image-1


ცხოველური ნედლეულისგან საკვები პროდუქტების წარმოების ზოგადი ტექნოლოგია მეთოდიკური მითითებები სემინარულ-პრაქტიკული მეცადინეობისთვის

უაკ: 637:621.039.59

ცხოველური ნედლეულისგან საკვები პროდუქტების წარმოების ზოგადი ტექნოლოგიის დისციპლინის სემინარულ-პრაქტიკული მეცადინეობის მეთოდიკურ მითითებებში დეტალურად არის აღწერილი ბაკალავრიატის სტუდენტების მიერ ერთი სემესტრის განმავლობაში შესასწავლი 15 სემინარულ-პრაქტიკული მეცადინეობის თემები, რომლებიც ასახავენ ცხოველური ნედლეულის - ხორცის, რძისა და კვერცხის მიღების, დახარისხების, პირველადი დამუშავებისა და სასურსათო პროდუქტების დასამზადებლად სამრეწველო გადამუშავების საკითხებს.
მეცადინეობების სათანადო დონეზე ჩასატარებლად მითითებულია აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საჭიროებები, ყოველი მეცადინეობის თემის თეორიული მასალის შემდეგ კი მოცემულია საკონტროლო კითხვები, სტუდენტის მიერ აუდიტორიაში და/ან დამოუკიდებლად შესასრულებელი ამოცანები/დავალებები, აგრეთვე საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად აუცილებელი ძირითადი და დამხმარე ლიტერატურის სია.
მეთოდიკურ მითითებებს თანდართული აქვს საცნობარო მასალა, რომელიც დაეხმარება სტუდენტს სემინარულ-პრაქტიკულ მეცადინეობებზე პედაგოგის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გააზრებასა და მიღებული დავალებების შესრულებაში.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კვების ინდუსტრიის დეპარტამენტის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ლ. გლურჯიძე, ა. გიგინეიშვილი

ნახევარგამტარების ფიზიკა

უაკ: 53:537.311.33

ნახევარგამტარების ფიზიკის კურსში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, როგორც ფუნდამენტურ თემებს - იდეალურ და რეალურ ნახევარგამტარებში მუხტის გადამტანების ენერგეტიკული ზონური სტრუქტურა და სტატისტიკა - ისე, ნახევარ გამტარებისთვის დამახასიათებელ, პრაქტიკული ღირებულების მქონე მრავალ ფიზიკურ მოვლენას.
გამოცემა განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის სპეციალობების სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ა. გიგინეიშვილი, ლ. გლურჯიძე

კრეატიული (ეფექტიანი) აზროვნების მეთოდები

უაკ: 37

სალექციო კურსში კრეატიული (ეფექტიანი) აზროვნების მეთოდების ერთსემესტრიანი კურსი. ინოვაციური კონცეფციები საკუთარი აზროვნების შეცნობის, მისი უკეთ გამოყენების უზრუნველსაყოფად.
გამოცემა განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ლ. გლურჯიძე, ა. გიგინეიშვილი

ფიზიკა I ნაწილი

უაკ: 53

ფიზიკის ოთხსემესტრიანი კურსი. მოიცავს მექანიკის, თერმოდინამიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ოპტიკის, ატომის და ბირთვის ფიზიკის საკვანძო საკითხებს.
კურსი გათვლილია ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის სპეციალობების სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ლ. გლურჯიძე, ა. გიგინეიშვილი

ფიზიკა II ნაწილი

უაკ: 53

ფიზიკის ოთხსემესტრიანი კურსი. მოიცავს მექანიკის, თერმოდინამიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ოპტიკის, ატომის და ბირთვის ფიზიკის საკვანძო საკითხებს.
კურსი გათვლილია ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის სპეციალობების სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ლ. გლურჯიძე, ა. გიგინეიშვილი

ფიზიკა III ნაწილი

უაკ: 53

ფიზიკის ოთხსემესტრიანი კურსი. მოიცავს მექანიკის, თერმოდინამიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ოპტიკის, ატომის და ბირთვის ფიზიკის საკვანძო საკითხებს.
კურსი გათვლილია ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის სპეციალობების სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ლ. გლურჯიძე, ა. გიგინეიშვილი

ფიზიკა IV ნაწილი

უაკ: 53

ფიზიკის ოთხსემესტრიანი კურსი მოიცავს მექანიკის, თერმოდინამიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ოპტიკის, ატომის და ბირთვის ფიზიკის საკვანძო საკითხებს.
კურსი გათვლილია ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის სპეციალობების სტუდენტებისათვის.

 

 

image
გ. ხვიჩია

ჩარხების დინამიკა პრაქტიკული სამუშაოები

უაკ: 621.93:531.3

დამხმარე სახელმძღვანელო „ჩარხების დინამიკაში“ განხილულია მნიშვნელოვანი საკითხები: დრეკადი სისტემების ჭრის პროცესების, ბრუნვითი მოძრაობების, გარდამავალი პროცესების, დინამიკური დატვირთვების მოდელირებისა და ანალიზის საკითხები.
ნაშრომი წარმოადგენს „ჩარხების დინამიკის“ სასწავლო კურსის პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ნაწილს.
ნაშრომი შედგენილია სამაგისტრო პროგრამის მიედვით.

 

 

image-1
ს. ფირალიშვილი, მ. სადუნიშვილი

გეოდეზიური განაზომების დამუშავება

უაკ: 528.063:528.5

სალექციო კურსში „გეოდეზიური განაზომების დამუშავება“, განხილულია ალბათობის თეორიის საკითხები, რომელიც არის თანამედროვე შეცდომების თეორიისა და გეოდეზიური განაზომების დამუშავების მათემატიკური საფუძველი, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს განაზომების ხარისხი მაშინაც კი, როდესაც განაზომების რაოდენობა არის მინიმალური და სხვა მეთოდები არ იძლევა საშუალებას, დადგინდეს გაზომვების პარამეტრების დაცულობა, რაც აუცილებელია გაზომვების პირობების დასაცავად.
გამოცემა განკუთვნილია საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.