image-1
ნ. ტყემალაძე

სწავლებით სახეთა ამოცნობის სისტემა და მისი თეორიული საფუძვლები

უაკ: 800.8

შემუშავებულია საწყისი ინფორმაციის წინასწარი დამუშავებით და მასწავლებლის მეშვეობით მანქანური სწავლებით სახეთა ამოცნობის თეორია, რომელიც განსხვავდება ამჟამად არსებული მანქანური სწავლებისა და სახეთა ამოცნობის თეორიებისგან. ამ თეორიის საფუძველზე შექმნილია სწავლებით სახეთა ამოცნობის სისტემა − სსას. იგი მოიცავს: 1) საწყისი ინფორმაციის წინასწარი დამუშავების, 2) მასწავლ და 3) ამოცნობის მოდელებს. სსას-ის ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული საკვლევი ობიექტების (სახეთა) ფიზიკურ არსზე, მათი მახასიათებელი საწყისი პარამეტრების ტიპსა და რაოდენობაზე. სისტემას შეუძლია მინიმალური საწყისი ინფორმაციის საფუძველზე სხვადასხვა დარგში (ეკოლოგია, ბიოლოგია, გეოლოგია, გეოფიზიკა, მედიცინა, სამხედრო საქმე და ა.შ.) გადაწყვიტოს სახეთა ამოცნობის ამოცანები.
მონოგრაფია განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
А.П. Нариманидзе†, М.А. Мдивани†, Е.М. Шилакадзе, Т.Г. Цинцадзе, Н.О. Киласония, И.О. Гвелесиани

Координационные соединения железа с гидразидами пиридинкарбоновых кислот и производными гидразида изоникотиновой кислоты

უაკ: 54

В монографии приведены сведения о гидразидах пиридинкарбоновых кислот и произ­водных гидразида изоникотиновой кислоты – тубазида, также даются синтез и физико-хими­ческие свойства координаицонных соединений железа с отмеченными гидразидами. Отдель­ная глава посвящается испытанию противотуберкулезной активности координа­ционных сое­динений железа с гидразидами пиколиновой, никотиновой, изоникотиновой кислот и произ­водными гидразида изоникотиновой кислоты (ларусан, фтивазид, салюзид).
Книга рассчитана на химиков, биологов и медиков-фтизиатров.

 

 

image-1
А. Лежава, Э. Квезерели

КООРДИНАЦИОННЫЕ СОЕДИНЕНИЯ Ge (IV) С НЕКОТОРЫМИ БИОАКТИВНЫМИ ЛИГАНДАМИ

უაკ: 54

В Монографии приведены данные по синтезу и исследованию физико-химических свойств координационных соединения германия (IV) c азот- и кислородсодержащими органическими лигандами.
Синтезированы галогенидные, тиоцианатные и галогенидо-тиоци­анатные координационные соединения германия (IV) c гидразидами моно-пиридинкарбоновых кислот, с ларусаном, 1,10 фенантролином, 2,2′ и 4,4′-дипиридилом. Изучены их физико-химические и биологи­ческие свойства. По данным изучения их ИК спектров поглощения предложены строения этих соединений.
При исследовании антитуберкулезных свойств некоторых из син­тезированных соединений германия (IV) с ларусаном проявили повы­шенную антитуберкулезную активность по сравнению с чистым пре­паратом ларусана (лар.).
Монография предназначена для химиков, биохимиков и фтизиат­ров, а также для докторов и студентов старших курсов химического и биологического факультетов. 

 

 

image-1
ნ. ბჟალავა, თ. ჯიშკარიანი

მყარი სათბობის გაზიფიკაციის პროცესის კომპიუტერული მოდელირება

უაკ: 62-5

სათბობის გაზიფიკაციის ქიმიური პროცესების თერმოდინამიკა, გამოვლენილია ტყიბულ-შაორის საბადოს ქვანახშირისაგან მიღებული გენერატორის აირების ენერგეტიკულ სათბობად გამოყენების შესაძლებლობები; შემუშავებულია ტყიბულ-შაორის საბადოს ქვანახშირის, როგორც საწვავი აირის საწყისი ნედლეულის შეფასების მეთოდიკა; გენერატორის აირის მიღების კომბინირებული გაანგარიშების მეთოდის გამოყენებით დადგენილია ტყიბულ-შაორის საბადოს ქვანახშირის გაზიფიკაციის დროს მიღებული გენერატორის აირის ძირითადი თბოტექნიკური მაჩვენებლები; გამოკვლეულია მყარი სათბობის გაზიფიკაციის პროცესები და განსაზღვრულია გენერატორის აირის ძირითადი მაჩვენებლები, დასაბუთებულია ნახშირის გაზიფიკაციის პროცესის გაანგარიშების კომპიუტრულ მოდელირებაზე გადასვლის აუცილებლობა; შექმნილია ნახშირის გაზიფიკაციის პროცესის გაანგარიშებისათვის საჭირო თბოტექნიკური მონაცემების ბაზა და დამუშავებულია ნახშირის გაზიფიკაციის პროცესის ინჟინრული გაანგარიშების ალგორითმები; შექმნილია გაანგარიშების კომპიუტერული მოდელი და განხორციელებიულია მისი აპრობაცია-რეალიზაცია Excel - ის ცხრილური პროცესორისა და Visual Basic for Application პროგრამირების ენის გამოყენებით.
მონოგრაფია განკუთვნილია სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტისა და ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. აგრეთვე, ენერგეტიკის დარგში დასაქმებული საინჟინრო პერსონალისა და კომპიუტერული მოდელირებით დაინტერესებული ფართო წრისათვის.

 

 

image-1
ნ. ბაღათურია, ნ. ბეგიაშვილი

ღვინის ექსპერტიზა
თეორია და პრაქტიკა

უაკ: 663.2/3

სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის, სპეციალობით „სურსათის ექსპერტიზა“, „სასურსათო ტექნოლოგია“ და „კვების მრეწველობის ინჟინერია და ტექნოლოგიები“.

სახელმძღვანლოში განხილულია ყურძნის ღვინოების კლასიფიკაცია, ნატურალური ღვინის წარმოების ტექნოლოგიები; ღვინის დეგუსტაცია, იდენტიფიკაცია და სერტიფიკაცია; ღვინის ფალსიფიკაციის სახეები, ფალსიფიკაციისას მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური გარდაქმნები და სუფრის ღვინის ნატურალობის მაჩვენებელი კრიტერიუმები.

ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს როგორც საწარმოო და სავაჭრო ორგანიზაციების, ასევე მაკონტროლებელი ორგანოების მუშაკებსაც.

 

 

image-1
ც. ღუდუშაური, ქ. ბაზიერაშვილი, მ. ქოჩიაშვილი

თვისებითი ანალიზის მჟავურ-ფუძოვანი მეთოდი

უაკ: 54

მონოგრაფია დაწერილია ანალიზური ქიმიის პროგრამის შესაბამისად. მასში განხილულია კატიონთა ნარევების თვისებითი უგოგირდწყალბადო ნახევრადმიკრომეთოდით ანალიზისთვის საჭირო რეაქციები და მეთოდები, რომლებიც დამყარებულია კატიონთა მჟავურ-ფუძოვან კლასიფიკაციაზე.
ნაშრომი შედგება სამი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში განხილულია ანალიზური ქიმიის თეორიული საკითხები, წონასწორობის მდგომარეობა პროტოლიზურ, ჟანგვა-აღდგენისა და კომპლექსწარმოქმნის რეაქციებში.
მეორე ნაწილში განხილულია კატიონებისა და ანიონების ანალიზური კლასიფიკაცია, გამახვილებულია ყურადღება კატიონთა თვისებითი ანალიზის მჟავურ-ფუძოვან მეთოდზე.
მესამე ნაწილში მსჯელობაა ძირითადი ანიონების დამახასიათებელი რეაქციებისა და მათი აღმოჩენის მეთოდიკების შესახებ.
მონოგრაფია დიდ დახმარებას გაუწევს ქიმიური, ქიმიურ-ტექნოლოგიური, ფარმაცევტული, მეტალურგიული უმაღლესი და საშუალო-ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტებს, ასევე საწარმოო და სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიების სპეციალისტებს.

 

 

image-1
ს. მიდელაშვილი

ტერიტორიული მთლიანობისა და სეპარატიზმის პრობლემები საქართველოში

უაკ: 327

მონოგრაფიაში განხილულია ტერიტორიული მთლიანობისა და სეპარატიზმის პრობლემები საქართველოში. სეპარატიზმი, განსაკუთრებით კი აგრესიული სეპარატიზმი, გადაუჭრელ პრობლემად რჩება თანამედროვე მსოფლიოსთვის და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს წინაშე ამ კუთხით მართლაც სერიოზული გამოწვევებია. ქვეყანაში სეპარატისტულად განწყობილი ორი რეგიონის არსებობის ფონზე საქართველო წლების განმავლობაში ვერ ახერხებს აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს დღემდე უმთავრეს პრობლემად რჩება.
მონოგრაფია, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია სოციალურპოლიტიკური, საერთაშორისო სამართლისა და კონფლიქტოლოგიის სპეციალობების სტუდენტთათვის, ასევე ამ პრობლემით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

 

 

image-1
ზ. გაჩეჩილაძე, ნ. მაღრაძე, თ. მაღრაძე

კონკურენტული ელექტროენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება საქართველოში

უაკ: 621.31

საბაზრო ეკონომიკის ფორმირების რთულ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ელექტროენერგეტიკაში კონკურენციის დანერგვის სწორად წარმართვას. წინა პლანზე იწევს ამ კუთხით მსოფლიო გამოცდილების შესწავლა და საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინება.
წარმოდგენილ ნაშრომში - „კონკურენტული ელექტროენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება საქართველოში“  - თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით შესწავლილია ელექტროენერგეტიკული ბაზრების ფორმირების მსოფლიო გამოცდილება. ჩატარებულია საქართველოში ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის ფორმირების წინაპირობების მეცნიერული ანალიზი და კვლევის საფუძველზე დადგენილია საქართველოში კონკურენტული ელექტროენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბების ეტაპები და სტრუქტურა.

 

 

image-1
И.В. Цомая

ТЕХНОЛОГИЯ ПОЛУЧЕНИЯ ПРОТИВОЯЗВЕННОГО И РАНОЗАЖИВЛЯЮЩЕГО ПРЕПАРАТА

უაკ: 615.3

Разработанные  лекарственные препараты - липидная фракция и его 5%-ный раствор из чайного куста - обладают выраженной фармакологической активностью и оказывают высокое фармакоте­рапевтическое влияние при повреждениях желудка и кожного пок­рова. Благоприятное влияние обусловлено содержанием в чайном экстракте значительного количества витаминов, кароти­ноидов, ами­нокислот, минеральных солей, сахаров, веществ фенольной природы и других биологически активных веществ, обеспечивающих выра­женное фармакотерапевтическое влияние.
Указанные свойства чайного экстракта определяют целесообраз­ность его применения в качестве ранозаживляющего средства с целью стимуляции заживления ран, а также как противо­язвенное средство при повреждениях желудка.
Разработан способ получения средства из грубых листьев чая, обладающих ранозаживляющим действием.
На препарат „Тиол“ получен патент (№307, 08.05.1996) Республики Грузия, регистрационное удостоверение на право его производства.