ჰაერი: 1. ჟანგბადის, აზოტისა და სხვა უფერული გაზების ნარევი, რომელიც ქმნის დედამიწის ატმოსფეროს; 2. გარემო, სივრცე: „ტყვიაწამლის სუნი ჰაერში ტრიალებს“ (ილია); ჰავა: ამა თუ იმ ადგილისათვის ჩვეულებრივი მეტეოროლოგიური პირობების ერთობლიობა (ზომიერი / მკაცრი / თბილი... ჰავა).