უაკ: 532
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ორი საშინაო დავალება, რომლებსაც ასრულებენ სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობის სტუდენტები: პირველი ეხება ჰიდროსტატიკას და მოიცავს წნევის ძალების სიდიდისა და წნევის ცენტრების მდებარეობის განსაზღვრის საკითხებს სხვადასხვა ფორმის შედგენილ ზედაპირებზე, ჰიდროსტატიკური წნევის ეპიურების აგებას აღნიშნულ ზედაპირებზე და სხვ. მეორე დავალება ეხება ჰიდროდინამიკას და მასში განიხილება ცვლადი კვეთის მარტივი მილსადენების გაანგარიშების საკითხები როგორც თავისუფალი, ისე არათავისუფალი გამოდინებისას. ამ დავალებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დაწნევის დანაკარგების განსაზღვრას სხვადასხვა სახის ჰიდრავლიკურ წინაღობათა დაძლევისას და ბერნულის განტოლების პრაქტიკულ გამოყენებას.
პრაქტიკუმი განკუთვნილია სამშენებლო და სატრანსპორტო ფაკულტეტის ბაკალავრებისათვის.
უაკ: 561
სალექციო კურსში განხილულია პალეობოტანიკური კვლევის ძირითადი მეთოდები, მოცემულია მნიშვნელოვანი განამარხებული ჯგუფების აღწერები, უმდაბლესი წყალმცენარეებიდან დაწყებული უმაღლესი ხემცენარეების ჩათვლით. დეტალურადაა განხილული მცენარეთა პალეოგეოგრაფიული ისტორია, მათი წარმოშობა და დარაიონება.
მოცემული კურსი გათვალისწინებულია პალეონტოლოგებისა და სტრატიგრაფებისათვის.
უაკ: 252 (07532) /681.322
მეთოდური მითითებები შედგენილია საცნობარო და საკონტროლო სახით.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სარკინიგზო დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 531.8
ცნობარში წარმოდგენილი ცნებები და ტერმინები ფართოდ მოიხმარება ტექნიკური მექანიკის დისციპლინებში (მასალათა გამძლეობაში, სამშენებლო მექანიკაში, დრეკადობის, პლასტიკუ-რო¬ბისა და ცოცვადობის თეორიებში). გარდა ამისა, ცნობარში შეტანილია ზოგიერთი უზოგადესი ცნება და ტერმინი, რომლებიც გამოიყენება მექანიკის სხვა დისციპლინებში.აღნიშნული ცნობარი, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო, განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების სამშენებლო ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 52
სალექციო კურსი მომზადებულია ცნობილი მკვლევრების თანამედროვე შრომების საფუძველზე და წარმოადგენს სასწავლო სახელმძღვანელოს დამზერითი ასტრონომიისა და პრაქტიკული ასტროფიზიკის დარგში, რომელიც შეისწავლის ასტრონომიულ ტელესკოპებს და გასაზომ ხელსაწყოებს, მათ აგებულებას და ოპტიკურ, მექანიკურ თუ ელექტრულ მახასიათებლებს, ასტრონომიული ექსპერიმენტის დაგეგმვის, წარმართვისა და მიღებული შედეგების ანალიზის მეთოდებს.
წიგნი განკუთვნილია ასტრონომიის და ფიზიკის დარგის სპეციალისტებისა და სამაგისტრო კურსის სტუდენტებისათვის.
უაკ: 523
ლექციათა კურსი მომზადებულია ცნობილი მკვლევარების თანამედროვე შრომების საფუძველზე და წარმოადგენს სასწავლო სახელმძღვანელოს ვარსკვლავთ ასტროფიზიკის დარგში, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა მასის ვარსკვლავთა აგებულებას, ევოლუციას და მათში მიმდინარე პროცესების ფიზიკურ საფუძვლებსა და კანონზომიერებებს.
უაკ: 631.62
ნაშრომში განხილულია სადრენაჟო სისტემების გაანგარიშებასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები. მოყვანილია ამ საკითხების შესახებ მოკლე თეორიული ცნობები და გაანგარიშების მაგალითები.
ნაშრომი განკუთვნილია აგროსაინჟინრო სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის და სასარგებლო იქნება ამ საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის.
უაკ: 669.041:621.016:536.24:533:662.6/.9(075.8).
წინამდებარე დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სადნობ და საშრობ ღუმლებში გამოყენებული აირადი სათბობის და მათი ნარევების გამოყენების მიზანშეწონილობა, კერძოდ გაანგარიშებულია ბუნებრივი აირის ჰაერთან, მაზუთთან, ტექნიკურ ჟანგბადთან, ბრძმედისა და კოქსის აირებთან ნარევების წვის ანგარიშები. განსაზღვრულია მიღებული პროდუქტების რაოდენობა, ქიმიური შედგენილობა, ენტროპია და ენთალპია ქიმიური დაუწველობის გათვალისწინებით და გაუთვალისწინებულად, მეტალურგიულ წარმოებაში გამოყენებული სათბობისა და მისი ქიმიური და ფიზიკური თვისებების დახასიათება და სათბობის წვის თეორია. განხილულია ასევე ელექტრორკალური ფოლადსადნობი ღუმლის ანგარიში, მისი მატერიალური და თბური ბალანსები, ძირითადი ზომები და საღუმლე ტრანსფორმატორის სიმძლავრე. მოცემულია სხვადასხვა დანიშნულების საშრობი ღუმლები, კერძოდ კამერული, სამჭედლო, ვერტიკალური და დოლური. შერჩეულია შრობის რეჟიმები, გაანგარიშებულია ღუმლების წარმადობა, ძირითადი თბოტექნიკური მახასიათებლები, სასარგებლო გამოყენების კოეფიციენტები, სითბოს შემოსავალი და გასავალი.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მეტალურგიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 664.65
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია პურის, მაკარონისა და საკონდიტრო საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობები, ტექნოლოგიური ხაზები, მოწყობილობათა სტრუქტურულ-პრინციპული და კინემატიკური სქემები, აგრეთვე ცალკეული მუშა ორგანოების კონსტრუქციები, მოყვანილია მოწყობილობათა კინემატიკური და ძალოვანი გაანგარიშებების საფუძვლები.
განკუთვნილია დამხმარე სახელმძღვანელოდ სასურსათო ინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, ასევე დაეხმარება შესაბამისი პროფილის მაგისტრატურის სტუდენტებსა და ამ დარგის სპეციალისტებს.