image-1
ა. გიგინეიშვილი, დ. თევზაძე

წიაღისეულის გამდიდრების სპეციალური და კომბინირებული მეთოდებით კვლევა

უაკ: 622.771

სალექციო კურსში მოცემულია წიაღისეულის გამდიდრების სპეციალური და კომბინირებული მეთოდების მნიშვნელობა სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრებისათვის. განხილულია დახარისხების მეთოდის ფიზიკური საფუძვლები; სასარგებლო წიაღისეულის დახარისხების მეთოდის ძირითადი ამოცანები და მათი თავისებურებანი; წიაღისეულის მინერალთა გარეგნული ნიშნების მიხედვით დახარისხება; რადიომეტრული მეთოდი; სასარგებლო წიაღისეულის მინერალების არჩევითი დაშლა; სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების ფლოტაციურ-გრავიტაციული და მაგნიტურ-ფლოტაციური მეთოდები. ელექტრული სეპარაცია. კეთილშობილი და ფერადი ლითონების მადნების გამოტუტვა.

გამოცემა განკუთვნილია „სამთო და გეოინჟინერიის“ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის. ის აგებულია სასწავლო დისციპლინის სილაბუსის მიხედვით.

 

 

image-1
ს. გველესიანი

საიუველირო და სანახელავო ქვების საბადოები

უაკ: 671.12

სალექციო კურსი წარმოადგენს სახელმძღვანელო რესურსს გამოყენებითი გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის. ამ სალექციო კურსში განხილულია მსოფლიოში ცნობილი საიუველირო და სანახელავო ქვების საბადოები; მოცემულია საბადოების გენეტური და სამრეწველო კლასიფიკაცია; აღწერილია საბადოთა გეოლოგიური აგებულება, დახასიათებულია სასარგებლო წიაღისეულის შემცველი გეოლოგიური სხეულები, სასარგებლო კომპონენტების - ფერადი ქვების კრისტალების და სხვა სახის აგრეგატების ფორმა, ზომა, ფერი, ხარისხი, ჩამოთვლილია თანამდევი მინერალები, განსაზღვრულია საბადოს ან მადანგამოვლინების სამრეწველო დანიშნულება.

 

 

image-1
გ. ტაბატაძე

ნანო- და მიკროსტრუქტურული კომპოზიციური მასალები

უაკ: 621.763

სალექციო კურსი ნანო- და მიკროსტრუქტურული კომპოზიციური მასალები შედგენილია სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული სილაბუსის მიხედვით. მასში განხილულია მიკროსტრუქტურული და ნანოსტრუქტურული კომპოზიციური მასალების კლასიფიკაცია, თვისებათა თავისებურებანი და მიღების მეთოდები.

სალექციო კურსი განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მაგისტრანტებისთვის.

 

 

image-1
ნ. ნიჟარაძე

კომპოზიციური მასალების წარმოების პროცესები და აპარატები

უაკ: 621.763

სალექციო კურსი შედგენილია სამაგისტრო პროგრამის სილაბუსით გათვალისწინებული საკითხების მიხედვით და მასში განხილულია ძირიადი საკითხები კომპოზიციური მასალების პროცესებისა და აპარატების შესახებ: თბური აგრეგატები, მათი სახეობები და მიმდინარე პროცესების თავისებურებანი.

გამოცემა განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის.

 

 

image-1
დ. ბაქრაძე

შესავალი სპეციალობაში
საბაკალავრო პროგრამა მშენებლობის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის

უაკ: 624

სალექციო კურსში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მშენებლობის ეკონომიკა, მშენებლობის მართვის საფუძვლები, მენეჯმენტის საფუძვლები, სამშენებლო წარმოების დაგეგმვა, სამშენებლო წარმოების ორგანიზაცია და მართვა. თითოეული საკითხი შეიცავს სამ სალექციო ნაწილს. მაგალითად, მშენებლობის ეკონომიკაში: საინვესტიციო საქმიანობა და მისი ეფექტურობის ძირითადი პრინციპები; ფასწარმოქმნის მექანიზმის თავისებურებები მშენებლობაში; სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულების სტრუქტურა. ასეთივე სახით არის წარმოდგენილი დანარჩენი საკითხები. უნდა აღინიშნოს, რომ სალექციო კურსი სრულად პასუხობს შესაბამისი სილაბუსისა და საბაკალავრო პროგრამა მშენებლობის მენეჯმენტის მოთხოვნებს.

სალექციო კურსი განკუთვნილია საბაკალავრო პროგრამა მშენებლობის მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
დ. სუჯაშვილი

მართვის საფუძვლები სპეციალურ სამსახურებში

უაკ: 65:658.386.4

დამხმარე სახელმძღვანელო ეძღვნება სპეციალურ სამსახურში მართვასა და დელეგირებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს. კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, წარმოდგენილია სპეციალურ სამსახურებში მართვის თავისებურებები, რეკომენდაციები და წინადადებები.

ნაშრომი განკუთვნილია საგანმანათლებლო და შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების, ასევე ამ საკითხით დაინტერესებული მკითხველებისთვის.

სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ჯემალ გახოკიძის საერთო რედაქციით

 

 

image-1


JOURNAL OF LABORATORY WORK ON THE STRENGTH OF MATERIALS

უაკ: 539.3/.8

 

 

image
ზ. ლებანიძე

გვირაბების სამაგრი კონსტრუქციები და გაანგარიშება

უაკ: 69.035:622.232.8

სალექციო კურსში განხილულია სამთო საწარმოების, ჰიდროტექნიკური, მეტროს, სარკინიგზო და საავტომობილო გვირაბების სამაგრი კონსტრუქციების სახეები და მათი გაანგარიშების მეთოდები. სალექციო კურსში მოცემულია ასევე დიდგანივკვეთიანი გვირაბების და კამერების სამაგრის გაანგარიშების ხერხები, შერჩევის მეთოდები და მოწყობის ტექნოლოგიური პროცესების აღწერა. კურსში დეტალურად არის განილული ჰორიზონტალური, დახრილი და ვეიკალური გვირაბების გარემომცველი სამთო მასივის ქანების დეფორმაციების და სამაგრზე მოქმედი სამთო წნევების განსაზღვრის მეთოდები.

სალექციო კურსი გარდა ბაკალავრიატის სტუდენტებისა, დიდ დახმარებას გაუწევს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტებს, უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამის სტუდენტებსა და სამთო საწარმოებში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

 

 

image
ე. ჩხიკვაძე, ნ. კუციავა

ქალთა ასოციაციის სადაგი დღეები
(მეორე სრული გამოცემა)

უაკ: 94(470)

საქართველოში ქალთა საზოგადოებრივი პოტენციალის რეალიზება ყოველთვის აქტუალური იყო. ქართველ ქალთა მოძრაობის ამსახველი მნიშვნელოვანი ფურცელია 1846 წელს დაარსებული წმინდა ნინოს სახელობის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების მოღვაწეობა. ქალთა საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქალთა ორგანიზაციების ნაყოფიერი საქმიანობის შესანიშნავი მაგალითები ჩვენში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში იყო: საზოგადოება „უღელი“ (დაარსდა 1873 წელს), „კავკასიელ ქალთა ტფილისის საზოგადოება“ (1909 წ.), „ტფილისის ქართველ ქალთა საზოგადოება“ (1913 წ.).

1948 წელს დაარსდა ქალთა რესპუბლიკური ორგანიზაცია, რომელიც „ქალთა საბჭოს“ სახელით დღემდე აქტიურად მოღვაწეობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა საზოგადოება, რომელიც არსებობის ოთხ ათეულ წელზე მეტს ითვლის, ქალთა ამ საზოგადოებების ღირსეული მემკვიდრეა. წიგნში ასახულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის საქმიანობა, ღვაწლი, ამ ორგანიზაციის როლი უნივერ-სიტეტისა და ქვეყნის ცხოვრებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია, რომელიც მიმდინარე წელს აღნიშნავს დაარსების 45 წლისთავს, დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, მომავალშიც იტყვის თავის სიტყვას ჩვენი ქვეყნის ქალთა მოძრაობაში.