image-1
ქ. ნანობაშვილი, თ. სტურუა, მ. დოლიძე

Web-გვერდების დაპროექტება HTML ენის გამოყენებით

უაკ: 004.43

მოცემულია HTML ენის ელემენტა­რული საფუძვლე­ბიდან დაწ­ყე­ბუ­ლი და რთული პრაქტიკული საკითხებით დამ­თავ­რებული, აგრეთვე, ვებ-გვერდების ინტერნეტში განთავ­სე­ბისა და ინფორ­მა­ციის ძებნის საკითხები. ასევე, მოყვანილია Web-გვერდების შექ­მნის მრავალი მაგალითი და შესას­რუ­ლებლად გამზადე­ბულ პროგ­რამათა ტექსტები.
განკუთვნილია ინფორმა­ტიკისა და მართ­ვის სისტემების ფა­კულტეტის პროფესიული სწავლებისა და ბაკალავ­რიატის სტუ­დენტებისათვის, აგრეთვე, HTML ენის გამოყენებით Web-გვერ­დების შექმნით დაინტერესებული სხვა სპეცი­ალისტე­ბი­სათვის.

 

 

image-1
მ. ნაცვლიშვილი, ლ. კლიმიაშვილი, ნ. ნაცვლიშვილი

შენობების საინჟინრო აღჭურვა

უაკ: 69.057.16

სახელმძღვანელო შედგება 7 ნაწილისაგან და მასში განხილულია: შენობების სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობების, დასახლებული ადგილების წყალმომარაგებისა და წყალარინების, წყლის მიღებისა და გაწმენდის, თბომომარაგებისა და აირმომარაგების, ლიფტებისა და ელექტრომომარაგების, ვენტილაციისა და კონდიცირების, დეკორატიული და სამკურნალო-სპორტული ნაგებობების საინჟინრო აღჭურვის საკითხები.
განკუთვნილია სამშენებლო და არქიტექტურის ფაკულტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. შედგენილია სასწავლო პროგრამის შესაბამისად. გადმოცემული მასალა გამოადგება მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, სპეციალისტებს, პროფესიული განათლების მიმღებ მსმენელებს და შენობების საინჟინრო აღჭურვით დაინტერესებულ პირებს.

 

 

image-1
თ. მიქიაშვილი

ენერგოაუდიტი

უაკ: 620.9

წინამდებარე სახელმძღვანელოში მოცემულია ენერგოაუდიტის მთავარი პრინციპები და ანალიზის მეთოდები. განხილულია სამრეწველო საწარმოთა, კომერციული და საყოფაცხოვრებო ობიექტების ენერგოაუდიტის თავისებურებები, წარმოდგენილია სამრეწველო საწარმოს ენერგოაუდიტის ვრცელი მაგალითი.
სახელმძღვანელოში არსებითი ყურადღება ექცევა ენერგიის რაციონალური გამოყენების შესაძლებლობების გამოვლენას, შესაბამის ტექნიკურ-ეკონომიკური კრიტერიუმების ანალიზს, ასევე ობიექტების განვითარებისთვის აუცილებელი სამოქმედო ენერგეტიკული გეგმის შემუშავებას. ნაშრომში მოცემულია ენერგოაუდიტში გამოყენებული ტიპური კითხვარები და კონკრეტული რჩევები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელი და სასარგებლოა სხვადასხვა პროცესების და ობიექტების ენერგოაუდიტის დროს.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული პროფილის სტუდენტებისთვის, ასევე სარგებლობას მოუტანს სამშენებლო საქმის და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის სპეციალისტებს; დახმარებას გაუწევს პრაქტიკოს ენერგოაუდიტორებს, გარემოს დაცვის, შრომის უსაფრთხოების, ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების სპეციალისტებს და მკვლევარებს.

 

 

image-1
ქ. კოტეტიშვილი, ნ. დოლიძე, გ. ჩიხლაძე

ბირთვული და რადიაციული ფიზიკა მედიცინაში
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია II ნაწილი

უაკ: 616.053 (035.3)

განხილულია თანამედროვე დიაგნოსტიკის ერთ-ერთი წამყვანი სფერო – მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ). გადმოცემულია მრტ-ის საწყისების, ფიზიკური მოვლენებისა და კანონების შესახებ. ზედმიწევნით ზუსტად ახსნილია კვლევის მეთოდები და განმარტებულია მრტ-ში გამოყენებული ტერმინოლოგია. ჩამოთვლილია კვლევებისთვის საჭირო თანმხლები მასალების ნაირსახეობა. აღწერილია გამოყენებული დანადგარები და თითოეულის მოქმედების პრინციპი და დანიშნულება. სახელმძღვანელო უხვად გაჯერებულია სურათებით, ცხრილებითა და გრაფიკებით, რაც გაუადვილებს მკითხველს წარმოდგენილი მასალის აღქმას.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო სპეციალობების „სამედიცინო ფიზიკისა“ და „ადამიანისა და გარემოს რადიაციული უსაფრთხოების“ სტუდენტებისთვის.

 

 

image-1
თ. მეგრელიძე, ზ. ჯაფარიძე, გ. გოლეთიანი, ვ. ღვაჩლიანი, გ. გუგულაშვილი, გ. ბერუაშვილი, თ. ჭუჭულაშვილი, ე. სადაღაშვილი

კვების პროდუქტების წარმოების და სიცივის მიღების პროცესები და აპარატები

უაკ: 664.0.66.02

სახელმძღვანელოში განხილულია კვების პროდუქტების წარმოების და სიცივის მიღების ტექნოლოგიური პროცესების და შესაბამისი მანქანა-აპარატების მუშაობის თეორიული საფუძვლები, ტექნოლოგიური პროცესებისა და აპარატების გაანგარიშების მეთოდები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია „კვების ინდუსტრიის ინჟინერიის და ტექნოლოგიის“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ აღნიშნული სპეციალობის მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებმა, აგრეთვე კვებისა და სამაცივრო საწარმოებთან დაკავშირებულმა ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა.

 

 

image-1
თ. მეგრელიძე, ი. შეყრილაძე, გ. გუგულაშვილი, ვ. ღვაჩლიანი

თბური, გრიგალური და პულსაციური მილები

უაკ: 621.643.2:536.24

სახელმძღვანელოში მოცემულია თბური, გრიგალური და პულსაციური მილების თეორიის საფუძვლები. წარმოდგენილია მათი ნაირსახეობების კონსტრუირების, დამზადების და გამოცდის ანალიზი. აღწერილია თითოეული მათგანის მუშაობის რესურსის გამოცდის შედეგები. მოყვანილია თბური, გრიგალური და პულსაციური მილების გამოყენებისა და დაპროექტებისათვის საჭირო მონაცემები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია ენერგეტიკის (თბოენერგეტიკა), მანქანათმშენებლობის (სამაცივრო ტექნოლოგია და ტექნიკა) და სამშენებლო ინჟინერიის (თბო-აირ-მომარაგება) სფეროს ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

 

 

image-1
თ. მეგრელიძე, რ. გახოკიძე, გ. გუგულაშვილი, ე. სადაღაშვილი, გ. გრძელიშვილი

კვების პროდუქტების თბოფიზიკური თვისებები სიცივით დამუშავების პროცესში

უაკ: 641.4.037

ნაშრომში მოცემულია კვების პროდუქტების სიცივით დამუშავებისა და შენახვის ძირითადი ხერხები და პრინციპები. განხილულია კვების პროდუქტების თბოფიზიკური თვისებები მათი სიცივით დამუშავების ყველა სტადიაზე: გაცივების, გადაცივების, გაყინვის, აგრეთვე, გაცივებულ ან გაყინულ მდგომარეობაში შენახვის პირობებში.
სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „საკვები პროდუქტების წარმოების პროცესების მართვის“ საგანმანათლებლო პროგრამის „სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ სპეციალობის ბაკალავრებისათვის.

 

 

 

image-1
თ. მეგრელიძე, ე. სადაღაშვილი, გ. გუგულაშვილი

კვების პროდუქტების გაყინვის პროცესის თეორიული საფუძვლები

უაკ: 641.4

განხილულია მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გაყინვის პროცესის თეორიული საფუძვლები, ქიმიური და ბიოლოგიური ცვლილებები კვების პროდუქტების გაყინვის დროს; აღწერილია გაყინვის პროცესის მიმდინარეობა და გაყინული პროდუქტების ფიზიკური თვისებები, გაყინვის პროცესზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორები და გაყინვის პროცესის გაანგარიშების მეთოდები.
განკუთვნილია კვების ინდუსტრიის ინჟინერიის და ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე ამავე პროგრამის შემსწავლელმა მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა.

 

 

 

image-1
ვ. მენთეშაშვილი

ამძრავი სისტემის ძირითადი დეტალების დამზადების ტექნოლოგია

უაკ: 621.9(075.80)

განხილულია მუხლა ლილვების, ჩანგლის, ბერკეტების, ბარბაცებისა და დგუშების დამზადების ტექნოლოგიური პროცესები. შედგენილია მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის დეპარტამენტში შემუშავებული სილაბუსების მიხედვით. დეტალების დამზადებისა და ნაკეთის საბოლოო სიზუსტის უზრუნველყოფისათვის განხილულია ცდომილების სახეები და მათი შესწავლის მეთოდები, ბაზირების საფუძვლებისა და ტექნიკური დროის ნორმირების საკითხები, დეტალების შეერთების კლასიფიკაცია და აწყობის ტექნოლოგიური პროცესების შემუშავების საფუძვლები.
განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიისა და სხვა მონათესავე სპეციალობის სტუდენტებისათვის.