ამოსავალი: საწყისი, დასაწყისი, საყრდენი (ამოსავალი დებულება); ამოსასვლელი [და არა ამოსავალი]: სადაც, საიდანაც უნდა ამოვიდნენ ან ამოდიან: „მახარემ დაინახა მდელოსკენ ამოსასვლელი ბილიკი“ (შ. არაგვ.).
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – ერთბაშად გაჩენილი. აღძრული. წამოჭრილი: „ყოველი ომი მაშინ არის გასამართლებელი, როცა ქვეყნის დასაცავად არის ამტყდარი“ (გ. წერეთ.), „რომთან ატეხილ ბრძოლაში ტიგრანმა მითრიდატეს წინდაუხედავად დახმარებაზე „უარი უთხრა“ (ი. ჯავახ.); მაგრამ ატეხილს სხვა მნიშვნელობებიც აქვს: 1. ხშირი, აყრილი (ითქმის მცენარეებზე): „და შეუპოვრად მოუთამაშებს გარემო თვისსა ატეხილ ჭალებს“ (ნ. ბარათ.); 2. გადატ. ვინც ატყდა; ვინც არავის და არაფერს ერიდება: „სამგლე გოჭივით ატეხილი, ხარბი და აბეზარი კაცი არავის და არაფერს ყურადღებას აღარ აქცევდა“ (ნ. ლომ..; 3. რაც ატყდა (ითქმის საქონელზე); 4. რაც აატეხეს (ატეხილი ქვა).
ამჩნევს: ხედავს, შენიშნავს (გზას ამჩნევს); აჩნევს: დაატყობს კვალს, დაღს, ნაფეხურებს; აჩენს: 1. ბადებს (შვილს აჩენს); 2. წარმოშობს: „ბოროტნი კაცნი... სამდურავსა და შუღლს აჩენენ“ (ილია); 3. ხილულს ხდის რაიმეს: „ქონებას მალავენ, არ აჩენენ“ (ილია).
ამცნობს, აცნობებს: აგებინებს, ატყობინებს: „კაჭკაჭმა შორიდანვე ამცნო თავისი მოსვლა ხმაურობით“ (ვაჟა); დადგენილების შესახებ თავმჯდომარე აცნობებს გიორგის; აცნობს: 1. უცნობ ვინმეს ნაცნობად ხდის (გიორგი თავის მეგობარს დედას აცნობს); 2. უცნობ ვითარებაში გაარკვევს ვინმეს (სკოლის ახალ დირექტორს კლასის ხელმძღვანელი მოსწავლეთა წარმატებას აცნობს).
ანალიზური (მეთოდი); ანალიტიკური (გეომეტრია).
ანტარქტიდა: დედამიწის სამხრეთ პოლუსის ირგვლივ მდებარე კონტინენტი; ანტარქტიკა: სამხრეთ-პოლარული მხარე, რომელიც ანტარქტიდასთან ერთად მოიცავს ატლანტის. ინდოეთისა და წყნარ ოკეანეთა სამხრეთ ნაწილს ზოგიერთი ზღვითა და კუნძულით.
აპატიებს: ჩადენილი დანაშაულისათვის (ცოდვისათვის) არ დასჯის; მიუტევებს, შეუნდობს; აპატივებს: პატივს, სასუქს აყრის, ანოყიერებს. აპოხიერებს მიწას.
არე: 1. მხარე, მიდამო, არემარე; გარკვეული ადგილი, განსაზღვრული სივრცე, რომელზედაც ვრცელდება რაიმეს მოქმედება (თვალთახედვის არე); 2. კიდე (ფურცლის არე); არეალი: დედამიწის ზედაპირის ის ტერიტორია, სადაც გავრცელებულია (მოიპოვება) ამა თუ იმ მცენარის, ცხოველის ან ფრინველის გარკვეული სახეობა (ვაზის... გავრცელების არეალი).
არისტოკრატიული (მმართველობა); არისტოკრატული (მანერები /იერი...).
ასაკოვანი (ადამიანი); ასაკობრივი (დაავადებები / ცენზი).
ასვამს (დაღს); ასმევს (წყალს).
ასიგნაცია: მოძვ. ქაღალდის ფული; ასიგნება: სპეც. გარკვეული თანხის გამოყოფა რაიმე მიზნისათვის; მიზნობრივი დაფინანსება.
ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – ფსიქ. ისეთი კავშირი წარმოდგენათა შორის, როდესაც ერთს მეორის გამოწვევა შეუძლია; მიმსგავსება. დაკავშირება, მაგრამ ასოციაციას სხვა მნიშვნელობაც აქვს: ორგანიზაციების ან ადამიანების წებაყოფლობითი კავშირი, გაერთიანება, ამხანაგობა (ადვოკატთა... ასოციაცია).
ატრიბუტი: 1. ფილოს. თვისება, რომელშიც საგნის ან მოვლენის არსი ვლინდება (სუბსტანცია და ატრიბუტი); 2. რაიმეს დამახასიათებელი ნიშანი: „ბევრი ლექსის აუცილებელ ატრიბუტად იქცა· „მარტოობა“, „ტანჯვა“... (რ. მიმინ.); ატრიბუტივი: სპეც. თვისების აღმნიშვნელი. განმსაზღვრელი სიტყვა (ზედსართავი სახელი); ატრიბუტიკა: 1. დამახასიათებელ ნიშანთა ერთობლიობა; 2. რაიმე აუცილებელი თანმხლები იარაღი, მოწყობილობა, ჩაცმულობა: „რესპუბლიკების გუნდებს უფლება ეძლევათ საკუთარი ატრიბუტიკითაც გამოვიდნენ ბარსელონაში“ (ქეგლ).
აუცილებელი: საჭირო (აუცილებელი საგნები); უცილობელი: გარდაუვალი (უცილობელი გამარჯვება).
აღთქმა: დაპირება, პირობის დადება; აღქმა: გაგების, გაცნობიერების უნარი.
აღმატებითი: გრამატ. აღმატებითი ხარისი – ზედსართავის ფორმა, რომელიც აღნიშნავს რაიმე თვისების ყველაზე მაღალ დონეს; აღმატებული: 1. ამაღლებული (ზნეობით აღმატებული: 2 გადატ. წარჩინებული. აღზევებული (აღმატებული პირი; სხვებზე აღმატებული).
აშენება (სახლისა...); გაშენება (ბაღისა...).
აცვამს (ჯვარს); აცმევს (კაბას).
აციებს: ციებ-ცხელება სჭირს, ციების შეტევა აქვს (ავადმყოფს აციებს); აცივებს: აგრილებს (აცივებს ღვინოს / წყალს).