ნაშრომი დახმარებას გაუწევს მათაც, ვისაც სხვადასხვა სფეროში, მონაცემთა კომპიუტერული ანალიზის საფუძველზე, მოუწევთ მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღება.

 

 

image-1
ნ. კუციავა, ე. თოფურია, თ. ტუსიაშვილი, თ. ედილაშვილი

ზოგადი ქიმიის კურსი

უაკ: 546

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები, ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა და არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასები. მოცემულია თანამედროვე შეხედულებები ატომის აღნაგობასა და ქიმიურ ბმებზე. საფუძვლიანად არის ჩამოყალიბებული კინეტიკის, ხსნარის, ჟანგვა-აღდგენისა და ელექტროქიმიური პროცესების საკითხები.
განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის სპეციალობების პროფე­სიული სწავლების სტუდე­ნტე­ბისთვის, ასევე ზოგადი ქიმიის საკითხებით დაინტერე­სებულ პირთათვის. 

 

 

image
ი. კახნიაშვილი, ზ. ოქროსცვარიძე, ლ. ჩხიკვაძე

პლატინოიდების მეტალურგია

უაკ: 622. 342

დამხმარე სახელმძღვანელოში ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია პლატინოიდების მოპოვებისა და გადამუშავების, აგრეთვე აფინაჟის საკითხებზე. ფართოდაა გაშუქებული პლატინოიდების ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, აგრეთვე მათი ქცევა მადნების გამდიდრების პროცესებში, პლატინისა და მისი ჯგუფის ელემენტების წარმოების მეთოდები.
ნაშრომში განხილულია სულფიდური მადნების გადამუშავებისას პლატინისა და მისი ჯგუფის ლითონების ქცევის ფიზიკურ-ქიმიური საფუძვლები.
დამხმარე სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პლატინაშემცველი შლამებისა და მეორეული პლატინაშემცველი ნედლეულის გადამუშავების საკითხებს. განხილულია პლატინის ჯგუფის ლითონების შენადნობები და მათი გამოყენების სფეროები.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის ფერადი ლითონების მეტალურგიის სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის, ასევე, პროფესიული სწავლების სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ო. გელაშვილი, მ. ბარბაქაძე

საზღვაო პორტები და მათი მექანიკური აღჭურვა

უაკ: 627.2/3

ნაშრომში განხილულია საზღვაო ნავსადგურები, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ლოჯისტიკური კვანძები, სადაც სამოქალაქო საზღვაო ფლოტის სხვადასხვა სახეობით მიმდინარეობს საკონტინენტთაშორისო ტვირთბრუნვა.
ყურადღება გამახვილებულია პორტების ტექნიკურ აღჭურვაზე სხვადასხვა სახეობის ტვირთის დატვირთვა-განტვირთვის სამუშაოთა მექანიზაციისა და ავტომატიზაციის კუთხით.
წიგნი განკუთვნილია ტექნიკური პროფილის უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის, ლექტორებისა და საზღვაო ტრანსპორტით დაინტერესებულ პირთათვის.