image
რ. ოთინაშვილი

ბიზნესის უსაფრთხოება

უაკ: 338.14

სახელმძღვანელოში ლოგიკური თანამიმდევრობით განხილულია თემები: ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოება, როგორც ბიზნესის მდგრადი განვითარების საფუძველი, კონ­კურენცია ბიზნესის უსაფრთხოებაში, ინფორმაციისა და შესაბამისი ანალიზის როლი მეწარმეობის მდგრად განვითარებაში, პერსონალის უსაფრთხოება, ბიზნესის დაზვერვა და საერთაშორისო ბიზნესის უსაფრთხოება, თანამედროვე გამოწვევები და ინოვაციური ტექნო­ლო­გიები კომპანიის მენეჯმენტის სისტემის კონტექსტში, ბიზნესის მდგრადი განვითარების სა­ხელმწიფო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები.

ნაშრომი  ბიზნესის უსაფრთხო განვითარებაზე შეიქმნა მოწინავე საზღვარგარეთული და ადგილობრივი ლიტერატურის საფუძვლიანი შესწავლისა და გააზრების შედეგად. თეო­რი­ულ-მეთოდურ მასალასთან ერთად განხილულია ბიზნესის მდგრადი მართვის სფეროში წარ­მა­ტებული ქვეყნებისა და კომპანიების გამოცდილება.

სასწავლო კურსი პირველი ცდაა იმ ყამირის ათვისებისა, რომელიც ბიზნესის მართვის ამ სფეროში არსებობს. მისი მიზანია სტუდენტებს მისცეს სათანადო ცოდნა და ჩვევები, რათა უკეთ გაერკვნენ გამოწვევებით სავსე ბიზნესგარემოს ტენდენ­ციებში. აღნიშნული დაეხმარება მეწარმეობრივი ხედვის განვითარებაში, მისცემს მოტივაციას, თავად წამოიწყონ და უსაფრთხოდ მართონ საკუთარი ბიზნესი.

განკუთვნილია შესაბამისი სფეროს მაგისტრატურისა და დოქტორატურის სა­ფეხურის სტუდენტებისათვის, ასევე იმ პრაქტიკოსი მეწარმეებისათვის, რომლებსაც სურთ უსა­ფრ­თხოდ მართონ ბიზნესი.

 

 

image
ნ. ჯვარელია, ლ. ჩხეიძე, ს. გიგაური

საწარმოო სანიტარია

უაკ: 628.5

სახელმძღვანელოში განხილულია საწარმო სანიტარიის პრობლემები, სანი­ტარიული ღონისძი­ე­ბე­ბის შესრულების მეთოდები, ხერხები.

აღწერილია სამუშაო გარემოს სანიტარიული მოწყობის პრინციპები, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგო­მარეობა, სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო მოთხოვნები, საერთო მოთხოვნები მომუ­შავეების, ინვალიდების, არასრულწლოვნების შრომის პირობებისადმი, აუცილებელი სანიტარიული სწავლების მო­წყობა. ასევე აღწერილია მომუშავეებისათვის სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო მოწყობილო­ბები და მათ მიმართ წაყენებული სანიტარიულ-ტექნიკური მოთხო­ვნები საკვები პროდუქტებისა და წყლის გადა­მუშავების ობიექტებისადმი. განხილულია საჰაერო გა­რემოს ძირითადი დამბინძურებლები, სამუშაო გა­რემოდან მათი მოცილების გზები, საწარმო სათავსებში კომფორტული პირობების შემქმნელი ტექნიკური მოწყობილობები, როგო­რიცაა სავენტილაციო, ჰაერის გათბობის, კონდიციონირების, ხელოვნური განა­თების სისტემები.

მოცემულია საწარმოო გარემოს მიკროკლიმატური პირობების სხვადასხვა კომბინაცია, მათი ზემო­ქმედების შედეგად მიმდინარე ფიზიოლოგიური ძვრები და წარმოქმნილი დაავადებები,  ტექნოგენური სა­ფრთხის წარმომქმნელი ფაქტორები, როგო-რიცაა: მექანიკური და აკუსტიკური რხევები, სამრეწველო გამოსხივებები, ამაღლებული და დადაბ­ლებული ატმოსფერული წნევები, წარმოქმნილი დაზიანებები და პროფილაქტიკური ღონისძიებები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, სტუდენტებისათვის. დახმარებას გაუწევს წარმოებებში დასაქმებულ ინჟინრებს, ტექნი­კურ ინსპექტორებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს და საკითხებით დაინტერესებულ პირებს.

 

 

image
ზ. გუდავაძე

ქანების ფიზიკის საფუძვლები

უაკ: 63.425

სახელმძღვანელოში აღწერილია ქანების შედგენილობა და აღნაგობა, მათი კლა­სიფიკაციები. მოცემულია ქანების ბაზური ფიზიკური და ტექნოლოგიური თვი­სებები.  დეტალურადაა განხილული ქანების მექანიკური, თბური, ელექტრული, მაგ­ნიტური, რადიაციული, ჰიდრო და აეროდინამიკური თვისებები. ნაჩვენებია ქანების შედგენილობისა და აღნაგობის გავლენა მათ თვისებებზე.

მოცემულია ქანთა მასივებში მიმდინარე ბუნებრივი ფიზიკური და ადამიანის საინჟინრო საქმიანობით გამოწვეული პროცესები. ნაჩვენებია დრეკადი ტალღების ფორმირებისა და გავრცელების კანონზომიერებები; თბური, ელექტრული და მაგნი­ტური ველების გავრცელება და ზემოქმედება ქანთა მასივებზე; სითხეები და გაზები ქანთა მასივებში, მათი გადაადგილების თავისებურებები; მიმდინარე რადიაციული პროცესები; ბუნებრივ ძალთა და დეფორმაციათა ველები; მათი ცვლილების თავი­სებურებები ქანთა მასივებზე, სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური ზემოქმედების პრო­ცესში; სამთო წნევა, სამთო დარტყმა, ნახშირისა და ქანის უეცარი გამოტყორცნა; ქანების თვისებების ურთიერთკავშირი და გავლენა მიმდინარე ფიზიკურ პროცე­სებზე; ქანთა მასივებში ფიზიკური პროცესების მიმდინარეობის კანონზომიერებათა გამოყენების შესაძლებლობები სამთო საქმესა და გეოლოგიაში, მოყვანილია კონკრე­ტული მაგალითები.

წიგნი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგან­მა­ნათლებლო პროგრამა „სამთო და გეოინჟინერიის“ სპეციალობის სტუდენტე­ბი­სათვის.

 

 

image-1
ლ. გაჩეჩილაძე

ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება C++ ენაზე
მეორე გამოცემა

უაკ: 004.43

სახელმძღვანელოში განხილულია თანა­მედროვე ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ძირითადი პრინციპები, კერძოდ: ინკაფსულაცია, მემკვიდრეობითობა, პოლიმორფიზმი, აბსტრაქცია. სრულად არის წარმოდგენილი C++ ენის სინ­ტაქსი, ძირითადი სტრუქტურები, მმართველი კონს­ტრუქციები, გამონაკლისების დამუშავების საშუალე­ბები, სტანდარტული შაბლონების ბიბლიოთეკა (STL) და ენის გამოყენების ფართო შესაძლებლობები. მოიცავს თეორიულ წანამძღვრებს და აღწერილია პრო­გრამული კოდის ჩაწერისა და შესრულების პროცედურები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების C++ ენის  ასათვი­სებლად.

 

 

image
ი. ცომაია, ნ. ტაბატაძე

ფარმაცევტული ტექნოლოგიის ძირითადი ასპექტები

უაკ: 615.014

სახელმძღვანელოში განხილულია სითხოვანი წამლის ფორმები - წყლიანი გამონაცემები და მონახარშები, რომლებიც მცენარეული სამ­კურნალო ნედლეულიდან მიღებული წყლიანი გამონაწვლილებია. მცე­ნა­რის სხვადასხვა ნაწილებიდან მიღებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთი­ერებების კომპლექსი – გამონაცემებისა და მონახარშების სახით ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადების პრევენციისა  და მკურნალობისათვის.

მოცემულია რბილი წამლის ფორმების – მალამოების მიღების ტექნო­ლოგიური პროცესის თავისებურებები და ძირითადი მახასიათებლები. მო­ყვანილია მალამოების მომზადებისათვის საჭირო დამხმარე ნივთიერებები - ფუძეები და ემულგატორები, აღნიშნული ნივთიერებების გაანგარიშების მეთოდები, მალამოს მომზადების ტექნოლოგიის განსაკუთრებულობა.

ნაშრომში ასევე განხილულია  დოზირებული წამლის ფორმები - სუ­პოზიტორიები, მოცემულია მათი დამზადებისთვის აუცილებელი წესები და რეკომენდაციები. აღნიშნული ნაშრომით, სტუდენტები სწავლობენ სუ­პოზიტორიების თვისებებს, მათ თავისებურებებს, სხვა წამლის ფორმებთან შედარებით მათ უპირატესობას, დამზადების ტექნოლოგიური პროცესების ძირითად მახასიათებლებს, კეთილხარისხოვნების შეფასების კრიტერიუ­მებს.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ფარმაცევტული სპეციალობის სტუდენტებისათვის, ასევე სააფთიაქო დარ­გის პრაქტიკოსი მუშაკებისათვის.

 

 

image
ლ. ჩხეიძე

ქიმიური და მეტალურგიული საწარმოების უსაფრთხოება

უაკ: 669/66.013

სახელმძღვანელოში განხილულია ქიმიური და მეტალურგიული მრეწველობის საწარ­მოებ­ში პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ასპექტები, ქიმიური და მეტალურგიული საწარმოებისთვის დამახასიათებელი შრომის ექსტრემალური პირობები, ძირითადი საწარმოო მავნეობები, პროფესიული დაავადებები, ტრავმატიზმის ლიკვიდაციისა და შრომის პირობების გაჯანსაღების და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები. ყურადღება გამახვილებულია ტექნოლო­გიური პროცესების ჩატარებისა და მოწყობილობის მუშაობის უსაფრთხო პირობებზე.

გაანალიზებულია ისეთი ფაქტორებისაგან დაცვის ღონისძიებები, როგორიცაა ჰაერის და­ბინძურება, ჭარბი სითბო და თბური გამოსხივება, ელექტრომაგნიტური ველი, ხმაური, ვიბ­რაცია, ულტრა- და ინფრაბგერა, რადიოაქტიური და ლაზერის გამოსხივება, ხანძარი და აფეთ­ქება, გარემოს დაბინძურება. გაშუქებულია შრომის უსაფრთხოებისა და პირობების გაჯანსაღების საკითხები.

განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულ­ტე­ტის საბაკალავრო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მარ­თვის“ სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image
მ. ჩიხლაძე, მ. გიგინეიშვილი, თ. მიქელაძე

ბიოფიზიკა

უაკ: 577

სახელმძღვანელო შედგება ორი ნაწილისაგან: პირველ ნაწილში მაქსიმლურად შემჭიდროებული ფორმით გადმოცემულია ზოგადი ფი­ზიკის ის საკითხები, რომლებიც აუცილებელია  მეორე ნაწილში განხი­ლუ­ლი ბიოლოგიური პროცესების   გასაგებად.

სახელმძღვანელოში საფუძვლიანადაა განხილული როგორც მოლე­კუ­ლური და უჯრედის ბიოფიზიკის ელემენტები, ისე ნერვული იმპულსის გავრცელება და დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის აუცილებელი ისეთი მნიშვნელოვანი პროცესი, როგორიცაა ფოტოსინთეზი. მოცემულია ბიოორგანიზმების თერმოდინამიკა და ენერგიის მუდმივობის კანონი. გა­სა­გებადაა ახსნილი ცოცხალი ორგანიზმის, რო­გორც ღია თერმოდინა­მი­კური სისტემის არსი. თანამედროვე ტექნოლოგი­ების სამყაროში განსა­კუთრებით მნიშვნელოვანია რადიაციული ბიოფი­ზიკა, რაც მოიცავს ბიო­ლო­გიურ ობიექტზე რადიაციის მოქმედების ტი­პებსა და ეტაპებს, დოზი­მეტრიას.

გამოცემა დიდ სარგებლობას მოუტანს საინჟინ­რო ფიზიკის ბაკა­ლავრი­ატისა და მაგისტრატურის პროგრამების სტუდენ­ტე­ბსა და ბიოფიზიკის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს.

 

 

image
თ. კუნჭულია, ნ. რაზმაძე

შრომის უსაფრთხოება გეოლოგიური სამუშაოების დროს
მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა

უაკ: 550.8.02:658.382.3

სახელმძღვანელოში მოცემულია შრომის კანონმდებლობის, შრომის უსაფრთხოების სანიტარიულ-ჰიგიენური და სამედიცინო-ბიოლოგიური საფუძვლები, გეოლოგიური სამუშაოების წარმოების ადგილებზე შრომის პირობების გასაუმჯობესებელი ტექნიკური და ორგანიზაციული ღონის­ძიებების სისტემა. განხილულია შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის შრომისდაცვითი ასპექტები, სახიფათო და მავნე ფაქტორების მახასია­თებლები და მომუშავეთა დაცვის საშუალებები, გეოლოგიური პროფილის საწარმოო სათავსების განიავება და მათი საჰაერო გარემო, საწარმოო ტრავ­მატიზმის ანალიზი, ელექტრული უსაფრთხოების საფუძვლები, სა­წარ­მოო მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების ექს­პლუატა­ციისა და დამხმარე სამუშაოების წარმოების უსაფრთხოება, სხვა­დასხვა სახის სპეციალური გეოლოგიური სამუშაოების წარმართვისას უსა­ფრ­თხოების ტექნიკის მოთხოვნები, აგრეთვე საველე სამუშაოების წარმო­ების უსაფრთხოება და სახანძრო უსაფრთხოების საფუძვლები.

სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფა-კულტეტის ბაკალავრებისათვის.

 

 

image
ი. შათირიშვილი, მ. კილაძე

ანალიზური ქიმია რაოდენობითი ანალიზი

უაკ: 543∙7(075∙8)

სახელმძღვანელოში განხილულია წონითი და ტიტრიმეტრიული (მო­ცუ­­ლობითი) ანალიზის თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული მეთო­დები. აღწერილია სამუშაოს შესრულების ხერხები, აპარატურა, ხელსა­წყოები და ანალიზის შედეგების გამოთვლის მეთოდები. დიდი რაო­დე­ნობითაა მოცემული საკონტროლო კითხვები და ამოცანები. სახელ­მ­ძღვა­ნელო სრულ შესაბამისობაშია რაოდენობითი ანალიზის სასწავლო პროგ­რამასთან.

განკუთვნილია სხვადასხვა პროფილის უმაღლესი სასწავლებ­ლების შესაბამისი ფაკულტეტების, სხვადასხვა სპეციალობის სტუდენ­ტები­სა­თვის.