image-1
ნ. ბაღათურია, ნ. ბეგიაშვილი

ღვინის ექსპერტიზა
თეორია და პრაქტიკა

უაკ: 663.2/3

სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის, სპეციალობით „სურსათის ექსპერტიზა“, „სასურსათო ტექნოლოგია“ და „კვების მრეწველობის ინჟინერია და ტექნოლოგიები“.

სახელმძღვანლოში განხილულია ყურძნის ღვინოების კლასიფიკაცია, ნატურალური ღვინის წარმოების ტექნოლოგიები; ღვინის დეგუსტაცია, იდენტიფიკაცია და სერტიფიკაცია; ღვინის ფალსიფიკაციის სახეები, ფალსიფიკაციისას მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური გარდაქმნები და სუფრის ღვინის ნატურალობის მაჩვენებელი კრიტერიუმები.

ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს როგორც საწარმოო და სავაჭრო ორგანიზაციების, ასევე მაკონტროლებელი ორგანოების მუშაკებსაც.

 

 

image-1
ც. ღუდუშაური, ქ. ბაზიერაშვილი, მ. ქოჩიაშვილი

თვისებითი ანალიზის მჟავურ-ფუძოვანი მეთოდი

უაკ: 54

მონოგრაფია დაწერილია ანალიზური ქიმიის პროგრამის შესაბამისად. მასში განხილულია კატიონთა ნარევების თვისებითი უგოგირდწყალბადო ნახევრადმიკრომეთოდით ანალიზისთვის საჭირო რეაქციები და მეთოდები, რომლებიც დამყარებულია კატიონთა მჟავურ-ფუძოვან კლასიფიკაციაზე.
ნაშრომი შედგება სამი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში განხილულია ანალიზური ქიმიის თეორიული საკითხები, წონასწორობის მდგომარეობა პროტოლიზურ, ჟანგვა-აღდგენისა და კომპლექსწარმოქმნის რეაქციებში.
მეორე ნაწილში განხილულია კატიონებისა და ანიონების ანალიზური კლასიფიკაცია, გამახვილებულია ყურადღება კატიონთა თვისებითი ანალიზის მჟავურ-ფუძოვან მეთოდზე.
მესამე ნაწილში მსჯელობაა ძირითადი ანიონების დამახასიათებელი რეაქციებისა და მათი აღმოჩენის მეთოდიკების შესახებ.
მონოგრაფია დიდ დახმარებას გაუწევს ქიმიური, ქიმიურ-ტექნოლოგიური, ფარმაცევტული, მეტალურგიული უმაღლესი და საშუალო-ტექნიკური სასწავლებლების სტუდენტებს, ასევე საწარმოო და სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიების სპეციალისტებს.

 

 

image-1
ს. მიდელაშვილი

ტერიტორიული მთლიანობისა და სეპარატიზმის პრობლემები საქართველოში

უაკ: 327

მონოგრაფიაში განხილულია ტერიტორიული მთლიანობისა და სეპარატიზმის პრობლემები საქართველოში. სეპარატიზმი, განსაკუთრებით კი აგრესიული სეპარატიზმი, გადაუჭრელ პრობლემად რჩება თანამედროვე მსოფლიოსთვის და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოთა ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს წინაშე ამ კუთხით მართლაც სერიოზული გამოწვევებია. ქვეყანაში სეპარატისტულად განწყობილი ორი რეგიონის არსებობის ფონზე საქართველო წლების განმავლობაში ვერ ახერხებს აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და ეს დღემდე უმთავრეს პრობლემად რჩება.
მონოგრაფია, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია სოციალურპოლიტიკური, საერთაშორისო სამართლისა და კონფლიქტოლოგიის სპეციალობების სტუდენტთათვის, ასევე ამ პრობლემით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

 

 

image-1
ზ. გაჩეჩილაძე, ნ. მაღრაძე, თ. მაღრაძე

კონკურენტული ელექტროენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება საქართველოში

უაკ: 621.31

საბაზრო ეკონომიკის ფორმირების რთულ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ელექტროენერგეტიკაში კონკურენციის დანერგვის სწორად წარმართვას. წინა პლანზე იწევს ამ კუთხით მსოფლიო გამოცდილების შესწავლა და საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინება.
წარმოდგენილ ნაშრომში - „კონკურენტული ელექტროენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება საქართველოში“  - თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით შესწავლილია ელექტროენერგეტიკული ბაზრების ფორმირების მსოფლიო გამოცდილება. ჩატარებულია საქართველოში ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის ფორმირების წინაპირობების მეცნიერული ანალიზი და კვლევის საფუძველზე დადგენილია საქართველოში კონკურენტული ელექტროენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბების ეტაპები და სტრუქტურა.

 

 

image-1
И.В. Цомая

ТЕХНОЛОГИЯ ПОЛУЧЕНИЯ ПРОТИВОЯЗВЕННОГО И РАНОЗАЖИВЛЯЮЩЕГО ПРЕПАРАТА

უაკ: 615.3

Разработанные  лекарственные препараты - липидная фракция и его 5%-ный раствор из чайного куста - обладают выраженной фармакологической активностью и оказывают высокое фармакоте­рапевтическое влияние при повреждениях желудка и кожного пок­рова. Благоприятное влияние обусловлено содержанием в чайном экстракте значительного количества витаминов, кароти­ноидов, ами­нокислот, минеральных солей, сахаров, веществ фенольной природы и других биологически активных веществ, обеспечивающих выра­женное фармакотерапевтическое влияние.
Указанные свойства чайного экстракта определяют целесообраз­ность его применения в качестве ранозаживляющего средства с целью стимуляции заживления ран, а также как противо­язвенное средство при повреждениях желудка.
Разработан способ получения средства из грубых листьев чая, обладающих ранозаживляющим действием.
На препарат „Тиол“ получен патент (№307, 08.05.1996) Республики Грузия, регистрационное удостоверение на право его производства.

 

 

image-1
ც. ბასილაშვილი, მ. სალუქვაძე, ვ. ცომაია, გ. ხერხეულიძე

კატასტროფული წყალდიდობები, ღვარცოფები და თოვლის ზვავები საქართველოში და მათი უსაფრთხოება

უაკ: 551.482.311.578.215.48.8

მონოგრაფიაში სისტემატიზებული და გაანალიზებულია საქართველოს ტერიტორიაზე აღრიცხული კატასტროფული ჰიდროგლაციოლოგიური მოვლენები: წყალდიდობები, ღვარცოფები და თოვლის ზვავები. დაზუსტებულია მათი პარამეტრები, დადგენილია მათი მრავალწლიური დინამიკა, ცვლილების ტენდენციები და განვითარების მასშტაბები. შედგენილია მათი გავრცელების სქემატური რუკები. განსაზღვრულია მთავარ მდინარეთა მაქსიმალური ხარჯების ალბათური მნიშვნელობები სხვადასხვა უზრუნველყოფით და შემუშავებულია მათი გრძელვადიანი საპროგნოზო მეთოდიკა. შედგენილია, აგრეთვე, ღვარცოფებისა და თოვლის ზვავების განვითარების საპროგნოზო რუკები. კატასტროფების ნეგატიური შედეგების შერბილებისათვის შემუშავებულია საჭირო ღონისძიებათა რეკომენდაციები.
კვლევის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს კატასტროფული ჰიდროგლაციოლოგიური პროცესებით გამოწვეული ზარალის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების დაგეგმარებისათვის სამთავრობო, საპროექტო და სხვა ორგანიზაციების მიერ. ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს დამპროექტებლებს, გზათა მშენებლებს, ჰიდროტექნიკოსებს ენერგეტიკოსებს, ეკოლოგებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს და სხვა.
მონოგრაფია ძირითადად განკუთვნილია იმ მეცნიერებისა და სპეციალისტებისათვის, აგრეთვე სტუდენტების, მაგისტრანტების და დოქტორანტებისათვის, რომლებიც მუშაობენ გეოგრაფიის, ეკოლოგიის, ჰიდროლოგიის, გლაციოლოგიის, მეტეოროლოგიის, ჰიდროგეოლოგიის განხრით.

 

 

image-1
ა. ფრანგიშვილი, ზ. გასიტაშვილი, ე. ბარათაშვილი, მ. კიკნაძე, მ. მაჭარაძე, ს. ზუმბურიძე

რეგიონის მდგრადი განვითარების პარადიგმა

უაკ: 330.34

მონოგრაფიაში შემოთავაზებულია დიდმასშტაბიანი ორგანიზაციული სისტემების ეფექტური დაგეგმვის კვლევისა და ანალიზის მეთოდები, მოდელები და ალგორითმები.
მიღებული მოდელების საშუალებით დამუშავებულია რეგიონის მდგრადი განვითარების მეთოდოლოგიური საფუძვლები, რომელიც  ანალიტიკურ მოდელებს ეფუძნება და რეგიონის განვითარების სცენარების კვლევასა და გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა.
დამუშავებულია სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში საგანგებო სიტუაციების ეფექტურად მართვის ორგანიზაციული მოდელი.
განკუთვნილია დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ორგანიზაციული სისტემების, რეგიონის მდგრადი განვითარების და სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში საგანგებო სიტუაციების ეფექტურად მართვის  კვლევისა და ანალიზის საკითხებით.

 

 

image-1
М.Г. Цинцадзе, †А.Н. Нариманидзе, Н.Г. Гегешидзе, Л.И. Схиртладзе, И.О. Гвелесиани

КООРДИНАЦИОННЫЕ СОЕДИНЕНИЯ МЕТАЛЛОВ С ОРТО-АМИНОПИРИДИНОМ И ЕГО МЕТИЛПРОИЗВОДНЫМИ

უაკ: 54

Книга посвящена химии координационных соединений галогенидов, тиоцианатов и нитратов марганца(II), кобальта(II), никеля(II), меди(II), цинка и кадмия с метилпроизводными орто-аминопиридина (орто-аминопиридин, орто-амино-2-, 4- и 5-метилпиридин ).
В книге приведены результаты квантово-химических расчетов влияния различных растворителей на комплексообразующую способность метилпроизводных орто-аминопиридина методом АМ1, которые дают указания о проведении синтеза с приведенными органическими лигандами, дается описание синтеза, физико-химических свойств, спектров координационных соединений металлов с перечисленными ацидолигандами и метилпроизводными ортоаминометилпиридина. Книга рассчитана на научных сотрудников, магистрантов, докторантов и специалистов, работающих в области неорганической, органической химии и химии координационных соединений.

 

 

image-1
ნ. გამყრელიძე

ინტერსუბიექტურობა და სოციალური ფაქტორი გერმანულ, ქართულ, რუსულ ფრაზეოლოგიზმებში ფილოლოგია

უაკ: 80

მონოგრაფიაში წარმოდგენილია უნივერსალური სემანტიკური კატეგორიის „ინტერსუბიექტური მიმართებებისა და სოციალური ფაქტორის“, კვლევა მის ზოგად კონცეპტუალურ შინაარსზე დაყრდნობით. განხორციელებულია ენობრივი ერთეულების ლინგვისტური სპეციფიკის კულტუროლოგიური ანალიზი ინტერლინგვური მეთოდით სინქრონულ-შეპირისპირებით დონეზე. კვლევის კონცეპტუალური ინტერპრეტაცია ეყრდნობა თანამედროვე ლინგვისტიკაში დომინანტურ – ლინგვო-კულტუროლოგიურ პარადიგმას.
მონოგრაფია განკუთვნილია ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისათვის და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის.
ნაშრომს აქვს კონკრეტული პრაქტიკული მნიშვნელობა გერმანული ენის შემსწავლელი ქართული აუდიტორიისათვის. ჩატარებული ანალიზის შედეგები შეიძლება შემდგომში გამოყენებული იყოს გერმანული ენის პრაქტიკული სწავლებისას, ასევე ფრაზეოლოგიური ლექსიკონების შედგენისას, გერმანული ენის ლექსიკოლოგიის, კულტუროლოგიის და შედარებითი ტიპოლოგიის სალექციო კურსებში. 
მონოგრაფია შედგება: შესავლის, სამი თავის, დასკვნითი ნაწილის, ორი დანართისა და გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის სიისაგან.