უაკ: 531.111
სალექციო კურსში განხილულია მოცემული სიმრავლის დახასიათებისადმი ორგვარი მიდგომა: ზომის თვალსაზრისით და ტოპოლოგიური თვალსაზრისით. განხილულია სიმრავლის დახასიათების ამ ორი ფორმის საერთო და განსხვავებული თვისებები.
გამოცემა განკუთვნილია მათემატიკის მიმართულების მაგისტრატურის სწავლების სტუდენტებისათვის.
უაკ: 651.533.4:681.32
საშინაო დავალების საკონტროლო წერისა და გამოცდების შეკითხვათა კრებული ციფრულ სქემატექნიკა 2-ში ციფრული სქემატექნიკის სახელმძღვანელოს დამატებაა. იგი მოიცავს მეორე სემესტრის სილაბუსით გათვალისწინებული ათი საშინაო დავალების, ხუთი საკონტროლო წერის, შუალედური გამოცდისა და დასკვნითი გამოცდის საკითხებს.
სტუდენტი დამოუკიდებლად ასრულებს თითოეულ პრაქტიკულ მეცადინეობაზე მასწავლებლის მიერ მითითებულ საშინაო დავალებას და პასუხს წერილობითი ფორმით აბარებს მასწავლებელს შემდეგ პრაქტიკულ მეცადინეობაზე. სტუდენტის პასუხის ხარისხით განისაზღვრება მისი შეფასების ქულა (თითოეული საშინაო დავალების შეფასების მაქსიმალური ქულა 1-ის ტოლია). ყოველი საკონტროლო წერისას პასუხგასაცემი საკითხების რაოდენობა ხუთია და თითოეულ საკითხზე გაცემული პასუხის ხარისხით განისაზღვრება სტუდენტის შეფასების ქულა (თითოეულ საკითხზე მიღებული მაქსიმალური ქულა 0,5-ის ტოლია). საკონტროლო წერისას, საკითხის სირთულიდან გამო-მდინარე, შესაძლებელია, რომ შესასრულებელი დავალება მოიცავდეს ხუთზე ნაკლებ შეკითხვას და ამ შემთხვევაში შეფასების მაქსიმალური ქულა - 2,5 ნაწილდება საკითხების რაოდენობაზე. რაც შეეხება შუალედურ და დასკვნით გამოცდებს, თითოეული მოიცავს ათ შეკითხვას (ორი თეორიული და რვა პრაქტიკული) და გაცემული პასუხის ხარისხით განისაზღვრება სტუდენტის შეფასების ქულა (თითოეულ შეკითხვაზე მაქსიმალური ქულა შესაბამისად არის 3 და 4).
კრებულის თითოეულ შემადგენელ ნაწილში დასმული შეკითხვები მოიცავს სხვადასხვა ვარიანტს. საშინაო დავალებისა და საკონტროლო წერის პასუხგასაცემი შეკითხვები აირჩევა ვარიანტების ასარჩევი ცხრილების სტრიქონის მიხედვით (ცხრილის სტრიქონის ნომერი შეესაბამება აკადემიური ჯგუფის სიაში სტუდენტის რიგით ნომერს) ან კონკრეტული მითითებით, ხოლო გამოცდების შემთხვევაში ასეთივე ცხრილების სტრიქონიდან სტუდენტის მიერ აღებული ბილეთის ნომრის მიხედვით. შესაძლებელია პასუხგასაცემი შეკითხვების ვარიანტები აირჩიოს უშუალოდ მასწავლებელმა.
კრებული განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. საშინაო დავალებების შესრულების მიზანია ლექციებზე მიღებული ცოდნის განმტკიცება, დამთავრებული ფუნქციური დანიშნულების რეალური ციფრული კვანძების დაპროექტების უნარ-ჩვევების გამომუშავება. კრებული მოიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებს დავალებების შესასრულებლად.
საშინაო დავალების, საკონტროლო წერისა და გამოცდების შეკითხვების კრებული ციფრულ სქემატექნიკა 1-ში ციფრული სქემატექნიკის სახელმძღვანელოს დამატებაა. იგი მოიცავს პირველი სემესტრის სილაბუსით გათვალისწინებული ათი საშინაო დავალების, ხუთი საკონტროლო წერის, შუალედური გამოცდისა და დასკვნითი გამოცდის საკითხებს.
სტუდენტი დამოუკიდებლად ასრულებს თითოეულ პრაქტიკულ მეცადინეობაზე მასწავლებლის მიერ მითითებულ საშინაო დავალებას და პასუხს წერილობითი ფორმით აბარებს მასწავლებელს შემდეგ პრაქტიკულ მეცადინეობაზე. სტუდენტის პასუხის ხარისხით განისაზღვრება მისი შეფასების ქულა (თითოეული საშინაო დავალების შეფასების მაქსიმალური ქულა 1-ის ტოლია). ყოველი საკონტროლო წერისას პასუხგასაცემი საკითხების რაოდენობა ხუთია და თითოეულ საკითხზე გაცემული პასუხის ხარისხით განისაზღვრება სტუდენტის შეფასების ქულა (თითოეულ საკითხზე მიღებული მაქსიმალური ქულა 0,5-ის ტოლია). რაც შეეხება შუალედურ და დასკვნით გამოცდებს, თითოეული მოიცავს ათ შეკითხვას (ორი თეორიული და რვა პრაქტიკული) და გაცემული პასუხის ხარისხით განისაზღვრება სტუდენტის შეფასების ქულა (თითოეულ შეკითხვაზე მაქსიმალური ქულა შესაბამისად არის 3 და 4).
კრებულის თითოეულ შემადგენელ ნაწილში დასმული შეკითხვები მოიცავს სხვადასხვა ვარიანტს. საშინაო დავალებისა და საკონტროლო წერის პასუხგასაცემი შეკითხვები აირჩევა ვარიანტების ასარჩევი ცხრილების სტრიქონის მიხედვით (ცხრილის სტრიქონის ნომერი შეესაბამება აკადემიური ჯგუფის სიაში სტუდენტის რიგით ნომერს) ან კონკრეტული მითითებით, ხოლო გამოცდების შემ-თხვევაში ასეთივე ცხრილების სტრიქონიდან სტუდენტის მიერ აღებული ბილეთის ნომრის მიხედვით. შესაძლებელია პასუხგასაცემი შეკითხვების ვარიანტები აირჩიოს უშუალოდ მასწავლებელმა.
კრებული განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. საშინაო დავალებების შესრულების მიზანი ლექციებზე მიღებული ცოდნის განმტკიცება, დამთავრებული ფუნქციური დანიშნულების რეალური ციფრული კვანძების დაპროექტების უნარ-ჩვევების გამომუშავება. კრებული მოიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებს დავალებების შესასრულებლად.
უაკ: 655.31
სალექციო კურსი დამუშავებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიგრაფიისა და მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგიების დეპარტამენტში და გათვალისწინებულია ამ სპეციალობის შემსწავლელი ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. ავტორი წინასწარ გიხდით მადლობას საქმიანი შენიშვნებიათვის, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ შემდგომ გამოცემებში.
უაკ: 655.1
სალექციო კურსი დამუშავებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიგრაფიისა და მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტში და გათვალისწინებულია ამ სპეციალობის შემსწავლელი ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.
უაკ: 546.284
სალექციო კურსის დანიშნულებაა სტუდენტს გააცნოს და შეასწავლოს სილიკატური მრეწველობის ძირითადი სახეობის ნაწარმის მიღების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები.წიგნში მოცემულია საგნობრივი სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის მჭიდა მასალების, მინის ნაწარმის, კერამიკული ნაკეთობების ტექნოლოგიებში გამოყენებული მიდგომები და ხერხები.სალექციო კურსი შექმნილია ,,ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიისა” და ,,ქიმიის” საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის.გამოცემა განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ის ასევე გამოადგება შესაბამისი დარგის საწარმოთა დამწყებ სპეციალისტებს.
უაკ: 069:622
მეთოდიკური ნაშრომი შედგენილია პირველად. მნიშვნელოვანია სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგია-მინერალოგიის, მათი მადნების გენეტიკური და სტრუქტურულ-ტექსტურული თვისებების პრაქტიკული შესწავლის უზრუნველსაყოფად.
შავი, ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი მეტალური სასარგებლო წიაღისეულის და სამთამადნო, ქიმიური, კერამიკული, სამშენებლო, ენერგეტიკული და სხვა არამეტალური სასარგებლო წიაღისეულის მახასიათებელი ნიმუშების ფერადი ფოტოები ნაშრომში წარმოდგენილია მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადოების კლასიფიკაციის კლასიკური სისტემის მიხედვით.
ნაშრომი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტების თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესში. ის ხელს შეუწყობს ლაბორატორიულ კვლევებს მეტალური და არამენტალური მადნების ნივთიერი და მინერალური შედგენილობის, ფიზიკურ-მექანიკური თვისებებისა და გამოყენების სფეროს განსაზღვრაში. შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვეყნის მინერალური რესურსების პოტენციალის წარმოსაჩენად ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად.
წიგნი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. ის დააინტერესებს არა მარტო მადნიანი გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს, არამედ პრაქტიკოს გეოლოგებსაც.
უაკ: 550.85
ნაშრომი „სტუდენტთა საველე-გეოლოგიური პარაქტიკის მეგზური (ბოლნისის მადნიანი რაიონი) შედგენილია იმ ცოდნის გასაღრმავებლად, რომელიც სტუდენტებს მიღებული აქვთ თეორიულ კურსში, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე.
წიგნში აღწერილია წიაღისეულ საბადოებსა და მადანგამოვლინებებზე საველე დაკვირვებების ჩატარების და ფიქსირების სპეციალური მეთოდები.
საველე პრაქტიკის ჩასატარებლად შერჩეულია ბოლნისის მადნიანი რაიონის სხვადასხვა ტიპის მეტალური და არამეტალური საბადოები (მადანგამოვლინებები), მოცემულია შესაბამისი რუკები და ჭრილები. აღწერილია ათ საველე დღეზე გათვლილი 9 მარშრუტი, მათ შორის ერთი ორდღიანი მარშრუტის ჩატარება ღამის თევით, საველე ბანაკის მოწყობის თავისებურებების სწავლებით.
მარშრუტებში გათვალისწინებულია აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების დათვალიერება, მოცემულია მათი ფოტოები და არქიტექტურული სქემები.
გამოცემა გამოადგება არა მარტო მადნეულის გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს, არამედ პრაქტიკოს გეოლოგებსაც.
უაკ: 620.16:551.576
სალექციო კურსში გადმოცემულია თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ახალი მიმართულების განვითარების ძირითადი პრინციპები. კერძოდ, ის იწყება ამ ტექნოლოგიების ბაზისურ ოპერაციულ სისტემა ლინუქსთან „შელის“ ბრძანებებისა და ამ ოპერაციული სისტემით სხვადასხვა სერვერის გამართვის შესწავლით. კურსში ნათლადაა გადმოცემული კონკრეტული პრაქტიკული რეალიზაციები, რომელიც გრძელდება ღრუბლოვან და გრიდ ტექნოლოგიებში ფართოდ გამოყენებული ვირტუალიზაციის პროგრამული პლატფორმებისა და პროექტების მიმოხილვით. შემოთავაზებულია ოპერაციული სისტემის დონეზე ვირტუალიზაციის მატრიცის თვალსაჩინო მაგალითები. ასევე, განხილულია ვირტუალიზაციის სახეები. ამის შემდეგ სტუდენტი ეცნობა განაწილებული და პარალელური გამოთვლების პრინციპებს და სახეობებს. განხილულია უსაფრთხოების საკითხები ღრუბლოვან და გრიდ ტექნოლოგიებში მუშაობისას, ამოცანის აღწერის ენა JDL. სალექციო კურსში გაანალიზებულია დავალებების შესრულებისათვის აუცილებელი მოთხოვნების სპეციფიკა.
აღსანიშნავია, რომ სალექციო კურსი ისეა აგებული, რომ თეორიულ ნაწილთან ერთად შერწყმულია პრაქტიკული, კონკრეტული მაგალითები, რაც სტუდენტს საშუალებას მისცემს უფრო კარგად აღიქვას კურსში გადმოცემული საკითხები.
სალექციო კურსი განკუთვნილია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების „კომპიუტერული ინჟინერია“ და „ინფორმატიკა“ სტუდენტებისათვის.