image-1
თ. ობგაძე, ა. ფრანგიშვილი

ცოცხალი სისტემების ანალიზის მეთოდები ოპტიმიზაციის მეთოდები და კლასიკური ვარიაციული აღრიცხვა IV ტომი

უაკ: 517.958

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ოპტიმიზაციის მეთოდები და ვარიაციული აღრიცხვა ამოცანებსა და სავარჯიშოებში. ყოველი თეორემა და ახალი მეთოდი ილუსტრირებულია შესაბამისი ამოცანის ამოხსნით Mathcad-ის ბაზაზე. განხილული თემების მიხედვით მოცემულია შესაბამისი პროგრამები და მიღებული შედეგები. ყოველი თავის ბოლოს მოყვანილია შესაბამისი ამოცანები და სავარჯიშოები დამოუკიდებელი მუშაობისათვის.
გადმოცემულია ვარიაციული აღრიცხვის ამოცანის ამოხსნის მიახლოებითი მეთოდები.
ნაშრომი განკუთვნილია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1


ლითონსაჭრელი ჩარხები და საჩარხო მოწყობილობები მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 621.03:621.9.02

მეთოდიკური მითითებები სტუდენტს საშუალებას მისცემს წინასწარ გაეცნოს ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების მეთოდიკას. წიგნშიგანხილულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა ლაბორატორიული სამუშაო ლითონსაჭრელი ჩარხების ლაბორატორიაში არსებული მოწყობილობებისა და მზომი იარაღების შესაბამისად.
გამოცემა განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიის შემსწავლელი სტუდენტებისათვის. იგი დახმარებას გაუწევს მონათესავე სპეციალობის სტუდენტებსაც.

 

 

image-1
გ. კოტრიკაძე, ნ. ბჟალავა, ხ. ბარდაველიძე, მ. სიხარულიძე, ნ. ცისკარიშვილი, თ. მაჭარაძე, ი. როდონაია, ე. როჭიკაშვილი

გამოყენებითი ინფორმატიკა
ლაბორატორიული სამუშაოები ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

უაკ: 004.9

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ბიზნესტექნოლოგიების პროფილის ამოცანები და დავალებები. ლაბორატორიული სამუშაოები შესრულებულია როგორც Microsoft Office-ის პროგრამული ბაზის, ისე დამატებითი პროგრამული საშუალებების (ExtendLT და Anylogic) მეშვეობით.
გამოცემა განკუთვნილია სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებისათვის „გამოყენებითი ინფორმატიკის“ შესასწავლად. ლაბორატორიულ სამუშაოებში განხილული ამოცანები და დავალებები დახმარებას გაუწევს სხვა ფაკულტეტის სტუდენტებსაც ამავე საგნის შესწავლისას.


ლაბორატორიული სამუშაოები: 1, 2, 3 შესრულებულია გ. კოტრიკაძის მიერ;
4, 7 – ნ. ბჟალავას მიერ; 5, 13 – ხ. ბარდაველიძის მიერ; 6, 8 – მ. სიხარულიძის მიერ; 9, 10 – ნ. ცისკარიშვილის მიერ; 11, 12 – თ. მაჭარაძის მიერ, 14, 15 – ი. როდონაიას მიერ, 16 – ე. როჭიკაშვილის მიერ.

 

 

image-1
მ. მორბედაძე

ურთიერთშეცვლადობა

უაკ: 62_182.8

სალექციო კურსში განხილულია ურთიერთშეცვლადობის, სტანდარტიზაციისა და ტექნიკური გაზომვების ძირითადი პრინციპები მანქანათმშენებლობაში; ტიპური შეერთებების ჩასმები და დაშვებები სტანდარტებისა და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოს რეკომენდაციების შესაბამისად; სტანდარტიზაციის სისტემის ძირითადი პრინციპები და მისი მეცნიერულ-ტექნიკური საფუძვლები.
გამოცემა განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
გ. გოლეთიანი

კვების საწარმოთა დაპროექტება მეთოდიკური მითითებები საკურსო სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 664

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კვების მრეწველობის საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობის შერჩევისა და გამოანგარიშების თანამიმდევრობა პურის საწარმოს დაპროექტების მაგალითზე.
გამოცემა განკუთვნილია საკურსო სამუშაოების ჩასატარებლად კვების მრეწველობის პროფილის ბაკალავრებისა და პროფესიული სწავლების სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
გ. გოლეთიანი

კვების საწარმოთა დაპროექტება მეთოდიკური მითითებები პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 664

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია კვების მრეწველობის საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობის შერჩევისა და გამოანგარიშების მაგალითები პურისა და ჩაის წარმოებებში, საწარმოს დაპროექტების სანიტარიულ-ტექნიკური და უსაფრთხოების ტექნიკის ღონისძიებების შესაბამისი მაგალითები.
გამოცემა განკუთვნილია პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად კვების მრეწველობის პროფილის ბაკალავრებისა და პროფესიული სწავლების სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ნ. ბუაჩიძე, მ. გეგეჭკორი

გამოყენებითი ინფორმატიკა
ლაბორატორიული სამუშაოები ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

უაკ: 004.9

დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს ქიმიური და ფარმაცევტული პროფილის შინაარსის 15 ლაბორატორიულ სამუშაოს, რომელთა პროგრამული რეალიზაცია სრულდება Microsoft Office-ის პროგრამული პროდუქტის - Excel-ის საფუძველზე.
ნაშრომში მოყვანილი და განხილული ამოცანები სტუდენტებს საშუალებას მისცემს დაეუფლონ ინფორმატიკის გამოყენების საფუძვლებს, რათა შეძლონ სპეციალიზაციის მიმართულებით დასმული ამოცანების კომპიუტერული გაანგარიშება, ანალიზი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.
ლაბორატორიული სამუშაოები განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ა. ძოძუაშვილი

გამოყენებითი ინფორმატიკა ლაბორატორიული სამუშაოები ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

უაკ: 004.9

დამხმარე სახელმძღვანელო შესრულებულია Microsoft Office პროგრამების (Word,  Excel, Power Point) ბაზაზე კონკრეტული პროფილის ამოცანათა გადასაჭრელად.
ლაბორატორიულ სამუშაოებში განხილული ამოცანები სტუდენტებს საშუალებას მისცემს დაეუფლონ ინფორმატიკის გამოყენების საფუძვლებს, რათა შეძლონ სპეციალიზაციის მიმართულებით დასმული ამოცანების კომპიუტერული გაანგარიშება, ანალიზი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.
წიგნი განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებისათვის, რომელიც მათ დახმარებას გაუწევს საგან „გამოყენებითი ინფორმატიკის“ შესწავლაში.

 

 

image-1
ჯ. ბერიძე, ო. შამანაძე, მ. გაბადაძე

IP ტელეფონია და NGN ქსელები

უაკ: 621.395.4

სალექციო კურსში განხილულია IP ტელეფონიის თავისებურებანი და პაკეტური გადაცემის ძირითადი პრინციპები, კავშირის დამყარების სახეები და კომპიუტერულ ქსელებთან ურთიერთობა. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ინტერნეტპროტოკოლის გამოყენებას IP ტელეფონიის ქსელში, განხილულია ინტერნეტპროტოკოლის მე-4 და მე-6 ვერსიები, ასევე TCP, UDP, RTP და RTCP პროტოკოლები. დაწვრილებითაა მოცემული IP ტელეფონიის ძირითადი პროტოკოლები (H.323, SIP და MGCP), შესაბამისი დამისამართება, პროტოკოლის აგების პრინციპები, IP ქსელის არქიტექტურა და შესაბამისი მაგალითები. სრულყოფილადაა აღწერილი მომსახურების ხარისხი IP ტელეფონიის ქსელებში, ტრაფიკის ინტეგრალურ-დიფერენცირებული მომსახურება, ინფორმაციული უსაფრთხოება IP სატელეფონო ქსელებში, IP ტელეფონიის მობილურობა, მისი სცენარი, IP ტელეფონიის მომხმარებელთა ბილინგისა და მენეჯმენტის სისტემა, IP ტელეფონიის დანერგვის მაგალითი და ოფისების დაკავშირება ინტერნეტქსელის საშუალებით.
გამოცემა განკუთვნილია ტელეკომუნიკაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის საბაზო განათლების დამამთავრებელ კურსზე. იგი სასარგებლო იქნება ტელეკომუნიკაციისა და სხვა მონათესავე სპეციალობის სტუდენტებისთვისაც, ვისი ინტერესის სფეროც ეხება IP ტელეფონიასა და კომპიუტერულ ქსელებს.