image-1
ლ. ბოცვაძე, ო. გელაშვილი, დ. შარაბიძე

მიწოდებათა ჯაჭვის მენეჯმენტი

უაკ: 658.78(075)

მონოგრაფიაში დამუშავებულია საქართველოს სატრანსპორტო ლოგისტიკის სისტემის მიწოდებათა ჯაჭვების ორგანიზაციულ-ფუნქციური სტრუქტურის კვლევის მეთოდოლოგია, რომელშიც ჩამოყალიბებულია მისი შექმნისა და განვითარების პრინციპები.
SCM-ის კონცეფცია არის ბიზნესის სტრატეგია მიწოდებათა ჯაჭვში. საქმიანობის ყველა სახის დაგეგმვა და მართვა წარმოადგენს ინტეგრალური ლოგისტიკის კონცეფციის ბუნებრივ გავრცელებასა და განვითარებას ფუნქციათა და ორგანიზაციათა შორის ლოგისტიკის კოორდინაციის თვალსაზრისით. SCM არის საკვანძო ბიზნესპროცესების მართვა.
მონოგრაფიაში წარმოდგენილი მასალა დაფუძნებულია მიწოდებათა ჯაჭვის მართვის ლოგისტიკის ოპერაციების ჩატარების სისტემური მართვის უცხოურ გამოცდილებაზე. მათი უნიკალურობა და ორიგინალობა ლოგისტიკის ორგანული პრობლემების კომპლექსური განხილვა და გადმოცემაა მიწოდებათა ჯაჭვების კოორდინირებული და ინტეგრალური ურთიერთკავშირი. განხილულ დებულებებს გარდა აკადემიური დანიშნულებისა სამეცნიერო მეთოდოლოგიური მნიშვნელობაც აქვს: მასში გადმოცემულია ეროვნული საექსპორტო პროდუქციის გლობალური მიწოდებათა ჯაჭვის აგების მეთოდოლოგიური საფუძვლები ინტერმოდალიზმის, სატრანსპორტო დერეფნებისა და მიწოდებათა ჯაჭვების კონტეინერმზიდებით საკონტინენტთაშორისო ტრანსპორტების ასპექტში.
მონოგრაფია შედგება შვიდი ნაწილისაგან: შესავალი მიწოდებათა ჯაჭვების მართვაში; კონკურენცია ლოგისტიკის საფუძველზე განვითარებულ საბაზრო ურთიერთობათა პირობებში; ოპერაციები ლოგისტიკაში; მიწოდებათა ჯაჭვების ინტეგრაცია; მიწოდებათა ჯაჭვების საკვანძო ბიზნესპროცესების მართვის საფუძვლები: საინფორმაციო სისტემები მიწოდებათა ჯაჭვებში, მომავლის ლოგისტიკა.
მონოგრაფია სრულყოფილად აღწერს მიწოდებათა პროცესში მიმდინარე ყველა ბიზნესპროცესს. იგი ხელს შეუწყობს მიწოდებათა პროცესში მომავალი ლოგისტიკის პერსონალის შემდგომ პროფესიულ ზრდას ახალი, მოწინავე მომავლის შექმნის თვალსაზრისით.
გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სატრანსპორტო ლოგისტიკის, ბიზნესადმინისტრირების, სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობის მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. მონოგრაფია ორიენტირებულია საქმიანი ადამიანების ფართო აუდიტორიაზე, რომლებიც დაკავშირებულია მიწოდებათა ჯაჭვების მართვასთან, წარმოებასთან, ხელმძღვანელობასთან, თანამშრომლებთან, სატრანსპორტო-საექსპედიციო ფირმების, კომპანიათა მწარმოებლების, სავაჭრო კომპანიების, განსაკუთრებით შესყიდვების განყოფილების, მიწოდებისა და ლოგისტიკის განყოფილების მენეჯერებთან.

 

 

image-1
შ. გაგოშიძე

წყლის პერიოდულ ტალღურ მოძრაობათა გაანგარიშების ანალიზური მეთოდები

უაკ: 531.717.8:532.59

მონოგრაფია ეძღვნება წყლის დამყარებული ტალღური მოძრაობების თეორიულ კვლევას ზღვებისა და მდინარეების სანაპირო არეებსა და გრძივი განფენილობის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში (წყალსაცავებში, არხებში და ა.შ.). მონოგრაფიაში განხილული ამოცანები წყდება პირდაპირი და ასიმპტოტური მეთოდების გამოყენებით. მიღებულია სრულიად ახლებური შედეგები ზღვის ტალღების რეფრაქციისა და დინებებზე ტალღების გავრცელების წრფივ თეორიაში.
თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნულ სფეროში ქართულ ენაზე ფაქტობრივად არ არსებობს ორიგინალური ნაშრომი, უნდა მივიჩნიოთ, რომ მონოგრაფია, მასში განხილული თემატიკით, განსაკუთრებული ინტერესის მატარებელია ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და ენერგეტიკის ფაკულტეტების სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის. მასში მიღებული შედეგები მიზანშეწონილია საფუძვლად დაედოს საქართველოში პირველი ნორმატიული დოკუმენტების შემუშავებას საზღვაო და სამდინარო ჰიდრომშენებლობაში.
ნაშრომი შესრულებულია შოთა რუსთაველის სამეცნიერო გრანტ FR35/9-120/14-ის ფარგლებში.

 

 

image-1
ნ. თურქია, ვ. ბანცაძე

სიმეტრიული და არასიმეტრიული დამყარებული რეჟიმები ელექტრულ სისტემებში

უაკ: 512.83

წიგნის პირველ ნაწილში განხილულია დამყარებული რეჟიმების ანალიზის თანამედროვე მეთოდები, რომლებიც იყენებს მატრიცული ალგებრისა და ტოპოლოგიური ანალიზის ელემენტებს, აწარმოებს რეჟიმის პარამეტრების გაანგარიშებას ძაბვის სხვადასხვა საფეხურიან ქსელში ტრანსფორმაციის კოეფიციენტის გათვალისწინებით.
მეორე ნაწილი ეთმობა არასიმეტრიული რეჟიმების ანალიზსა და მისი პარამეტრების გაანგარიშების მეთოდების ჩამოყალიბებას. წარმოდგენილი მეთოდი განსხვავებულია არსებული მეთოდებისაგან. იგი იძლევა ერთდროული არასიმეტრიული დაზიანების ანალიზისა და გაანგარიშების საშუალებას.
მოცემული რთული ავარიული რეჟიმების გაანგარიშების მეთოდი იყენებს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ გიორგი კოსტანიანის მიერ შემოთავაზებულ პრინციპს – არაერთ ფაზა დაზიანებების წარმოდგენა ერთფაზა დაზიანებების ზედდებით. დამუშავებული გვაქვს ამ მეთოდის შემდგომი განვითარება და სათანადო მათემატიკური აპარატი, მიღებული გვაქვს ერთდროული ასიმეტრიების აღმწერი მათემატიკური მოდელი.
მონოგრაფია განკუთვნილია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
ლ. ბოცვაძე, ო. გელაშვილი, დ. შარაბიძე

სატრანსპორტო ლოგისტიკისა და მიწოდებათა ჯაჭვის ეფექტიანობის მეთოდოლოგიური საფუძვლები

უაკ: 658.7(075)

მონოგრაფიაში განხილულია მიწოდებათა ჯაჭვების მართვაში გადაზიდვისა და დასაწყობების, დაპროექტებისა და ორგანიზაციის თეორიული და პრაქტიკული საკითხები.
მოცემულია მიწოდებათა ჯაჭვის განსაზღვრა და დახასიათება. შესწავლილია მიწოდებათა ჯაჭვი, როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური სისტემა, მისი ჩამოყალიბების თანამიმდევრობა, მოყვანილია მისი საინფორმაციო უზრუნველყოფა და ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, შესაძლო რისკები მიწოდებათა ჯაჭვის მუშაობის დროს.
მონოგრაფია სრულყოფილად აღწერს მიწოდების პროცესში ყველა ბიზნესპროცესს, რაც ხელს შეუწყობს მიწოდებათა ჯაჭვში მიმდინარე ბიზნესპროცესებს და მათი მომავალი ლოგისტიკის პროფესიულ ზრდას. ეს პროცესი ძალზე აქტუალურია მომავალი პროფესიონალების შემდგომი ზრდისთვის.
მონოგრაფია განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგისტიკის, მიწოდებათა ჯაჭვის, ბიზნესის მართვის, გადაზიდვების ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობის მაგისტრანტებისა და პროფესორ მასწავლებლებისათვის. იგი გამოადგებათ ბიზნესმენებსა და მეწარმეებს.

 

 

image-1
ლ. გრიგალაშვილი

საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში და მისი განვითარების პერსპექტივები

უაკ: 657:657.63

მონოგრაფიაში გამოკვლეულია საქართველოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების, სახელმწიფო ფინანსური კონტროლისა და აუდიტის თანამედროვე მდგომარეობა და შემოთავაზებულია მისი სრულყოფის წინადადებები; გაანალიზებულია უცხოეთში არსებული სააღრიცხვო და ფინანსური კონტროლის სისტემები, ქართველი და უცხოელი მეცნიერ-მკვლევრების ნაშრომები, რეფორმის განხორციელების საკითხებში გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გამოცდილება და ამის საფუძველზე შემუშავებულია გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა.
ნაშრომი გარკვეულ დახმარებას გაუწევს ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრებს და ზოგადად აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ფინანსური კონტროლის საკითხების შესწავლით დაინტერესებულ პირებს.

 

 

image-1
Д. П. Наморадзе, Ю. Б. Ломидзе, А. Ф. Маммадов

Риски и задачи надежности магистральных нефтегазопроводов

უაკ: 532.529

В книге рассмотрены методы определения динамических характеристик трубопроводных систем, рациональные методы анализа общих случаев неустановившихся режимов их работы; приведены методики оценки фактических параметров трубопроводных систем, отражен статистический аспект проблемы. Сформулирована и решена задача обнаружения сосредоточенных и мест участков распределенных неоднородностей по длине трубопроводной системы. Экспериментально и теоретически обоснованы дискриминационные реологические модели. Работа широко иллюстринована практическими расчетами конкретных трубопроводных систем. Изложены методы решения проблем повышения точности и надежности гидрогазодинамических расчетов трубопроводных систем.
Монография предназначена для научных и инженерно-технических работников, занимающихся разработкой и эксплуатацией трубопроводных систем жидких и газообразных энергоносителей.

 

 

image-1
Г.Х. ВАРШАЛОМИДЗЕ

ОСНОВЫ ТЕХНОЛОГИИ
обработки буровых и цементных растворов

უაკ: 622.24

Работа представляет собой полную сводку современных представлений по всему комплексу инженерно-технических и технологических проблем, связанных с буровыми и цементными растворами, применяемыми при проводке и креплении глубоких скважин на нефть и газ.
Первая часть работы посвящена изложению данных по буровым растворам; вторая-тампонажным материалам и растворам.
Весьма интересны и оригинальны те разделы монографии, которые посвящены изложению личных научных исследований автора, касающихся перспектив использования отходов чайного и винного производства для повышения качества буровых и цементных растворов. По всем рассмотренным вопросам приведены обширные сведения, которые будут полезны как для студентов, магистрантов, докторантов, преподавателей и научных работников соответствующих специальностей, так и для инженерно-технических работников, непосредственно занятых в нефтегазодобывающей промышленности.

 

 

image-1
Т.Ф. МЧЕДЛИШВИЛИ, Д.Д. ТАВХЕЛИДЗЕ, Л.И. КОБАХИДЗЕ

СХЕМЫ, МОДЕЛИ И ДИНАМИЧЕСКИЕ ИССЛЕДОВАНИЯ МЕХАНИЗМОВ ПОДВЕСКИ ВАГОНОВ И ПРИВОДНЫХ УСТРОЙСТВ ПОДВЕСНЫХ КАНАТНЫХ ДОРОГ

უაკ: 622.625.5

В монографии рассмотрены вопросы, связанные с обзором схем и конструкций механизмов и устройств подвесных канатных дорог (ПКД), их основных, наиболее тяжелых режимов функционирования, вызванных внешними возмущающими силами; с решением прикладных задач по построению повых схем подвески, математического моделирования и исследования рассматриваемых довольно сложных технических систем в сложных динамических режимах работы.
На основе проведенных исследований получены оригинальные математические модели динамики исследуемых систем с учетом их структурных и конструктивных особенностей; методы и методики динамических исследований; новая схема демпфирующей подвески и результаты, подкрепленные конкретными расчетными и натурными исследованиями.
Книга рассчитана на специалистов, занимающихся исследованием, проектированием и эксплуатацией систем ПКД, может быть использована докторантами, магистрантами и бакалаврами старших курсов.

 

 

image-1
ვ. მუჯირი

არქიტექტურული პროპედევტიკა

უაკ: 72:616.07

ნაშრომში პირველად არის მოცემული არქიტექტურული კომპოზიციის სწავლების მეთოდოლოგიის კრიტიკული ანალიზი დინამიკაში, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს გამოცდილების მაგალითზე.
არქიტექტურის განვითარების ყველა ეტაპზე ჩნდება პრობლემები, რომლებიც მოითხოვს მხატრული ფორმათწარმოქმნის ყველა შესაძლებლობის უფრო ღრმად გააზრებას. ამ ასპექტში არქიტექტურული კომპოზიციის თეორიის სფერო არის დაუსრულებელი კვლევების საგანი. არქიტექტურული პროპედევტიკის ძირეული იდეების განვითარების სივრცე უზარმაზარია.
ნაშრომში განხილულია ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა:
• მოცულობით-სივრცითი კომპოზიციის კავშირი არქიტექტურულ დაპროექტებასთან, როგორც მეთოდოლოგიური პრობლემა;
• არქიტექტურული პროპედევტიკა და კომპიუტერიზაცია;
• არქიტექტურული პროპედევტიკის ფსიქო-პედაგოგიური საფუძვლები;
• არქიტექტურული პროპედევტიკის განვითარების პერსპექტივები;
• არქიტექტურული პროპედევტიკის მნიშვნელობა არქიტექტურული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
მონოგრაფია განკუთვნილია არქიტექტურის უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის, პროფესიონალი არქიტექტორებისა და ყველა იმ პირისათვის, ვინც დაინტერესებულია არქიტექტურული კომპოზიციის საკითხებით.