image-1
ლ. ქრისტესიაშვილი

სამშენებლო ბიზნესი და ფინანსები

უაკ: 624.15:338.24

სალექციო კურსში განხილულია ფინანსური მენეჯმენტის როლი სამშენებლო ბიზნესში, სისტემის რეგულირების ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრების მართვის მექანიზმები, ფინანსური დაგეგმვა და ინვესტიციების მართვა, ქვეყანაში არსებული დაფინანსება-დაკრედიტების სისტემა, გადასახადები და მისი მართვა.
შესწავლილია ფინანსური ინსტიტუტების სახეები და დაფინანსების თავისებურებანი, სამშენებლო ფირმის ფინანსები და მისი მართვის მეთოდები, ძირითადი და საბრუნავი კაპიტალი და მისი მართვის მეთოდები, საინვესტიციო საქმიანობის საფუძვლები და ინვესტიციების მართვის მეთოდები, განსაზღვრულია გრძელვადიანი და მოკლევადიანი დაფინანსირება, ვადიანი სესხები და ლიზინგები, საქართველოს ეკონომიკაში არსებული საკრედიტო რესურსების განთავსების ძირითადი მიმართულებები, ფულის ღირებულება დროში, ფირმის შემოსავლების, ხარჯების, მოგებისა და დანახარჯების მართვის მეთოდები და ა.შ.
გამოცემა განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის ეკონომიკისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის პროგრამა „მშენებლობის მენეჯმენტის“ სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ლ. გვერდწითელი, ჯ. გუგეშიძე, მ. გუგეშიძე

გარემოს ობიექტების დაცვის ანალიზის საშუალებები და მეთოდები III ნაწილი

უაკ: 577.4:628.394

სალექციო კურსში განხილულია ზედაპირული წყლების გამაჭუჭყიანებელი მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების განსაზღვრა ფოტოკოლორიმეტრიული და ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრული მეთოდებით. მათი შესწავლა და გამოყენება დაეხმარება როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებს დამოუკიდებელი მუშაობის დროს წყლის ხარისხის დადგენაში.
გამოცემა განკუთვნილია ქიმიური და ბიოტექნოლოგიური, მეტალურგიული, ასევე სამთო-გეოლოგიური, ჰიდროტექნიკის, თბოენერგეტიკის, მანქანათმშენებლობის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, რათა აწარმოონ სამრეწველო ჩამდინარე წყლების კონტროლი, შეარჩიონ გაწმენდის მეთოდები და დაიცვან წყალსატევები დაბინძურებისაგან.

 

 

image-1
მ. კოპლატაძე, თ. კუპატაძე

ტელეტრაფიკის თეორია

უაკ: 681.3.041/.048

სალექციო კურსში განხილულია კვლევისა და გაანგარიშების ძირითადი მეთოდები სხვადასხვა სტრუქტურის ტელეკომუნიკაციის სისტემებისათვის. განხილულია მოთხოვნათა ნაკადების მოდელები და სატელეკომუნიკაციო ქსელებში დატვირთვის პროგნოზირების თავისებურება. თეორიული მასალა ილუსტრირებულია გამოყენებითი ხასიათის ამოცანებით და მაგალითებით.
გამოცემა განკუთვნილია ტელეკომუნიკაციის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. კუპატაძე

შესავალი სპეციალობაში

უაკ: 681.3

სალექციო კურსში მოცემულია უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში გამოყენებულ ტერმინთაგანმარტება: კრედიტი, სასწავლო დატვირთვა, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, სტუდენტის აქტივობის შეფასება, შუასემესტრული, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები, კრედიტის შესრულება, სტუდენტის დამოუკიდებლად მუშაობის საათები. დაწვრილებით არის წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის – „ტელეკომუნიკაცია“ აღწერა. სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა და დასაქმების ფორმულა, რომელიც კურსდამთავრებულს კარნახობს თუ რა კომპეტენციები (ცოდნა და მისი გამოყენების უნარი) უნდა ჰქონდეს, რომ იყოს მოთხოვნადი კომპანიის/ფირმისათვის.
ლექციების კურსში განხილულია ტელეკომუნიკაციის დარგთან დაკავშირებული ის გამოგონებები, რომლებმაც შეცვალა მსოფლიო; განმარტებულია დარგობრივი ტერმინები: ელექტროკავშირგაბმულობა; საინფორმაციო ტექნოლოგიები; ტელეკომუნიკაცია; ინფოკომუნიკაცია; აგრეთვე საინფორმაციო რევოლუციის ეტაპები, მისი ჩანასახიდან დღემდე და მათი დანიშნულება. განმარტებულია შინაარსობრივად ტელეკომუნიკაციის მეცნიერებასა და ტექნიკაში გამოყენებული ზომის ერთეულები და აღრიცხვის სისტემები.
სალექციო კურსი განკუთვნილია ტელეკომუნიკაციის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სწავლების პირველი წლის სტუდენტებისათვის, აგრეთვე საშუალო სკოლების დამასრულებელი კლასების მოსწავლეებთან პროფესიული ორიენტაციის სამუშაოების ჩასატარებლად.

 

 

image-1
თ. კუპატაძე, ე. აბჟინავა

გაზომვები სატელეკომუნიკაციო ტექნიკაში

უაკ: 389

სალექციო კურსში განხილულია გაზომვების მეტროლოგიური საფუძვლები, წრედების, სიგნალებისა და სატელეკომუნიკაციო აპარატურის პარამეტრების გაზომვის მეთოდები, სატელეკომუნიკაციო ტექნიკასა და მაუწყებლობაში გამოყენებულ სიხშირეთა  სრულ დიაპაზონში. დასაბუთებულია საზომი საშუალებებისადმი წაყენებული მოთხოვნები და წარმოდგენილია გაზომვის სტრუქტურული სქემები.
სალექციო კურსი, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო, განკუთვნილია ტელეკომუნიკაციის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ი. ლომიძე, გ. ხელიძე

ჰიდროტურბინები და შექცევადი ჰიდრომანქანები

უაკ: 621.224:621.224.7

სალექციო კურსი „ჰიდროტურბინები და შექცევადი ჰიდრომანქანები“ შედგენილია ამავე დასახელების საგნის სასწავლო პროგრამის მიხედვით. მასში განხილულია თანამედროვე აქტიური და რეაქტიული ჰიდროტურბინების მუშაობის პრინციპები, ჰიდროტურბინის გამდინარე ნაწილში სითხის მოძრაობის კანონზომიერებები, ჰიდროტურბინის მუშაობის ძირითადი (ეილერის) განტოლების ანალიზი, ენერგიის ბალანსი და ხარჯის რეგულირება ჰიდროტურბინაში, ენერგეტიკული პარამეტრების განსაზღვრის თეორიული დამოკიდებულებები, ჰიდროტურბინების გეომეტრიული, კინემატიკური და დინამიკური მსგავსების კრიტერიუმები, სხვადასხვა სახეობის ჰიდროტურბინების მოდელების ენერგეტიკული და კავიტაციური გამოცდების მეთოდიკა და მიღებული მონაცემების საფუძველზე უნივერსალური და საექსპლუატაციო მახასიათებლების აგება, ჰიდროტურბინების ჰიდრომექანიკური და ელექტროჰიდრავლიკური რეგულატორების ტიპები, მათი პრინციპული სქემები. ჰიდროტურბინების გაქანების ბრუნვის სიხშირის, ჰიდრავლიკური ღერძული ძალის, სრული ღერძული ძალის და რეგულირების (რეგულირების გარანტიების) გამოთვლა.
გაშუქებულია აგრეთვე ჰიდრომანქანების შექცევადობის პრინციპი, შექცევადი ჰიდრომანქანების დანიშნულება და მათი გამოყენების პირობები, მათი სახეობები (ღერძული, დიაგონალური, რადიალურ-ღერძული), კონსტრუქციული სქემები და მათი გაანგარიშების პირობები სატუმბო და სატურბინო რეჟიმებში.
გამოცემა განკუთვნილია სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „ენერგეტიკა და ელექტროიჟინერია“ ჰიდროენერგეტიკის სპეციალიზაციის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ა. დიდიძე

ნავთობის ქიმია

უაკ: 665.6

სალექციო კურსის მიზანია ნავთობის განსხვავებული შედგენილობის ფრაქციებში (დ.ს. - დ.დ.) - მდე, ინდივიდუალური ნაჯერი ნახშირწყალბადების (ძირითადად რელიქტების) შესწავლა. კვლევის ძირითადი მეთოდია აირთხევადი ქრომატოგრაფია და ქრომატომას-სპექტრომეტრია.
სალექციო კურსი შეიცავს წინასიტყვაობას და რვა თავს; საილუსტრაციო მასალა წარმოდგენილია 27 სურათით, 12 ცხრილით და 96 გვერდით.
სხვადასხვა ტიპის ნავთობის ინდივიდუალური ნაჯერი ნახშირწყალბადების კვლევის შედეგები მოცემულია სალექციო კურსის დასკვნით ნაწილში.
გამოცემა განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიის მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ხ. ამყოლაძე

რხევების გამოყენებითი თეორია

უაკ: 539.3:330.115

სალექციო კურსში განხილულია მექანიკური სისტემების რხევების სახეები და მანქანათა დინამიკა, ძირითადი მათემატიკური მოდელები და მათი ამოხსნის მეთოდები წრფივი, პარამეტრული და არაწრფივი მახასიათებლის შემთხვევაში, დეტერმინირებული და შემთხვევითი დატვირთვების მოქმედების დრო. მოცემულია  აგრეთვე თავისუფლების მრავალი ხარისხის მქონე და განაწილებული სისტემების რხევების საფუძვლები. მაგალითების სახით მოყვანილია საფრენი აპარატების, ჩარხების და ვიბრაციული მანქანების ძირითადი კვანძებისა და ნაწილების რხევების აღწერა და მიმოხილვა.
გამოცემა განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიების სპეციალობების მაგისტრანტებისათვის.

 

 

image-1
ჯ. ბერიძე, შ. კვირკველია

ფიჭური მობილური კავშირის ქსელების დაპროექტების საფუძვლები

უაკ: 681.3

სალექციო კურსში მოცემულია მობილური კავშირის ქსელების დაპროექტების საკითხები. დღეისათვის არსებობს ქსელების ხუთი თაობა, კიდევ უფრო მეტი ტექნოლოგია და ამ ტექნოლოგიათა სახესხვაობები, ვერსიები. შესაბამისად, საჭიროა მაღალი კვალიფიკაციისადა ცოდნის მქონე ტექნიკური პერსონალი.
უნდა აღინიშნოს, რომ კურსში დაპროექტების საკითხები გამოყოფილია ტექნოლოგიების მიხედვით და ხაზგასმულია თუ რა არის საერთო ამ ტექნოლოგიებისათვის და რა არის სპეციფიკური კონკრეტული ტექნოლოგიისათვის. ნაჩვენებია თუ როგორია ძირითადი რესურსების განაწილების ალგორითმები, როგორ უნდა შეფასდეს ქსელის ხარისხობრივი მაჩვენებლები და საჭიროების შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს მათი გაუმჯობესება. კურსის პრაქტიკულ ნაწილში თეორიულ/პრაქტიკულ გამოთვლებთან ერთად გამოყენებულია პროგრამული საშუალებები, ქსელების დაპროექტების კომპიუტერული ხელსაწყოები ასევე ვიზუალიზაციის მეთოდები რაც ამყარებს მიღებულ თეორიულ ცოდნას.
სალექციო კურსი იკითხება ბაკალავრიატის სტუდენტთა მომზადებისათვის ტელეკომუნიკაციის საგანმანათლებო პროგრამით, მეოთხე კურსზე.
გამოცემა განკუთვნილია არამარტო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, არამედ ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვისაც.