უაკ: 642
დამხმარე სახელმძღვანელოში განმარტებულია პრაქტიკის მიზანი, ამოცანები, ჩატარების ორგანიზაციული საკითხები და გრაფიკი დღიური განაწილებით. სამი სხვადასხვა პროფილის საწარმოს მაგალითზე მოცემულია, პრაქტიკის დროს შესასწავლი საკითხების ჩამონათვალი და მათი ანგარიშში გაფორმების მეთოდები.გამოცემა განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის კვების ინდუსტრიის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 62-5
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ოპერაციული სისტემების საფუძვლების ლაბორატორიული სამუშაოები: ვირტუალური მანქანის შექმნა, პარამეტრების კონფიგურაცია, ქსელის მართვის ორგანიზაცია, ინტერფეისი და მონაცემებთან მუშაობა. მულტიმედია და ჩაშენებული დანართები, წარმადობა და საიმედოობა. უსაფრთხოების საშუალებები და სხვა.წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომლებსაც ეკითხებათ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული დისციპლინა: ოპერაციული სისტემების საფუძვლები; აგრეთვე იმ პირთათვის, ვინც დაინტერესებულია მიიღოს ამომწურავი ცოდნა ოპერაციული სისტემების შესახებ.
უაკ: 621.317.32
დამხმარე სახელმძღვანელოში აღწერილია ელექტრული გაზომვების ძირითადი საკითხები, რომლებიც ეყრდნობა გაზომვების თეორიას. დაწვრილებითაა განხილული გაზომვების ცდომილებათა თეორია, ცდომილებათა სახეები და გაზომვის შედეგიდან, შესაძლებლობის შემთხვევაში, მათი გამორიცხვის მეთოდები. მოცემულია გარდამქმნელების (სენსორების) საფუძვლიანი მიმოხილვა მათი გამოყენების შესაძლებლობები და პერსპექტივები, რაც გარკვეული სიახლეა ელექტრული გაზომვების სფეროში. აღწერილია, აგრეთვე, განუსაზღვრელობა და მისი შედარებითი ანალიზი ცდომილებათა თეორიასთან.აღწერილია ელექტრული საზომი საშუალებების სახესხვაობები, მათი დანიშნულება და გამოყენების სფეროები. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ციფრულ ელექტროსაზომ საშუალებებსა და მათ უპირატესობაზე ანალოგურ ხელსაწყოებთან შედარებით. ყოველ თემას თან ერთვის ეფექტური ილუსტრაციები და საკონტროლო კითხვები.განკუთვნილია „ინფორმატიკისა და მართვის სისტემების“ ფაკულტეტის მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების სტუდენტებისათვის. ის შეიძლება წარმატებით გამოყენოს აგრეთვე ელექტრობის სფეროში დასაქმებულმა პირებმა.
უაკ: 674
დამხმარე სახელმძღვანელოში „ტექნოლოგიური სისტემების მეცნიერული კვლევის საფუძველი“ განხილულია ექსპერიმენტული კვლევის მათემატიკური დამუშავების საკითხები. კერძოდ, მოცემულია კომბინატორიკის, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის ელემენტები. ჩამოყალიბებულია ექსპერიმენტული კვლევის მიზანი, ექსპერიმენტის დაგეგმვისა და კვლევის ობიექტზე ძირითადი და გარე ფაქტორების გავლენის საკითხები.დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის, ტექნოლოგიური სისტემების დინამიკური კვლევის ამოცანების მათემატიკური მოდელის შედგენის საკითხები.წიგნი განკუთვნილია მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.
უაკ: 694.6
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ზეინკლის სამუშაო ადგილის ორგანიზება, დეტალების გაზომვისა და საკონტროლო იარაღების შესახებ ცნობები. აღწერილია საზეინკლო იარაღები და ხელსაწყოები, საზეინკლო ოპერაციების შესრულების ხერხები. ჩარხების კლასიფიკაცია და მათი ტექნიკური მახასიათებლები. სახარატო სამუშაოები და იარაღები. ძირითადი ცნებები ფრეზვის შესახებ. საფრეზავი ჩარხები და ფრეზების დამაგრება, საფრეზავი ჩარხების სამარჯვები, ფრეზვის სახეები. ლითონის გაჭრა, გაჭრის არსი და მისი დანიშნულება. კონსტრუქციული ნახაზების მიხედვით ელემენტარული დეტალების დამზადების ტექნოლოგია. გამოცემა განკუთვნილია პროფესიული განათლების სტუდენტებისათვის. ნაშრომის გამოყენება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წარმოებაში მუშების მოსამზადებლად.
უაკ: 622:351.823.3
სალექციო კურსში განხილულია შახტებისა და მაღაროების ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციის სისტემებში გამოყენებული თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მათი დანიშნულება, გადასაწყვეტი ამოცანები, მოქმედების პრინციპი და პარამეტრები. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ფიზიკური სიდიდეების სენსორებსა და გადამწოდებზე, მაძლიერებლებსა და ელექტრომექანიკურ მოწყობილობაზე.გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
უაკ: 728.22
მეთოდიკური მითითებებისა და საკურსო პროექტის მოცემულობის შესავალში აღნიშნულია ქალაქგეგმარების და ქალაქთმშენებლობის უდიდეს დანიშნულებაზე ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის; მოცემულია ქალაქთმშენებლობის მოკლე ისტორიული მიმოხილვა ეგვიპტის ნეკროპოლისებიდან დაწყებული თანამედროვე ქალაქ-ბაღებით და ცათამბჯენებით დამთავრებული.წიგნში მოცემულია რელიეფის გათვალისწინებით, სხვადასხვა ლანდშაფტურ პირობებში ქალაქგეგმარებითი პრობლემების სივრცით-მოცულობითი გადაწყვეტის საინტერესო საილუსტრაციო მაგალითები. რელიეფთან ჰარმონიული, პლასტიკური შერწყმის ნიმუშების სურათები; აგრეთვე, ქალაქის კვარტალური განაშენიანების ავტორისეული სქემა და განაშენიანების საორიენტაციო ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც სტუდენტებს გაუადვილებს საკურსო მოცემულობის მაღალ დონეზე შესრულებას.გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლის პროცესში გადიან ქალაქთმშენებლობითი და პროექტების სასწავლო კურსს.
უაკ: 621.225
პრაქტიკული სამუშაოები სტუდენტს მისცემს თანამედროვე მანქანებში ფართოდ გამოყენებული ჰიდროამძრავებისა და მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების ძირითადი საკითხების გადაწყვეტის შესაძლებლობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია თანამედროვე სპეციალისტისათვის.ნაშრომიგანკუთვნილია „მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 53.083.75:66.087
სალექციო კურსში მოცემულია გარემოში არსებული ბუნებრივი და ანთროპოგენური დამაბინძურებლების გავლენა გარემოს ძირითად კომპონენტებზე - ჰაერი, წყალი, ნიადაგი (ბიოტა). წამოჭრილია ყველა ეკოლოგიური პრობლემა, რაც გავლენას ახდენს გარემოზე. გადმოცემულია დამაბინძურებლებისაგან გაწმენდის ელექტროქიმიური მეთოდების ადგილი და როლი ბუნებისდაცვით ღონისძიებათა კომპლექსში. განსაკუთრებით ფართოდ არის წარმოდგენილი საყოფაცხოვრებო და ჩამდინარე წყლების დამაბინძურებლები, მათი ბუნება და წარმოშობა-გავრცელების წყაროები. აღწერილია წყლის ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები და სასმელი წყლის სტანდარტები.განხილულია ჩამდინარე წყლების გაწმენდის ყველა მეთოდი და ტექნოლოგია. დაწვრილებით არის აღწერილი მძიმე ლითონებით და სხვა ორგანული და არაორგანული ნაერთებით დაბინძურებული წყლის გაწმენდის პირდაპირი და არაპირდაპირი ელექტროქიმიური მეთოდები. სალექციო კურსში აგრეთვე აღწერილია წყლის გაწმენდა ელექტროქიმიურად გენერირებული მჟანგავების მეშვეობით. ახსნილია ფენტონის რეაქციის ქიმიზმი. წარმოჩენილია სორბციული, მემბრანული და ნანოტექნოლოგიების როლი წყლის გაწმენდის პროცესში. შეფასებულია თითოეული მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარეები.გამოცემა განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.