image
გ. გუგულაშვილი

მაცივარი მანქანები მაცივარი მანქანების როტაციული კომპრესორები

უაკ: 621.56/57

სალექციო კურსში განხილულია სამაცივრო ტექნიკაში გამოყენებული როტაციული ტიპის კომპრესიული მანქანები. მოცემულია როტაციული ფირფიტებიანი და სითხის რგოლიანი კომპრესორების მუშა პროცესის გაანგარიშების თერმოდინამიკური საფუძვლები და ძირითადი კონსტრუქციული თანაფარდობების დადგენა. წარმოდგენილია როტაციული კომპრესორების კონსტრუქციები, მათი მუშაობის თავისებურებანი. აღწერილია როტაციული კომპრესორების მუშაობაზე სხვადასხვა გეომეტრიული და ფიზიკურ-მექანიკური პარამეტრის გავლენა და მოცემულია მათი გაანგარიშების თანამიმდევრობა.
სალექციო კურსი განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგიისა და ტექნიკის პროფილის სპეციალობების ბაკალავრიატისა (სასწავლო კურსი „მაცივარი მანქანები“) და პროფესიული სწავლების (სასწავლო კურსი „სამაცივრო ტექნიკა“) სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ მაგისტრანტებმა და სამაცივრო ტექნიკასთან დაკავშირებულმა ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა.

 

 

 

image-1
ORGANIZING COMMITTEE

POWER OF GEOLOGY IS THE PRECONDITION FOR REGENERATION OF ECONOMICS

უაკ: 551.1/.4

The conference is dedicated to the 130th anniversary of Alexsandre Janelidze and Kalistrate Gabunia and 110th anniversary of Giorgi Zaridze and Ioseb Buachidze - famous Georgian geologists and public figures.

 

 

image
ნ. მერაბიშვილი

ზოგადი მიწათმოქმედება

უაკ: 711.14

სალექციო კურსში გაანალიზებულია ზოგადი მიწათმოქმედების მიზანი და ამოცანები, მისი განვითარების ეტაპები, მცენარის სასიცოცხლო ფაქტორები. განხილულია სარეველა მცენარეები, მათი კლასიფიკაცია და მათთან ბრძოლის ღონისძიებები. ჩამოყალიბებულია მინდვრად „თესლბრუნვა“, ნიადაგის „ძირითადი“ და „ზედაპირული“, ასევე „თესვისწინა“ და „თესვისშემდგომი“ დამუშავება, ნიადაგის „ეროზია“, მათი სახეები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. განმარტებულია „მიწათმოქმედების სისტემები“.
სალექციო კურსი განკუთვნილია სოფლის მეურნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

 

 

image
ნ. კოპალიანი

მიკროეკონომიკის საფუძვლები

უაკ: 33

სალექციო კურსში განხილულია მიკროეკონომიკის საკითხები პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით.
ნაშრომი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
Robert E. Hall, Marc Lieberman. Microeconomics: Principles and Applications წიგნის მიხედვით.

 

 

image
თ. მეგრელიძე, გ. გოლეთიანი, გ. ბერუაშვილი, გ. გუგულაშვილი, თ. ისაკაძე, ზ. ლაზარაშვილი

ჰაერის ტექნოლოგიური კონდიცირების საფუძვლები

უაკ: 621.8

სალექციო კურსში განხილულია ჰაერის კონდიცირების ტექნოლოგიური საკითხები; აღწერილია ჰაერის მდგომარეობის დამახასიათებელი ძირითადი პარამეტრები და მათი ცვლილების შემთხვევები, კონდიცირების სისტემაში ჰაერის დამუშავების, ძირითადი და დამხმარე ელემენტების გაანგარიშების მეთოდები; ასევე განხილულია ცენტრალური და ადგილობრივი კონდიციონერების დაპროექტების საკითხები; მოყვანილია კომპიუტერული პროგრამები და ჰაერის კონდიცირების სისტემის დასაპროექტებლად მათი გამოყენების მეთოდები.
სალექციო კურსი განკუთვნილია კვების ინდუსტრიის დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამა „კვების ინჟინერიის“ სპეციალობის ბაკალავრებისათვის.

 

 

image-1
ი. ქვარაია

სამშენებლო წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები

უაკ: 624.05

სალექციო კურსში აღწერილია სამშენებლო წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც განსაკუთრებით გამოიყენება უკანასკნელ ხანებში მშენებლობის მსოფლიო პრაქტიკაში. განხილულია ახალი მასალებისა და კონსტრუქციების გამოყენების, მათი მონტაჟის და ექსპლუატაციის გამარტივების საკითხები. წარმოდგენილია მშენებლობის სამომავლო ტექნოლოგიებიც, რომელთა რეალიზაცია სულ მალე განხორციელდება.
სალექციო კურსი განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამშენებლო დარგის სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
ი. ქვარაია

სამშენებლო წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები

უაკ: 624.05

სალექციო კურსში აღწერილია სამშენებლო წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც განსაკუთრებით გამოიყენება უკანასკნელ ხანებში მშენებლობის მსოფლიო პრაქტიკაში. განხილულია ახალი მასალებისა და კონსტრუქციების გამოყენების, მათი მონტაჟის და ექსპლუატაციის გამარტივების საკითხები. წარმოდგენილია მშენებლობის სამომავლო ტექნოლოგიებიც, რომელთა რეალიზაცია სულ მალე განხორციელდება.
სალექციო კურსი განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და სამშენებლო დარგის სპეციალისტებისათვის.

 

 

image
მ. ოქროსაშვილი, ლ. ბერეჟიანი

თერმულად დამუშავებული ნაკეთობის დეფექტები და მათი კონტროლის მეთოდები

უაკ: 621.78

სალექციო კურსში „თერმულად დამუშავებული ნაკეთობის დეფექტები და მათი კონტროლის მეთოდები“, ზოგადად არის გაშუქებული ლითონების საკონსტრუქციო სიმტკიცე, მისი მახასიათებლები და თვისებათა გაუმჯობესების მეთოდები; საექსპლუატაციო გარემოს, აგრეთვე, თერმული და ქიმიურ-თერმული დამუშავების გავლენა ლითონის თვისებებზე. ყურადღება გამახვილებულია თერმულად დამუშავებული ნაკეთობის წუნის სახეებზე, მათი წარმოქმნის მიზეზებზე, გამოსწორებისა და აცილების გზებზე. განხილულია ნაკეთობათა მექანიკური თვისებების შეფასების და დიაგნოსტიკის სტრუქტურული და ფიზიკური მეთოდები.
სალექციო კურსი განკუთვნილია მასალათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
გ. ჭელიძე, მ. კახიანი

ამწე-სატრანსპორტო მოწყობილობები

უაკ: 621.86

სალექციო კურსში მოცემულია სახალხო მეურნეობის დარგების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო ამწე-სატრანსპორტო მოწყობილობების სახეები და მუშაობის მახასიათებლები. განხილულია მათი კლასიფიკაცია, კონსტრუქციული ელემენტები, ამწევი და გადასაადგილებელი მექანიზმები.
ნაშრომი განკუთვნილია მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.