უაკ: 691.54
მონოგრაფიაში წარმოდგენილია ცემენტისფუძიანი ტრადიციული და ახალი სამშენებლო კომპოზიციური მასალების ბლანტდრეკადობის კვლევა.
შექმნილია და შემუშავებულია ცემენტისფუძიანი კომპოზიტების ტენგამტარობის, ამ კომპოზიტების ტენისმიერი დეფორმაციების (შეკლება, გაჯირჯვება), ცემენტისფუძიანი კომპოზიტების ცოცვადობის მექანიზმი და მათი ბირთვების უნივერსალური მოდელები, რომლებიც ითვალისწინებს დატვირთვის სახეს, მასალის სტრუქტურას, ტენშემცველობას, ასაკსა და ტემპერატურას, ასევე შემუშავებულია ცვალებადი ტენიანობის თხელკედლიანი კონსტრუქციების (გარსები, ფილები) თეორია.
მონოგრაფია განკუთვნილია მეცნიერი და ინჟინერ-ტექნიკური მუშაკე-ბისთვის, დოქტორების, მაგისტრებისა და სხვა სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ცემენტისფუძიანი სამშენებლო კომპოზიციური მასალების სიმტკიცისა და მათგან შექმნილი კონსტრუქციების ტექნოლოგიური და ფიზიკურ-მექანიკური საკითხების კვლევით, დაპროექტებითა და გაანგარიშებებით.
უაკ: 003.35
მონოგრაფიაში განხილულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ციფრული ტრანსფორმაციის ზოგადთეორიული და პრაქტიკული საკითხები: ციფრული საზოგადოების, როგორც გლობალიზაციის, ახალი ეტაპის გენეზისი, ციფრული ტექნოლოგიები, როგორც ციფრული საზოგადოების განვითარების მთავარი ინსტრუმენტები და ინფორმაცია – ძირითადი რესურსები; ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის თავისებურებები, სახელმწიფოს ციფრული განვითარების სტრატეგიები და პროგრამები, ციფრული ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირების, განათლებისა და დასაქმების ციფრული ტრანსფორმაციის, ციფრული პლატფორმების, კლასტერებისა და ორეულების წარმოშობის წანამძღვრები და თავისებურებები, ციფრული ქალაქების, ელექტრონული მმართველობისა და ციფრული დიპლომატიის, ციფრული კულტურისა და ეთიკის საკვანძო საკითხები და ადამიანის უფლებები ინტერნეტში.
მონოგრაფია განკუთვნილია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ციფრული ტრანსფორმაციით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის.
უაკ: 93/99
The research shows the results of the educational and scientific expedition of the professors and students of the Technical University of Georgia carried out on June 5-12, 2014 in terms of determining the location of Khandzta Monastery built in the 8th century.
The opinion is put forward about the existence of two Khandzta monasteries - old and new - one of which was built in the 8th century (782) by Grigol Khandzteli, the other - in the first half of the 10th century (no later than 941) by Georgian Kuropalates (Byzantine title of some Georgian kings) Ashot Kukh and Gurgen. It is established that old Khandzta, due to the loss of the status of the ecclesiastical metropolis and thus its importance, lost its name with the passage of time and was called Nuka Cathedral.
On November 4, 2014, the author reported the results of the research presented in the book to Ilia II, His Holiness and Blessed Catholicos-Patriarch of Georgia and Reverend Anania, Metropolitan of Manglisi and Tetritskaro.
The book represents the second edition of the study of the text of the poetic epic created by the Georgian people about the last powerful king of Kartl-Kakheti Erekle II and the results of the study of its theoretical-scientific foundations.
The scientific value of the paper is determined by two important circumstances:
The book is intended for specialists and general readers.
უაკ: 628.1:626.822:574
Монография состоит из трёх глав, выполненных по функциональному принципу, содержание которых широко обсуждалось на международном научно- техническом семинаре. В основу положено системное изложение результатов научно-исследовательских работ и инновационных технологий, которые разработаны учеными Грузии, Польши, Израеля, Армении и Беларуси для строительства и инженерии окружающей среды. Издание может быть полезно широкому кругу лиц, как специалистам в области строительства и инженерии окружающей среды, так и научным работникам, преподавателям высших учебных технических заведении, бакалаврам, магистрантам и докторантам соответствующих дисциплин. Монография может быть использова как дополнительное пособие в учебном процессе..
უაკ: 627.212
მონოგრაფიაში განხილულია პორტში ნავმისადგომის ნაგებობების კომპლექსური დიაგნოსტიკის გამოყენების მეთოდური უზრუნველყოფა და მოდელირების მეთოდოლოგიის დამუშავება ექსპლუატაციის საიმედოობის, სიმტკიცისა და სტაბილურობის დასადგენად, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.
მონოგრაფია განკუთვნილია საინჟინრო დარგში მომუშავე მეცნიერი მუშაკებისთვის, სამშენებლო პროფილის დოქტორანტების, მაგისტრანტებისა და ბაკალავრებისთვის.
უაკ: 271.222(479.22)
მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნი – „ალბანეთი (ალბანეთის საკათალიკოსო და საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია კახეთსა და ჰერეთში)“, იკვლევს საერთაშორისო წრეებში ერთ-ერთ სადავო საკითხს ჩვენი საეკლესიო იურისდიქციის შესახებ. ამჟამად აღიარებული, თუმცა არასწორი მტკიცებით – კახეთის სამხრეთი ნაწილი – გურჯაანი, საინგილო, დავითგარეჯა და თვით ბოდბეც კი, თითქოსდა, ისტორიულად, ალბანეთის საკათალიკოსოში შედიოდა და მხოლოდ მე-10 საუკუნის შემდეგ გადავიდა ქართული ეკლესიის იურისდიქციაში. შესაბამისად, უცხო მხარეს გაუჩნდა პრეტენზია აქაური უძველესი ქართული ეკლესია-მონასტრებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.
ნაშრომში გარკვეულია, რომ სინამდვილეში, თავდაპირველი, ისტორიული ჰერეთი, რომელსაც ზოგჯერ ალბანეთსაც უწოდებენ, კახეთს ესაზღვრებოდა მდ. გიშისწყალთან (ზოჯერ კი იქვე გამდინარე მდ. ალიჯანჩაისთან). ჰერეთი დიდი ქვეყანა იყო, გადაშლილი აღნიშნული მდინარეებიდან ვიდრე მდ. აღსუმდე და ძირითადად დასახლებული იყო ქართულენოვანი მოსახლეობით (ჰერებით). მას ასევე შაქის სამეფოსაც უწოდებენ. მისი (ანუ „შაქის ჰერეთის“) საზღვრები გაიზარდა მხოლოდ მე-9 საუკუნეში, როცა მისმა მონოფიზიტმა მმართველმა საჰლ სმბატიანმა არანის (რანის) დაპყრობის შემდეგ არაბთა ხელშეწყობით ასევე შეძლო სამხრეთ კახეთის დაპყრობა გავაზის ხაზამდე. მხოლოდ ამის შემდეგ ეწოდა ისტორიული კახეთის ამ (სამხრეთ) ნაწილს სახელი – „ჰერეთი“. სამხრეთ კახეთის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ კახეთის ქორეპისკოპოსები და აფხაზთა მეფეები. მხოლოდ წმ. დედოფალ დინარას დროს (მე-10 ს.) დაუბრუნდა შაქის ჰერეთი მართლმადიდებელ სარწმუნოებას. იმის გამო, რომ ჰერეთი გიშისწყლიდან მდ. აღსუმდე (თეთრწყლამდე) დასახლებული იყო ქართულენოვანი მოსახლეობით, მას უცხოელები ივერიის ნაწილად მოიაზრებდნენ, ამიტომაც მის დედოფალს წმ. დინარას რუსული წყაროები „ივერიის დედოფალს“ უწოდებდნენ.
მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ნაშრომი „საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში“ წარმოადგენს წმ. სინოდის 2015 წლის 22 დეკემბრის დადგენილების აღსასრულებლად გაწეულ სამუშაოს. დადგენილებაში ნათქვამია – „დაევალოს მღვდელმთავართ და საქართველოს საპატრიარქოს უმაღლეს სასწავლებლებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში ისტორიულად შემავალ ეპარქიებში არსებული ეკლესია-მონასტრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ნაშრომების მომზადება“. მიტროპოლიტ ანანიას ნაშრომი სიახლეა იმ მხრივ, რომ პირველად ხდება ჩვენს საეკლესიო ისტორიოგრაფიაში განზოგადებული გამოკვლევა თემისა – „საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში“. მრავალი რუსი მეცნიერი, განსაკუთრებით დაღესტნელი, ჩეჩენი, ინგუში, ოსი, ყარაჩაელი, ბალყარელი, აფხაზი, აზერბაიჯანელი და სხვა მკვლევრები ინტენსიურად იკვლევენ ამ საკითხს, ძირითადად, შეიძლება ითქვას, ძალზე მიკერძოებით და ტენდენციურად. მეუფე ანანიას ნაშრომი ეფუძნება ქართულ და უცხოურ წყაროებს, ვრცელ სამეცნიერო ლიტერატურას, საინტერნეტო მასალას, ჩრდილოეთ კავკასიაში შემორჩენილ ფაქტებს ქართული კულტურისა და სხვა. მისი საბოლოო დასკვნით, მართლდება ქართული წყაროები, რომელთა მიხედვითაც, ჩრდილოეთ კავკასიაში თავის იურისდიქციას ახორციელებდა საქართველოს ეკლესია. ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა თემურლენგის შემოსევამდე და ნაწილობრივ მის შემდეგაც, წარმოადგენდა საქართველოს ეკლესიის მრევლს, რომელიც აგებდა მრავალ ეკლესია-მონასტერს, ჯვარ-ხატთა ნიშებს და იქ აღესრულებოდა ქართულენოვანი წირვა-ლოცვები, საჭიროების დროს კი ჩრდილოკავკასიელი ქრისტიანები თავიანთ საუკეთესო შვილებს ომებში აგზავნდნენ სამშობლოს – საქართველოს დასაცავად.
საქართველოს ეკლესიაში მოძღვრების, მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროში უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს (საეკლესიო კრებას), მისი ზრუნვის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს „საეკლესიო კანონების კრებულის, სასულიერო და საერო სასწავლებლების შესაბამისი სახელმძღვანელოებისა და საღვთისმეტყველო ლიტერატურის“ გამოცემა (1995 წლის საეკლესიო კრების დებულება, თავი II, §20).
ამ მუხლის აღსასრულებლად გაწეულ ნაშრომს წარმოადგენს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნი „საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული“ (საქართველოს საეკლესიო კრებების სამართალი, კანონები და დადგენილებები).
ნაშრომში ერთადაა თავმოყრილი და განხილული IV–XX საუკუნეთა საქართველოს საეკლესიო კრებების სამართალი.
განხილულ 15 საკანონმდებლო და 50-ზე მეტ მიმდინარე კრების ანალიზს თან ერთვის კრებების მიერ გამოცემული სამართლის ძეგლები, ამიტომაც ნაშრომი, ამასთანავე, წარმოადგენს საქართველოს საეკლესიო კანონების კრებულს, რომელიც ესაჭიროება როგორც სასულიერო პირებსა და მართლმადიდებელ მრევლს, ასევე საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევრებს. ეს წიგნი, სახელწოდებით „საქართველოს საეკლესიო კრებები“, 2003 წლიდან წარმოადგენს სახელმძღვანელოს სასულიერო აკადემიაში.