პარონიმები ეწოდება ისეთ სიტყვებს, რომლებიც ბგერობრივად (ხან საერთო წარმომავლობის ან მსგავსი წარმოების გამო, ხან შემთხვევით, ზოგჯერ სემანტიკური ელფერითაც) ჰგვანან ერთმანეთს, რაც მიზეზი ხდება მათი აღრევისა (ისინი გაუმართლებლად მონაცვლეობენ როგორც ზეპირ, ისე წერით მეტყველებაში). გთავაზობთ პარონიმებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, საყურადღებო უნდა იყოს საგამომცემლო სახლის ავტორებისათვის. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ 2011 წელს გამოცემული ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონით. მთავარი რედაქტორი - თ. ვაშაკიძე.



 
შტურვალი – შტურმანი

შტურვალი: ბორბლისებური საჭე (გემის, თვითმფრინავის, კომბაინის...); შტურმანი: ხომალდებისა და თვითმფრინავების მიმოსვლის საქმის სპეციალისტი, რომელიც იღებს სათანადო კურსს და აღნიშნავს მოძრაობას.


 
ჩადის – სჩადის

ჩადის: ზემოდან ქვემოთ მიდის (კიბეზე ჩადის); შდრ.: მზე ჩადის; სჩადის: შვრეგა. აკეთებს: „რას ჩადით! – შემოუძახა...“ (ვაჟა).


 
ჩაკერილი – ჩაკერებული

ჩაკერილი: რაც ჩაკერეს; გაკერილი (ჩაკერილი შარვალი / კაბა...); ჩაკერებული: 1. რაც ჩააკერეს; კერვით ჩამაგრებული: „გიომ კარგად გაარჩია მხედრის მხრებზე ჩოხაში ჩაკერებული ნიშანი“ (ლ. ქიაჩ.); 2. საუბ. ჩართული, ჩამატებული (მოთხრობაში ჩაკერებული ლექსი).


 
ჩანთიანი – ჩანთოსანი

ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია (ჩანთიანი / ჩანთოსანი კაცი...), მაგრამ: ჩანთოსანი (მრ. ჩანთოსნები): ზოოლ. ძუძუმწოვარი ხოველების ერთი სახეობა (კენგურუ...).


 
ჩაუცვამს – ჩაუცმევია

ჩაუცვამს (ჩაიცვამს; ჩაიცვა): ჩაუცვამს (თვითონ); ჩაუცმევია (ჩააცმევს; ჩააცვა): ჩაუცმევია (ბავშვისთვის).


 
ჩაციებული – ჩაცივებული

ჩაციებული: 1. დაჟინებული (ჩაციებული ცქერა); 2. შეჩენილი, გადაკიდებული (ჩაციებული კაცი); ჩაცივებული (ღვინო / საზამთრო...).


 
ჩაძვრება – ჩასძვრება

ჩაძვრება (თაგვი სოროში); ჩასძვრება (ბავშვს შარვალი).


 
ჩაძრობა – ჩაძრომა

ჩაძრობა (შარვლისა); ჩაძრომა (სოროში); შდრ.: სულში ჩაძრომა.


 
ჩაწვდენა – ჩაწვდომა

ჩაწვდენა (ხელისა / ჯოხისა...); ჩაწვდომა (სულის სიღრმეში ჩაწვდომა; საქმეში ღრმად ჩაწვდომა).


 
ჩაჭედვა – ჩაჭედება

ჩაჭედვა: 1. ჭედვით ერთი რამის მეორეში მჭიდროდ ჩასმა (სოლის ჩაჭედვა მორში);
2. დახშვა, გაუქმება (ფანჯრის / კარის ჩაჭედვა); ჩაჭედება: ზევიდან რაიმეს დაკვრით ჩარჭობა, ჩასობა (ლურსმნის ჩაჭედება).


 
ჩახშული – ჩახშობილი

ჩახშული (გული / წრე..); ჩახშობილი (აჯანყება...).


 
ჩემებური – ჩემეული

ჩემებური: 1. მე რომ ვიცი, ისეთი; ჩემთვის დამახასიათებელი: „მინდოდა ერთი ჩემებური სიმღერა დამეძახა“ (ვაჟა); ჩემეული: ჩემი ნაქონი (ჩემეული ნივთები).


 
ჩიკორი – ჩიკორა

ჩიკორი: 1. „ქვის დიდი გუნდა“ (საბა); 2. ქვის ან ხის სათამაშო სამიზნე; 3. ბზრიალა; ჩიკორა: პატარა ტანისა (ჩიკორა კაცი).


 
ცდომილება – ხდომილება

ცდომილება: სპეც. განსხვავება რიცხვსა და მის მიახლოებით მნიშვნელობას შორის, ნამდ­ვილ სიდიდესა და გაზომვით მიღებულს შორის (აბსოლუტური / დასაშვეგი... ცდომილება); ხდომილება: ის, რაც ცდის შედეგად შეიძლება მოხდეს (შესაძლო / თავსებადი... ხდომილება).


 
ცენტრალური – ცენტრალისტური – ცენტრალიზებული

ცენტრალური (მოედანი / გათბობა / ნერვული სისტემა / ამოცანა...); ცენტრალისტური (მიდ­გომა / ხედვა...); ცენტრალიზებული (სახელმწიფო / განაწილება...).


 
ცერემონია – ცერემონიალი

ცერემონია: ოფიციალური ზეიმი, ღონისძიება (პრიზის გადაცემის ცერემონია); შდრ. საუბ. „დაუსრულებელი ცერემონიები მოთმინებას უკარგავდა უბრალოებას მიჩვეულ ჩრდილოელს“ (ს. კლდ.); ცერემონიალი: ოფიციალურ ღონისმიებათა ერთობლიობა (ოსკარის გადაცემის ცერემონიალი).


 
ცვლა – ცვალება

ცვლა და ცვალება ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – შეცვლა, გარდაქმნა: „ჩვენ რადა გვსახავ მიზეზად შენის გუნების ცვლისადა“ (ვაჟა); „მეფემ სჯულის ცვალებით შესწირა სული დიდებულ საქმეს“ (ვ. ბარნ.); მაგრამ ცვლა: 1. გამოცვლა: „კოდალებსაც ადგილის ცვლა მოუნდათ“ (თ. რაზიკ.); 2. გაცვლა, გაცვლა-გამოცვლა (საქონლის ცვლა); შდრ.: პირველი / მეორე ცვლა (სკოლაში, უნივერსიტეტში...); ღირსეული ცვლა; ნივთიერებათა ცვლა; ჟამთა ცვლა.


 
ცივილური – ცივილი ზებული

ცივილური: არასამხედრო, სამოქალაქო (ცივილური ტანსაცმელი); ცივილიზებული: ცივილიზაციას ზიარებული, კულტურული (ცივილიზებული ქვეყანა).


 
ციფრული – ციფრობრივი

ციფრული (ფოტოაპარატი...); ციფრობრივი (მაჩვენებლები...).


 
ცნობილი – ნაცნობი (ი ხ.)