image-1
Г. Цинцадзе, М. Цинцадзе, Т. Гиоргадзе

ИЗУЧЕНИЕ ИНФРАКРАСНЫХ СПЕКТРОВ ПОГЛОЩЕНИЯ СОЕДИНЕНИЙ С ХСN-ГРУППАМИ

უაკ: 546

В монографии „Изучение инфракрасных спектров поглощения соединений с ХСN-группами“ приведены: краткая справка о методах исследования, данные по исследованию физико-химических свойств координационных соединений металлов с цианато-, тиоцианато- и селеноцианатогруппами, электронное строение ХСNˉ и СNОˉ, способ присоединения цианато-, тио-, селеноцианато- и фульминатных групп к металлу и их строение. В книге также приведены анализ опубликованных структурных данных и теоретический (полуэмпирический) анализ колебаний координированных цианато- и фульминатогрупп.
Данные о строении соединений получены при использовании современных физических и физико-химических методов исследования.
Монография предназначена для научных работников, химиков-неоргаников, магистрантов и студентов старших курсов химических специальностей.

 

 

image-1
Л. Гвердцители, Г. Цинцадзе, А. Цивадзе

Координационные соединения карбоксилатов переходных металлов С амидами пиридинкарбоновых кислот И ИХ БИОЛОГИЧЕСКИЕ СВОЙСТВА

უაკ: 541.1:543.43:546.03:548.539.26:755.1

Настоящая работа является итогом многолетних исследований в области координационной химии: получены координационные соединения ацетатов и формиатов марганца (II), кобальта (II), никеля (II), меди (II), цинка и кадмия с амидами никотиновой (АНК), пиколиновой (АПК), изоникотиновой кислот (АИНК) и диэтиламидом никотиновой кислоты (ДЭАНК). Изучены некоторые физико-химические свойства полученных комплексных соединений: раство­римость, электропроводность, температура плавления и разложения.
Изучено строение этих комплексов с применением ИК, КР спектроскопии и рентгеноструктурного анализа. Во всех изученных карбоксилатных коор­динационных соединениях с АНК, АИНК и ДЭАНК, за исключением ком­плексов меди и АПК, карбоксилатные группы и молекулы органического лиганда координируются монодентатно через гетероатом азота. Бидентатные ацетатные группы с атомами меди образуют «фонарик», молекулы АПК выс­тупают в роли бидентатных лигандов.
Изучено влияние ацетатных и формиатных координационных соединений кобальта, никеля, меди, марганца, кадмия и цинка с амидами пири­дин­карбоновых кислот на текучесть крови и уровень сахара, потребление кислорода тканями, артериальное давление и характер электрокардиограммы у животных (собак).
Монография предназначена для ученых и практиков, докторантов, магистров, связанных с теорией и практикой координационной химии в целом и аналитической химии, также для исследования биологической активности координационных комплексов.

 

 

image-1
გ. ტალახაძე

ადამიანის პრობლემა ძველქართულ მწერლობასა და ფილოსოფიაში (უძველესი ხანიდან XIV საუკუნემდე)

უაკ: 7.041(479.22)

მონოგრაფიაში გადმოცემულია ადამიანის ბუნების არსის გამოკვლევა უძველესი ეპოქიდან XIV საუკუნემდე. ამ მიზნის შესაბამისად, გაანალიზებულია ადამიანის ბუნება ქრისტიანობამდელ აზროვნებაში, შემდეგ ხდება მისი განვითარება IV–X საუკუნეების ქართული ჰაგიოგრაფიის „ოქროს ხანაში“, VII–X საუკუნეებში, როცა ჩამოყალიბდა ქართული მართლმადიდებლური იდეოლოგია. ნაჩვენებია IV–VI საუკუნეებში შემოსული ქრისტიანული სარწმუნოების დამკვიდრების რთული პროცესი, შემდეგ მიმდინარეობს ადამიანის ახლებური ანუ შემოქმედის უნარის მქონის გააზრება XI–XIII საუკუნის ქართულ კულტურაში, რაც მთავრდება დასკვნით.
მონოგრაფია განკუთვნილია სტუდენტების სასწავლო კურსისათვის, მეცნიერებისა და საზოგადოებისათვის.

 

 

image-1
ნ. ჯორჯიკია

საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ისტორიიდან
(XX საუკუნის 40-იანი წლები და 50-იანი წლების დასაწყისი)

უაკ: 93/99

ნაშრომში განხილულია საქართველოს XX საუკუნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდის 40-იანი წლებისა და 50-იანი წლების დასაწყისის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები, რაც ჯერ მსოფლიო ომის მკაცრი საჭიროებით, შემდეგ კი „ცივი ომის“ დაწყებიდან გამომდინარე გარემოებით იყო განპირობებული.
ახალი საარქივო მასალის გამოყენების საფუძველზე ნაჩვენებია მრავალი დღემდე ნაკლებად ცნობილი მოვლენა და ფაქტი. ნაშრომში გამოთქმული არაერთი ავტორისეული დებულება, კრიტიკული აზრი თუ დასკვნა ახლებურად წარმოაჩენს ეპოქის ისტორიულ ეპიზოდებსა და პროცესებს.
ნაშრომი გათვალისწინებულია მკითხველთა ფართო საზოგადოებისათვის.

 

 

image-1
ა. ფრანგიშვილი, ზ. აზმაიფარაშვილი, ნ. ოთხოზორია, მ. ნარჩემაშვილი

რხევითი სისტემების ინფორმაციული პარამეტრების განსაზღვრის მეთოდებისა და საშუალებების შემუშავება, კვლევა და ანალიზი

უაკ: 62-5

მონოგრაფიაში წარმოდგენილია  მართვის სისტემებისათვის განკუთვნილი რხევითი სისტემების ძირითადი ინფორმაციული პარამეტრების მაღალი სიზუსტით განსაზღვრის მეთოდები და საშუალებები. დეტალურადაა აღწერილი შემოთავაზებული მეთოდების ალგორითმები და შესაბამისი მოწყობილობების მუშაობის პრინციპები. შემუშავებულია ანალიტიკურ-იმიტაციური მოდელი, რომლის საშუალებითაც განხორციელებულია როგორც არსებული, ისე შემოთავაზებული მეთოდებისა და მათი მარეალიზებელი მოწყობილობების კვლევა და ანალიზი, გამოვლენილია ის აპარატურული ფაქტორები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს განსაზღვრის სიზუსტეზე. დადგენილია შემუშავებული მეთოდების და მოწყობილობების უპირატესობები არსებულ მეთოდებთან შედარებით.
განკუთვნილია შესაბამისი დარგის დოქტორანტებისა და სპეციალისტებისათვის.

 

 

image-1
ნ. თოფურია

ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია SharePoint Server-ის ბაზაზე

უაკ: 004.5

მონოგრაფიაში განხილულია კორპორატიული პორტალის დაპროექტებისა და შრომითი პროცესების ავტომატიზაციის ეტაპები Microsoft SharePoint Server-ის ბაზაზე. წარმოდგენილია საპრობლემო სფეროს კონცეპტუალური სქემის დაპროექტება ობიექტ-როლური მოდელირებით. მოცემულია კორპორაციისთვის ავტომატიზებულ რეჟიმში დაპროექტებული Ms SQL Server-ის მონაცემთა ბაზის დაკავშირება SharePoint Server-Tan SharePoint Designer-ის საშუალებით. აღწერილია რეკომენდაციები IT-ხელმძღანელებისათვის „ღრუბლოვან“ პლატფორმაზე გადასვლის მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით, მათი დანერგვის შედეგად მიღებული სავარაუდო რისკების, ასევე მოგება-ზარალის რაოდენობრივი შეფასებისათვის. მონოგრაფია განკუთვნილია ინფორმატიკის სპეციალობის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, აგრეთვე შეუძლიათ გამოიყენონ ბიზნესის სფეროში მომუშავე პირებმა.

 

 

image-1
ა. კაცაძე, მ. წიქარიშვილი

სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარების თანამედროვე მეთოდები, პროცესის ავტომატიზაცია და სამართლებრივი ასპექტები

უაკ: 347.77.028.4:681.3

ნაშრომში განხილულია სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის თანამედროვე მდგომარეობა, ექსპერტიზის ჩატარების მეთოდები, ექსპერტიზის პროცესუალური დებულებები. ექსპერიმენტულად დამუშავებულია ექსპერტიზის წარმოების პროცესის ავტომატიზაციისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სქემა.
მონოგრაფია განკუთვნილია სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის სპეციალობის დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისათვის. ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს.

 

 

image-1
ლ. ქრისტესიაშვილი, ლ. ზამბახიძე, ნ. მურღულია

გეგმაში რთული მოხაზულობისა და სიმაღლეში ცვალებადსართულიანობის გავლენა მრავალსართულიანი კარკასული შენობების სეისმომედეგობაზე

უაკ: 699.841:624.94

მონოგრაფიაში განხილულია გეგმაში რთული მოხაზულობისა და სართულების ტერასული ცვალებადობის მქონე კარკასული შენობის ანგარიში სეისმომედეგობაზე.
მონოგრაფია განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო სპეციალობის მაგისტრანტებისათვის. ნაშრომი ასევე დიდ დახმარებას გაუწევს ბაკალავრებს, დოქტორანტებს, კონსტრუქტორებს, მშენებლებს, კონსტრუქციების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს.

 

 

image-1
ზ. ლიპარტია

ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური აუდიტის ადმინისტრირება საქართველოში

უაკ: 657.1

მონოგრაფიაში მოცემულია ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის ტრანსფორმაციის პრინციპების ადაპტირებასთან დაკავშირებული საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულების სამეწარმეო ბიზნესსაქმიანობის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და  კორპორაციების მყარი ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით,  ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და სახელმწიფო ფინანსური კონტროლის სისტემის (საჯარო აუდიტის სფეროებში)  საერთაშორისო სტანდარტებით წარმოება-ადმინისტრირების აქტუალური საკითხები.
ნაშრომი განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების (BA) სპეციალობის მაღალი კურსის სტუდენტების, მაგისტრანტ-დოქტორანტებისა და აღრიცხვა-აუდიტის სფეროებში დასაქმებული სპეციალისტებისათვის.