image-1
მ. ონიანი

კომპიუტერული ტექნოლოგიები

უაკ: 681.3

სალექციო კურსში განხილულია ელექტრონული გამომთვლელი მანქანების განვითარების ისტორია, მათი კლასიფიკაცია; თანამედროვე სუპერკომპიუტერები, მეინფრეიმები, სერვერები და სმარტფონები; ინფორმაცია და მისი საზომი ერთეულები; კომპიუტერის მთავარი შემადგენელი ნაწილები; კომპიუტერის ძირითადი და დამატებითი მოწყობილობები: პროცესორის ბლოკი, პროცესორი, მეხსიერების სახეები – მუდმივი, ოპერატიული და დისკური, მონიტორი, კლავიატურა, პრინტერი, სკანერი; ფაილი და კატალოგი; კომპიუტერის პროგრამული ნაწილი: კომპიუტერული პროგრამების კლასიფიკაცია დამათი ზოგადი დახასიათება, დამხმარე პროგრამები.
წიგნი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის ყველა სპეციალობის სტუდენტისათვის.

 

 

image-1
დ. ტალახაძე, რ. სტურუა, ა. აბშილავა

მადნეული წიაღისეულის მამდიდრებელი ფაბრიკების ტექნოლოგიური დაპროექტება

უაკ: 622.7

სალექციო კურსში განხილულია ტექნოლოგიური და დამხმარე მოწყობილობების ტექნიკური მაჩვენებლები, რომლებიც საშუალებას იძლევა შევარჩიოთ საჭირო აპარატურა.
ამ რთული ამოცანის გადაწყვეტაში პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება მინერალური ნედლეულის გამდიდრების ტექნიკის შემდგომ სრულყოფას.
ლექციების კონსპექტი განკუთვნილია სამთო და გეოინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ჯ. ბერიძე, შ. კვირკველია

ფიჭური მობილური კავშირის ტექნოლოგიები

უაკ: 007

სალექციო კურსში „ფიჭური მობილური კავშირის ტექნოლოგიები“ განხილულია მობილური კავშირის ის ტექნოლოგიები, რომლებიც შეიქმნა მესამე თაობის (3G) მობილური კავშირის სისტემების და ქსელების აგების შემდეგ. ესენია მეოთხე თაობის (4G) მობილურ კავშირზე გარდამავალი ტექნოლოგიები, დამყარებული მონაცემების პაკეტურ გადაცემაზე (HSPA). ნაშრომში წარმოდგენილია ტექნოლოგია WiMAX,  რომლის თეორიული ბაზა მე-4 და შემდგომი თაობების მობილური კავშირის ტექნოლოგიების საფუძველია. აღწერილია ეფექტური კოდირების, მრავალანტენიანი (MIMO) და ადაპტური ანტენების გამოყენების საკვანძო საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მე-4 თაობის უახლეს ტექნოლოგიას –LTE Advanced, რომელიც თავის მხრივ წინამორბედი და საფუძველია შემდგომი თაობების (5G, 6G, 7G) მობილური ქსელების შექმნისათვის.
სალექციო კურსში ბოლო (მე-7) თავი ეძღვნება მომავლის მობილური კავშირის ტექნოლოგიების კონცეფციების, შესაძლებლობების და პარამეტრების განხილვას, წინააღმდეგობების წარმოჩენას და მათი გადაჭრის გზების ძიებას.
გამოცემა განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა მომზადებისათვის ტელეკომუნიკაციის სასწავლო პროგრამით. ანალოგიური დასახელების საგანი იკითხება მე-4 კურსზე, მეორე სემესტრში. ის წარმატებით შეიძლება გამოიყენოს დამხმარე ლიტერატურად მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა, რომლებიც სწავლებას გადიან ტელეკომუნიკაციის სასწავლო პროგრამებით.

 

 

image-1
ზ. ჯაფარიძე

ჰიდრო- და პნევმოამძრავები

უაკ: 62-82:62-85

სალექციო კურსში მოყვანილია ზოგადი ცნებები ჰიდრავლიკიდან, სითხეებისა და გაზების ძირითადი ფიზიკური თვისებები, სითხეების დინამიკის ძირითადი კანონები. განხილულია ჰიდრავლიკური სისტემები, ჰიდრომანქანები და მათი ზოგადი კლასიფიკაცია. წარმოდგენილია მოცულობითი ჰიდრავლიკური მანქანები და ჰიდრავლიკური ძრავები, მათი მართვის ელემენტები. განხილულია პნევმატიკური სისტემები, პნევმოქსელები და პნევმატიკური მანქანები, მათი მართვისა და კონტროლის სისტემები. მოყვანილია ჰიდრო და პნევმოსისტემების ტექნიკაში გამოყენების მაგალითები.
სალექციო კურსი განკუთვნილია სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი გამოადგებათ აგრეთვე მექანიკის, კვების ინჟინერიისა და სხვა სპეციალობის მაგისტრანტებსა და შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.

 

 

image-1
ლ. ჩხეიძე

ტექნოსფერო და ეკოსისტემების დეგრადაცია

უაკ: 575.7:632.125

სალექციო კურსში განხილულია ტექნოსფეროში მიმდინარე პროცესები და ეკოსისტემაზე მათი ნეგატიური ზეგავლენა, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც გამოიწვია გარემოს ნაწილობრივი, ხოლო არაერთ შემთხვევაში – სრული დეგრადაცია. განხილულია ადამიანის საქმიანობა, რომელიც მიმართულია ბუნების გარდაქმნისა და კომფორტული ხელოვნური გარემოს შექმნისაკენ და რომელიც ხშირად გაუთვალისწინებელ შედეგებს იწვევს. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის და სოციალური განვითარების გვერდითი შედეგები იწვევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევას, ანომალიურ ბუნებრივ და ტექნოგენურ სიტუაციებს. ადამიანის საქმიანობით, დემოგრაფიული აფეთქებით და ბუნებრივი გარემოს ტექნოგენური დეგრადაციით გამოწვეული პრობლემები დაკავშირებულია ეკოლოგიური კატასტროფების საფრთხეებთან. ადამიანის საქმიანობა უარყოფითად აისახება დედამიწის ქერქზე, ატმოსფეროსა და კლიმატზე, ჰიდროსფეროსა და წყლის ბალანსზე, ნიადაგის საფარზე, მცენარეულ და ცხოველთა სამყაროზე.
სალექციო კურსში განხილულია ადამიანის საბინადრო გარემოსა და ეკოსისტემაზე მოქმედი ტექნოგენური ფაქტორები და მათი მავნე ზემოქმედების შედეგად ეკოსისტემაში მიმდინარე დეგრადაციული პროცესები, ამ პროცესების მნიშვნელობა და აქტუალურობა და აღნიშნული პრობლემების თავიდან აცილების ან მინიმუმამდე დაყვანის გზები.
გამოცემა განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ სტუდენტებისათვის.

 

 

image
Т. Кортуа

Основы управления и регулирования телекоммуникационного радиочастотного спектра в рамках 9kHz-300 GHz

უაკ: 621.396.66:621.396.61

Курс лекций „Основы управления и регулирования телекоммуникационного радиочастотного спектра в рамках 9kHz-300 GHz“ состоят из содержания и семи глав, где изложены основные принципы управления использованием радиочастотного спектра, рассмотрены инженерно-технические основы управления радиочастотным спектром; типы модуляции и классы излучений; регламент радиорегулирования и ширина полос излучаемых частот. Изложены модели распространения радиоволн над местностью с определенным профилем, потери при распространении радиоволн при определении реального размера зоны обслуживания радиосистемы и уровня непреднамеренных помех. Рассмотрены регуляторные аспекты процесса присвоения частот; процедуры присвоения частот и применяемые методы как гарант эффективного управления использования радиочастотного спектра. Приведены примеры расчетов качественных показателей покрытия сетей подвижной радиосвязи, задачи проектирования сетей Wi-Fi; расчеты радиорелейных линий в режиме „точка – точка“, планы размещения частот радиостволов для цифровых систем фиксированной беспроводной связи высокой и средней пропускной способности; планы размещения частот для внедрения наземного сегмента международной подвижной электросвязи (IМТ) в полосах частот, определенных для IMT в регламенте радиосвязи (РР). Рассмотрены вопросы мониторинга, измерения и оценки занятости радиочастотного спектра и частотного канала; измерение занятости полосы частот; зоны измерений и занятости ресурса спектра. Предлагаемый курс лекций предназначен студентам магистратуры и докторантуры по специальности телекоммуникации  технических вузов.

 

 

image-1
Т. Кортуа

Основы управления и регулирования телекоммуникационного радиочастотного спектра в рамках 9kHz-300 GHz

უაკ: 621.396.66:621.396.61

Курс лекций „Основы управления и регулирования телекоммуникационного радиочастотного спектра в рамках 9kHz-300 GHz“ состоят из содержания и семи глав, где изложены основные принципы управления использованием радиочастотного спектра, рассмотрены инженерно-технические основы управления радиочастотным спектром; типы модуляции и классы излучений; регламент радиорегулирования и ширина полос излучаемых частот. Изложены модели распространения радиоволн над местностью с определенным профилем, потери при распространении радиоволн при определении реального размера зоны обслуживания радиосистемы и уровня непреднамеренных помех. Рассмотрены регуляторные аспекты процесса присвоения частот; процедуры присвоения частот и применяемые методы как гарант эффективного управления использования радиочастотного спектра. Приведены примеры расчетов качественных показателей покрытия сетей подвижной радиосвязи, задачи проектирования сетей Wi-Fi; расчеты радиорелейных линий в режиме „точка - точка“, планы размещения частот радиостволов для цифровых систем фиксированной беспроводной связи высокой и средней пропускной способности; планы размещения частот для внедрения наземного сегмента международной подвижной электросвязи (IМТ) в полосах частот, определенных для IMT в регламенте радиосвязи (РР). Рассмотрены вопросы мониторинга, измерения и оценки занятости радиочастотного спектра и частотного канала; измерение занятости полосы частот; зоны измерений и занятости ресурса спектра. Предлагаемый курс лекций предназначен студентам магистратуры и докторантуры по специальности телекоммуникации  технических вузов.

 

 

image-1
Н. НАМОРАДЗЕ

КРАТКИЙ КУРС СОПРОТИВЛЕНИЯ МАТЕРИАЛОВ. ЧАСТЬ II Обновлённое издание Автор обновления и перевода с грузинского ассоциированный профессор Дж. А. Нижарадзе
Обновлённое издание Автор обновления и перевода с грузинского ассоциированный профессор Дж. А. Нижарадзе

უაკ: 539.3/.8

В работе рассматриваются большинство вопросов, предусмотренных программой второй части курса: методы определения перемещений при изгибе, методы расчёта статически неопределимых систем, расчёт на сложное сопротивление, расчёт плоских кривых брусьев, вопросы устойчивости сжатых стержней, расчёт на динамические нагрузки, вопросы усталости материала.

 

 

image-1
ტ. კვიციანი

აბსოლუტურად მყარი სხეულის მექანიკა

უაკ: 531.8

სალექციო კურსში განხილულია აბსოლუტურად მყარი სხეულის სტატიკური და დინამიკური წონასწორობა; ბმების დინამიკური რეაქციებისა და დამატებითი დინამიკური წნევების გამოთვლის, ასევე მყარი სხეულის სხვადასხვაგვარი მოძრაობისას მისი კინემატიკური და დინამიკური პარამეტრების განსაზღვრის მეთოდები; მყარი სხეულების ურთიერთდარტყმის შედეგების გამოკვლევა; სამშენებლო კონსტრუქციების მდგრადი წონასწორონის მდებარეობის განსაზღვრის ამოცანები მცირე რხევათა თეორიის გამოყენებით. მოყვანილია კონკრეტული ამოცანების ამოხსნის ნიმუშები და შესაბამისი მეთოდური მითითებები.
გამოცემა განკუთვნილია სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.