უაკ: 54.03
განხილულია ტემპერატურის, ელექტრული ველის და სინათლის მოქმედება ნემატურ, ქოლესტერულ და სმექტიკურ თხევად კრისტალთა ფიზიკურ თვისებებზე, ასევე თხევადი კრისტალების გამოყენება ინფორმაციის ოპტიკური დამუშავების სისტემებში (თხევადკრისტალური ინდიკატორები, დისპლეები, ულტრაიისფერი გამოსხივების დოზიმეტრები, მიკროლაზერები და სხვა ოპტიკური ხელსაწყოები). მოცემულია მოკლე ცნებები ფიზიკური ოპტიკიდან, კრისტალოგრაფიიდან და ორგანული ქიმიიდან. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. სახელმძღვანელო არის პირველი წიგნი ქართულ ენაზე თხევად კრისტალებზე და სასარგებლო იქნება სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის.
უაკ: 651.4/.8
განხილულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულება, ტერმინოლოგია და ძირითადი ცნებები, დოკუმენტების ფუნქციები და დანიშნულება.განკუთვნილია ბიზნესის ორგანიზაციის მართვის, ტრანსპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტის და საბანკო საქმიანობით დაინტერესებული და ზოგადად საჯარო და კერძო საწარმოებში მომუშავე პირთათვის. ახსნილია მთლიანად საქმის წარმოება და მენეჯერული საქმიანობა თანამედროვე ეტაპზე. ის წარმოადგენს სასწავლო სახელმძღვანელოს ზემოთ აღნიშნულ სპეციალისტთა საქმიანობისათვის (თუ, როგორ აწარმოონ საქმიანი მიმოწერა). სახელმძღვანელოში მოცემულია აღნიშნული საქმის ნიმუშები.
უაკ: 008
სახელმძღვანელოში გაშუქებულია დიპლომატიური და ბიზნესურთიერთობების მრავალი პრობლემური საკითხი, რომელთა შესწავლა და პრაქტიკულად განხორციელება ჩვენ პიროვნულ ღირსებებს კიდევ უფრო აამაღლებს, ხოლო სამსახურებრივ საქმიანობას შესამჩნევად წარმატებულს გახდის.განსაკუთრებით საყურადღებოა ამ სფეროს ცნობილი სპეციალისტების პრაქტიკული რჩევები, რომელიც ითვალისწინებს სადისკუსიო თემატიკას, ფსიქოლოგიურ ტესტებს, დამოუკიდებლად შესასრულებელ დავალებებს, საკომენტარო და გასაანალიზებელ სიტუაციებს, გამოცდილებათა გაზიარებასა და სხვა საკითხებს.განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის, კერძოდ, ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკური და იურიდიული სპეციალობის სტუდენტებისათვის და ამ პრობლემით დაინტერესებული პრაქტიკოსი მუშაკებისათვის.
უაკ: 681.3
განხილულია პროექტების მართვის ინფორმაციული სისტემებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა Ms Project.სახელმძღვანელო განკუთვნილია სტუდენტებისათვის, აღნიშნულ სფეროში მომუშავე სპეცილისტებისა და პროექტების მართვის სისტემებით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის.
უაკ: 620.9+33
The textbook introduces the basic concepts of energy economics and explains how simple economic tools can be used to analyse contemporary energy issues. Energy Economics is organised into 15 chapter that give the reader a thorough grounding in various key aspects of the subject: Fixed and variable assets of power engineering companies; Electricity tariff calculation methodology; Power, electricity and aggregate balances calculation; Energy safety and regulatory and governance issues. Energy Economics is textbook for students of energy economics as well as for a wider interdisciplinary audience. It provides readers with the skills required to understand and analyse complex energy issues from an economic perspective.
უაკ: 697.5
განხილულია შენობათა სხვადასხვა სახის გათბობის სისტემები, მათი ძირითადი სქემები, კონსტრუქციები და მოქმედების პრინციპები, შესწავლილია შენობათა ზამთრის თბური რეჟიმები და შენობათა თბური დატვირთები. წარმოდგენილია გათბობის სისტემების შერჩევის, კონსტრუირების და ანგარიშის მეთოდები. განკუთვნილია თბოაირმომარაგების და ვენტილაციის სპეციალობის სტუდენტებისა და ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვის.
უაკ: 537+538
სახელმძღვანელო წარმოადგენს ზოგადი ფიზიკის სამტომეულის მეორე ტომს. მასში განხილულია სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ელექტრობისა და მაგნეტიზმის საკითხები, რომლებიც დაწერილია იმ ვარაუდით, რომ სტუდენტს გაუადვილდეს წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობა და ამავე დროს გამოუმუშავდეს ლოგიკური აზროვნების საჭირო ჩვევა.განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო სპეციალობების სტუდენტებისათვის.
უაკ: 343.9
სახელმძღვანელოში დაწვრილებითაა განხილული კრიმინოლოგიის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ზოგადი ნაწილის საკითხები. იგი დიდ დახმარებას გაუწევს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს და კრიმინოლოგიის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველებს.ნაშრომის შექმნას საფუძვლად დაედო ავტორთა მიერ წაკითხული ლექციების კურსი კრიმინოლოგიაში.
უაკ: 004.4
ჰასკელი ერთ-ერთი წამყვანი ენაა ფუნქციონალური დაპროგრამების შესასწავლად. იგი საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს წეროს კოდი მარტივად და გასაგებად, დაეუფლოს პროგრამათა დასაბუთებას და სტრუქტურირებას. მოცემული წიგნი ამ ენის პირველი და საყოველთაოდ მისაწვდომი შესავალია ქართულ ენაზე. იგი იდეალურად შეეფერება დამწყებთ: არ მოითხოვს წინასწარ გამოცდილებას დაპროგრამების სფეროში და ყველა ცნების ახსნას იძლევა პირველადი პრინციპების გამოყენებით საგანგებოდ შერჩეულ მაგალითებზე. ყოველი თავი შეიცავს სიძნელეთა სხვადასხვა ხარისხის სავარჯიშოებს და რეკომენდაციებს შემდგომი მასალის გასაცნობად უფრო რთულ თემებთან დაკავშირებით. ყველა სავარჯიშოსა და მაგალითისათვის მოცემული კოდი მთლიანად თავსებადია ენის სტანდარტის უკანასკნელ ვერსიასთან. დღეისათვის ჰასკელი ფუნქციონალური დაპროგრამების ყველაზე მძლავრ და დასრულებულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, ხოლო განვითარების ტემპებით წინ უსწრებს კომერციულად განსაკუთრებით გავრცელებულ ენებსაც კი. მასალისა და მისი გადმოცემის სტილის შერჩევისას ძირითადად გამოყენებულია ნოტინგემის უნივერსიტეტში (England, University of Nottingham) მიღებული მიდგომები, რომლებსაც პროფესორი გრემ ჰატონი (Graham Hutton) ამკვიდრებს. ფუნქციონალური დაპროგრამება მიზნად ისახავს ყოველი პროგრამისათვის მარტივი მათემატიკური ინტერპრეტაციის მიცემას. ეს ინტერპრეტაცია დამოუკიდებელია შესრულების წვრილმანებისგან და მისაწვდომია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც არავითარი ცოდნა არ გააჩნიათ საგნობრივ არეში. წიგნი მკითხველთა ორი ჯგუფისათვის შეიძლება აღმოჩნდეს განსაკუთრებით საინტერესო. ჯერ ერთი, მასწავლებლებისათვის, რომლებსაც სურთ ღრმად და გასაგებად მიაწოდონ სტუდენტებს ფუნქციონალური დაპროგრამების ძირითადი კონცეფციები ერთსემესტრიანი კურსის ფარგლებში. და მეორეც, პროგრამისტებისათვის, რომლებსაც უნდათ რაც შეიძლება მოკლე დროში ეზიარონ ჰასკელს.