უაკ: 616.053 (035.3)
განხილულია თანამედროვე დიაგნოსტიკის ერთ-ერთი წამყვანი სფერო – მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ). გადმოცემულია მრტ-ის საწყისების, ფიზიკური მოვლენებისა და კანონების შესახებ. ზედმიწევნით ზუსტად ახსნილია კვლევის მეთოდები და განმარტებულია მრტ-ში გამოყენებული ტერმინოლოგია. ჩამოთვლილია კვლევებისთვის საჭირო თანმხლები მასალების ნაირსახეობა. აღწერილია გამოყენებული დანადგარები და თითოეულის მოქმედების პრინციპი და დანიშნულება. სახელმძღვანელო უხვად გაჯერებულია სურათებით, ცხრილებითა და გრაფიკებით, რაც გაუადვილებს მკითხველს წარმოდგენილი მასალის აღქმას.განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო სპეციალობების „სამედიცინო ფიზიკისა“ და „ადამიანისა და გარემოს რადიაციული უსაფრთხოების“ სტუდენტებისთვის.
უაკ: 664.0.66.02
სახელმძღვანელოში განხილულია კვების პროდუქტების წარმოების და სიცივის მიღების ტექნოლოგიური პროცესების და შესაბამისი მანქანა-აპარატების მუშაობის თეორიული საფუძვლები, ტექნოლოგიური პროცესებისა და აპარატების გაანგარიშების მეთოდები. სახელმძღვანელო განკუთვნილია „კვების ინდუსტრიის ინჟინერიის და ტექნოლოგიის“ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი შეიძლება გამოიყენონ აღნიშნული სპეციალობის მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებმა, აგრეთვე კვებისა და სამაცივრო საწარმოებთან დაკავშირებულმა ინჟინერ-ტექნიკურმა პერსონალმა.
უაკ: 621.643.2:536.24
სახელმძღვანელოში მოცემულია თბური, გრიგალური და პულსაციური მილების თეორიის საფუძვლები. წარმოდგენილია მათი ნაირსახეობების კონსტრუირების, დამზადების და გამოცდის ანალიზი. აღწერილია თითოეული მათგანის მუშაობის რესურსის გამოცდის შედეგები. მოყვანილია თბური, გრიგალური და პულსაციური მილების გამოყენებისა და დაპროექტებისათვის საჭირო მონაცემები.სახელმძღვანელო განკუთვნილია ენერგეტიკის (თბოენერგეტიკა), მანქანათმშენებლობის (სამაცივრო ტექნოლოგია და ტექნიკა) და სამშენებლო ინჟინერიის (თბო-აირ-მომარაგება) სფეროს ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.
უაკ: 641.4.037
ნაშრომში მოცემულია კვების პროდუქტების სიცივით დამუშავებისა და შენახვის ძირითადი ხერხები და პრინციპები. განხილულია კვების პროდუქტების თბოფიზიკური თვისებები მათი სიცივით დამუშავების ყველა სტადიაზე: გაცივების, გადაცივების, გაყინვის, აგრეთვე, გაცივებულ ან გაყინულ მდგომარეობაში შენახვის პირობებში.სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „საკვები პროდუქტების წარმოების პროცესების მართვის“ საგანმანათლებლო პროგრამის „სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის“ სპეციალობის ბაკალავრებისათვის.
უაკ: 641.4
განხილულია მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გაყინვის პროცესის თეორიული საფუძვლები, ქიმიური და ბიოლოგიური ცვლილებები კვების პროდუქტების გაყინვის დროს; აღწერილია გაყინვის პროცესის მიმდინარეობა და გაყინული პროდუქტების ფიზიკური თვისებები, გაყინვის პროცესზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორები და გაყინვის პროცესის გაანგარიშების მეთოდები.განკუთვნილია კვების ინდუსტრიის ინჟინერიის და ტექნოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე ამავე პროგრამის შემსწავლელმა მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა.
უაკ: 621.9(075.80)
განხილულია მუხლა ლილვების, ჩანგლის, ბერკეტების, ბარბაცებისა და დგუშების დამზადების ტექნოლოგიური პროცესები. შედგენილია მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის დეპარტამენტში შემუშავებული სილაბუსების მიხედვით. დეტალების დამზადებისა და ნაკეთის საბოლოო სიზუსტის უზრუნველყოფისათვის განხილულია ცდომილების სახეები და მათი შესწავლის მეთოდები, ბაზირების საფუძვლებისა და ტექნიკური დროის ნორმირების საკითხები, დეტალების შეერთების კლასიფიკაცია და აწყობის ტექნოლოგიური პროცესების შემუშავების საფუძვლები. განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიისა და სხვა მონათესავე სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: [331.45.681.13]
განხილულია უსაფრთხოების დროს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების აუცილებლობა. მოცემულია შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის საერთო და სპეციფიკური საკითხები. განხილული მასალა საშუალებას მისცემს წარმოების უსაფრთხოების სპეციალისტებს და სხვადასხვა დარგის მუშაკებს აღიქვან საწარმოო პირობებში არსებული სხვადასხვა საფრთხე. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვისა და ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოების პროფესიული სწავლების სპეციალობის და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
უაკ: 54
The book „GENERAL CHEMISTRY“ is intended for the students of Georgian Technical University who take a course of General Chemistry in English.The course covers almost all basic issues considered by the existed program of General Chemistry (CHEO104). It represents the general terms and laws in chemistry, reflects the common classes of inorganic compounds, describes the modern viewpoints about the periodic table of the chemical elements, the structure of atoms and chemical bonding, solutions, electrochemical processes, corrosion and protection of metals, etc.The book can be used at high schools and at secondary schools as well.
უაკ: 681.325.5
В настоящей книге рассматриваются арифметические основы цифровых вычислительных систем. В частности, представление числовой информации в различных системах счисления, способы перевода чисел из одной системы в другую, формы представления чисел в вычислительных устройствах. Показаны некоторые алгоритмы выполнения арифметических операций в вычислительных системах. Определенное место уделяется также вопросам контроля. Рассмотрены способы контроля и некпторые коды, применяемые при передаче данных и в арифметических операциях. Книга рассчитана на студентов специальности „Вычислительные системы и сети“ и представляет собой курс лекций „Арифметика цифровых вычислительных систем“.