image-1
გ. მალაშხია

მოგების მეტათეორია ახალი ხედვა

უაკ: 003.13

ნაშრომში გადმოცემულია  მოგების სრულიად ახალი, არსებული თეორიებისაგან რადიკალურად განხვავებული, გაგება. ნაშრომი ადრე (2007 წ.) გამოცემული წიგნის „მოგების მეტათეორიის (რა არის სინამდვილეში მოგება?)“ გადამუშავებული და დაზუსტებული ვარიანტია.
განკუთვნილია მეცნიერ-მკვლევართა, სტუდენტებისა და ეკონომიკური თეორიის პრობლემებით დაინტერესებული პირებისათვის.

 

 

image-1
ვ. ლოლაძე, შ. ბაქანიძე, ნ. მსხილაძე, ვ. პირმისაშვილი

მონოლითურ მშენებლობაში მოუხსნადი ყალიბების გამოყენების კონსტრუქციული და ტექნოლოგიური გადაწყვეტა

უაკ: 69.05(075.8)

განხილულია შენობის მონოლითური დაბეტონებისათვის არსებული მოუხსნადი ყალიბების კოსნტრუქციული და ტექნოლოგიური გადაწყვეტების საკითხები. დაწვრილებითაა აღწერილი მონოლითურ ნაგებობათა ახალი ტიპის მზიდი, შემომფარგლავი ელემენტების კონსტრუირება, თბოტექნიკური გაანგარიშების მეთოდიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. განკუთვნილია მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და მშენებლობის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
დ. ნატროშვილი, გ. ბერიკელაშვილი, გ. სამსონაძე

წრფივი ალგებრისა და დისკრეტული მათემატიკის ელემენტები

უაკ: 512.51

ტრადიციულ მასალასთან (მატრიცები, წრფივ ალგებრულ განტოლებათა სისტემები, ვექტორები, წირები და ზედაპირები, წრფივი სივრცეები და წრფივი ოპერატორები, ჯგუფები, რგოლები და ველები) ერთად სახელმძღვანელოში განხილულია საკითხები გამოყენებითი ალგებრის ისეთი დარგებიდან, როგორიცაა ბულის ალგებრების თეორია და გრაფთა თეორია, აგრეთვე კოდირების თეორიისა და კრიპტოგრაფიის ელემენტები. წიგნის მეორე ნაწილში მოცემულია სავარჯიშოები, რომლებიც თემატურად მჭიდროდაა დაკავშირებული თეორიულ ნაწილში გადოცემულ მასალასთან. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მათემატიკისა და საინჟინრო სპეციალობების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ბ. კოტია

ელექტრონ-პოლარონული გამტარობისა და დაბალტემპერატურული დრეიფული ძვრადობის კვანტური თეორიის საკითხები ნახევარგამტარებსა და იონურ კრისტალებში

უაკ: 539.21

განხილულია დროითი წონასწორული კორელაციური ფუნქციების ახალი, ზუსტი განზოგადებული კვანტური ევოლუციური (კინეტიკური) განტოლებების მიღება და გამოკვლევა დინამიკური სისტემებისთვის, რომლებიც ურთიერთქმედებს ბოზონურ (ფონონური) ველთან. მოცემულია ევოლუციური განტოლების გამოყვანის ორი მიდგომა.
კუბოს წრფივი გამოძახილისა და შეშფოთების თეორიაზე დაყრდნობით აგებულია ნახაევარგამტარებსა და იონურ კრისტალებში ელექტრონ-პოლარონული გადატანის მოვლენების თანამიმდევრული კვანტური თეორია კვაზინაწილაკის სუსტი და ძლიერი ურთიერთქმედების შემთხვევაში ფონონურ ველთან. გამოთვლილია გადატანის კინეტიკური (მექანიკური) კოეფიციენტები პოლარონის სხვადასხვა მოდელებისათვის.
განკუთვნილია მყარი სხეულის ფიზიკის, არაწონასწორული სტატისტიკური მექანიკისა და პოლარონის თეორიის სპეციალისტებისათვის. დიდ სარგებლობას მოუტანს აგრეთვე, მყარი სხეულების ფიზიკის მკვლევარებს, თეორიული ფიზიკის სპეციალისტებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს (მაგისტრანტებს) და დოქტორანტებს.

 

 

image-1
ზ. მიქაძე, ც. ნამჩევაძე, თ. ჭუმბურიძე

მასობრივი მომსახურების გამოთვლითი სისტემების ანალიზი

უაკ: 681

გადაწყვეტილია რთული სამეცნიერო პრობლემა, როგორიცაა მაღალმწარმოებური, მტყუნებამდგრადი გამოთვლითი სისტემების სისტემური (ფუნქციონალური) დაპროექტების მეთოდებისა და თეორიის დამუშავება:
–უზრუნველყოფილია გამოთვლითი რესურსების არამწარმოებლური დანაკარგების ხარჯზე სისტემების მაქსიმალური გამტარუნარიანობა;
–განსაზღვრულია გამოთვლითი სისტემების მწარმოებლობა სიჭარბის შემცველი სისტემების როგორც ერთ, ისე მრავალქმედითუნარიან მდგომარეობაში ფუნქციონირებისას, ამოსახსნელი ამოცანის მახასიათებლების და მტყუნებათა სახეობების გათვალისწინებით;
–შეფასებულია და განსაზღვრულია ეფექტურობის მაჩვენებლები (რიგის სიგრძე, მოთხოვნის რიგში ყოფნისა და სისტემაში ყოფნის დრო);
–დადგენილია კონტროლის ოპტიმალური სახე.

 

 

image-1
ე. მოისწრაფიშვილი, ნ. რურუა, მ. მოისწრაფიშვილი, ბ. ბრეგაძე

საქართველოს რკინიგზის განვითარების ძირითადი მიმართულებები და აქტუალური პრობლემები

უაკ: 625.1; 625.11; 625.17(075.8);

მონოგრაფიაში განხილულია საქართველოს რკინიგზის განვითარების ძირითადი მიმართულებები და აქტუალური პრობლემები, რომლებიც განპირობებულია საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო სისტემის დაჩქარებული ტემპით, მისი სტრატეგიული მნიშვნელობით და სხვა უმნიშვნელოვანესი მოტივებით. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ინტეგრაცია მსოფლიოს სატრანსპორტო სისტემაში, ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი უმოკლესი და ხელსაყრელი სატრანსპორტო მაგისტრალის Traseca-ს სახით.
დამუშავებული და გაანალიზებულია მრავალი საკვანძო პრობლემა, როგორიცაა: რკინიგზის საიმედოობისა და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები; რკინიგზისა და მისი ინფრასტრუქტურის პროექტების მართვის არსი და მისი დაგეგმვა; ეროვნული ნორმატიულ-ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბების საკითხები; სალიანდაგო კომპლექსის რესურსდამზოგი და ახალი ტექნოლოგიები; სალიანდაგო კომპლექსის მართვის სტრუქტურის, დაგეგმვისა და განვითარების თანამედროვე მიმართულებები; საქართველოში ვიწროლიანდიანი რკინიგზის გამოყენების პერსპექტივები.
წიგნი განკუთვნილია რკინიგზის ტრანსპორტის საინჟინრო-ტექნიკური სპეციალისტების, მკვლევრების, დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
დ. ნამგალაძე

მაგისტრალური ნავთობგაზსადენების საიმედოობის და ეკოლოგიური უსაფრთხოების ამოცანები

უაკ: 532.529

მსოფლიოში დღეს არსებობს ზედაპირული და გრუნტის წყლების, აგრეთვე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემები, რაც საშიშროებას ქმნის ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის. ნავთობსადენების (ასევე ნავთობპროდუქტსადენების) და გაზსადენების ავარიების შედეგად პროდუქტი ხვდება გრუნტში, აკვატორიასა და ატმოსფეროში. ასეთი მოვლენები, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა მიზეზით წარმოიქმნას, უარყოფითად მოქმედებს ენერგეტიკული ობიექტების მოწყობილობაზე, მათი მუშაობის საიმედოობასა და ხანგამძლეობაზე. აქედან გამომდინარე, თეორია ან ექსპერიმენტზე დამყარებული მეთოდოლოგიურად გამართული თანამედროვე მოდელების შექმნა, რომელიც ეხება აღნიშნული პრობლემის შესწავლას, აქტუალურია. მონოგრაფია გამოადგება მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და მეცნიერ-მკვლევარებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული საკითხებით.

 

 

 

image-1
ნ. ქებაძე, რ. ქაცარავა

სამედიცინო დანიშნულების დისპერსიული სისტემები ბიოდეგრადირებადი პოლიესტერამიდების საფუძველზე

უაკ: 541.182

განხილულია ბიოდეგრადირებადი პოლიესტერამიდების საფუძველზე დისპერსიული (ფოროვანი ფირები, ფხვნილები და მიკროსფეროები) მასალების მიღება, კვლევა და მათი გამოყენება კონტროლირებადი გამოყოფის სისტემების კონსტრუირებისათვის.
ბიოდეგრადირებადი პოლიესტერამიდების საფუძველზე მიღებულ იქნა დისპერსიული სისტემები, რომლებიც პერსპექტიულია  ქსოვილური კულტურის (უჯრედების) რეგენერაციისათვის; აგრეთვე მიღებულია ბაქტერიოფაგების (როგორც გაუწმენდავი, ასევე გაწმენდილი ფაგების გამოყენებით) შემცველი პოლიმერული კომპოზიტები, რომლებიც ხასიათდება როგორც პროტექტორული, ისე სამკურნალო თვისებებით.
მონოგრაფიას აქვს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მნიშვნელობა. განკუთვნილია ბიოსამედიცინო პოლიმერული ქიმიის და ბიოტექნოლოგიის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

 

 

image-1
ლ. კაპანაძე, მ. ჩიტიძე

სამომავლო მოდელების შერჩევა და გამოყენებული ქსოვილების რაციონალური პარამეტრების დადგენა

უაკ: 687.016

განხილულია XX საუკუნის მოდის განვითარებაზე მომქმედი ფაქტორები. თეორიული და ექსპერიმენტული კვლევის შედეგად შერჩეულია ის ძირითადი და მეორეული ნიშნები, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია მომავლის საბაზო მოდელების მრავალფეროვანი სორტიმენტის შექმნა. საუკუნის მონაცემების ანალიზით და სტატისტიკური კვლევებით დადგენილია, რომ მსოფლიო და საქართველოს მოდის ცვლილებას შორის არსებობს პირდაპირი კავშირი, თუმცა არ გამოირიცხება ის ფაქტი, რომ მოდის ცვლილება სტოქასტიკური პროცესია და მასში მონაწილეობს მრავალი ალბათური მახასიათებელი. გამოკვლეულია ქსოვილის სიგანის უთანაბრობაზე მოქმედი ფაქტორები და დადგენილია მომავალ მოდელებში მათი გამოყენების რაციონალური პარამეტრები. გრაფის სტრუქტურული სქემების გამოყენებით შექმნილია მოდელების ესკიზები, შესაბამისი ქსოვილებისა და ფერთა ტონალობის გათვალისწინებით.
განკუთვნილია ტანსაცმლის დიზაინის სფეროში მომუშავე სპეციალისტების, კონსტრუქტორების, მეცნიერ-მუშაკების, მაგისტრანტებისა და სტუდენტებისათვის.