image-1
დ. ბაქრაძე

მშენებლობის ორგანიზაცია და მართვა

უაკ: 69.05

დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მიერ დამტკიცებული სილაბუსის საფუძველზე.
სახელმძღვანელო შედგება 15 თავისაგან. თითოეულ თავს თან ერთვის საკონტროლო კითხვები სტუდენტთა ცოდნის თვითკონტროლის შემოწმების მიზნით.
სახელმძღვანელოში განხილულია მშენებლობის დაპროექტების, ფინანსური უზრუნველყოფის, მშენებლობის წარმართვის მეთოდებისა და სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშებების საკითხები. მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ტექნიკურ, საკრედიტო და საავტორო ზედამხედველობის წარმართვის მეთოდებს.
მშენებლობის ორგანიზაციისა და მართვის ცოდნა აუცილებელი პირობაა მშენებლის, როგორც მომავალი წარმატებული სპეციალისტის ფორმირებაში.
გამოცემა განკუთვნილია სამშენებლო დარგის ყველა სპეციალიზაციის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ვ. ღლიღვაშვილი, გ. ღლიღვაშვილი

თანამედროვე კომფორტულ ფერმებში თხის მოშენება დაპროდუქტების წარმოება

უაკ: 599.735:636.39

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: თხის ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურება,თხის ჯიშობრივი გაადგილება, სანაშენე საქმე, ფარას რაციონალური სტრუქტურა, ბონიტირება, გადარჩევა და შერჩევა,ნერბვა და დოლი, მოზარდის გამოზრდა, პროდუქციის წარმოება,რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, ხორცის წარმოება, თხის ძირითადი დაავადებები, ინფექციური დაავადებები, ინვაზიური დაავადებები, კომფორტული მეთხეობის ობიექტების დაპროექტების ზოგიერთი ნორმები და სხვა.
განკუთვნილია „მეცხოველეობის“ სპეციალობის ყველა სტუდენტისათვის, ასევე სხვა დაინტერესებულ პირთათვის.

 

 

image-1
ნ. მოლოდინი, რ. მოლოდინი

ლენტური კონვეიერების გაანგარიშება მეთოდიკური მითითებები

უაკ: 621.867.23

მეთოდიკური მითითებებში მოცემულია ლენტური კონვეიერის გაანგარიშების მეთოდიკა, ასევე ლენტური კონვეიერის თითოეული ტიპის მწარმოებლობისა და დახრის კუთხის მიხედვით მისი გაანგარიშება ამძრავი სიმძლავრის გამოთვლის ჩათვლით.
მეთოდიკური მითითებები დახმარებას გაუწევს სტუდენტებს საკონტროლო სამუშაოების შესრულებასა და საკურსო და სადიპლომო პროექტების შედგენაში სატრანსპორტო მანქანების კურსში. გამოცემა განკუთვნილია ღია სამთო სამუშაოების (09.05); მიწისქვეშა და საშახტო მშენებლობის (09.04); სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების (09.03); სასარგებლო წიაღისეულის საბადოს მიწისქვეშა დამუშავების (09.02); სამთო მანქანებისა და მოწყობილობების (17.01); სამთო ელექტრომექანიკური მოწყობილობისა და ავტომატიზაციის (21.05) სპეციალობის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ნ. მოლოდინი, რ. მოლოდინი

ტრიბოლოგიის ზოგადი კურსი

უაკ: 535.378

სალექციო კურსში განხილულია ტრიბონიკის ექსპერიმენტული მეთოდიკის, საკონტაქტო ზედაპირების ტოპოგრაფიის და ხახუნის თეორიის ზოგადი საკითხები: პრაქტიკული ამოცანების, გარეგანი და შინაგანი (მართვადი ადჰეზიური და კოჰეზიური) ხახუნით ტვირთის სატრანსპორტო სისტემებით ტრანსპორტირებისა და საკონვეიერო ამძრავების დაპროექტების ტექნოლოგიური პროცესები.
მოცემულია ცნობები გამაუხშოებელი (ვაკუუმის შემქმნელი) მექანიზმების კონსტრუქციების, ამასთანავე, ერთმანეთის მიმართ მოძრავი ხახუნის კვანძების საკონტაქტო ზედაპირების რგოლური ჭვრიტეების დაკავშირების, შეზეთვის და ვაკუუმში ხახუნის მეცნიერულად ახსნილი პროცესებით, დასახული მიზნების შესაბამისად, ხახუნის ძალებზე გავლენის უხელსაყრელესი პირობების მიღების, მათი გადაწყვეტისა და შენარჩუნების გზების შესახებ.
ნაშრომი განკუთვნილია მექანიკის შემსწავლელი სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ნ. მოლოდინი, რ. მოლოდინი

სამთო საწარმოთა სატრანსპორტო მანქანები

უაკ: 622.232.8

სალექციო კურსში მოცემულია სამთო საწარმოთა მიწისქვეშა ტექნოლოგიური პროცესებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული სატრანსპორტო მანქანებისა და დამხმარე მოწყობილობების თეორიის საფუძვლები და გაანგარიშება. განხილულია თვითოეული მანქანა-დანადგარის მოქმედების პრინციპი, საიმედოობისა და უსაფრთხო მუშაობის ნორმების გათვალისწინებით, წარმოდგენილია მათი სრულყოფის გზები და პერსპექტივები. სალექციო კურსი უზრუნველყოფილია პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების მეთოდიკური მითითებებით და შესასწავლი სიდიდეების გამზომი აპარატურით. სალექციო კურსის შესწავლის პროცესში გათვალისწინებულია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის შახტა-ლაბორატორიის მანქანა-მექანიზმები.
ნაშრომი განკუთვნილია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო სპეციალობის სტუდენტებისა და სამთო საწარმოში მომუშავე პირთათვის.

 

 

image-1
თ. მეგრელიძე, თ. ისაკაძე, გ. გოლეთიანი, გ. გუგულაშვილი

პრაქტიკული სამუშაოები ჰაერის კონდიცირებაში

უაკ: 551.574

მეთოდიკურ მითითებებში განხილულია კონდიცირების სისტემების გაანგარიშების მაგალითები: სპლიტ სისტემების, VRV სისტემების, სპეც დანიშნულების კონდიცირების და ტექნოლოგიური კონდიციონერების გაანგარიშების სხვადასხვამეთოდი.
განკუთვნილია სამაცივრო ტექნოლოგია და ტექნიკის პროფილის სპეციალობების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩასატარებლად საგნებში: „სამაცივრო მანქანა-დანადგარების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება“, „დგუშიანი კომპრესორები“, „როტაციული კომპრესორები“ და „ხრახნული კომპრესორები“. შეიძლება გამოიყენონ აგრეთვე სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსის სპეციალობის პროფესიული სწავლების სტუდენტებმა.

 

 

image-1
მ. კახიანი

ამოცანათა კრებული მანქანათა დინამიკაში პრაქტიკული სამუშაოები

უაკ: 629.113/.115

კრებულში მოცემულია მანქანის, ასევე მისი შემადგენელი დეტალებისა და კვანძების, დინამიკური გაანგარიშების მეთოდიკა მანქანის დინამიკური მოდელის შექმნის გზით. ჩამოყალიბებულია დინამიკური მოდელის შექმნის სხვადასხვა მეთოდები, კერძოდ მანქანის ნაწილების გამარტივების, აგრეთვე დაჯგუფება-სტანდარტიზაციის გზით. მოცემულია გაანგარიშებები სხვადასხვა დატვირთვის და სტანდარტული გეომეტრიული ფიგურების შემთხვევაში. ჩამოყალიბებულია შესაქმნელი დინამიკური მოდელისგამარტივების მეთოდიკა. წარმოდგენილია დინამიკური მოდელის შექმნის და მისიდინამიკური გაანგარიშების მაგალითები. მოცემულია სხვადასხვა პირობებში მანქანისდინამიკური მოდელის შექმნის ამოცანები.
გამოცემა განკუთვნილია მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ტექნოლოგიის სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ნ. მეძმარიაშვილი

პოლიმერული წამლები, ნანოწამლები და ქირურგიული მასალები

უაკ: 615.014.2:615.3

სალექციო კურსში განხილულია თანამედროვე წარმოდგენები მედიცინის სფეროში გამოყენებულ პოლიმერულ მასალებსა და მათ საფუძველზე შექმნილ ნაკეთობებზე, მოცემულია პოლიმერული მასალების ფიზიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, ფორმირებულია მოთხოვნები მათ მიმართ და ნაჩვენებია მედიცინის სხვადასხვა სფეროში მათი გამოყენების თავისებურებანი, ასევე - პოლიმერული წამლების სპეციფიკა და მათი გამოყენების მნიშვნელობა, დიზაინისა და მოქმედების ძირითადი პრინციპები; ღრმად არის განხილული წამლის კონტროლირებადი გამოყოფის სისტემები, მიკროკაფსულირების პროცესის მნიშვნელობა, მიკროკაფსულირებული და ნანოკაფსულირებული წამლები. დეტალურად არის წარმოდგენილი მედიცინის სხვადასხვა სფეროში გამოყენებული ქირურგიული მასალები და მათი თავისებურებანი, მუდმივი და დროებითი იმპლანტების დასამზადებელი პოლიმერული მასალები, პოლიმერული დამფარავები კანის დაზიანებულ ქსოვილთათვის, ქირურგიის სხვადასხვა სფეროში გამოყენებული გასაკერი მასალები,რბილი ან ძვლოვანი ქსოვილების შემაკავშირებელი პოლიმერული წებოები; ზემოთ ჩამოთვლილი პოლიმერული მასალების დეზინფექციის მეთოდები და წარმოების სპეციფიკა.
საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნულ კურსში, ასევე განხილულია საქართველოში წარმოებული პოლიმერული პრეპარატები და ქირურგიული ნაკეთობები.
გამოცემა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთათვის.

 

 

image-1
ზ. წვერაიძე, ხ. ბარდაველიძე, ლ. თედეშვილი, ქ. კვესელავა, მ. სიხარულიძე

კომპიუტერის არქიტექტურა და ორგანიზაციის საფუძვლები
II გადამუშავებული გამოცემა

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულია კომპიუტერის არქიტექტურისა და ორგანიზაციის საფუძვლების საკითხები. განხილულია კომპიუტერის განვითარების ისტორია, აღწერილია კომპიუტერული სისტემები, კომპიუტერის მოწყობილობები, მათი მახასიათებლები და მუშაობის პრინციპები. ასევე თვლის სისტემები და ლოგიკური სქემების აგების საკითხები, კომპიუტერული ქსელები და კომპიტერული ქსელის ელემენტები. ნაჩვენებია სხვადასხვა ტიპის კომპიუტერების კლასიფიკაცია და თანამედროვე ტენდენციები მათი განვითარების სფეროში.
გამოცემა განკუთვნილია ინფორმატიკის სპეციალობის ბაკალავრიატისა და უმაღლესი პროფესიული განათლების I კურსის სტუდენტებისათვის.