უაკ: 691
გადმოცემულია ყველაზე მეტად გავრცელებული, საშენი მასალების: ქვის, კერამიკის, კირის, თაბაშირის, ცემენტის, ბეტონის, რკინაბეტონის, ლითონების, მინის, მერქნის, ლაქსაღებავების, პლასტმასების თვისებები და გამოყენება.განკუთვნილია პროფესიული სწავლების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს მშენებლობაზე მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 613.6 (075.8)
სახელმძღვანელოში განხილულია საწარმოო ექსტრემალური და ზეექსტრემალური პირობები, რომელიც იწვევს პათოლოგიურ ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმში და მოითხოვს ორგანიზმის ავარიული შესაძლებლობების მობილიზებას. პათოლოგიური ცვლილებების თავიდან ასაცილებლად მოცემულია და განმარტებულია პროფილაქტიკური ღონისძიებები. მეორე ნაწილი პრაქტიკული ხასიათისაა - მოცემულია ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში დაზარალებულთათვის სამედიცინო დახმარების გაწევამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შეფასებისა და არასამედიცინო პირველადი დახმარების აღმოჩენის ხერხები. განხილულია ექსტრემალურ სიტუაციებში ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ანატომიურ-ფიზიოლოგიური ძვრები. პირველადი დახმარების ტექნიკისა და მეთოდების საილუსტრაციოდ შერჩეული მასალა დიდ დახმარებას გაუწევს სტუდენტებს თეორიული მასალის უკეთ გაგებასა და ათვისებაში. ექსტრემალურ სიტუაციებში ქცევის წესების და ნორმების ცოდნა, პირველადი დახმარების აღმოჩენა დროულად და კვაფიციურად მნიშვნელოვნად ზრდის საგანგებო და ექსტრემალურ სიტუაციებში მოხვედრილ პირთა გადარჩენისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების ალბათობას. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „უსაფრთხოების ინჟინერია და რისკების შეფასების“ და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვის“ სტუდენტებისათვის. დიდ დახმარებას გაუწევს წარმოებაში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, შრომის დაცვისა და პროფესიული უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ პირებსა და ტექნიკურ ინსპექტორებს.
უაკ: 681.3.06
განხილულია ინტერნეტით სარგებლობის სრულყოფის მიზნით შემუშავებული ახალი კონცეფციის WEB 2.0-ის წანამძღვრები, ასევე, ამ მიმართულებით სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი თანამედროვე საშუალებები: XML და AJAX. განკუთვნილია ინფორმატიკის ფაკულტეტის მაგისტრატურის მსმენელებისათვის. გამოადგება შესაბამისი საკითხებით დაინტერესებულ სხვა პირებსაც.
უაკ: 614.84
ნაშრომში განხილულია სახანძრო უსაფრთხოების ძირითადი საკითხები, ხანძრის წარმოშობისა და გავრცელების გზები, შენობათა ცეცხლმედეგობა, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები სხვადასხვა სახის საწყობებსა და მრეწველობის სხვადასხვა დარგებში ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობისას. ასევე განხილულია ხანძრის ქრობისა და თავიდან აცილების საშუალებები და ხელსაწყოები. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საგანგებო სიტუაციების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „უსაფრთხოების ინჟინერია და რისკების შეფასება“ სპეციალობის მაგისტრანტებისთვის. წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს იმ სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.
უაკ: 631.41
სახელმძღვანელოში განხილულია ჰიდროსფეროსა და ნიადაგის გამაჭუჭყიანებელი წყაროები, ნივთიერებები და მათგან დაცვის მეთოდები. წარმოდგენილია ბუნებრივი და ჩამდინარე წყლის კლასიფიკაცია, შემადგენელი გამაჭუჭყიანებელი კომპონენტებისაგან გამწმენდი პროცესების მექანიზმი და ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები.სახელმძღვანელო განკუთვნილია გარემოს დაცვითი ინჟინერიისა და უსაფრთხოების, საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტის სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, ინჟინერ-ტექნიკური მუშაკებისა და მეცნიერ თანამშრომლებისათვის, რომლებიც მუშაობენ გარემოს დაცვის სფეროში.
უაკ: 661.92
სახელმძღვანელოში განხილულია ატმოსფერული ჰაერის გამაჭუჭყიანებელი წყაროები, ნივთიერებები და მათგან დაცვის მეთოდები. მოცემულია სამრეწველო აეროზოლების მტვრისაგან, მავნე აირადი კომპონენტებისაგან და ნისლისაგან გამწმენდი პროცესების მექანიზმი და ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები.სახელმძღვანელო განკუთვნილია გარემოს დაცვითი ინჟინერიისა და უსაფრთხოების საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტის სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, ინჟინერ-ტექნიკური მუშაკებისა და მეცნიერ-თანამშრომლებისათვის, რომლებიც მუშაობენ გარემოს დაცვის სფეროში.
უაკ: 621.313
განხილულია ელექტრული მანქანების წარმოების ტექნოლოგიური პროცესები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცირე და საშუალო სიმძლავრის ფართო დანიშნულების ელექტრულ მანქანებს, რომლებიც გამოშვების მასშტაბურობის მიხედვით ატარებს მსხვილსერიული და მასიური წარმოების ხასიათს, ამავდროულად მოითხოვს ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაციას და ავტომატიზაციას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სპეციალურ ტექნოლოგიურ პროცესებს, რომლებიც დამახასიათებელია ელექტრული მანქანებისათვის. შედგენილია ელექტრული მანქანების წარმოების ტექნოლოგიის ახალი სასწავლო პროგრამის მიხედვით და როგორც სახელმძღვანელო, განკუთვნილია უმაღლესი პროფესიული განათლების, ბაკალავრიატის სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის, დიდ დახმარებას გაუწევს აგრეთვე ელექტროტექნიკური მრეწველობის საწარმოებსა და ენერგეტიკაში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 651.74
არაფერია იმაზე ადვილი და ამავდროულად რთული, ვიდრე ადამიანების ურთიერთობის პროცესი. მასშია წარმატებებისა და წარუმატებლობის უმთავრესი წყარო. არ არსებობს ისეთი პროფესია, რომელიც არ მოითხოვდეს ურთიერთობას, საქმიან ურთიერთობას. ურთიერთობის პრობლემა ერთ-ერთი ურთულესი და მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიაშიც, საზოგადოდ, იგი მრავალი ასპექტით განიხილება. წინამდებარე სახელმძღვანელო ერთ-ერთი ცდაა ამ ურთულესი საკითხის სისტემატიზაციისა და სტუდენტისათვის მისაღები ფორმით გადმოცემისა. საქმიანი ურთიერთობების თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა, რომელზედაც აქ არის საუბარი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სტუდენტებსა და ამ პრობლემატიკით დაინტერესებულ მკითხველებს სწორად დაგეგმონ და გაიაზრონ პარტნიორებთან და კონკურენტებთან საქმიანი კონტაქტების სქემები და სცენარები, მიაღწიონ რაც შეიძლება მეტ ეფექტს მოლაპარაკებებში. შეძლონ უნარიანად მოამზადონ საჯარო გამოსვლები, ადვილად მიიტანონ აუდიტორიამდე სათქმელი. წინამდებარე სახელმძღვანელო გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც საქმიანი ურთიერთობების კურსს შეისწავლიან.
უაკ: 54
წინამდებარე სახელმძღვანელო გათვალისწინებულია ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობების სტუდენტებისთვის. მასში გადმოცემულია თანამედროვე შეხედულებები ატომის აღნაგობის, ქიმიური ბმების, ქიმიური თერმოდინამიკის ძირითადი დებულებების, ქიმიური რეაქციების, ენერგეტიკის, ხსნარების ჟანგვა-აღდგენის, გალვანური ელემენტის და კოროზიის შესახებ.