image-1
გ. ბაღდავაძე

ტექნიკური სისტემების ავტომატური მართვა მექანიკის ინჟინერიაში

უაკ: 62-52

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია დინამიკური სისტემების კონკრეტულიმათემატიკური მოდელები და ამ მოდელების საფუძველზე მართვის სისტემების თვისებრიობის გამოკვლევა. ნაშრომში წარმოდგენილია მაგალითები თუ როგორ ხდება მოთხოვნილი სიზუსტის ავტომატური სისტემის პარამეტრების ამორჩევა და მათ საფუძველზე შედგენილი წრფივი სისტემის სინთეზი. განხილულია იმპულსური სისტემების მაგალითები და მათი დისკრეტული ფუნქციები.
ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საწარმოო ტექნოლოგიური მანქანებისა და მექატრონიკის დეპარტამენტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
გ. ბაღდავაძე, თ. მჭედლიშვილი, ზ. მჭედლიშვილი

ავტომატური რეგულირებისა და მართვის თეორიის საფუძვლები მექანიკის ინჟინერიაში

უაკ: 62-52

დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნის ძირითადი ამოცანაა კარგად ნაცნობი საყოფაცხოვრებო საგნებისა და სპეციალური ტექნიკური მოწყობილობების განხილვის საფუძველზე შევიყვანოთ სტუდენტები მექანიკური სისტემების ავტომატური მართვის სამყაროში, ამიტომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად განიხილება ასეთი სისტემების ძირითადი კომპონენტები, ნაჩვენებია როგორ ფორმირდება ავტომატური მართვის განმსაზღვრელი პროცესი და სრულდება მისი გამოკვლევა. ასეთი მიდგომა საკითხისადმი ხელს უწყობს სტუდენტს, კარგად აითვისოს თეორია და გამოიმუშაოს მექანიკური სისტემების ავტომატური მართვის ამოცანების გადაწყვეტისუნარი.
ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საწარმოო ტექნოლოგიური მანქანებისა და მექატრონიკის დეპარტამენტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
დ. ბაქრაძე

მშენებლობის ორგანიზაცია და მართვა

უაკ: 69.05

დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მიერ დამტკიცებული სილაბუსის საფუძველზე.
სახელმძღვანელო შედგება 15 თავისაგან. თითოეულ თავს თან ერთვის საკონტროლო კითხვები სტუდენტთა ცოდნის თვითკონტროლის შემოწმების მიზნით.
სახელმძღვანელოში განხილულია მშენებლობის დაპროექტების, ფინანსური უზრუნველყოფის, მშენებლობის წარმართვის მეთოდებისა და სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებების საკითხები. მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ტექნიკურ, საკრედიტო და საავტორო ზედამხედველობის წარმართვის მეთოდებს.
მშენებლობის ორგანიზაციისა და მართვის ცოდნა აუცილებელი პირობაა მშენებლის, როგორც მომავალი წარმატებული სპეციალისტის ფორმირებაში.
გამოცემა განკუთვნილია სამშენებლო დარგის ყველა სპეციალიზაციის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ვ. ღლიღვაშვილი, გ. ღლიღვაშვილი

თანამედროვე კომფორტულ ფერმებში თხის მოშენება დაპროდუქტების წარმოება

უაკ: 599.735:636.39

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: თხის ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურება,თხის ჯიშობრივი გაადგილება, სანაშენე საქმე, ფარას რაციონალური სტრუქტურა, ბონიტირება, გადარჩევა და შერჩევა,ნერბვა და დოლი, მოზარდის გამოზრდა, პროდუქციის წარმოება,რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, ხორცის წარმოება, თხის ძირითადი დაავადებები, ინფექციური დაავადებები, ინვაზიური დაავადებები, კომფორტული მეთხეობის ობიექტების დაპროექტების ზოგიერთი ნორმები და სხვა.
განკუთვნილია „მეცხოველეობის“ სპეციალობის ყველა სტუდენტისათვის, ასევე სხვა დაინტერესებულ პირთათვის.

 

 

image-1
ნ. მოლოდინი, რ. მოლოდინი

ლენტური კონვეიერების გაანგარიშება მეთოდიკური მითითებები

უაკ: 621.867.23

მეთოდიკური მითითებებში მოცემულია ლენტური კონვეიერის გაანგარიშების მეთოდიკა, ასევე ლენტური კონვეიერის თითოეული ტიპის მწარმოებლობისა და დახრის კუთხის მიხედვით მისი გაანგარიშება ამძრავი სიმძლავრის გამოთვლის ჩათვლით.
მეთოდიკური მითითებები დახმარებას გაუწევს სტუდენტებს საკონტროლო სამუშაოების შესრულებასა და საკურსო და სადიპლომო პროექტების შედგენაში სატრანსპორტო მანქანების კურსში. გამოცემა განკუთვნილია ღია სამთო სამუშაოების (09.05); მიწისქვეშა და საშახტო მშენებლობის (09.04); სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების (09.03); სასარგებლო წიაღისეულის საბადოს მიწისქვეშა დამუშავების (09.02); სამთო მანქანებისა და მოწყობილობების (17.01); სამთო ელექტრომექანიკური მოწყობილობისა და ავტომატიზაციის (21.05) სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ნ. მოლოდინი, რ. მოლოდინი

ტრიბოლოგიის ზოგადი კურსი

უაკ: 535.378

სალექციო კურსში განხილულია ტრიბონიკის ექსპერიმენტული მეთოდიკის, საკონტაქტო ზედაპირების ტოპოგრაფიის და ხახუნის თეორიის ზოგადი საკითხები: პრაქტიკული ამოცანების, გარეგანი და შინაგანი (მართვადი ადჰეზიური და კოჰეზიური) ხახუნით ტვირთის სატრანსპორტო სისტემებით ტრანსპორტირებისა და საკონვეიერო ამძრავების დაპროექტების ტექნოლოგიური პროცესები.
მოცემულია ცნობები გამაუხშოებელი (ვაკუუმის შემქმნელი) მექანიზმების კონსტრუქციების, ამასთანავე, ერთმანეთის მიმართ მოძრავი ხახუნის კვანძების საკონტაქტო ზედაპირების რგოლური ჭვრიტეების დაკავშირების, შეზეთვის და ვაკუუმში ხახუნის მეცნიერულად ახსნილი პროცესებით, დასახული მიზნების შესაბამისად, ხახუნის ძალებზე გავლენის უხელსაყრელესი პირობების მიღების, მათი გადაწყვეტისა და შენარჩუნების გზების შესახებ.
ნაშრომი განკუთვნილია მექანიკის შემსწავლელი სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ნ. მოლოდინი, რ. მოლოდინი

სამთო საწარმოთა სატრანსპორტო მანქანები

უაკ: 622.232.8

სალექციო კურსში მოცემულია სამთო საწარმოთა მიწისქვეშა ტექნოლოგიური პროცესებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული სატრანსპორტო მანქანებისა და დამხმარე მოწყობილობების თეორიის საფუძვლები და გაანგარიშება. განხილულია თვითოეული მანქანა-დანადგარის მოქმედების პრინციპი, საიმედოობისა და უსაფრთხო მუშაობის ნორმების გათვალისწინებით, წარმოდგენილია მათი სრულყოფის გზები და პერსპექტივები. სალექციო კურსი უზრუნველყოფილია პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების მეთოდიკური მითითებებით და შესასწავლი სიდიდეების გამზომი აპარატურით. სალექციო კურსის შესწავლის პროცესში გათვალისწინებულია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შახტა-ლაბორატორიის მანქანა-მექანიზმები.
ნაშრომი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო სპეციალობის სტუდენტებისა და სამთო საწარმოში მომუშავე პირთათვის.

 

 

image-1
თ. მეგრელიძე, თ. ისაკაძე, გ. გოლეთიანი, გ. გუგულაშვილი

პრაქტიკული სამუშაოები ჰაერის კონდიცირებაში

უაკ: 551.574

მეთოდიკურ მითითებებში განხილულია კონდიცირების სისტემების გაანგარიშების მაგალითები: სპლიტ სისტემების, VRV სისტემების, სპეც დანიშნულების კონდიცირების და ტექნოლოგიური კონდიციონერების გაანგარიშების სხვადასხვამეთოდი.
განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგია და ტექნიკის პროფილის სპეციალობების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად საგნებში: „სამაცივრო მანქანა-დანადგარების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება“, „დგუშიანი კომპრესორები“, „როტაციული კომპრესორები“ და „ხრახნული კომპრესორები“. შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსის სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებმა.

 

 

image-1
მ. კახიანი

ამოცანათა კრებული მანქანათა დინამიკაში პრაქტიკული სამუშაოები

უაკ: 629.113/.115

კრებულში მოცემულია მანქანის, ასევე მისი შემადგენელი დეტალებისა და კვანძების, დინამიკური გაანგარიშების მეთოდიკა მანქანის დინამიკური მოდელის შექმნის გზით. ჩამოყალიბებულია დინამიკური მოდელის შექმნის სხვადასხვა მეთოდები, კერძოდ მანქანის ნაწილების გამარტივების, აგრეთვე დაჯგუფება-სტანდარტიზაციის გზით. მოცემულია გაანგარიშებები სხვადასხვა დატვირთვის და სტანდარტული გეომეტრიული ფიგურების შემთხვევაში. ჩამოყალიბებულია შესაქმნელი დინამიკური მოდელისგამარტივების მეთოდიკა. წარმოდგენილია დინამიკური მოდელის შექმნის და მისიდინამიკური გაანგარიშების მაგალითები. მოცემულია სხვადასხვა პირობებში მანქანისდინამიკური მოდელის შექმნის ამოცანები.
გამოცემა განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიის სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.