უაკ: 515
ნაშრომში სილაბუსის მიხედვით განხილულია I და II შუალედურ გამოცდებზე შესასრულებელი ამოცანები. წიგნი განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც შეისწავლიან მხაზველობითი გეომეტრიის სილაბუსით გათვალისწინებულ კურსს.
უაკ: 620.9:06
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია საზოგადოებისა და ენერგეტიკის ურთიერთობის განვითარება, ენერგეტიკაში საზოგადოების მონაწილეობის აუცილებლობა, ენერგეტიკისა და საზოგადოების განვითარების სოციალური და ეკოლოგიური გეზი. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ენერგეტიკული პროფილის სტუდენტებისთვის. დარგის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვისა და ამ სფეროში განათლების სისტემის მსმენელებისათვის. იგი სარგებლობას მოუტანს ამ პრობლემით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.
უაკ: 374
ნაშრომი ეძღვნება იურიდიული განათლების მეთოდოლოგიას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. არსობრივ თემას წარმოადგენს იურისპრუდენციის ზოგადთეორიული და სოციალური საგნების სწავლების ურთიერთშესაბამისობა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში. ნაშრომი განკუთვნილია პროფესორ-მასწავლებლებისათვის. იგი ხელს შეუწყობს იურიდიული დისციპლინების სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას.
უაკ: 327
წარმოდგენილია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსი. ევროკავშირი ბევრად მეტადაა ინსტიტუციურად სისტემატიზებული, ვიდრე ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, თუმცა მას სახელმწიფოდ, როგორც ასეთს, ვერ განიხილავ, მითუმეტეს, კლასიკური ვესტფალიის ტიპის სახელმწიფოდ. მაგრამ, ამავე დროს, არსებული კრიტერიუმებიდან გამომდინარე, შეიძლება ილაპარაკო ევროკავშირზე, როგორც სპეციფიკური პოლიტიკური მმართველობის სისტემის შესახებ. კურსი ეფუძნება ქართველ და უცხოელ ავტორთა ნაშრომებს (გიორგი ალასანია, კლაუს ბუში, ირაკლი გაბისონია, ომარ გოგიაშვილი, მარიამ დეკანოზიშვილი, ქრისტოფი დემკე, ფრეიბერგა ვაირა-ვიკე, სერგი კაპანაძე და სხვ.), ასევე სხვადასხვა ინტერნეტრესურსებს, გაფორმებულია ინტერნეტიდან მოპოვებული ფოტო და სხვა ვიზუალური მასალით. P.შ. წიგნის გამოცემის მომენტში დიდი ბრიტანეთი ჯერ კიდევ ევროკავშირის ოფიციალური წევრი-სახელმწიფოა. მისი გასვლის პროცედურა 2019 წლის გაზაფხულამდე გაიწელება.
უაკ: 541.1
დამხმარე სახელმძღვანელო წარმოადგენს, გამარტივებული ფორმით, ფიზიკური ქიმიის ძირითადი დებულებების შესწავლისათვის განკუთვნილი სერიის მეორე წიგნს, რომელშიც განხილულია ატომისა და მოლეკულის აღნაგობის საკითხები. განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის, რომელთა სწავლების პროგრამით გათვალისწინებულია ფიზიკური ქიმიის შემეცნებისათვის დაწყებითი ეტაპის გავლა. დამხმარე სახელმძღვანელოს საერთო რედაქცია შესრულებულია ა. სარუხანიშვილის მიერ. თეორიული ნაწილი – ა. სარუხანიშვილის, მ. კაპანაძისა და მ. მშვილდაძის მიერ, ხოლო ცხრილები, სურათები და სქემები შეარჩიეს ნ. ქებაძემ და ე. ნიკოლეიშვილმა.
უაკ: 62-5
დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია ბიზნესპროცესების მოდელირების ნოტაციის BPMN-ის შესწავლა. მოდელირების ენის თითოეულ ელემენტზე მოყვანილია მაგალითი, რაც საგნის გაგებას ამარტივებს. ასევე, აღწერილია მოდელერად გამოყენებული Bizagi Process Modeleri-ის თითოეული მოდული. წიგნი მოიცავს 15 ლაბორატორიულ სამუშაოს. თითოეულისთვის გათვალისწინებულია ორი საათი. სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
უაკ: უაკ 624.013/.014
მეთოდიკური მითითებები შედგება ხუთი ლაბორატორიული სამუშაოსაგან. თითოეული სამუშაო მოიცავს თეორიულ საკითხებს, მეთოდიკურ მითითებებსა და გაანგარიშებების შესრულების თანამიმდევრობას პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე. ნაშრომი განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობის სტუდენტებისათვის, რომლებიც ასრულებენ ლაბორატორიულ სამუშაოებს სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტთან არსებულ სასწავლო ლაბორატორიაში.
უაკ: 76:62-5
დამხმარე სახელმძღვანელო შედგება ორი ნაწილისაგან: პირველ ნაწილში განხილულია დაგეგმილების ძირითადი მეთოდები, ხოლო მეორეში – გეგმილური ხაზვის ნახაზის შედგენა სახაზავი ხელსაწყოების მეშვეობით. წიგნის ტექნიკურ გაფორმებაში მონაწილეობა მიიღო ასისტენტ პროფესორმა თ. კოკაიამ. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის, მართვის სისტემებისა და სხვა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, რომლების სწავლობენ საინჟინრო გრაფიკის კურსს.
უაკ: 339.15
დამხმარე სახელმძღვანელოში გაშუქებულია ბიზნესის ძირითადი და საკვანძო საკითხები. ნაჩვენებია, რომ სპეციალური მეთოდების მეშვეობით დამწყები ბიზნესმენი შეძლებს აირჩიოს იდეა, შეაფასოს ბაზარი, გახდეს კონკურენტუნარიანი, თავისი საქმიანობა გახადოს მომგებიანი. სპეციალური სავარჯიშოების მეშვეობით სტუდენტი შეადგენს ბიზნესგეგმას, რომელიც დაეხმარება შეამციროს რისკები და შექმნას სტაბილურად მზარდი კომპანია. ბიზნესის კეთება შეუძლია ყველას, უბრალოდ მთავარია მომზადება და შემდეგ უკვე მოქმედება. სწორად დამუშავებული ბიზნესგეგმა, სიჯიუტე და მოთმინება ყველა დამწყებ ბიზნესმენს წარმატებული კომპანიის წარმატებულ მფლობელად აქცევს. განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებისათვის.