უაკ: 669
სახელმძღვანელოში მოცემულია ქიმიურ-ანალიტიკური სამუშაოების წარმართვის პრაქტიკული რჩევები, ასევე ტექნოლოგიური ხასიათის სამუშაოები, რითაც იგი ტექნიკური ანალიზის საწყისებს უპასუხებს. წიგნი განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტთათვის. იგი წაადგება ქიმიურ-ანალიტიკური სამუშაოების წარმართვის ტექნიკით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
უაკ: 681.3.06
სახელმძღვანელოში მოცემულია C++ დაპროგრამების ენის ძირითადი და ფუნდამენტური საკითხები. დაწვრილებით არის შესწავლილი ალგორითმების სახეები შესაბამისი მაგალითებით. ასევე შემოთავაზებულია ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ძირითადი პრინციპები, მოცემულია მაგალითები შესაბამისი პროგრამული კოდებით. სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს დაპროგრამების სფეროში მომუშავე სპეციალისტებს და, საერთოდ, ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.
უაკ: 62-5
წიგნში ნაჩვენებია არამკაფიო სიმრავლეებისა და Fuzzy-ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები ტექნიკური, ეკონომიკური სისტემის მათემატიკური მოდელირებისა და მართვისათვის. ფინანსურ საწარმოო სფეროში რთული გადაწყვეტილების მიღებისას, საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებისას და სხვ. თავდაპირველად წიგნში მოცემულია არამკაფიო სიმრავლეთა თეორიის საფუძვლები, განხილულია არამკაფიო სიმრავლეთა წარმოდგენის ფორმები, მიკუთვნების ფუნქციის თვისებები, Fuzzy – ლოგიკის ოპერატორები. მოყვანილია მათემატიკური მოდელებისა და მრავალი გამოყენებითი ამოცანის ამოხსნის ალგორითმები. წიგნი განკუთვნილია ტექნიკური, ეკონომიკური და მენეჯმენტის სპეციალობის სტუდენტებისათვის. ვფიქრობთ, ის საინტერესო იქნება იმ ინჟინრების, ეკონომისტების, მენეჯერებისა და ბიზნესმენების, ფირმის ხელმძღვანელებისათვის, რომლებიც იყენებს მათემატიკურ მეთოდებს გადაწყვეტილების მიღებისას.
უაკ: 691.32
სახელმძღვანელოში განხილულია საქართველოს, რუსეთის სტანდარტებისა და ევროპული სამშენებლო ნორმების ძირითადი დებულებები, რომლებიც ეხება ბეტონებისადმი წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებსა და მათი გამოცდის მეთოდებს. ამ მოთხოვნების, მეთოდების შედარებითი ანალიზი საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ მასალის ხარისხი. აქვე მოცემულია ძირითადი დებულებების განმარტებები, ნორმატიული დოკუმენტების ჩამონათვალი. სახელმძღვანელო განკუთვნილია მაგისტრანტებისათვის, „სამშენებლო ნორმების საფუძვლების“ კურსის შესასწავლად, გამოადგება სტუდენტებსა და სამშენებლო დარგის სპეციალისტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ შეისწავლონ ევროპული ნორმატიული სამშენებლო დოკუმენტაციები.
უაკ: 538.244
სახელმძღვანელოში განხილულია ელექტრული წრედების არაწრფივი ელემენტები და მათი მახასიათებლები, მუდმივი დენის მარტივი და რთული არაწრფივი ელექტრული წრედების გაანგარიშების მეთოდები, მაგნიტური წრედები და მათი გაანგარიშება, არაწრფივი ელექტრული და მაგნიტური წრედები პერიოდული და გარდამავალი პროცესებისას, აგრეთვე ელექტრომაგნიტური ველის თეორიის ელემენტები. მოყვანილი თეორიული მასალა ილუსტრირებულია მაგალითებით. შედგენილია ელექტროტექნიკური პროფილის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების მიხედვით. წიგნი განკუთვნილია ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის, აგრეთვე დიდ დახმარებას გაუწევს წარმოებაში დასაქმებულ სპეციალისტებს.
უაკ: 669.2/83:66.046.8
სახელმძღვანელოში განხილულია მძიმე ფერადი ლითონების (სპილენძის, თუთიის, ტყვიის, ნიკელის, კალას) შემცველი ნედლეულის გადამუშავების პირო- და ჰიდრომეტალურგიული მეთოდები, შესაბამისი თანამედროვე ოპერაციული და აპარატურული ტექნოლოგიური სქემები. აღწერილია ტექნოლოგიურ სქემებში არსებული ოპერაციების ფიზიკურ-ქიმიური საფუძვლები და მათ განსახორციელებლად გამოყენებული აპარატურა. შემოთავაზებულ სახელმძღვანელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპილენძის და თუთიის სულფიდური ნედლეულის გადამუშავების ჰიდრომეტალურგიულ პროცესებს, მათ ოპერაციულ და აპარატურულ ტექნოლოგიურ სქემებს. ასეთი ინტერესი ჰიდრომეტალურგიისადმი აიხსნება იმით, რომ საქართველოში მოქმედი და პერსპექტიული სპილენძის სულფიდური საბადოების გადამუშავების ჰიდრომეტალურგიულ ტექნოლოგიას ალტერნატივა არ გააჩნია, როგორც ეკოლოგიური, ისე ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. სახელმძღვანელო განკუთვნილია მეტალურგიის სპეციალობის, „ფერადი ლითონების მეტალურგიის“ მიმართულების ბაკალავრებისა და ამ საკითხით დაინტერესებული მკვლევრებისთვის.
სახელმძღვანელოში განხილულია ვებ-დანართების შესაქმნელად განკუთვნილი თანამედროვე სერვერული საშუალებები: დაპროგრამების ენა PHP, ასევე Javascript ენის შესაძლებლობების გაფართოებისათვის დამუშავებული ფრეიმვორკული ტექნოლოგია AngularJS და სხვ. სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკის სპეციალობათა შემსწავლელი სტუდენტების, მაგისტრანტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.
უაკ: 577.4:664
სახელმძღვანელოში განხილულია სასურსათო პროდუქციის ბიოლოგიური სრულფასოვნების და ეკოლოგიური სისუფთავის უმთავრესი პირობები, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროს რეგულირების მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტები.წიგნი განკუთვნილია უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, ასევე ამ დარგში მომუშავე საზოგადოების ფართო წრისათვის.
უაკ: 517
სახელმძღვანელო შედგენილია ამჟამად მოქმედი პროგრამის მიხედვით და მოიცავს ერთი ცვლადის ფუნქციის დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის საკითხებს. იგი ძირითადად განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მათემატიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის.