უაკ: 625.23./.25
მონოგრაფიაში გამოკვლეულია რკინიგზის რეფრიჟერატორული ვაგონის მაცივარი მანქანის კომპრესორის შემსრულებელი გადაცემის მახასიათებელი პარამეტრების დინამიკა. რეალური დინამიკური ფონის მიღების მიზნით შექმნილია გადაცემის დინამიკური მოდელი ღრეჩოებით სამ სახსრულ შეერთებაში. ჩამოყალიბებულია კვლევის ზოგადი თეორიული დებულებანი დამატებით მოძრაობათა განზოგადოებული ძალებისა და კოორდინატების გათვალისწინებით. მიღებულია გადაცემის დამატებით მოძრაობათა დიფერენციალური განტოლებები კინემატიკური, ძალური და განზოგადოებული პარამეტრების ცვლილებების შესაბამისად. ჩატარებულია კვლევის თეორიულ შედეგებზე აგებული პროგრამის მიხედვით მანქანური გაანგარიშებანი და მოცემულია რეკომენდაციები კომპრესორის საიმედო მუშაობის შესახებ ოპტიმალური ღრეჩოსა და დინამიკური დატვირთვების მხედველობაში მიღებით.წიგნი სარგებლობას მოუტანს დოქტორანტებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, ასევე მეცნიერების მუშაკებს, ვინც დაინტერესებულია ვაგონების დაგეგმარებისა და ექსპლუატაციის საკითხებით.
უაკ: 33:339.15
მონოგრაფიაში განხილულია საქართველოში გარდამავალი ეკონომიკის დამახასიათებელი ნიშნები; გაანალიზებულია საქართველოს მრეწველობაში განხორციელებული რეფორმები; დამუშავებულია სამრეწველო ფირმაში მმართველობითი გადაწყვეტილების მიღების კონცეპტუალური საფუძვლები; მოცემულია სამრეწველო ფირმის მენეჯმენტის შეფასება და მართვის ორგანიზაციის მიკროეკონომიკური ანალიზი; ფირმის მმართველობითი პოტენციალის ანალიზისას ყურადღება გამახვილებულია მენეჯმენტის ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე; მოცემულია საწარმოში პერსონალის მართვის კონცეფცია და პერსონალის მართვის პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული მეთოდები და საშუალებები; დასაბუთებულია სამრეწველო საწარმოების ოპერაციათა მენეჯმენტის სისტემის განვითარების თანამედროვე ტენდენციები საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდისათვის; დამუშავებულია ფირმის მართვის ფუნქციური სისტემების ოპტიმიზაციის ძირითადი მახასიათებლები და საწარმოში მისი სრულყოფის მიმართულებები; დასაბუთებულია გარდამავალი ეკონომიკის პირობებში სამრეწველო საწარმოთა სტრატეგიის მართვის სრულყოფის აუცილებლობა და განსაზღვრულია მისი ძირითადი მიმართულებები; დამუშავებულია ქ. თბილისის სამრეწველო საწარმოთათვის გლობალური მენეჯმენტის სრულყოფის სტრატეგია.გამოკვლევის შედეგებს აქვს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა. კვლევის შედეგად ჩამოყალიბებული დასკვნები და რეკომენდაციები შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მენეჯმენტის საკითხებით დაინტერესებული კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ.
უაკ: 629.623.1.064.5
Монография посвящена важному вопросу – аналитическому исследованию переходных и установившихся процессов в существенно нелинейной системе тягового электропривода постоянного тока, возникающих в реальных условиях эксплуатации.На основе предложенного автором приближенного аналитического метода решения нелинейных дифференциальных уравнений, а также использования методов фазовой и динамической плоскостей исследованы процессы обыкновенного боксования и боксования, сопровож-даемого автоколебаниями, короткого замыкания тяговых двигателей, и процессы, возникающие при потере и восстановлении напряжения питания и т.д. Во всех случаях достаточно точно учитываются все реальные нелинейности и вихревые токи, имеющие место в системе.В работе предложен аналитический метод решения основного уравнения движения в относительных единицах, позволяющий отказаться от специальных таблиц для масштабов, необходимых при графическом решении основного уравнения. При этом точность расчета сравнима с существующим графическим методом.Книга рассчитана на широкий круг специалистов, занимающихся разработкой и проектированием тягового электропривода, а также может быть полезна студентам старших курсов железнодорожных учебных заведений.
უაკ: 2(02)
ნაშრომში თავმოყრილია VIII-XVIII საუკუნეების სამონასტრო წეს-განგებანი და ზოგიერთი ანდერძი, რომელიც სამონასტრო ცხოვრებას ეხება.
უაკ: 623.9
ნაშრომში განხილულია რუსეთის იმპერიის მიერ ჩამოყალიბებული ქართული სამხედრო ფორმირებების ორგანიზაციული და სამართლებრივი საკითხები, შესწავლილია აქამდე უცნობი საარქივო მასალა. ნაშრომი საინტერესოა სპეციალისტებისა და საქართველოს ისტორიითა და სამხედრო ისტორიით დაინტერესებული ფართო მკითხველისთვის.
უაკ: 800.8
შემუშავებულია საწყისი ინფორმაციის წინასწარი დამუშავებით და მასწავლებლის მეშვეობით მანქანური სწავლებით სახეთა ამოცნობის თეორია, რომელიც განსხვავდება ამჟამად არსებული მანქანური სწავლებისა და სახეთა ამოცნობის თეორიებისგან. ამ თეორიის საფუძველზე შექმნილია სწავლებით სახეთა ამოცნობის სისტემა − სსას. იგი მოიცავს: 1) საწყისი ინფორმაციის წინასწარი დამუშავების, 2) მასწავლ და 3) ამოცნობის მოდელებს. სსას-ის ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული საკვლევი ობიექტების (სახეთა) ფიზიკურ არსზე, მათი მახასიათებელი საწყისი პარამეტრების ტიპსა და რაოდენობაზე. სისტემას შეუძლია მინიმალური საწყისი ინფორმაციის საფუძველზე სხვადასხვა დარგში (ეკოლოგია, ბიოლოგია, გეოლოგია, გეოფიზიკა, მედიცინა, სამხედრო საქმე და ა.შ.) გადაწყვიტოს სახეთა ამოცნობის ამოცანები. მონოგრაფია განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.
უაკ: 54
В монографии приведены сведения о гидразидах пиридинкарбоновых кислот и производных гидразида изоникотиновой кислоты – тубазида, также даются синтез и физико-химические свойства координаицонных соединений железа с отмеченными гидразидами. Отдельная глава посвящается испытанию противотуберкулезной активности координационных соединений железа с гидразидами пиколиновой, никотиновой, изоникотиновой кислот и производными гидразида изоникотиновой кислоты (ларусан, фтивазид, салюзид).Книга рассчитана на химиков, биологов и медиков-фтизиатров.
В Монографии приведены данные по синтезу и исследованию физико-химических свойств координационных соединения германия (IV) c азот- и кислородсодержащими органическими лигандами. Синтезированы галогенидные, тиоцианатные и галогенидо-тиоцианатные координационные соединения германия (IV) c гидразидами моно-пиридинкарбоновых кислот, с ларусаном, 1,10 фенантролином, 2,2′ и 4,4′-дипиридилом. Изучены их физико-химические и биологические свойства. По данным изучения их ИК спектров поглощения предложены строения этих соединений. При исследовании антитуберкулезных свойств некоторых из синтезированных соединений германия (IV) с ларусаном проявили повышенную антитуберкулезную активность по сравнению с чистым препаратом ларусана (лар.). Монография предназначена для химиков, биохимиков и фтизиатров, а также для докторов и студентов старших курсов химического и биологического факультетов.
უაკ: 62-5
სათბობის გაზიფიკაციის ქიმიური პროცესების თერმოდინამიკა, გამოვლენილია ტყიბულ-შაორის საბადოს ქვანახშირისაგან მიღებული გენერატორის აირების ენერგეტიკულ სათბობად გამოყენების შესაძლებლობები; შემუშავებულია ტყიბულ-შაორის საბადოს ქვანახშირის, როგორც საწვავი აირის საწყისი ნედლეულის შეფასების მეთოდიკა; გენერატორის აირის მიღების კომბინირებული გაანგარიშების მეთოდის გამოყენებით დადგენილია ტყიბულ-შაორის საბადოს ქვანახშირის გაზიფიკაციის დროს მიღებული გენერატორის აირის ძირითადი თბოტექნიკური მაჩვენებლები; გამოკვლეულია მყარი სათბობის გაზიფიკაციის პროცესები და განსაზღვრულია გენერატორის აირის ძირითადი მაჩვენებლები, დასაბუთებულია ნახშირის გაზიფიკაციის პროცესის გაანგარიშების კომპიუტრულ მოდელირებაზე გადასვლის აუცილებლობა; შექმნილია ნახშირის გაზიფიკაციის პროცესის გაანგარიშებისათვის საჭირო თბოტექნიკური მონაცემების ბაზა და დამუშავებულია ნახშირის გაზიფიკაციის პროცესის ინჟინრული გაანგარიშების ალგორითმები; შექმნილია გაანგარიშების კომპიუტერული მოდელი და განხორციელებიულია მისი აპრობაცია-რეალიზაცია Excel - ის ცხრილური პროცესორისა და Visual Basic for Application პროგრამირების ენის გამოყენებით. მონოგრაფია განკუთვნილია სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტისა და ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. აგრეთვე, ენერგეტიკის დარგში დასაქმებული საინჟინრო პერსონალისა და კომპიუტერული მოდელირებით დაინტერესებული ფართო წრისათვის.