უაკ: 669.15–194
სალექციო კურსში განხილულია სხვადასხვა დანიშნულების ფოლადების შედგენილობა, სტრუქტურა და თერმული დამუშავების რეჟიმები, ლეგირებული ფოლადების უპირატესობა ჩვეულებრივ ნახშირბადიან ფოლადებთან შედარებით. ყურადღება გამახვილებულია ლეგირებული ფოლადებისათვის დამახასიათებელ დეფექტებზე, მათი წარმოქმნის მიზეზებსა და აღმოფხვრის ხერხებზე. გამოცემა განკუთვნილია მასალათმცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 666.1:666.3/.7
სალექციო კურსში განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მინისა და კერამიკული წარმოების ჩასახვისა და განვითარების ისტორიული ასპექტები ისტორიამდელი პერიოდიდან დღემდე; დახასიათებულია ნაკეთობების ძირითადი სახეობები და მოცემულია მათი კლასიფიკაცია; აღწერილია ტექნოლოგიური სრულყოფის საფეხურები პრიმიტიული ნაკეთობებიდან თანამედროვე ნაწარმის ტექნოლოგიური დახასიათებით დამთავრებული; მოცემულია ნაკეთობათა დამზადების ზოგადი ტექნოლოგია და გამოყენებული ნედლეულის დახასიათება. გამოცემა განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის; თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის (და არამარტო) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 622.323:622.324
სალექციო კურსში გაშუქებულია ნავთობისა და გაზის დაგროვებების ძიებისას ფორმაციული და ლითოლოგიურ-ფაციესური ანალიზი. განხილულია ფორმაციის არსი, გამოყოფის პრინციპები და ტიპები; ნავთობგაზშემცველი ფორმაციები, ნავთობგაზშემცველი ფორმაციების რეგიონული ნავთობგაზიანი კომპლექსები; დანალექი ფაციესები და მათი წარმოშობისა და განაწილების კანონზომიერებები; ნავთობგაზშემცველი ფაციესები; რიტმულობის და ციკლურობის არსი, ციკლური ანალიზების მეთოდები; ნავთობგაზშემცველ ფაციესებსა და ფორმაციებში ნავთობისა და გაზის არასტრუქტურული ტიპის დაგროვების ძიების გეოლოგიურ-გეოფიზიკური კვლევის კომპლექსი.სალექციო კურსი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების მიმართულების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის.
უაკ: 658.514:621.398
სალექციო კურსში განხილულია მაგისტრალური ნავთობსადენების და გაზსადენების ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის (ოდმ) და ტელემექანიკის თანამედროვე სისტემების ფუნქციები და გადასაწყვეტი ამოცანები, სტრუქტურა, მოქმედების პრინციპი და ასეთ სისტემებში გამოყენებული ძირითადი ტექნიკური საშუალებები. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ოდმ-ის სისტემების არქიტექტურაზე, SCADA პაკეტებზე, რეალური დროის ოპერაციულ სისტემებსა და საკომუნიკაციო ქსელებზე. ოდმ-ის ძირითადი ასპექტები და აგების რეკომენდაციები გაკეთებულია საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის მაგალითზე. გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
უაკ: 595.70+59
სალექციო კურსში მოკლედ არის მოცემული მწერების ანატომია, ბიოლოგია, ეკოლოგია, სისტემატიკა და კლასიფიკაცია; სასოფლო-სამეურნეო კულტურების ძირითადი მავნებლები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები და საშუალებები. გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების აგრარული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ის ასევე დახმარებას გაუწევს ენტომოლოგიის ხაზით მომუშავე სპეციალისტებს და მცენარეთა დაცვის დარგში მომუშავე პირებსაც.
უაკ: 626/627
სალექციო კურსში განხილულია შემდეგი თემები: მცირე ჰიდროენერგეტიკის როლი და ადგილი ენერგეტიკულ სისტემაში, საქართველოს მდინარეების მცირე ჰიდროენერგეტიკული ტექნიკური პოტენციალის განსაზღვრის მეთოდი გარემოს დაცვის გათვალისწინებით, მცირე ჰესების კლასიფიკაცია სიმძლავრის მიხედვით, მცირე სიმძლავრის ჰესების დაპროექტების პრინციპები, წყლის ხარჯისა და დაწნევის განსაზღვრის მეთოდები, მცირე სიმძლავრის ჰესებში გამოყენებული ჰიდრავლიკური მანქანები დაწნევის დიაპაზონის მიხედვით, შუაში, ქვემოდან და ზემოდან წყალმიშვებული, დარტყმითი, მოტივტივე, შოტლანდიური წყლის ბორბლების მუშაობის პრინციპები, მათი კონსტრუქციული ელემენტების გაანგარიშება, მცირე სიმძლავრის ჰესებში გამოყენებული ჰიდროტურბინების სახეობები, მცირე ჰესების წყალმიმღების ადგილის შერჩევის პრინციპები, მცირე სიმძლავრის ჰესების მოწყობის შესაძლებლობა არსებულ ენერგეტიკულ, არაენერგეტიკულ ობიექტებზე და საყოფაცხოვრებო სექტორში. სალექციო კურსი შეესაბამება სასწავლო დისციპლინის „მიკრო-, მინი- და მცირე ჰესების ჰიდროენერგეტიკული მოწყობილობების დაპროექტება - 1“ სილაბუსს. გამოცემა გათვალისწინებულია „ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.
უაკ: 061.47
მეთოდურ მითითებაში განხილულია საკვირაო მობილური ბაზრის წარმოშობის ისტორია, განვითარების ეტაპები, ორგანიზების თავისებურებები, მისი განმსაზღვრელი ძირითადი პირობები, მასში მიმდინარე პროცესები და ა.შ. ყურადღება გამახვილებულია საკვირაო მობილური ბაზრის ორგანიზების ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ბაზრის განთავსების ადგილის შერჩევის პრობლემები, სხვადასხვა ტიპისა და ფუნქციის მქონე დახლის დაპროექტების პრინციპები და სხვ.მეთოდური მითითება განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
უაკ: 621.9.022
სალექციო კურსში განხილულია მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, ასევე სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების მასალების ჭრით დამუშავების და დარგობრივ სამრეწველო საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესების სასწავლო კურსების სილაბუსში მოცემული საკითხები, როგორიცაა ჭრის კინემატიკა და დინამიკა, ბურბუშელას წარმოქმნის პროცესი, ჭრის ძალები, სითბური მოვლენები, მჭრელი იარაღების ცვეთისა და მედეგობის საკითხები, მექანიკის ინჟინერიაში გამოყენებული საიარაღო მასალები, დამუშავების ძირითადი პროცესების – ახარატების, ღერძული დამუშავების, ფრეზვის, რანდვის, გამოწელვისა და აბრაზიული დამუშავების პროცესების თავისებურებანი.სალექციო კურსი განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამების – მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის, ასევე სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. გამოცემა გამოადგება ინჟინერ-ტექნიკურ მუშაკებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს.
უაკ: 62-82
სალექციო კურსში ასახულია სხვადასხვა დანიშნულების მანქანაში ჰიდროსისტემების დაპროექტების საკითხები. მოცემულია ჰიდროსისტემის სქემები, რეკომენდაციები და კონსტრუქციული გადაწყვეტები, რომლებიც მიმართულია საიმედოობისა და ხანგამძლეობის გაზრდისათვის. განხილულია სიჩქარის რეგულირების ძირითადი პრინციპები ძალიან მცირე და ნახტომისებრი მიწოდებისას, სიჩქარის ავტომატური გადართვის ხერხები. კარგად არის გადმოცემული სისტემის მქ კოეფიციენტის გაზრდის საკითხები მუშაობაში თანამიმდევრულად ჩართული რამდენიმე შემსრულებელი მექანიზმის შემთხვევაში. აღწერილია ცილინდრებისა და ჰიდროამძრავების სინქრონული მუშაობა მათი პარალელური და თანამიმდევრული ჩართვისას. ნაშრომი განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.