უაკ: 72.01
სალექციო კურსში მოცემულია ინტერიერის ისტორიული განვითარების ეტაპებზე ეპოქალური სტილების ფორმირების ძირითადი ასპექტები, მათი მხატვრულ-დეკორატიული სახის ნიშან-თვისებები და მახასიათებლები; არსებული ეპოქალური სტილების საფუძველზე ჩამოყალიბებული სტილისტიკის გამოყენების მეთოდიკა თანამედროვე ინტერიერების ფორმირებაში.გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, საგნის - „ეპოქა და სტილი ინტერიერში“ შესასწავლად.
სალექციო კურსში მოცემულია ინტერიერის სტილების ფორმირებისა და განვითარების ძირითადი ასპექტები, მათი მხატვრულ-დეკორატიული სახის ნიშანთვისებები და მახასიათებლები; არსებული სტილების საფუძველზე ჩამოყალიბებულია სტილისტიკის გამოყენების მეთოდიკა თანამედროვე ინტერიერების ფორმირებაში.გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის საგნის - „სტილი და სტილისტიკა ინტერიერის დიზაინში“ შესასწავლად.
სალექციო კურსი შედგენილია სასწავლო კურსის - „სტილი არქიტექტურაში“ პროგრამის (სილაბუსის) შესაბამისად. მასში მოცემულია სხვადასხვა არქიტექტურული სტილის ჩამოყალიბების წინაპირობები, მათი განვითარების ძირითადი ეტაპები, დაპროექტებისა და დაგეგმარების ხერხები, მიმართულებები და თავისებურებები. გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
უაკ: 624
სალექციო კურსი შედგენილია სასწავლო კურსის - „მწვანე მშენებლობა“ პროგრამის (სილაბუსის) შესაბამისად. მასში მოცემულია მწვანე მშენებლობის განვითარების ძირითადი ეტაპები, გამწვანების ობიექტების დაპროექტებისა და დაგეგმარების ძირითადი ხერხები, აგრეთვე, მწვანე მშენებლობის დარგის მნიშვნელოვანი მიმართულებები და მათი თავისებურებები. სტუდენტები გაეცნობიან წამყვან ქვეყნებში მწვანე მშენებლობის სფეროში არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას, მნიშვნელოვან მიღწევებს, განვითარების თანამედროვე მიმართულებებსა და სამომავლო ტენდენციებს.გამოცემა განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.
უაკ: 621 38
დამხმარე სახელმძღვანელოში ვრცლადაა განხილული ყველაზე გავრცელებული PIC მიკროკონტროლერის სახესხვაობები და მუშაობის პრინციპი. აღწერილია PIC ასემბლერი, რომელიც შედგება მხოლოდ 33 ბრძანებისაგან და მისი გამოყენების დემონსტრირება ხდება მარტივი პროგრამების მაგალითებით. აღწერილია რამდენიმე ტიპური სქემა დაწყებული მარტივი დროის რელედან ტემპერატურულ გადამრთველამდე. ამ მაგალითების განხილვისა და შესწავლის შემდეგ მსურველი თვითონ შეძლებს დაამუშაოს და შექმნას გაზომვის, მართვისა და რეგულირების მოწყობილობები.გამოცემა განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიკროპროცესორული და საზომი სისტემების დეპარტამენტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 550.8
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ზოგადად საველე პრაქტიკისათვის საჭირო სამი ეტაპი (მოსამზადებელი, საველე და კამერალური). განხილულია ბუნებრივ და ხელოვნურ გაშიშვლებებზე მუშაობის ზოგადი წესები, ქანებისა და მადნების აღწერის თავისებურებანი, ნიმუშის და სინჯის აღების და დოკუმენტაციის მეთოდები.
განხილულია გეოლოგიური აგეგმვის, გეოლოგიური რუკის, გეოლოგიური ჭრილების, სტრატიგრაფიული სვეტის აგების და მადნიანი სხეულების შემოკონტურების ძირითადი პრინციპები, სასარგებლო წიაღისეულის მარაგების პირველადი შეფასების და მარაგების ანგარიშისთვის გამოყენებული მეთოდები.
ნაშრომში მოცემულია საველე გეოლოგიური სამუშაოებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალი, საველე ბანაკის მოწყობის და საველე სამუშაოების დროს დასაცავი უსაფრთხოების წესები.
მეთოდიკური მითითებანი მყარი სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიების სასწავლო გეოლოგიური პრაქტიკის ჩასატარებლად დაეხმარება არა მარტო მადნიანი გეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს, არამედ პრაქტიკოს გეოლოგებსაც.
უაკ: 69.01
სალექციო კურსში განხილულია მშენებლობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად შედგენილი მეთოდოლოგია. ნაჩვენებია დაპროექტებიდან ექსპლუატაციის პერიოდში, ყველა ეტაპზე, განსახორციელებელი სამუშაოების ჩატარების სპეციფიკა და მოყვანილია შენობა-ნაგებობების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მეთოდოლოგია.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამა „მშენებლობის“ ბაკალავრებისთვის.
უაკ:
უაკ: 004.9
დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს ქიმიური და ფარმაცევტული პროფილის შინაარსის 15 ლაბორატორიულ სამუშაოს, რომელთა პროგრამული რეალიზაცია სრულდება Microsoft Office-ის პროგრამული პროდუქტის - Excel-ის საფუძველზე.ნაშრომში მოყვანილი და განხილული ამოცანები სტუდენტებს საშუალებას მისცემს დაეუფლონ ინფორმატიკის გამოყენების საფუძვლებს, რათა შეძლონ სპეციალიზაციის მიმართულებით დასმული ამოცანების კომპიუტერული გაანგარიშება, ანალიზი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.ლაბორატორიული სამუშაოები განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებისათვის.