უაკ: 631.425
სალექციო კურსში აღწერილია ქანების შედგენილობა და აღნაგობა, მათი კლასიფიკაციები და თვისებების განსაზღვრის მეთოდები. განსაზღვრულია ქანების ბაზური ფიზიკური და ტექნოლოგიური თვისებები: ფორიანობა, ბზარიანობა, ნაცრიანობა, არაერთგვაროვნება, ანიზოტროპიულობა, სიმკვრივე, მოცულობითი წონა, ხვედრითი წონა, სიმაგრე, სისალე, აბრაზიულობა, ბურღვადობა, ფხვიერადობა, ყინვამედეგობა, ჯირჯვადობა, გამოფიტვა; ქანების მექანიკური, თბური, ელექტრული, მაგნიტური, რადიაციული, ჰიდრო- და აეროდინამიკური თვისებები. განხილულია ქანების შედგენილობისა და აღნაგობის გავლენა მათ თვისებებზე.
წიგნი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის „სამთო და გეოინჟინერიის“ სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 551.1/.4
სალექციო კურსში მოცემულია ქანთა მასივებში მიმდინარე ბუნებრივი ფიზიკური და სპეციალური ტექნოლოგიური პროცესები. კერძოდ, დრეკადი ტალღების ფორმირებისა გავრცელების კანონზომიერებები; თბური, ელექტრული და მაგნიტური ველების ზემოქმედება ქანთა მასივებზე; სითხეები და გაზები ქანთა მასივებში, მათი გადაადგილების თავისებურებები; ქანთა მასივებში მიმდინარე რადიაციული პროცესები; ბუნებრივ ძალთა და დეფორმაციათა ველები. მათი ცვლილების თავისებურებები ქანთა მასივებზე სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური ზემოქმედების პროცესში; სამთო წნევა, სამთო დარტყმა, ნახშირისა და ქანის უეცარი გამოტყორცნა; ქანების თვისებების ურთიერთკავშირი და მათი გავლენა მიმდინარე ფიზიკურ პროცესებზე. ნაჩვენებია ქანთა მასივებში ფიზიკური პროცესების მიმდინარეობის კანონზომიერებათა სამთო საქმეში გამოყენების შესაძლებლობები და კონკრეტული მაგალითები.
წიგნი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო და გეოინჟინერიის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 551.21:550.344.42
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია XX საუკუნის მნიშვნელოვანი მიწისძვრები და მათგან გამოწვეული ცუნამები. საუბარია ვულკანების ტიპებსა და მათი წარმოშობის პირობებზე, აგრეთვე ვულკანოგენური პროცესების შესახებ სხვა პლანეტებზე.
წიგნი საინტერესო იქნება გეოფიზიკოსების, სეისმოლოგების, ეკოლოგების, ვულკანოლოგებისა და სხვა მონათესავე დარგის სპეციალისტებისათვის.
უაკ: 721.011.1
დამხმარე სახელმძღვანელოს მიზანია გაუადვილოს სტუდენტებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
გამოცემა განკუთვნილია არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 666.971.4
სალექციო კურსის დანიშნულებაა სტუდენტს გააცნოს და შეასწავლოს ცემენტის და სხვა მჭიდა მასალების მიღებისა და გამოყენების ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები, ასევე წარმოების ძირითადი თეორიული და პრაქტიკული საკითხები.
კურსი მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც საგნობრივი გეგმით (სილაბუსით) არის გათვალისწინებული.
გამოცემა განკუთვნილია ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის.
უაკ: 721.021.22
სალექციო კურსში განხილულია სამოქალაქო შენობების ძირითადი არქიტექტურულ-კონსტრუქციული სისტემები და ელემენტები. დეტალურადაა გაანალიზებული საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში გამოყენებული კონსტრუქციული სისტემები, თანამედროვე საფასადე მასალები. არქიტექტურული ობიექტების ელემენტების მაგალითებზე განხილულია ფასადისა და არქიტექტურულ-კონსტრუქციული ელემენტების მოწყობის კვანძები.
გამოცემა განკუთვნილია არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 602.503.5
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია Microsoft-ის ვექტორულ-გრაფიკული რედაქტორი - Visio 2013, რომელიც ერთ-ერთი პირველთაგანი და მარტივად გამოსაყენებელი პროგრამაა ვექტორულ-გრაფიკულ რედაქტორებს შორის. მისი დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა დონისა და სირთულის სქემების, დიაგრამების, ასევე ორგანიზაციული სტრუქტურებისა და არქიტექტურული პროექტების ვიზუალიზება, რაც ამარტივებს როგორც შესწავლის, ისე აღქმისა და წარმოდგენის პროცესს.
აღნიშნული კრებული განკუთვნილია როგორც სტუდენტისთვის, ისე სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის, რომელთა მოვალეობა მოიცავს ბლოკსქემების, ორგანიზაციული და ქსელური დიაგრამების, პროექტების გეგმებისა და გრაფიკების შექმნას.
უაკ: 677.057.51
ლაბორატორიულ სამუშაოებში განხილულია საწარმოო და ფინანსური მენეჯმენტის ამოცანები, რომელთა გადაჭრაც მნიშვნელოვანია მართვის გადაწყვეტილებების მიღების მხარდასაჭერად. ამ მიზნით, ნაშრომის თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოში ლაკონიურადაა აღწერილი მართვის გადაწყვეტილებების მიღების ამოცანის ამოხსნის პროცესი, საწყისი პრობლემის ფორმალიზებით, შემდგომში შესაბამისი მათემატიკური მოდელის ანალიზით და საბოლოოდ, ამონახსნის მიღებით Microsoft Office-ის ცხრილურ რედაქტორში - MS Excel.
ნაშრომი განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.3.07
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ძირითად ამძრავად მოკლედ შერთული როტორიანი ძრავას გამოყენების მიზანშეწონილობა ქსელის სიხშირის მართვით (სიხშირული გარდამქმნელებით). ამწევ სატრანსპორტო მექანიზმებში, ამძრავის ძრავას სიმძლავრის შერჩევის მეთოდიკის მსგავსად, მოცემულია მეთოდი, რომლის საშუალებითაც მოხდება სიხშირული გარდამქმნელებით მართვის დროს, ბაგირგზის ძრავას სიმძლავრის შერჩევა, სამუხრუჭო რეზისტორების გაანგარიშება და სხვ.
ნაშრომი განკუთვნილია კიდული ბაგირგზის ელექტრული ამძრავის სპეციალისტებისათვის, სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.