image-1
კ. ფარცხალაძე, გ. გრძელიშვილი, ვ. ქოქიაშვილი

მშრალი და წყლის ყინულის წარმოება და გამოყენება

უაკ: 651.56

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია წყლის ყინულის ბუნებრივი და ხელოვნური წარმოების მეთოდები და მშრალი ყინულის წარმოება. აღწერილია წყლისა და მშრალი ყინულის საშუალებით კვების პროდუქტების გაცივება, გაყინვა და შენახვა. მოცემულია წყლის ყინულის საწყობის კონსტრუქციის პრინციპული სქემა. ასევე განხილულია მშრალი ყინულის ნედლეულის წყაროები, მისი მიღების ტექნოლოგიური სქემა და გამოყენების სფეროები. მოცემულია წყლისა და მშრალი ყინულის გენერატორების კონსტრუქციული სქემები. ბოლო თავში განხილულია ხელოვნური ყინულის წარმოების ენერგეტიკული ანგარიში.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია „სამაცივრო ტექნოლოგიისა და ტექნიკის“ პროფილის სპეციალობის ბაკალავრიატისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის (სასწავლო კურსი: „მაცივარი დანადგარები“). იგი შეიძლება გამოადგეს აგრეთვე მაგისტრანტებს და სამაცივრო ტექნიკასთან დაკავშირებულ ინჟინერ-ტექნიკოსებს.

 

 

image-1
რ. თედორაძე, ჯ. იოსებიძე, ა. ჩხეიძე, ნ. ნავაძე, დ. ძოწენიძე

ევრაზიის ქვეყნებში საერთაშორისო საავტომობილო-სატვირთო გადაზიდვების ორგანიზების პრინციპები და სამართლებრივი საფუძვლები

უაკ: 656.025.4

განხილულია საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სისტემის ორგანიზების ძირითადი პრინციპები და მისი განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორები, მოტანილია საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის ძირითადი განმარტებები, ტიპები და სახეები; მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონვენციები და შეთანხმებები (რომლებიც არეგულირებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის პროცესებს); განხილულია ქვეყნებს შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე ორმხრივი შეთანხმების ძირითადი პუნქტების შინაარსი; დახასიათებულია საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც წარმართავს საერთაშორისო საავტომობილო-სატვირთო გადაზიდვის პრინციპებს.
წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულების სტუდენტებისათვის. იგი დიდ დახმარებას გაუწევს, აგრეთვე, იმ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, სპეციალისტებსა და ოპერატორებს, რომლებიც გეგმავენ და ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო-სატვირთო გადაზიდვასა და მგზავრთა გადაყვანას.

 

 

image-1
ნ. მახვილაძე, დ. გორგიძე, ჯ. შარიქაძე

მათემატიკური მეცნიერებების განვითარება საქართველოში

უაკ: 51

წიგნის მიზანია მოკლედ გააცნოს მკითხველს მათემატიკური მეცნიერების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის გონებითა და ხელით შექმნილი იარაღები, მექანიზმები, მანქანები, ნაგებობები და ა. შ. განხილულია მათემატიკური მეცნიერების (მათემატიკა, მექანიკა, ასტრონომია) განვითარება იმ ხალხებთან, ვინც შექმნეს ძველი ცივილიზაციები. განხილულია აღორძინების ეპოქისა და შემდგომი პერიოდის მათემატიკური მეცნიერებები.
მკითხველი მრავალ საინტერესო მასალას გაეცნობა საქართველოში მათემატიკური ცოდნის გავრცელებისა და განვითარების ეტაპებზე, მათემატიკასთან და მექანიკასთან დაკავშირებულ ნივთიერ და წერილობით წყაროებზე. გადმოცემულია საქართველოში მოღვაწე მათემატიკოსების, მექანიკოსების და საქართველოს გარეთ მოღვაწე ქართველი მათემატიკოსებისა და მექანიკოსების მეცნიერული, საინჟინრო და კონსტრუქციული საქმიანობის ის ძირითადი მხარეები, რომლებმაც მათ მსოფლიო მასშტაბით გაუთქვეს სახელი.

 

 

image-1
ო. ტომარაძე

ციფრული საზომი გარდამქმნელები და მოწყობილობები

უაკ: 681.2

განხილულია ციფრული საზომი გარდამქმნელებისა და მოწყობილობების ძირითადი საკვანძო საკითხები, როგორიცაა საზომ საშუალებათა კლასიფიკაცია, ციფრულ საზომ მოწყობილობებში გამოყენებული თვლის სისტემები, ანალოგურ-ციფრული და ციფრულ-ანალოგური გარდაქმნის მეთოდები, დისკრეტიზაციისა და კვანტირების ცდომილებანი, ასევე კონკრეტული ციფრული საზომი ხელსაწყოების მუშაობის პრინციპი.
განკუთვნილია საზომი ტექნიკის, ექსპერტიზისა და ხარისხის მენეჯმენტის სპეციალობის ბაკალავრიატის სწავლების სტუდენტებისათვის. დაეხმარება ამავე სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებსა და მაგისტრებს, ასევე გაზომის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს.

 

 

image-1
†ა. შავგულიძე, ნ. ნიკვაშვილი, ი. ხატისკაცი

პროექციული გეომეტრიის საფუძვლები

უაკ: 62.81.82.107

განიხილება ფიგურათა პროექციული თვისებები ანუ ისეთი თვისებები, რომლებიც არ იცვლება სიბრტყის პროექციული გარდაქმნების დროს.
განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის. ასევე დაეხმარება გრაფიკულ გეომეტრიაში მომუშავე პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში.

 

 

image-1
თ. გერკეული

საწარმოო პროცესების ავტომატიზაცია მანქანათმშენებლობაში

უაკ: 621.9

დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის სპეციალობების სტუდენტებისათვის.
განიხილება დეტალების მექანიკური დამუშავების პროცესში გამოყენებული ავტომატური მოქმედების ჩამტვირთი, აქტიური მზომი-საკონტროლო ხელსაწყოების, დეტალების ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული მოწყობილობების კონსტრუქციები, მათი მოქმედების პრინციპები და გაანგარიშებები.
განხილულია მანქანათმშენებლობაში გამოყენებული ავტომატური ხაზების ტიპები და მოცემულია ავტომატიზაციის ეკონომიკური ეფექტურობის გაანგარიშების მეთოდიკა.
გამოსაცემად რეკომენდებულია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ.

 

 

image-1
ჯ. დოჭვირი, ო. ხაჭაპურიძე

ავტომატიზებული ელექტროამძრავების საფუძვლები II ნაწილი

უაკ: 621.313.13

განხილულია საკითხები ელექტროამძრავების უკუკავშირიანი სისტემების დინამიკური ოპტიმიზმების შესახებ, ძრავების შერჩევისა და გახურებაზე შემოწმების ხერხები, აგრეთვე რელეკონტაქტორული მართვის სქემები. დანართში მოცემულია ასინქრონულ ძრავაში მიმდინარე გარდამავალი პროცესების ანალიზი ელეტრომაგნიტური მოვლენების გათვალისწინებით.
განუკთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ ელექტრული ამძრავების სპეციალობაზე.

 

 

image-1
ნ. ჯიბლაძე, ლ. გაჩეჩილაძე, ნ. მაღლაკელიძე

რიცხვითი ანალიზის მეთოდების ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები

უაკ: 515.15

განხილულია რიცხვითი ანალიზის ტიპიური ამოცანები და მათი გადაწყვეტის სხვადასხვა მეთოდების ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები.
გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლია აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ მკითხველსაც.

 

 

image-1
გ. არზიანი, ნ. გვარამაძე, მ. რუხვაძე

გადამეტძაბვები და მათგან დაცვა ელექტრულ სისტემებში

უაკ: 621.3.038:621.3.095.3

ნაშრომი „გადამეტძაბვები და მათგან დაცვა ელექტრულ სისტემებში“ არის მაღალი ძაბვის ტექნიკის კურსის ნაწილი და მოიცავს მოსფერული და კომუტაციური გადამეტძაბვების წარმოქმნის თეორიას და მათგან დაცვის ღონისძიებებს. წიგნში მოცემულია გადამეტძაბვების გაანგარიშების, როგორც თეორიული საკითხები, ასევე ანალიზის კონკრეტული მაგალითები.
ნაშრომი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკული სპეციალობისთვის და სასარგებლო იქნება ელექტროენერგეტიკული სპეციალობის ინჟინრებისთვისაც.