უაკ: 681.3
მეთოდური მითითებები განკუთვნილია Ms Office საოფისე პაკეტში შემავალი Ms Word-ის (Word-2007) ვერსიის ტექსტური რედაქტორით სამუშაოს შესრულების შესასწავლად. მასში განხილულია ტექსტური დოკუმენტების შექმნის, რედაქტირების, გაფორმების და ბეჭდვის საკითხები. წიგნი უპირველესად განკუთვნილია მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობის სტუდენტებისათვის. მისი გამოყენება შეუძლია MS Word-ის შესწავლით დაინტერესებულ მომხმარებელთა ფართო წრეს.
უაკ: 697(075.8)
განხილულია გაზით გათბობის სისტემები, გათბობის ტექნიკაში გამოყენებული გაზის თბოგენერატორები, ხელსაწყო - დანადგარები, გაზის წვის მეთოდები, წვის შედეგად გამოყოფილი მავნეობები და გარემოში მათი გაყვანის გზები.განკუთვნილია თბოაირმომარაგების და ვენტილაციის სპეციალობის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.
განხილულია თხევადი და მყარი სათბობით გათბობის სისტემები, მათი კონსტრუქციები, თხევადი და მყარი სათბობის ფიზიკურ-ტექნიკური თვისებები და წვის მეთოდები. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა გათბობის სისტემებში ეკოლოგიურად სუფთა განახლებადი მყარი ბიოსათბობის გამოყენებას.განკუთვნილია თბოაირმომარაგების და ვენტილაციის სპეციალობის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.
მეთოდურ მითითებებში თანამიმდევრულად არის მოცემული სილაბუსით განსაზღვრული ყველა ლაბორატორიული სამუშაო. განხილულია Microsoft Office საოფისე პროგრამული პაკეტის პროგრამა MS Word 2007-თან მუშაობის ძირითადი პრინციპები და ამ რედაქტორთან მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავების პრაქტიკული საკითხები.რიგი ლაბორატორიული სამუშაოებისა ეთმობა ინტერნეტთან მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას; ინფორმაციის გადაცემა და მოძიება, ელექტრონული ფოსტით სარგებლობა და სხვა.ლაბორატორიული სამუშაოები ასევე მოიცავს Microsoft Office Visio 2007 პროგრამაში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საკითხებს, კერძოდ გრაფიკული ობიექტების შექმნა და რედაქტირება: დიაგრამები, ბლოკ-სქემები, პროექტების შექმნა, რაც ემსახურება მონაცემების ანალიზის და დოკუმენტირების ამოცანების გადაწყვეტას.მეთოდური მითითებები განკუთვნილია ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსის: „შესავალი საინფორმაციო ტექნოლოგიებში“ ასათვისებლად.წინამდებარე მასალა დახმარებას გაუწევს ზემოთ განხილული საკითხების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებით დაინტერესებულ ყველა პირს.
უაკ: 621.73
მოცემულია მეთოდური მითითებანი და საკვალიფიკაციო ნაშრომის შესრულების პრაქტიკული მაგალითები ბაკალავრიატისა და პროფესიული უმაღლესი სწავლების სტუდენტებისათვის ლითონების წნევით დამუშავებაში.
უაკ: 53
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ტექნიკური უნივერსიტეტის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული ყველა საკითხი.განკუთვნილია საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისა და ასევე მომიჯნავე სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 624.012.35/46
განხილულია ჰიდროტექნიკური ნაგებობების რკინაბეტონის კონსტრუქციები: საყრდენი კედლები; წიბოვანი საყრდენი კედლები (კონტრფორსული); მოცულობითი რკინაბეტონის კონსტრუქციები; რკინაბეტონის წყალსადაწნეო კოშკები; რკინაბეტონის მილები; სწორკუთხა მოხაზულობის მილები; რკინაბეტონის ღარები; ჩვეულებრივი და წინასწარდაძაბული რკინაბეტონის კონსტრუქციული ელემენტების გადაწყვეტისა და გაანგარიშების საფუძვლები. შედგენილია რკინაბეტონის კონსტრუქციების გაანგარიშების ამჟამად მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით. განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
უაკ: 621.398
განხილულია სხვადასხვა დანიშნულების ციფრული, ანალოგური და ანალოგურ-ციფრული მოწყობილობების მოდელირება Multisim 10 პროგრამის გამოყენებით.განკუთვნილია სტუდენტებისათვის, მაგისტრებისა და მკითხველთა იმ წრისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რადიოელექტრონული მოწყობილობების მოდელირების საკითხებით.