image-1
ნ. თოფურია

ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია SharePoint Server-ის ბაზაზე

უაკ: 004.5

მონოგრაფიაში განხილულია კორპორატიული პორტალის დაპროექტებისა და შრომითი პროცესების ავტომატიზაციის ეტაპები Microsoft SharePoint Server-ის ბაზაზე. წარმოდგენილია საპრობლემო სფეროს კონცეპტუალური სქემის დაპროექტება ობიექტ-როლური მოდელირებით. მოცემულია კორპორაციისთვის ავტომატიზებულ რეჟიმში დაპროექტებული Ms SQL Server-ის მონაცემთა ბაზის დაკავშირება SharePoint Server-Tan SharePoint Designer-ის საშუალებით. აღწერილია რეკომენდაციები IT-ხელმძღანელებისათვის „ღრუბლოვან“ პლატფორმაზე გადასვლის მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით, მათი დანერგვის შედეგად მიღებული სავარაუდო რისკების, ასევე მოგება-ზარალის რაოდენობრივი შეფასებისათვის. მონოგრაფია განკუთვნილია ინფორმატიკის სპეციალობის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, აგრეთვე შეუძლიათ გამოიყენონ ბიზნესის სფეროში მომუშავე პირებმა.

 

 

image-1
ა. კაცაძე, მ. წიქარიშვილი

სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების თანამედროვე მეთოდები, პროცესის ავტომატიზაცია და სამართლებრივი ასპექტები

უაკ: 347.77.028.4:681.3

ნაშრომში განხილულია სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის თანამედროვე მდგომარეობა, ექსპერტიზის ჩატარების მეთოდები, ექსპერტიზის პროცესუალური დებულებები. ექსპერიმენტულად დამუშავებულია ექსპერტიზის წარმოების პროცესის ავტომატიზაციისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სქემა.
მონოგრაფია განკუთვნილია სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის სპეციალობის დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის. ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს.

 

 

image-1
ლ. ქრისტესიაშვილი, ლ. ზამბახიძე, ნ. მურღულია

გეგმაში რთული მოხაზულობისა და სიმაღლეში ცვალებადსართულიანობის გავლენა მრავალსართულიანი კარკასული შენობების სეისმომედეგობაზე

უაკ: 699.841:624.94

მონოგრაფიაში განხილულია გეგმაში რთული მოხაზულობისა და სართულების ტერასული ცვალებადობის მქონე კარკასული შენობის ანგარიში სეისმომედეგობაზე.
მონოგრაფია განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო სპეციალობის მაგისტრანტებისათვის. ნაშრომი ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ბაკალავრებს, დოქტორანტებს, კონსტრუქტორებს, მშენებლებს, კონსტრუქციების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს.

 

 

image-1
ზ. ლიპარტია

ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური აუდიტის ადმინისტრირება საქართველოში

უაკ: 657.1

მონოგრაფიაში მოცემულია ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის ტრანსფორმაციის პრინციპების ადაპტირებასთან დაკავშირებული საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულების სამეწარმეო ბიზნესსაქმიანობის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და  კორპორაციების მყარი ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით,  ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და სახელმწიფო ფინანსური კონტროლის სისტემის (საჯარო აუდიტის სფეროებში)  საერთაშორისო სტანდარტებით წარმოება-ადმინისტრირების აქტუალური საკითხები.
ნაშრომი განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების (BA) სპეციალობის მაღალი კურსის სტუდენტების, მაგისტრანტ-დოქტორანტებისა და აღრიცხვა-აუდიტის სფეროებში დასაქმებული სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
ნ. ლოლაძე, მ. წეროძე

ალმასის სინთეზის ფიზიკურ-ქიმიური ასპექტები Ме-С სისტემაში

უაკ: 549.211; 621.921.34:

მონოგრაფიაში განხილულია გრაფიტი-ალმასი ფაზური გარდაქმნის თერმოდინამიკა. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ნახშირბადის მეტასტაბილური ფორმების ალმასთან ფაზური წონასწორობის საკითხებს. განხილულია ალმასის კრისტალების ნუკლეაციისა და ზრდის საკითხები   Ме-С სისტემაში. ექსპერიმენტული მონაცემების საფუძველზე, გამოთქმულია მოსაზრება ჰეტეროგენული პროცესის მიმდინარეობის შესახებ კოლოიდური მექანიზმით. დიდი მოცულობის ექსპერიმენტულ მასალაზე დაყრდნობით,  მოცემულია ალმასის კრისტალის მასურ-სპონტანური კრისტალიზაციის ფიზიკურ-ქიმიური ასპექტები ზემაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში. განსაზღვრულია სინთეზის წარმმართველი  ძირითადი თერმოდინამიკური და კინეტიკური ფაქტორები. ალმასის კრისტალიზაციის პროცესის გამოვლენილი ძირითადი კანონზომიერებების საფუძველზე შექმნილია ახალი სარეაქციო კაზმები და ზემაღალი წნევის სარეაქციო უჯრედში მათი განლაგების ახალი სქემები.
ნაშრომი განკუთვნილია ზემაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში ზესალი მასალის მიღების სფეროში მოღვაწე მეცნიერების, სამეცნიერო ხარისხის მაძიებლების, ქიმიურ-მეტალურგიული და ფიზიკურ-ქიმიური ფაკულტეტების სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ჯ. დოჭვირი

გენერატორების მართვა უკუკავშირებით

უაკ: 621.313

განხილულია მუდმივი და ცვლადი დენის გენერატორების უკუკავშირებიანი მართვის სისტემები. მათი მუშა (სტატიკური და დინამიკური) რეჟიმების გასაანალიზებლად გამოყენებულია ავტომატური მართვის თეორიაში ცნობილი მეთოდები. გადაწყვეტილია რეგულატორების და კორექტორების დინამიკური ოპტიმიზების ამოცანები როგორც ანალოგური, ციფრული მართვისას.
განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს გენერატორების ძაბვის სტაბილიზაციის უკუკავშირიანი სისტემების მუშაობა.

 

 

image-1
მ. ასლანიშვილი

სანსარა
სიკვდილისა და სიცოცხლის წრებრუნვა

უაკ: 577:577.7

სანსარა სიცოცხლისა და სიკვდილის წრებრუნვაა სამყაროში.
სიცოცხლისა და სიკვდილის კონცეპტები კულტურის საკვანძო კონცეპტებია. ამ კონცეპტების ანალიზმა საშუალება მოგვცა გამოგვევლინა მოცემული კონცეპტების ენობრივი მანიფესტაციის ნაციონალურ-კულტურული სპეციფიკა ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებში.
კვლევის შედეგების (ან მონოგრაფია) გამოყენება შესაძლებელია ლექციათა კურსში ლინგვოკულტუროლოგიაში, ფრაზეოლოგიაში, ლინგვოგეოგრაფიაში, ეთნოლინგვისტიკაში უნივერსიტეტების ფილოლოგიურ ფაკულტეტებზე და აგრეთვე კონცეპტთა ლექსიკონის შექმნის პრაქტიკაში.

 

 

image-1
ი. ქვარაია

რკინაბეტონის გუმბათ-თაღოვანი გადახურვების მოსაწყობი საყალიბო სისტემების აგების მეთოდები და რეალიზაციის მაგალითები

უაკ: 624.05

მონოგრაფიაში განხილულია რკინაბეტონის მონოლითური სამუშაოების შესრულებისას გუმბათ-თაღოვანი გადახურვების მოსაწყობი ხის ყალიბების აგების მეთოდები და მათი გამოყენების პრაქტიკული მაგალითები. კერძოდ, ქ.თბილისში, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობის დროს, მისი არქიტექტურული გადაწყვეტის თავისებურებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა არა მარტო გუმბათ-თაღოვანი გადახურვების, არამედ შენობის არაერთი სხვა ნაწილის ყალიბებისა და საყალიბო სისტემების არასტანდარტულად დამზადება. მრავალი ახალი და საინტერესო ღონისძიების გატარების შედეგად, მნიშვნელოვნად გამარტივდა აღნიშნული კონსტრუქციული ელემენტების მისაღები საყალიბო სისტემების დამზადების, მათი სამუშაო ადგილზე დამონტაჟების, დაბეტონებისა და განყალიბების პროცესები.
მონოგრაფია განკუთვნილია მშენებლობის დარგის სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
ი. ქვარაია

მშენებლობის პროცესში გამოვლენილი დაზიანებების და ნაკლოვანებების აღმოფხვრა

უაკ: 624.05

მონოგრაფიაში განხილულია ქ.თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის სარდაფის სართულის დასრულების შემდეგ, რკინაბეტონის მზიდ კონსტრუქციებში გამოვლენილი ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონისძიებები. კერძოდ, ყოველმხრივ გამოკვლეულ იქნა აღნიშნული კონსტრუქციების ფიზიკური მდგომარეობა, ბეტონის სიმტკიცე, როგორც ურღვევი მეთოდით, ისე ცილინდრული ნიმუშების ამოჭრით. შედგენილ იქნა კონსტრუქციების გამაგრების პროექტი და განხორციელდა მათი სრულფასოვანი რეაბილიტაცია. შედეგად აღდგენილ იქნა ყველა კონსტრუქციის მზიდუნარიანობა, გასწორდა არასწორად განლაგებული არმატურის ნაშვერების მდებარეობა და წარმატებით გაგრძელდა მიწისზედა სამუშაოების წარმოება.
მონოგრაფია განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სამშენებლო სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების და მშენებლობის დარგის სპეციალისტებისათვის.