უაკ: 004.9
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია ბიზნესტექნოლოგიების პროფილის ამოცანები და დავალებები. ლაბორატორიული სამუშაოები შესრულებულია როგორც Microsoft Office-ის პროგრამული ბაზის, ისე დამატებითი პროგრამული საშუალებების (ExtendLT და Anylogic) მეშვეობით. გამოცემა განკუთვნილია სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებისათვის „გამოყენებითი ინფორმატიკის“ შესასწავლად. ლაბორატორიულ სამუშაოებში განხილული ამოცანები და დავალებები დახმარებას გაუწევს სხვა ფაკულტეტის სტუდენტებსაც ამავე საგნის შესწავლისას.
ლაბორატორიული სამუშაოები: 1, 2, 3 შესრულებულია გ. კოტრიკაძის მიერ; 4, 7 – ნ. ბჟალავას მიერ; 5, 13 – ხ. ბარდაველიძის მიერ; 6, 8 – მ. სიხარულიძის მიერ; 9, 10 – ნ. ცისკარიშვილის მიერ; 11, 12 – თ. მაჭარაძის მიერ, 14, 15 – ი. როდონაიას მიერ, 16 – ე. როჭიკაშვილის მიერ.
უაკ: 62_182.8
სალექციო კურსში განხილულია ურთიერთშეცვლადობის, სტანდარტიზაციისა და ტექნიკური გაზომვების ძირითადი პრინციპები მანქანათმშენებლობაში; ტიპური შეერთებების ჩასმები და დაშვებები სტანდარტებისა და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანოს რეკომენდაციების შესაბამისად; სტანდარტიზაციის სისტემის ძირითადი პრინციპები და მისი მეცნიერულ-ტექნიკური საფუძვლები.გამოცემა განკუთვნილია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 664
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია კვების მრეწველობის საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობის შერჩევისა და გამოანგარიშების თანამიმდევრობა პურის საწარმოს დაპროექტების მაგალითზე.გამოცემა განკუთვნილია საკურსო სამუშაოების ჩასატარებლად კვების მრეწველობის პროფილის ბაკალავრებისა და პროფესიული სწავლების სტუდენტებისათვის.
დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია კვების მრეწველობის საწარმოთა ტექნოლოგიური მოწყობილობის შერჩევისა და გამოანგარიშების მაგალითები პურისა და ჩაის წარმოებებში, საწარმოს დაპროექტების სანიტარიულ-ტექნიკური და უსაფრთხოების ტექნიკის ღონისძიებების შესაბამისი მაგალითები.გამოცემა განკუთვნილია პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად კვების მრეწველობის პროფილის ბაკალავრებისა და პროფესიული სწავლების სტუდენტებისათვის.
დამხმარე სახელმძღვანელო მოიცავს ქიმიური და ფარმაცევტული პროფილის შინაარსის 15 ლაბორატორიულ სამუშაოს, რომელთა პროგრამული რეალიზაცია სრულდება Microsoft Office-ის პროგრამული პროდუქტის - Excel-ის საფუძველზე.ნაშრომში მოყვანილი და განხილული ამოცანები სტუდენტებს საშუალებას მისცემს დაეუფლონ ინფორმატიკის გამოყენების საფუძვლებს, რათა შეძლონ სპეციალიზაციის მიმართულებით დასმული ამოცანების კომპიუტერული გაანგარიშება, ანალიზი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.ლაბორატორიული სამუშაოები განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებისათვის.
დამხმარე სახელმძღვანელო შესრულებულია Microsoft Office პროგრამების (Word, Excel, Power Point) ბაზაზე კონკრეტული პროფილის ამოცანათა გადასაჭრელად. ლაბორატორიულ სამუშაოებში განხილული ამოცანები სტუდენტებს საშუალებას მისცემს დაეუფლონ ინფორმატიკის გამოყენების საფუძვლებს, რათა შეძლონ სპეციალიზაციის მიმართულებით დასმული ამოცანების კომპიუტერული გაანგარიშება, ანალიზი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.წიგნი განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის I კურსის სტუდენტებისათვის, რომელიც მათ დახმარებას გაუწევს საგან „გამოყენებითი ინფორმატიკის“ შესწავლაში.
უაკ: 621.395.4
სალექციო კურსში განხილულია IP ტელეფონიის თავისებურებანი და პაკეტური გადაცემის ძირითადი პრინციპები, კავშირის დამყარების სახეები და კომპიუტერულ ქსელებთან ურთიერთობა. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ინტერნეტპროტოკოლის გამოყენებას IP ტელეფონიის ქსელში, განხილულია ინტერნეტპროტოკოლის მე-4 და მე-6 ვერსიები, ასევე TCP, UDP, RTP და RTCP პროტოკოლები. დაწვრილებითაა მოცემული IP ტელეფონიის ძირითადი პროტოკოლები (H.323, SIP და MGCP), შესაბამისი დამისამართება, პროტოკოლის აგების პრინციპები, IP ქსელის არქიტექტურა და შესაბამისი მაგალითები. სრულყოფილადაა აღწერილი მომსახურების ხარისხი IP ტელეფონიის ქსელებში, ტრაფიკის ინტეგრალურ-დიფერენცირებული მომსახურება, ინფორმაციული უსაფრთხოება IP სატელეფონო ქსელებში, IP ტელეფონიის მობილურობა, მისი სცენარი, IP ტელეფონიის მომხმარებელთა ბილინგისა და მენეჯმენტის სისტემა, IP ტელეფონიის დანერგვის მაგალითი და ოფისების დაკავშირება ინტერნეტქსელის საშუალებით.გამოცემა განკუთვნილია ტელეკომუნიკაციის სპეციალობის სტუდენტებისათვის საბაზო განათლების დამამთავრებელ კურსზე. იგი სასარგებლო იქნება ტელეკომუნიკაციისა და სხვა მონათესავე სპეციალობის სტუდენტებისთვისაც, ვისი ინტერესის სფეროც ეხება IP ტელეფონიასა და კომპიუტერულ ქსელებს.
უაკ: 65.012.122:004.86
სალექციო კურსი ,,საწარმოო ნარჩენების გაწმენდა-რეკუპერაცია” მოიცავს ძირითადი ქიმიური ტექნოლოგიის მნიშვნელოვან პროცესებს, აირადი და მყარი ნარჩენების გაწმენდის, გაუვნებლობისა და რეკუპერაციის საკითხებს.კურსში განხილულია წარმოებაში დანერგილი და დანერგვისათვის რეკომენდებული მეთოდები და ტექნოლოგია.შესაბამისად, სალექციო კურსში მოცემულია სტანდარტით გათვალისწინებული, ძირითადი, სავალდებულო მოდულები: აირადი, მყარი ნარჩენების გაწმენდა-რეკუპერაცია და ჩამდინარე წყლების გაწმენდა.გამოცემის დანიშნულებაა, დაეხმაროს საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს მიაღწიოს პროგრამით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებს. იგი სარგებლობას მოუტანს აგრეთვე ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებს.
უაკ: 546.17
სალექციო კურსში განხილულია აზოტის წარმოების ორი ძირითადი პროდუქტის - ამიაკისა და აზოტმჟავას მიღების თეორიული საფუძვლები და ტექნოლოგია. აღწერილია საწყისი ტექნოლოგიური აირების (წყალბადი, აზოტი, ჟანგბადი, სინთეზ-აირი) მიღების მეთოდები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ბუნებრივი აირის, როგორც ბმული აზოტის (ამიაკი) წარმოების ძირითადი ნედლეულის გადამუშავებაზე. მოცემულია ამიაკის აზოტმჟავად გადამუშავების ტექნოლოგიური საფუძვლები. მოკლედ არის განხილული ჟანგბადისა და აზოტის მიღება ატმოსფერული ჰაერიდან ღრმა გაცივებისა და რექტიფიკაციის გზით.გამოცემა განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრებისათვის. იგი გამოადგება აზოტის წარმოებაში დასაქმებულ სპეციალისტებსაც.