უაკ: 553.2
სახელმძღვანელოში განმარტებულია სასარგებლო წიაღისეულის რაობა, მისი როლი ცივილიზაციის განვითარებაში და დისციპლინის ძირითადი ცნებები. მოყვანილია მადნიანი სხეულების მინერალოგიური და ელემენტური შედგენილობა, მათი მორფოლოგია და სივრცეში განლაგების ელემენტები. საბადოების წარმოშობის პროცესების განხილვამდე მოცემულია გეოქიმიური და მეტალოგენიური ნარკვევები, საბადოების ორი ყველაზე მიღებული გენეტური კლასიფიკაცია. ამ ცოდნის საფუძველზე, დეტალურად აღწერილია სასარგებლო წიაღისეულის წარმოშობის ენდოგენური, ეგზოგენური და მეტამორფოგენული პროცესები, ამ პროცესებთან დაკავშირებული ეტალონური საბადოების გეოლოგიური თავისებურებების დამახასიათებელი გეგმები და ჭრილები. დეტალურადაა დახასიათებული საბადოების გამოფიტვის ქიმიური წონასწორობები და განსხვავებული შედეგების გამომწვევი ფაქტორები. სახელმძღვანელო შედგენილია მაგისტრატურის მსმენელებისათვის, მაგრამ მას შეუძლია მნიშვნელოვანი სამსახური გაუწიოს როგორც ბაკალავრიატის სტუდენტებს, ისე ამ მიმართულებით მომუშავე ახალგაზრდა გეოლოგებს.
უაკ: 656.2.(075.8)
ნაშრომში განხილულია რკინიგზის კომერციული ექსპლუატაციის თეორიული საფუძვლები. შემჭიდროებული სახით გაშუქებულია სარკინიგზო ტრანსპორტზე სატვირთო და კომერციული მუშაობის ორგანიზაციის ძირითადი პრინციპები, მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები, ტვირთის გადაზიდვებთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი საკითხები. მოცემული სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პირველი საფეხურის სწავლების ბაკალავრისათვის. იგი ასევე შეიძლება გამოადგეთ საქართველოს რკინიგზის უმაღლესი პროფესიული კოლეჯისა და საქართველოს საბაჟო აკადემიის სტუდენტებს, ამ დარგით დაინტერესებულ პირებს. ავტორი დიდ მადლობას უხდის საქართველოს რკინიგზის სადგურ რუსთავის დირექტორს, გზათა მიმოსვლის ინჟინერს რკინიგზების ექსპლუატაციის დარგში, საპატიო რკინიგზელს, ბატონ დავით შველიძეს, სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესში გამოთქმული საქმიანი შენიშვნებისა და წინადადებებისათვის.
უაკ: 656.2.078
სახელმძღვანელოში განხილულია სატრანსპორტო სისტემის როლი ეროვნული მეურნეობის ფუნქციონირებაში, ტრანსპორტის ცალკეული სახეობების თავისებურებანი და მათი გამოყენების სფეროები; მოყვანილია ტრანსპორტის სახეობების ტექნიკური (ტექნოლოგიური) და საექსპლუატაციო დახასიათება; ჩამოყალიბებულია სარკინიგზო და სხვა სახის ტრანსპორტის საექსპლუატაციო ურთიერთქმედების ფორმები და მეთოდები; განხილულია ტრანსპორტის ცალკეული სახეობებისა და რკინიგზისა და სხვა სახის ტრანსპორტის ურთიერთქმედების პრაქტიკული მაგალითები. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „სარკინიგზო ტრანსპორტის“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის.
უაკ: 004.43
გადმოცემულია Microsoft Visual Studio .NET გარემოში პროგრამების შემუშავების საკითხები. დაწვრილებითაა განხილული C# ენის საფუძვლები, ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპები, დელეგატები, მოვლენები, ინტერფეისები, მონაცემებისა და შესრულების ნაკადებთან, აგრეთვე, სერიულ პორტებთან და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ხერხები. სახელმძღვანელოში დამატებულია LINQ ტექნოლოგიასთან მუშაობის პრინციპები. წიგნში უხვადაა მაგალითები და სავარჯიშოები თავიანთი ამოხსნებით. განკუთვნილია კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის, აგრეთვე პროგრამირების შესწავლის მსურველთათვის.
უაკ: 681.3.06
ალგორითმული დაპროგრამების ენა Java ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ენაა. მისი საშუალებით შედარებით მარტივადაა შესაძლებელი ურთულესი გამოყენებითი პროგრამული სისტემების შექმნა. ამ პოპულარული ენის აღწერას ეძღვნება წინამდებარე სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს არა მარტო ენის აღწერას და პროცედურული საშუალებების გადმოცემას, არამედ ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ძირითადი პრინციპების და მექანიზმების რეალიზაციას ამ ენის საშუალებით.სახელმძღვანელო, ორსემესტრიანი სასწავლო პროცესის შესაბამისად, დაყოფილია ორ ნაწილად. I ნაწილში გადმოცემულია ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ძირითადი პრინციპები, კონცეფციები, ტერმინოლოგია, ძირითადი ოპერაციები, მონაცემთა ტიპები, წრფივი და მმართავი ოპერატორები, კლასების და ობიექტების შექმნისა და გამოყენების საშუალებები.სახელმძღვანელო განკუთნილია სტუ-ს სტუდენტებისა და დაპროგრამების საწყისებით დაინტერესებული ყველა პირისათვის.
უაკ: 65.015.13
სახელმძღვანელოში მოცემულია ტექნოლოგიური პროცესების თეორიის საფუძვლები. იგი მოიცავს ქიმიურ-ტექნოლოგიური პროცესის შეფასებას ქიმიური, თერმოდინამიკური და გამოყენებითი კინეტიკის თვალსაზრისით, აგრეთვე კატალიზისა და სამრეწველო კატალიზატორის ტექნოლოგიის საკითხებს. სახელმძღვანელო განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური დეპარტამენტების სტუდენტებისათვის. იგი გამოადგებათ ქიმიური ტექნოლოგიის სფეროში მომუშავე სპეციალისტებსაც.
უაკ: 547.7/.8
„ჰეტეროციკლური ნაერთების ქიმია“ ქართულ ენაზე შედგენილი პირველი სახელმძღვანელოა ორგანული ქიმიის ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგში, როგორიცაა ჰეტეროციკლური ნაერთები. ორგანულ ქიმიასა და ბიოქიმიაში ჰეტეროციკლური ნაერთების მნიშვნელობა იმდენად გაიზარდა, რომ ბოლო წლებში ქიმიკოს-ორგანიკოსის მომზადება, რომელიც სპეციალიზებულია ორგანული სინთეზის, ფარმაკოლოგიის, საღებრების წარმოების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და ბიოქიმიის სფეროში, წარმოუდგენელია ჰეტეროციკლური ნაერთების ღრმა ცოდნის გარეშე. წიგნში განხილულია არა მხოლოდ დადგენილი ცნებები და კანონზომიერებები, არამედ მოცემულია არაერთი წინადადება, რომლებიც დიდ ინტერესს იწვევს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით. განკუთვნილია სახელმძღვანელოდ მაგისტრატურის სტუდენტებისათვის. ნაშრომი შედგენილია ქიმიის სამაგისტრო-საგანმანათებლო პროგრამის შესაბამისად. წიგნში წარმოდგენილი მასალა დიდ დახმარებას გაუწევს ბაკალავრებსა და დოქტორანტებს, ასევე ჰეტეროციკლური ნაერთების ქიმიით დაინტერესებულ პირებს.
უაკ: 681.3
წიგნში გადმოცემულია მაიკროსოფთის ფირმის ახალი პროგრამული პლატფორმის ბაზაზე შექმნილი Ms Visual Studio .NET Framework 4.0/4.5 პაკეტის C# დაპროგრამების ენის ვიზუალური ინსტრუმენტული საშუალებანი. წარმოდგენილია C# − 2010/2011 Expression და Professional ვერსიებში არსებული მართვის ვიზუალური ელემენტები და კომპონენტები, ობიექტ-ორიენტირებული მიდგომით პროგრამული სისტემების რეალიზაციის ასპექტები. ინკაფსულაციის, პოლიმორფიზმის, მემკვიდრეობითობის და აბსტრაქციის თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გამოყენების ამოცანების გადაწყვეტა. განიხილება C#−2010 ენის ვიზუალური კონსტრუქციები ADO.NET, MsAccess, MySQL და Ms SQL Server მონაცემთა ბაზებთან სამუშაოდ, აგრეთვე ვებ-აპლიკაციების აგების საშუალებები ASP.NET და XML. მოცემულია გრაფიკულ რეჟიმში მუშაობის (GDI+ და WPF) მეთოდები და ანიმაციური პროგრამების აგების ვიზუალური საშუალებები. თეორიულ საკითხებთან ერთად შემოთავაზებულია პრაქტიკულ და ლაბორატორიულ ამოცანათა ციკლი C# ენის ასათვისებლად ვინდოუს- და ვებ-აპლიკაციების პროექტების აგების მიზნით. განკუთვნილია მართვის საინფორმაციო სისტემების (Management Information Systems) და პროგრამული ინჟინერიის (Software Engineering) სპეციალობის სტუდენტების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის, აგრეთვე სხვა სფეროს სპეციალისტებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ შეისწავლონ დაპროგრამების ვიზუალური მეთოდები და ინსტრუმენტული საშუალებანი C# ენის ბაზაზე. NET გარემოში.
უაკ: 62-5
მოცემულია საინფორმაციო სისტემის ცნება, კლასიფიკაცია და უზრუნველყოფის ქვესისტემები, საინფორმაციო სისტემის სასიცოცხლო ციკლი და მისი დამუშავების ეტაპები. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული საინფორმაციო სისტემების დაპროექტების თანამედროვე საშუალებებზე – CASE სისტემებზე. განხილულია საინფორმაციო სისტემების სტრუქტურასა და ობიექტზე ორიენტირებული დაპროექტების საშუალებანი, კერძოდ შესაბამისი დიაგრამები, მათი აგების წესები და ამ დიაგრამების ასაგებად გამოყენებულია Windows-ის დიაგრამებისა და ბლოკ-სქემების რედაქტორის Microsoft Visio. განკუთვნილია ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტებისა და საინფორმაციო სისტემების დაპროექტებით დაინტერესებული სხვა სპეციალისტებისათვის.