image-1
მ. ნადირაძე

სამარკშაიდერო საქმე

უაკ: 631.442.5:631.66/.87

გამოცემაში სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) მიხედვით გაშუქებულია მარკშაიდერული სამსახურის ამოცანები სამარკშაიდერო საქმესთან დაკავშირებით – ჰორიზონტალური და ვერტიკალური დამაკავშირებელი აგეგმვები, განხორციელებული სამუშაოების სიზუსტის შეფასების ხერხები, მარკშაიდერულ აგეგმვებთან და ქვედამუშავების მავნე ზეგავლენის შედეგად ქანთა მასივის ძვრისა და დეფორმაციების საკითხები.
სასწავლო კურსი განკუთვნილია სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საინჟინრო გეოდეზიის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ნ. ჯიქია

ნავთობისა და გაზის საბადოების დაზვერვის მეთოდიკა

უაკ: 553.981:553.982:550.8

სალექციო კურსში გაშუქებულია ნავთობისა და გაზის საბადოების დაზვერვის მეთოდიკა. განხილულია საძიებო-სადაზვერვო სამუშაოების სტადიები და ცალკეული ბუდობების ძიების დროს ჭაბურღილების განლაგების ძირითადი პრინციპები. მოცემულია ნავთობისა და გაზის დაგროვების ძიების სისტემის შერჩევა და პროდუქტიული ფენის გახსნის და მოსინჯვის მეთოდები. სხვადასხვა  გენეტიკური ტიპის ბუდობების დაზვერვის თავისებურებანი.
სალექციო კურსი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების სპეციალობის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

 

 

 

image-1
ფ. ქვაცაბაია

მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაცია

უაკ: 711.142:351.755

სალექციო კურსში გაანალიზებულია უძრავი ქონების არსი, უძრავი ნივთების სარგებლობის, ფლობის და განკარგვის საკითხები. განხილულია მიწის/უძრავი ქონების/რეგისტრაციის მართებულად წარმართვის: უძრავ ქონებაზე უფლებათა შეძენის, გამოყენებისა და განკარგვის უსაფრთხოების, საადგილმამულო დავების შემცირების, მიწის ბაზრის განვითარებისა და კონტროლის, მიწის თაობაზე ხელმისაწვდომი და უტყუარი ინფორმაციის წარმოების ხელშემწყობი პირობების შექმნის საკითხები.
გამოცემა განკუთვნილია საინჟინრო გეოდეზიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ფ. ქვაცაბაია

საკადასტრო სამუშაოები

უაკ: 528.44

სალექციო კურსში მოცემულია საკადასტრო სამუშაოების ყველა ოპერაცია – უძრავი ქონების აღრიცხვა, ნიადაგის ხარისხის განსაზღვრა, ეკონომიკური შეფასება და რეგისტრაცია. განხილულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების როლი საქმის წარმოების პროცესში და ქვეყნის სამეურნეო დარგების გეოინფორმაციული უზრუნველყოფის გაუმჯობესების საკითხები; საკადასტრო სამუშაოების როლი მიწისა და სხვა უძრავი ქონების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების ორგანიზაციის უზრუნველყოფაში.
ნაშრომი განკუთვნილია საინჟინრო გეოდეზიის საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ა. სურმავა

გარემოს ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გავრცელების მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირება

უაკ: 62-5:502.7

სალექციო კურსი ეხება გეოეკოლოგიის აქტიურ პრობლემას. სახელდობრ არაცოცხალი გარემოს – ნიადაგის, ზედაპირული წყლების და ატმოსფეროს დაბინძურების შესწავლას მათემატიკური მოდელირების მეთოდების გამოყენებით. მოცემულია თანამედროვე მათემატიკური მოდელები, მათი რიცხვითი ინტეგრირების მეთოდები, კომპიუტერული გამოთვლების ალგორითმები. მოყვანილია რიცხვითი მოდელირების კონკრეტული მაგალითები.
გამოცემა რეკომენდებულია უნივერსიტეტების გარემოს დაბინძურების შემსწავლელი როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის. ის დიდ დახმარებას გაუწევს ეკოლოგიური პრობლემებით დაინტერესებულ სხვადასხვა პროფილის სპეციალისტს პრაქტიკული გამოთვლების ჩატარებაში.

 

 

image-1
თ. დარსაველიძე

ტექნიკური კულტურები

უაკ: 633

სალექციო კურსში მოცემულია გასავრცელებლად დაშვებული ტექნიკური კულტურების მოვლა-მოყვანისა და მოსავლის აღების ტექნოლოგია, განხილულია ტექნიკური კულტურების მოსავლიანობის ფორმირება შემდეგი მაჩვენებლებით: ტენიანობით, გაღივებით, სიწმინდით, სარეველებით (სხვა კულტურის ან სარეველების თესლით), დაავადებებით და მავნებლებით, განსაზღვრულია მოსავლის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი რეზერვი, ოპტიმალური თესვის ვადა, რომელიც მცენარეთა მომდევნო ძლიერი თაობის მიღების ჯიშისათვის და სახეობისათვის არის დამახასიათებელი.
გამოცემა განკუთვნილია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგრარული ტექნოლოგიის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. დარსაველიძე

მემცენარეობა

უაკ: 633:581.8

სალექციო კურსში განხილულია გასავრცელებლად დაშვებული მინდვრის კულტურების – პურეულ მცენარეთა ზოგადი დახასიათება: მათი ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი, თავთავი, თავთუნი, ნაყოფი, ენდოსპერმი, მარცვლის ქიმიური შედგენილობა, პურეულთა ზრდა და განვითარება, აღმოცენება, პურეულთა ბარტყობა, ტანის აყრა (აღერება), დათავთავება, ყვავილობა, ყანის დამწიფება ანუ „დაპურება“ და ფაზები: რძისებრი სიმწიფის, ცვილისებრი სიმწიფის და სრული სიმწიფის. მოცემულია პურეულ მცენარეთა დაჯგუფება, საშემოდგომო და საგაზაფხულო ფორმები; მოვლა-მოყვანისა და მოსავლის აღების ტექნოლოგია. განხილულია ნიადაგის დამუშავება, განოყიერება, თესლის მომზადება დასათესად. განსაზღვრულია მოსავლის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი რეზერვი, ოპტიმალური თესვის ვადა, რომელიც მცენარეთა მომდევნო ძლიერი თაობის მიღების ჯიშისათვის და სახეობისათვის არის დამახასიათებელი.
გამოცემა განკუთვნილია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის აგრარული ტექნოლოგიის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
თ. დარსაველიძე

მინდვრის კულტურების ეკოლოგიური და ჯიშური აგროტექნოლოგია

უაკ: 632.931.1

სალექციო კურსში განხილულია გასავრცელებლად დაშვებული მინდვრის კულტურების ეკოლოგიური და ჯიშური აგროტექნოლოგიები, მინდვრის კულტურების, მათი სახეობრივი, სახესხვაობრივი და ჯიშური შედგენილობა. ეკოლოგიური თავისებურებების შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ კულტურებისა და გარემო ფაქტორების ურთიერთდამოკიდებულების კანონზომიერების დადგენას. მინდვრის კულტურების ბიოლოგიური თავისებურებებისა და მოცემული ზონის ნიადაგურ-კლიმატური პირობების მდგომარეობის ცოდნა შესაძლებლობას იძლევა სწორად შეირჩეს მცენარეთა სახეობები და ჯიშები. კულტურების წარმოების გაუმჯობესება განპირობებულია ახალი ცოდნით, გაუმჯობესებული ტექნიკით, პესტიციდებისა და საუკეთესო ჯიშების გამოყენებით.
გამოცემა განკუთვნილია აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის აგრარული ტექნოლოგიის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.

 

 

image-1
ი. სარჯველაძე

ორგანული მიწათმოქმედება

უაკ: 631.442.5:631.66/.87

სალექციო კურსი ითვალისწინებს, სტუდენტმა მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა ორგანული წარმოების სტანდარტების შესაბამისად, სწორად განსაზღვროს ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიღების სტრატეგია. ნიადაგის ბუნებრივი ნაყოფიერების შენარჩუნებისა და სწორად მართვის საკითხები, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საფუძველს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების სფეროში, თეორიული საფუძვლებისა და პრაქტიკული ხერხების გამოყენებით სტუდენტს ეძლევა საშუალება გაიაზროს დღევანდელი მოთხოვნა ჯანსაღ საკვებზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებასა და გონივრულად გამოყენებაზე.
ნაშრომი განკუთვნილია აგროტექნოლოგიური და აგროსაინჟინრო სპეციალობების სტუდენტებისათვის. იგი გარკვეულწილად საინტერესო იქნება ფერმერებისათვის და საკვებწარმოების დარგით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის.