image-1
ა. დუნდუა

კომპიუტერული სისტემების ტექნიკური საშუალებები (HARDWARE)

უაკ: 004

დამხმარე სახელმძღვანელო შეიცავს კომპიუტერული სისტემების ტექნიკური საშუალებების ფორმირებისა და განვითარების საკვანძო საკითხებს, რომელთა შესწავლა გათვალისწინებულია სასწავლო დისციპლინით „კომპიუტერული სისტემები და გამოყენებითი ტექნოლოგიები“. მასში გადმოცემულია კომპიუტერული სისტემების წარმოქმნის წინაპირობები, ფორმულირებულია კომპიუტერის აგების კლასიკური პრინციპები და მათი ევოლუციური განვითარების გზა. დიდი ადგილი აქვს დათმობილი თანამედროვე პერსონალური კომპიუტერების ტექნიკური აღჭურვილობის, სტრუქტურული აგებულებისა და ფუნქციონირების თავისებურებების განხილვას.

წიგნი განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „ტრანსპორტის“, „საგზაო ინჟინერიისა“ და „ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის“ საგანმანათლებლო პროგრამათა ბაკალავრებისათვის. შეიძლება გამოყენებული იქნეს ტექნიკური პროფილის მაგისტრანტების, სპეციალისტებისა და კომპიუტერული სისტემებით დაინტერესებულ ადამიანთა ფართო წრისათვის.

 

 

image-1
ა. დუნდუა

კომპიუტერული სისტემების პროგრამული საშუალებები (SOFTWARE)

უაკ: 004.4

დამხმარე სახელმძღვანელო შეიცავს კომპიუტერული სისტემების პროგრამული საშუალებების ფორმირებისა და განვითარების საკვანძო საკითხებს, რომელთა შესწავლა გათვალისწინებულია სასწავლო დისციპლინით „კომპიუტერული სისტემები და გამოყენებითი ტექნოლოგიები“. მასში გადმოცემულია კომპიუტერული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის სახეები, კლასიფიკაცია, აგებისა და ფუნქციონირების საფუძვლები. დიდი ადგილი აქვს დათმობილი ტექსტების დამუშავებისა და ცხრილური გამოთ-ვლების ტექნოლოგიათა საკვანძო საკითხების განხილვას.

წიგნი განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „ტრანსპორტის“, „საგზაო ინჟინერიისა“ და „ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის“ საგანმანათლებლო პროგრამათა ბაკალავრებისათვის. შეიძლება გამოყენებული იქნეს ტექნიკური პროფილის მაგისტრანტების, სპეციალისტებისა და კომპიუტერული სისტემებით დაინტერესებულ ადამიანთა ფართო წრისათვის.

 

 

image-1
გ. ქვარცხავა, მ. გვერდწითელი

ზოგადი ქიმიის რჩეული თავები ატომებისა და მოლეკულების აღნაგობა, ქიმიური ბმა
I ნაწილი

უაკ: 546

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ზოგადი ქიმიის კურსის უმნიშვნელოვანესი საკითხები - ატომისა და მოლეკულის აღნაგობა, ქიმიური ბმა.

ნაშრომი განსაზღვრულია ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ზ. ქვათაძე, ბ. ფარჯიანი, ვ. გიორგაძე

მარკოვის ჯაჭვები და მათი გამოყენება

უაკ: 519.2

სალექციო კურსში მოცემულია მარკოვის სასრული ჯაჭვების ზოგადი თეორია. განხილულია მდგომარეობათა კლასიფიკაცია და მარკოვის რეგულარული ჯაჭვის გამოყენების მაგალითები.

სალექციო კურსი განკუთვნილია მაგისტრატურის სწავლების ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის მიმართულების სტუდენტებისათვის, აგრეთვე, სხვადასხვა სოციოლოგიურ მოდელში მარკოვის ჯაჭვების გამოყენებით დაინტერესებული წრისათვის.

 

 

image-1
ზ. ღვინიაშვილი, ვ. ქირია

მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად CNC ჩარხების პროგრამირებაში INVENTOR HSM-ის გამოყენებით

უაკ: 621.9.06:681.326.3

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია Inventor HSM-ის გამოყენებით პროგრამული მართვის ჩარხებისათვის პროგრამების შექმნის მაგალითები.

მეთოდიკური სამუშაო განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიის სტუდენტებისათვის.

 

 

 

image-1
ვ. ქირია, ზ. ჯაფარიძე

ჰიდრო- და პნევმოამძრავები

უაკ: 62-85:62-82

სალექციო კურსში განხილულია ჰიდრავლიკური და პნევმატიკური ამძრავების დანიშნულება, გამოყენების სფეროები, შემადგენელი ელემენტები. მოცემულია ცალკეული ელემენტების მოქმედების პრინციპები, სტრუქტურული აღნიშვნები და კონსტრუქციული თავისებურებები.

გამოცემა განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ვ. ქირია

მიკროპროცესორული ტექნიკა
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 578.6

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია პნევმატიკური სისტემების მართვისათვის ელექტრონული და მიკროპროცესორული ტექნიკის გამოყენების მაგალითები. ლაბორატორიულ სამუშაოებში გამოყენებულია FluidSim-P  პროგრამა პნევმატიკური, ელექტრული და ალგორითმული დიაგრამების ასაგებად.

მეთოდიკური მითითებები განკუთვნილია სამრეწველო ინჟინერიის პროგრამის სტუდენტებისათვის.

 

 

image
ვ. ქირია, ზ. მჭედლიშვილი

ამძრავთა ელექტრომექანიკური სისტემები

უაკ: 621.373.1

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია თანამედროვე ავტომატიზებულ წარმოებაში გამოყენებული ელექტრომექანიკური ამძრავები - განხილულია მათი თავისებურებები და კვლევის მეთოდები. კვლევებისათვის გამოყენებულია კომპიუტერული პროგრამა Matlab-ის Simulink პაკეტი. ნაჩვენებია ელექტრომექანიკური ამძრავების მექანიკური, ელექტრული ნაწილებისა და მართვის სისტემების კვლევისა და სიმულაციის მაგალითები.

გამოცემა განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიის პროგრამის სტუდენტებისათვის.

 

 

image
Е. Бараташвили, А. Абралава, М. Чечелашвили, И. Махарашвили

ИННОВАЦИОННЫЙ БИЗНЕС

უაკ: 338.2

Данное учебное пособие составлено с учетом того, что в настоящее время стержнем большинства программ социально-экономического развития Грузии, как и многих других постсоветских стран, является замена централизованного планирования экономической деятельности системой децентрализованных инициатив субъектов экономики. Авторы развивают мысль, что объединение таких инициатив в единую программу является одной из первоочередных задач государства в переходный период.

Кроме декларации этой идеи, авторы отмечают, что сегодня необходимо вести очень большую организаторскую работу, которая предполагает содействие социально-экономической реконструкции, росту квалификации кадров, формированию социально-экономического контекста, при котором участие отдельных граждан и общественных групп в преобразованиях диктовались бы стремлением удовлетворить собственные интересы. Достижение и осуществление всего вышесказанного можно обеспечить лишь скорейшим развитием инновационного бизнеса – одного из инструментов социально-экономического развития страны.

Учебное пособие составлено по электронным изданиям, статьям и другим источникам, размещенным в сети. Компилированный материал помогает студентам бакалавриата и магистратуры экономить время на поиски учебного материала.