image
JUMBER NIZHARADZE

LECTURES ON STRENGHT OF MATERIALS
General part

უაკ: 539. 3

This course of lectures of Strength of Materials (general part) is compiled based on those lectures, which the author has been reading for a long time at the Georgian Technical University, and in recent years, taking into account the specifics of distance learning.

It covers most of the issues provided by the program considered for thirty hours. In particular, the introduction contains general concepts about the purpose of the object of Strength of Materials. In addition, in the twelve lectures, tension-compression of the rod, analysis of the stress state of the material, shear, torsion and bending, also stability of the compressed rods are given.

 

 

image-1
ი. ქვარაია

სამშენებლო პრაქტიკის ორგანიზაცია

უაკ: 667

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სტუდენტთა  პრაქტიკის ერთგვარი ანგარიში იმ ობიექტის შესახებ, სადაც პრაქტიკის პერიოდში მრავალმხრივი და ინტენსიური სამუშაოები მიმდი­ნარეობდა. კერძოდ, ძირითადი კორპუსის  რკინაბეტონის მონოლითური კარკასის აგების პარა­ლელურად ხდებოდა კინო და ტელე გადაღების პავილიონის მონტაჟი ლითონის ასაწყობი კონსტრუქციებისგან. ამან სტუდენტებს საშუალება მისცა უფრო ღრმად გაცნობოდნენ მონო­ლითური,  რკინაბეტონის და ლითონის კონსტრუქციების სამუშაოების წარმოებას.

განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამშე­ნებლო სფეროს სპე­ცია­ლისტე­ბისათვის.

 

 

image
მ. კახიანი

მანქანათა ნაწილებისა და მანქანა-დანადგარების დინამიკა

უაკ: 621.81

მოცემულია მანქანათა ნაწილებისა და მანქანის შემადგენელი კონსტრუქციების გაანგარიშების თანამედროვე მეთოდები სიმტკიცეზე, ხანგამძლეობაზე, ცვეთამედეგობაზე, საიმედოობასა და დინამიკური მდგრადობის სხვა მახასიათებლებზე, რაც მანქანის დაპროექტებისა და გამოცდის პროცესის ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა.

განკუთვნილია სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image
ზ. ჯაფარიძე, გ. გოლეთიანი, გ. გუგულაშვილი, ზ. ლაზარაშვილი

კვების საწარმოთა ნაკადური ხაზები

უაკ: 664.143

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კვების მრეწველობის საწარმოთა ნაკადური ხაზების აგების თეორიული საფუძვლები, ხაზების კლა­სიფიკაცია და სტრუქტურა, ტექნო­ლოგიური ხაზების განვითარების მეცნიერული სა­ფუძვლები, ნაკადური ხაზების შემადგენელი ელემენტები და მათი თეორიული დასაბუთება.

განკუთვნილია კვების მრეწველობის პროფილის სპეცი­ალობების მაგისტრანტებისათვის, აგრეთვე დარგის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისა და სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
ი. ბიჯამოვი, ა. ზერეკიძე, თ. ნათენაძე

ელექტრომექანიკის საფუძვლები

უაკ: 621.31

სალექციო კურსში განხილულია ენერგიის ელექტრომექანიკური გარდამქმნელების ფიზიკური და თეორიული საფუძვლები. მოცემულია: ელექტრომექანიკის ძირითადი კანონები და პრინციპები; ელექტრული მანქანების კლასიფიკაცია; სტრუქტურული მოდელი და მუშაობის ძირითადი რეჟიმები. ასევე ელექტრული მანქანების და ტრანსფორმატორების ძირითდი სახეები, მათი კონსტრუქციული შესრულება, მართვის პრინციპები, გრაგნილების ძირითდი სახეობები, ელექტრომექანიკურ გარდამქმნელებში გამოყენებული მასალები.

გამოცემა განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image
რ. ენაგელი, მ. ონიანი, ო. რჩეულიშვილი

სამთო პროცესების კონტროლისა და მართვის საშუალებები
მეთოდური მითითებები პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად

უაკ: 662

 

 

image
მ. კახიანი, გ. ჯაფარიძე, თ. ჩხაიძე, †ა. რობაქიძე

მანქანათა ნაწილები
ტექნიკური მექანიკა, მმთ და მანქანათა ნაწილების საფუძვლები დამხმარე სახელმძღვანელო საკურსო სამუშაოს შესასრულებლად

უაკ: 513.8;621.01

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საკურსო სამუშა-ოები შემდეგ საგნებში: მანქანათა ნაწილები, ტექნიკური მექანიკა, მმთ და მანქანათა ნაწილების საფუძვლები და მანქანათა კონსტრუირების საფუძვლები.

განკუთვნილია საინჟინრო სპეციალობების ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის.

 

 

image-1
ა. შარვაშიძე, დ. გოგიშვილი, მ. პატურაშვილი

ვაგონების კონსტრუირება, გაანგარიშება და დაპროექტება
მეთოდური მითითებები საკურსო პროექტის შესასრულებლად სასწავლო კურსში

უაკ: 629.45/46(075)

მეთოდურ მითითებაში აღწერილია საკურსო პროექტის სტრუქტურა და შინაარსი, წარ­მოდგენილია დასაპროექტებელი ვაგონების კვანძებისა და დეტალების მასისა და ზომების ძი­რითადი საცნობარო მონაცემები, ასევე მოცემულია სათანადო რეკომენდაციები საკურსო პრო­ექტის შესასრულებლად და გაანგარიშებების ჩატარების თანამიმდევრობა, გაანგარიშებებში თა­ნა­მდეროვე კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა და გრაფიკული ნაწილის შესრულება AutoCAD-ში. ცხრილის სახით მოცემულია ინდივიდუალური დავალებების ვარი­ანტები (ვაგონების კონსტრუქციების მიხედვით).

საკურსო პროექტის შესრულება სტუდენტს დაეხმარება შეიძინოს თეორიული და პრაქ­ტი­კული ცოდნა ვაგონებისა და მისი კვანძების დაპროექტებისა და მშენებლობის სფეროში, შეის­წავლოს მათი მოწყობილობა და მუშაობა, ასევე აითვისოს ვაგონების ცალკეული კვანძების სიმ­ტკიცეზე გაანგარიშების ძირითადი მეთოდები.

გამოცემა განკუთვნილია „ტრანსპორტის“ ინჟინერიის (კონცენტრაცია - „სარკინიგზო ტრან­სპორტის“ ინჟინერია) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის.

 

 

image
ზ. გვიშიანი, თ. ხმელიძე

სამშენებლო ტერმინების მოკლე განმარტებითი ლექსიკონი

უაკ: 030.8:624

ლექსიკონი შეიცავს ტერმინებსა და ცნებებს, რომლებიც ეხება მშენებლობასა და მის მონათესავე მიმართულებებს: არქიტექტურა, ხუროთმოძღვრება, საკულტო და საერო ნაგებობები, წყლის ინჟინერია, მენეჯმენტი, ეკონომიკა, უსაფრთხოება, სეისმომედეგობა, საგან­გებო სიტუაციები, სამშენებლო მანქანები და სხვ.

ლექსიკონი საცნობარო ხასიათისაა და განკუთვნილია სამშენებლო სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისა და სტუდენტთა ფართო წრისათვის.