image-1
ლ. ჩხეიძე

გარემოს დაბინძურება ფიზიკური ფაქტორებით

უაკ: 658.3.053:632.15

სალექციო კურსში განხილულია გარემოს დაცვის საკითხები ისეთი ფიზიკური ფაქტორებისაგან, როგორიცაა: ხმაური, ვიბრაცია, ულტრაბგერა, ინფრაბგერა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება და მისთანანი. მოცემულია: გარემოზე ფიზიკური ფაქტორების ნეგატიური გავლენის ანალიზი და მისი კომპენსაციის მეთოდები; ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივი ეკოსისტემის მდგომარეობაზე ტექნოგენური ფიზიკური დაბინძურების საშიში ზემოქმედების საკითხები; ფიზიკური დაბინძურების ძირითადი წყაროების მახასიათებლები.
სალექციო კურსის ტექსტი შეხამებულია სქემებთან, ნახაზებთან და ცხრილებთან, რაც მკითხველს გაუადვილებს თეორიული მასალის აღქმასა და დამახსოვრებას.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის“ სტუდენტებისათვის. ნაშრომი დახმარებას გაუწევს წარმოებაში დასაქმებულ ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, შრომის დაცვისა და პროფესიული უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ პირებსა და ტექნიკურ ინსპექტორებს.

 

 

image-1
ზ. სიმონგულაშვილი

ფეროშენადნობების წარმოების ტექნოლოგიური პროცესების ინტენსიფიკაცია

უაკ: 669.168

სალექციო კურსში ახალი სასწავლო პროგრამის შესაბამისად განხილულია მანგანუმიანი ფეროშენადნობების კერძოდ, სილიკომანგანუმის მიღების ტექნოლოგიის ოპტიმიზაციისაკენ მიმართული ღონისძიებები. მოცემულია სილიკომანგანუმის გამოდნობის ეფექტურობის გაზრდის ძირითადი მიმართულებები.
სალექციო კურსი განკუთვნილია სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის „მეტალურგიის“ სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოადგეთ მაგისტრანტებს, დოქტორანტებს და ფეროშენადნობების წარმოებაში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.

 

 

image
გ. მურჯიკნელი

გადაცემის რადიოსარელეო და თანამგზავრული სისტემები

უაკ: 621.396.4:521.6

სალექციო კურსში მოცემულია ტელეკომუნიკაციის რადიოსისტემების აგების პრინციპები, განხილულია რადიოსიხშირული რხევის მოდულაციის სახეები, რადიოსისტემებში გამოყენებული რადიოტალღების თვისებები, საანტენო-ფიდერული მოწყობილობა, განხილულია ტელეკომუნიკაციის თანამგზავრული სისტემების აგების თავისებურებები.
სალექციო კურსი განკუთვნილია სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.

 

 

image
მ. ქიტოშვილი

პროფესიული კომუნიკაციები

უაკ: 681.3

სალექციო კურსში განხილულია: ძირითადი ცნებები და ტერმინები ინფორმაციის შესახებ, მისი სახეები და წყაროები, ფორმალური და არაფორმალური ურთიერთობები, კომუნიკაციის კვლევა ორგანიზაციაში, იდეის წარმოშობა, ინფორმაციის გადაცემის არხების შერჩევა, გადაწყვეტილების მიღების ფორმები და სახეები, კომპიუტერული მეცნიერებების როლი ინფორმაციის წარმატებით მოპოვებასა და გადაცემაში, კომუნიკაციური ჩვევების გამომუშავება და ა.შ.
წიგნი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ბაკალავრიატის პროგრამის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ნ. ხაბეიშვილი

ფიტოდიზაინი

უაკ: 72.01

სალექციო კურსში თანამიმდევრულადაა მოცემულიფიტოდიზაინის ფორმირების ისტორია, ფიტოდეკორირების ძირითადი კომპოზიციური ხერხები, ასპექტები და პრინციპები, ასევე ის თეორიული საკითხები, რომლებიც აუცილებელია ფიტოდიზაინის თეორიის გაცნობიერებისთვის: პროპორცია, ფერი, ფორმა, ფონი, სახეობათა რაოდენობა და სხვ. სალექციო კურსში დიდი ყურადღება ეთმობა როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის ფიტოდეკორირებას – აივნების, ტერასების, სახურავების, შენობათა კედლების, საქალაქო სივრცეების ფიტოდიზაინს. განხილულია დღეს პოპულარული ისეთი თემები, როგორიცაა „ყვავილთა არანჟირების“ ხელოვნება-იკებანა, ბონსაის სტილები, „მწვანე ქანდაკებები“ და სხვ. 
კურსი განკუთვნილია, არქიტექტურისა და დიზაინის სპეციალობის სტუდენტებისთვის, ასევე გამწვანების და დეკორის საკითხებით დაინტერესებული ყველა პირისთვის.

 

 

image
ი. სარჯველაძე

ინტენსიური მიწათმოქმედება

უაკ: 711.14

სალექციო კურსი ითვალისწინებს სახნავი მიწების დაცვისა და მათი ეფექტიანი გამოყენების საკითხებს, რათა გაიზარდოს ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტების მიღების შესაძლებლობა. მასში ყურადღება გამახვილებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, ჯანსაღი პროდუქტის მიღება, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, პროდუქციის წარმოებისას უახლესი აგროტექნოლოგიური მეთოდების გამოყენება, მიწათსარგებლობის აქტუალური საკითხების გონივრულად მართვა.
ნაშრომი განკუთვნილია აგროტექნოლოგიური და აგროსაინჟინრო სპეციალობების სტუდენტებისათვის. იგი გარკვეულწილად საინტერესოა ფერმერებისა და საკვებწარმოების დარგის სპეციალისტებისათვის.

 

 

image
ლ. გეგენავა, თ. ლაჭყეპიანი

სატყეო მეურნეობის ეკონომიკა

უაკ: 634.0.6

სალექციო კურსი „სატყეო მეურნეობის ეკონომიკა“ დაწერილია საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად. მასში გათვალისწინებულია დარგის ცნობილი მეცნიერების მოსაზრებები. განხილულია საქართველოს ბუნებრივი და სხვა სახის რესურსების პოტენციალი და თავისებურებანი, დეტალურადაა განხილული და წარმოდგენილი ტყის მნიშვნელობასახალხო მეურნეობისთვის, სატყეო მეურნეობის საწარმოო პოტენციალი, ძირითადი ეკონომიკური პარამეტრები სატყეო მეურნეობაში, ძირითადი და საბრუნავი ფონდები, ტყის მართვაში ეფექტიანი სამეურნეო გადაწყვეტილებების ეკონომიკური შეფასება და ა. შ.
სალექციო კურსი განკუთვნილია საგანმანათლებლო პროგრამა „სატყეო საქმის“ სტუდენტებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

 

 

image
М. МИЛАШВИЛИ, В. МЧЕДЛИШВИЛИ

ИСТОРИЯ ТЕХНИЧЕСКОГО ДИЗАЙНА

უაკ: 72.03

Курс лекций „История технического дизайна“ составлен в соответствии с программой (силабусом) учебного курса, который обучает истории технического дизайна, как всесторонне важной сферы. На примере развитых стран изучает истоки формирования и этапов развития технического дизайна, его современных тенденций, основных направлений и  характерных   особенностей.
„История технического дизайна“ будет интересна русскоязычным студентам бакалавриата в вышем учебном заведении.

 

 

image-1
ჯ. უფლისაშვილი, ნ. ნათბილაძე, მ. ყიფშიძე

ტარა და შეფუთვა

უაკ: 621.798.1:676.826

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ბეჭდვითი მედიისა და, განსაკუთრებით, სარეკლამო ხელოვნების მნიშვნელობა ზოგადსაკაცობრიო კულტურის განვითარებაში. ნაშრომში ნათლადაა ნაჩვენები შესაფუთი მასალების კონსტრუირებისა და დიზაინის სწორი შერჩევის დიდი როლი სარეკლამო ინდუსტრიაში.
მოცემულია როგორც ძირითადი, ისე დამხმარე ეკოლოგიურად უვნებელი შესაფუთი მასალები და საღებავები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება შესაფუთ საშუალებებზე ბეჭდვისას. ჩამოყალიბებულია გამოყენებული მასალების ოპტიმალურად შერჩევის რეკომენდაციები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია სამრეწველო ინჟინერიის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.