image-1
†რ. შეყლაშვილი, ნ. ბარათელი

საწარმოო ნარჩენების გაწმენდა-რეკუპერაცია

უაკ: 65.012.122:004.86

სალექციო კურსი ,,საწარმოო ნარჩენების გაწმენდა-რეკუპერაცია” მოიცავს ძირითადი ქიმიური ტექნოლოგიის მნიშვნელოვან პროცესებს, აირადი და მყარი ნარჩენების გაწმენდის, გაუვნებლობისა და რეკუპერაციის საკითხებს.
კურსში განხილულია წარმოებაში დანერგილი და დანერგვისათვის რეკომენდებული მეთოდები და ტექნოლოგია.
შესაბამისად, სალექციო კურსში მოცემულია სტანდარტით გათვალისწინებული, ძირითადი, სავალდებულო მოდულები: აირადი, მყარი ნარჩენების გაწმენდა-რეკუპერაცია და ჩამდინარე წყლების გაწმენდა.
გამოცემის დანიშნულებაა, დაეხმაროს საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს მიაღწიოს პროგრამით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებს. იგი სარგებლობას მოუტანს აგრეთვე ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებს.

 

 

image-1
ლ. გვასალია, ნ. ბარათელი, მ. კუკულაძე

ბმული აზოტის ტექნოლოგია

უაკ: 546.17

სალექციო კურსში განხილულია აზოტის წარმოების ორი ძირითადი პროდუქტის - ამიაკისა და აზოტმჟავას მიღების თეორიული საფუძვლები და ტექნოლოგია. აღწერილია საწყისი ტექნოლოგიური აირების (წყალბადი, აზოტი, ჟანგბადი, სინთეზ-აირი) მიღების მეთოდები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ბუნებრივი აირის, როგორც ბმული აზოტის (ამიაკი) წარმოების ძირითადი ნედლეულის გადამუშავებაზე. მოცემულია ამიაკის აზოტმჟავად გადამუშავების ტექნოლოგიური საფუძვლები. მოკლედ არის განხილული ჟანგბადისა და აზოტის მიღება ატმოსფერული ჰაერიდან ღრმა გაცივებისა და რექტიფიკაციის გზით.
გამოცემა განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრებისათვის. იგი გამოადგება აზოტის წარმოებაში დასაქმებულ სპეციალისტებსაც.

 

 

image-1
გ. ჯოხაძე

ბიოლოგიურად აქტიური მაღალმოლეკულური ნაერთები

უაკ: 578.08:66.098

სალექციო კურსში ყურადღება ძირითადად ეთმობა ბიოლოგიურად აქტიური ბუნებრივი მაღალმოლეკულური ნაერთებისა და მათი სინთეზური ანალოგების ქიმიურ შედგენილობას, აღნაგობას, ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს, ბიოლოგიურ მნიშვნელობას და სინთეზისა და თვისებათა მოდიფიცირების მეთოდებს.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთათვის. წარმოდგენილი სალექციო კურსი საინტერესო იქნება მკითხველთა ფართო წრისთვის.

 

 

image-1
მ. თალაკვაძე

მასალების ჭრით დამუშავება სავარჯიშოებისა და ამოცანათა კრებული ნაწილი III რანდვა, ტეხა, გამოწელვა

უაკ: 621.9:621.906

მეთოდიკური მითითებები განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიის, სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის პრაქტიკული და ინდივიდუალური სამუშაოების შესასრულებლად. მისი მიზანია სტუდენტებს განუმტკიცოს თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
მეთოდიკური მითითება დახმარებას გაუწევს სტუდენტებს მექანიკის ინჟინერიის ტექნოლოგიის საკურსო პროექტის, აგრეთვე სასწავლო კურსების მასალების ჭრით დამუშავების, მჭრელი იარაღების და დარგობრივი სამრეწველო საწარმოო პროცესების პრაქტიკული სამუშაოების შესრულებისას. მასში მოყვანილი მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სამრეწველო საწარმოთა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სპეციალისტთა მიერ სხვადასხვა საინჟინრო ამოცანის გადაწყვეტისათვის.

 

 

image-1
ი. ელერდაშვილი-ლომიძე

რემონტის საფუძვლები

უაკ: 658.588

სალექციო კურსში განხლულია ისეთი დამოუკიდებელი საკითხები, რომლებიც ეყრდნობა საერთო თეორიულ, ტექნიკურ და სპეციალურ დისციპლინებს.
გაშუქებულია ტიპური კვანძებისა და მექანიზმების კონსტრუქციები და აწყობის ტექნოლოგიური პროცესები, აწყობის პროცესების მეთოდები და ტექნიკური საშუალებები.
გამოცემა განკუთვნილია მუშების პროფესიული სწავლებისათვის და „მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image
პ. ელიზბარაშვილი, ნ. მუხიგულაშვილი, მ. პაპასკირი

სიხშირული გენერატორის საიმედოობის გაანგარიშება პრაქტიკული სამუშაო

უაკ: 254 (075.32)/681.322

დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია საცნობარო და საკონტროლო სახით.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სარკინიგზო დეპარტამენტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image
პ. ელიზბარაშვილი, ნ. მუხიგულაშვილი, მ. პაპასკირი

რკინიგზაზე ინფორმაციის გადაცემის სისტემის საიმედოობის გაანგარიშება პრაქტიკული სამუშაო

უაკ: 254(075.32)/681.322

დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია ცალკეული საკონტროლო ამოცანების სახით.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სარკინიგზო დეპარტამენტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ი. ბერძენიშვილი

ფიზიკური ქიმია ლაბორატორიული პრაქტიკუმი

უაკ: 544(076.5)

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ფიზიკური ქიმიის ლაბორა-ტორიული სამუშაოები. იგი მოიცავს ფიზიკური ქიმიის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ქიმიური თერმოდინამიკა და წონასწორობა, ფაზური წონასწორობა, ხსნარები, ელექტროქიმია, ქიმიური კინეტიკა და კატალიზი.
გამოცემა განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. ნაშრომი გამოადგებათ განხილული საკითხების შესწავლით დაინტერესებულ პირებს.

 

 

 

image-1
მ. ბრელიძე, ლ. თედეშვილი, ქ. კვესელავა, თ. სტურუა

მულტიმედია და კომპიუტერული გრაფიკა

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილია თანამედროვე მულტიმედიური ტექნოლოგიები და კომპიუტერული გრაფიკის პროგრამები. განხილულია მულტიმედიის განვითარების ძირითადი მიმართულებები და გამოყენების სფეროები, კომპიუტერული გრაფიკის სახეობები: რასტრული, ვექტორული, ფრაქტალური, სამგანზომილებიანი გრაფიკა. ნაჩვენებია ფერთა წარმოქმნის თეორია და ფერთა მოდელები. ასევე განხილულია ყველაზე პოპულარული რასტრული გრაფიკის პროგრამის Adobe Photoshop CS6 ინტერფეისი და მუშაობის ძირითადი პრინციპები.
ნაშრომი განკუთვნილია ინფორმატიკის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.