უაკ: 54
ზოგადი ქიმიის სალექციო კურსი საპრეზენტაციო მასალასთან ერთად განკუთვნილია როგორც ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის, ისე სხვა ფაკულტეტების ბაკალავრებისათვის და ემსახურება სტუდენტებისათვის მასალის გადაცემას სწავლების დემონსტრაციული მეთოდით. ნაშრომში მოცემულია ზოგადი ქიმიის არსებული სასწავლო პროგრამის თითქმის ყველა საკითხი, კერძოდ: ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები; ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის თანამედროვე ვარიანტი; თანამედროვე წარმოდგენები ატომის აღნაგობასა და ქიმიური ბმის ტიპებსა და ხასიათზე, ხსნართა თეორიასა და ჟანგვა-აღდგენის პროცესებზე.
უაკ: 621.316.543
წინამდებარე სახელმძღვანელო ეხება გამოთვლითი სისტემების ლოგიკური სქემების აგების თეორიულ საფუძვლებს. განხილულია ლოგიკის ალგებრის ფუნქციების საშუალებით სქემების ფუნქციონირების ფორმალური აღწერის მეთოდიკა. სქემის წარმოდგენის ფორმების მინიმიზაციის ამოცანას სხვადასხვა ბაზისისათვის. განხილულია მინიმიზაციის ფართოდ გამოყენებული მეთოდები. საილუსტრაციოდ მოყვანილია კომბინაციური სქემების აგების პრაქტიკული მაგალითები. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა აგრეთვე მეხსიერების მქონე სასრულო ავტომატებს, წარმოდგენის ფორმებს, კოდირებული ცხრილების აგების მეთოდიკას და მათ სტრუქტურულ სინთეზს. სახელმძღვანელო განკუთვნილია „კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების“ სპეციალობის, აგრეთვე მომიჯნავე სპეციალობების სტუდენტებისათვის და შედგენილია იმავე სახელწოდების დასციპლინის პროგრამის მიხედვით.
უაკ: 621.9.06
განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: დეტალის სიზუსტე, ზედაპირის სიმქისე, მანქანათმშენებლობაში გამოყენებული ჩარხები, მათი საერთო ხედები და კინემატიკური სქემები, მოქმედების პრინციპები, დანიშნულება და გამოყენების სფერო. დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის სპეციალობის პროფესიული სწავლების IV საფეხურის საგანმანათლებო პროგრამის სასწავლო კურსის „ჩარხები და საწარმოო ტექნოლოგიური სისტემები“ სილაბუსის შესაბამისად.განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსის სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 004.43
მეთოდიკური მითითებების პირველი ნაწილი განკუთვნილია იმ ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად. მასში განხილულია C# ენის ისეთი ძირითადი საკითხები, როგორიცაა კლასები, მეთოდები, კონსტრუქტორები და ა.შ. თითოეულ ლაბორატორიულ სამუშაოს ახლავს მოკლე თეორიული ცნობები და შესაბამისი საკითხის პრაქტიკული გადაწყვეტა.
უაკ: 687.053
შედგენილია ამჟამად მოქმედი პროგრამის მიხედვით და მოიცავს პროგრამით გათვალისწინებულ ორ, სამ და ხუთძაფიანი საკერავი მანქანების გამოყენების საკითხებს. მოცემულია საკერავი მანქანების კლასიფიკაცია, ქსოვილის შემკერი პროცესისათვის გამოყენებული ძირითადი დეტალები და დამატებითი მოწყობილობები, გვირისტულას მაფორმირებელი ძირითადი მექანიზმები, კონსტრუქციულ-უნიფიცირებული რიგის 31 კლასის, ფირმა „ალტინის“ და იაპონური ფირმა Juki-ის ერთხაზიანი ორძაფიანი მაქური გვირისტის მანქანები. განკუთვნილია მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის მოდელირება და ტექნოლოგიის სტუდენტებისათვის, ასევე შეეძლებათ სარგებლობა მაგისტრანტებს, პროფესიული სწავლების სტუდენტებს და ამ დარგში მომუშავე ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს.
უაკ: 004.92.
დამხმარე სახელმძღვანელო საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCAD 2010 განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული და საბაკალავრო განათლების საგანმანათლებლო პროგრამებით მომზადებული სტუდენტებისათვის. ასევე მისი გამოყენება შეუძლიათ ინჟინრებს, რომლებიც ფლობენ საინჟინრო გრაფიკას და მინიმალურ დონეზე აქვთ განვითარებული კომპიუტერული უნარჩვევები. ასევე დაეხმარება ყველა დაინტერესებულ პირს საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკის შესწავლაში.
უაკ: 499.96-3
ენისა და მეტყველების დინამიკა სიტყვის, ლექსიკური ერთეულის წარმოქმნა − ჩამოყალიბების უპირველესი საფუძველია. დღევანდელი, შეცვლილი სოციალური ყოფიდან გამომდინარე მრავალი ტერმინი − კომპოზიტი აუცილებელ აღწერა-განმარტებას მოითხოვს.ამ კუთხით ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეული სათანადო სიუხვითა და საკმარი ახსნა-განმარტებით გამოირჩევა.წარმოდგენილი ნაშრომი, დროის კონიუქტურიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს საზოგადოებას მიაწოდოს „მოძველებული“, მაგრამ მეტად ტევადი შინაარსის მქონე ქართული კომპოზიტების კომპაქტური კრებული, რომელიც გამომდინარე თავისი ფორმატიდან, „მოხერხებული და ადვილმისაწვდომია“.წიგნი წარმოადგენს ორ ტომად შესრულებულ დამხმარე სახელმძღვანელოს, რომელიც უდავოდ გაუადვილებს ფართო საზოგადოებას, განსაკუთრებით − სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, ქართულ კომპოზიტთა ლინგვისტური შესაძლებლობების მართებულ გამოყენებას.
უაკ: 656. 224
განხილულია თანამედროვე ჩქაროსნული სარკინიგზო სამგზავრო გადაზიდვის განვითარების ძირითადი მიმართულებები. ჩამოყალიბებულია სამგზავრო მატარებლის მოძრაობის სიჩქარის გაზრდის ტექნიკური და საექსპლუატაციო პირობები. მოცემულია ჩქაროსნული მოძრაობის განხორციელებასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიშები. აღწერილია თანამედროვე ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალების ფუნქციონირების პრინციპები. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „ტრანსპორტის“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის.