image-1
ს. მებონია, თ. ნატრიაშვილი, ზ. ლომსაძე

ლითონების წნევით დამუშავების მანქანების ექსპლუატაცია და რემონტი

უაკ: 621.771(075):621.735(075.8)

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ლითონების წნევით დამუშავების მანქანების ექსპლუატაციისა და რემონტის საკითხები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მასალათმცოდნეობისა და ლითონების დამუშავების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ზ. ჩიტიძე, ზ. ბალამწარაშვილი ვ. აბაიშვილი, ი. გელაშვილი

მერქნისა და მერქნული მასალების დამმუშავებელი ჩარხები, საჩარხო სისტემები და მჭრელი ინსტრუმენტები I ნაწილი

უაკ: 621.921.4 620.179.5

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია მერქნისა და მერქნული მასალის დამმუშავებელი ჩარხების, საჩარხო სისტემებისა და ინსტრუმენტების საერთო ტექნიკური ცნობები, ჩარხების კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით, ტექნოლოგიური და კონსტრუქციული სქემები, მოწყობილობები. მოყვანილია კონსტრუქციების ვარიანტები, ტექნოლოგიური და კონსტრუქციული პარამეტრები; აღწერილია ჩარხების მუშაობისათვის აუცილებელი ძირითადი და დამხმარე მექანიზმები და მოწყობილობები; მოცემულია ტექნოლოგიური გაანგარიშებები ექსპლუატაციის პირობებთან დაკავშირებით, აგრეთვე ტექნოლოგიისა და მოწყობილობების თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.
ნაშრომში განხილულია მერქნული მასალების ჭრით დამუშავების საკითხები, კერძოდ, მოცემულია კინემატიკური და დინამიკური თანაფარდობანი ჭრისას, ჭრის პროცესის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა, დამუშავების ხარისხი, დამუშავების სიზუსტე და სისუფთავე.
წიგნში განხილულია მერქნული მასალის ჭრით დამუშავების ძირითადი სახეები: მრგვალი და ლენტური ხერხებით, ჩარჩოხერხით ხერხვა, რანდვა, ფრეზვა, ახდა, ბურღვა, ხარატება და ხეხვა. მოცემულია აგრეთვე მერქნული მასალის ჭრა ზესალი იარაღებით.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მერქნული მასალის დამუშავების პროფილის ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, ასევე დახმარებას გაუწევს მერქნისა და მერქნული მასალის დამმუშავებელ საწარმოებში მომუშავე ინჟინრებსა და კონსტრუქტორებს პრაქტიკული საკითხების გადაჭრაში.

 

 

image-1
მ. ბეგიაშვილი, ნ. მუმლაძე

ძირითადი გეომეტრიული ფიგურების ასახვა პერსპექტივაში

უაკ: 515

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ძირითადი გეომეტრიული ფიგურების: წერტილის, წრფის და სიბრტყის ასახვა პერსპექტივაში. ნაშრომში განხილული საკითხები არის რთული ფიგურების პერსპექტივაში აგების საფუძველი.
ნაშრომი განკუთვნილია არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
მ. ბეგიაშვილი, ნ. მუმლაძე

მხაზველობით გეომეტრიაში შუალედური ტესტირების ამოცანების ამოსახსნელად მეთოდიკური მითითებები

უაკ: 515

ნაშრომში სილაბუსის მიხედვით განხილულია I და II შუალედურ გამოცდებზე შესასრულებელი ამოცანები.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც შეისწავლიან მხაზველობითი გეომეტრიის სილაბუსით გათვალისწინებულ კურსს.

 

 

image-1
დ. ჩომახიძე

ენერგეტიკა და საზოგადოება

უაკ: 620.9:06

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საზოგადოებისა და ენერგეტიკის ურთიერთობის განვითარება, ენერგეტიკაში საზოგადოების მონაწილეობის აუცილებლობა, ენერგეტიკისა და საზოგადოების განვითარების სოციალური და ეკოლოგიური გეზი.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ენერგეტიკული პროფილის სტუდენტებისთვის. დარგის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვისა და ამ სფეროში განათლების სისტემის მსმენელებისათვის. იგი სარგებლობას მოუტანს ამ პრობლემით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.

 

 

image-1
ი. ბაჩიაშვილი

იურიდიული განათლება და სამართალშემოქმედება

უაკ: 374

ნაშრომი ეძღვნება იურიდიული განათლების მეთოდოლოგიას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. არსობრივ თემას წარმოადგენს იურისპრუდენციის ზოგადთეორიული და სოციალური საგნების სწავლების ურთიერთშესაბამისობა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში.
ნაშრომი განკუთვნილია პროფესორ-მასწავლებლებისათვის. იგი ხელს შეუწყობს იურიდიული დისციპლინების სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას.

 

 

image-1
ჰ. კუპრაშვილი

ევროპის პოლიტიკური მმართველობის სისტემა ლექციების კურსი

უაკ: 327

წარმოდგენილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსი. ევროკავშირი ბევრად მეტადაა ინსტიტუციურად სისტემატიზებული, ვიდრე ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, თუმცა მას სახელმწიფოდ, როგორც ასეთს, ვერ განიხილავ, მითუმეტეს, კლასიკური ვესტფალიის ტიპის სახელმწიფოდ. მაგრამ, ამავე დროს, არსებული კრიტერიუმებიდან გამომდინარე, შეიძლება ილაპარაკო ევროკავშირზე, როგორც სპეციფიკური პოლიტიკური მმართველობის სისტემის შესახებ. კურსი ეფუძნება ქართველ და უცხოელ ავტორთა ნაშრომებს (გიორგი ალასანია, კლაუს ბუში, ირაკლი გაბისონია, ომარ გოგიაშვილი, მარიამ დეკანოზიშვილი, ქრისტოფი დემკე, ფრეიბერგა ვაირა-ვიკე, სერგი კაპანაძე და სხვ.), ასევე სხვადასხვა ინტერნეტრესურსებს, გაფორმებულია ინტერნეტიდან მოპოვებული ფოტო და სხვა ვიზუალური მასალით.
P.შ. წიგნის გამოცემის მომენტში დიდი ბრიტანეთი ჯერ კიდევ ევროკავშირის ოფიციალური წევრი-სახელმწიფოა. მისი გასვლის პროცედურა 2019 წლის გაზაფხულამდე გაიწელება.

 

 

image
ა. სარუხანიშვილი, მ. მშვილდაძე, მ. კაპანაძე, ნ. ქებაძე, ე. ნიკოლეიშვილი

პოპულარული ფიზიკური ქიმიის კურსი (ატომი, მოლეკულა)

უაკ: 541.1

დამხმარე სახელმძღვანელო წარმოადგენს, გამარტივებული ფორმით, ფიზიკური ქიმიის ძირითადი დებულებების შესწავლისათვის განკუთვნილი სერიის მეორე წიგნს, რომელშიც განხილულია ატომისა და მოლეკულის აღნაგობის საკითხები.
განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომელთა სწავლების პროგრამით გათვალისწინებულია ფიზიკური ქიმიის შემეცნებისათვის დაწყებითი ეტაპის გავლა.
დამხმარე სახელმძღვანელოს საერთო რედაქცია შესრულებულია ა. სარუხანიშვილის მიერ. თეორიული ნაწილი – ა. სარუხანიშვილის, მ. კაპანაძისა და მ. მშვილდაძის მიერ, ხოლო ცხრილები, სურათები და სქემები შეარჩიეს ნ. ქებაძემ და ე. ნიკოლეიშვილმა.

 

 

 

image-1
ხ. ქრისტესიაშვილი

ბიზნესპროცესების მოდელირების ნოტაცია და BIZAGI PROCESS MODELER

უაკ: 62-5

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ბიზნესპროცესების მოდელირების ნოტაციის BPMN-ის შესწავლა. მოდელირების ენის თითოეულ ელემენტზე მოყვანილია მაგალითი, რაც საგნის გაგებას ამარტივებს. ასევე, აღწერილია მოდელერად გამოყენებული Bizagi Process Modeleri-ის თითოეული მოდული. წიგნი მოიცავს 15 ლაბორატორიულ სამუშაოს. თითოეულისთვის გათვალისწინებულია ორი საათი. 
სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.