image-1
დეკანოზი ვახტანგი (კვიჟინაძე)

რელიგიის ისტორია

უაკ: 2(02)3

დამხმარე სახელმძღვანელო არის საღმრთო სჯულის ისტორიის კრებული, რომელშიც საუბარია მსოფლიოს ხალხთა ზოგ სარწმუნოებრივ აღმსარებლობასა და წარმოდგენებზე. წიგნი არ არის მსოფლიოს ხალხთა რელიგიის სრული ისტორია, მაგრამ დაინტერესებულ მკითხველს გარკვეულ შთაბეჭდილებას შეუქმნის რელიგიის ისტორიის შესახებ.
ნაშრომი ეფუძნება არაერთ მეცნიერულ თუ ისტორიულ კვლევას და მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ძველ და ახალ სარწმუნოებათა შესახებ.
წიგნი დახმარებას გაუწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს და რელიგიის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს.

 

 

image-1
თ. ბუაჩიძე, ნ. ბუცხრიკიძე, ლ. თოფურია, ს. კოპალეიშვილი, მ. სიდამონ-ერისთავი

ნახშირწყლების ბიოქიმია
(ნახშირწყლების როლი ორგანიზმში და ზოგიერთი რეაქცია მათზე)

უაკ: 577.1:547.454

ნახშირწყლები ცილებთან და ცხიმებთან ერთად უმნიშვნელოვანესი ნივთიერებებია და აუცილებელია ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმისათვის არა მარტო როგორც ენერგიის წყარო, არამედ მრავალი სხვა ფუნქციის შესასრულებლად. ამჟამად ცნობილია ნახშირწყლების მაღალსპეციფიკური ჯგუფები: N-გლიკოზიდები, ნუკლეოზიდები და მათი წარმოებულები, ვიტამინები C და B15, სისხლის ბუნებრივი ანტიკოაგულანტი – ჰეპარინი, ჰიალურონის მჟავა, რომელიც ხელს უშლის მიკროორგანიზმების შეღწევას ორგანიზმში და დიდ როლს ასრულებს განაყოფიერების პროცესში, გლიკოზიდური ანტიბიოტიკები, მიკროორგანიზმების სპეციფიკური პოლისაქარიდები და სხვა.
ბოლო ხანებში დიდი ყურადღება ექცევა რთულ შერეულ პოლიმერებს, რომლებიც შეიცავს ნახშირწყლებს. ასეთ შერეულ ბიოპოლიმერებს ნუკლეინის მჟავების გარდა მიეკუთვნება ლიპოპოლისაქარიდები, გლიკოპროტეიდები, გლიკოლიპიდები, გლიკოლიპოპროტეიდები და სხვა. ნახშირწყლები და მათი წარმოებულები განსაზღვრავს ორგანიზმში ცალკეული სისტემების მაღალ სპეციფიკურობას. ამის მიზეზია თვით ნახშირწყლების სტრუქტურა, რომელსაც აქვს ასიმეტრიული ცენტრების დიდი რიცხვი, სტერეოიზომერები და კონფორმერები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის სპეციალობის ბაკალავრების, მაგისტრანტების და დოქტორანტებისათვის.

 

 

image-1
მ. ცინცაძე, ნ. გეგეშიძე, ნ. კილასონია, თ. გიორგაძე

არაორგანული ქიმიის პრაქტიკუმი

უაკ: 546

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული (სილაბუსით) მოცემული მასალა არაორგანულ ქიმიაში. პროგრამა ითვალისწინებს – პერიოდული სისტემის s-, p-, d- ელემენტების ქიმიური თვისებებისა და რეაქციის უნარი, მათი ძირითადი ნაერთების მიღებას, ქიმიური და ფიზიკური თვისებების შესწავლას.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და პროფესიული სწავლების სტუდენტებისთვის. გამოადგება დოქტურანტურის სწავლების სტუდენტებს, ქიმიკოსებს და ქიმიით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.

 

 

image-1
†ა. შავგულიძე, ლ. ასათიანი

საინჟინრო გრაფიკის სპეციალური კურსი

უაკ: 766

საინჟინრო გრაფიკაში არც ისე იშვიათია შემთხვევები, როდესაც ნახაზის შედგენის ძირითადი მეთოდების პარალელურად, სპეციალური, მხოლოდ ერთი რომელიმე დარგისათვის საჭირო მეთოდების გამოყენებასთან გვაქვს საქმე.
ნაშრომი ძირითადად გათვალისწინებულია სამთო-სამარკშეიდერო და გეოლოგიური სპეციალობის სტუდენტებისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის და მასში განხილულია დაგეგმილების ახალი ნიშნულიანი გეგმილის ცნების შემოტანის მეთოდი.

 

 

image-1
ლ. გიგინეიშვილი, ნ. ყარალაშვილი, მ. გოგოტიშვილი

გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემები სატყეო მეურნეობაში
მეთოდიკური მითითებები ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად

უაკ: 634.0:91:681.3

მეთოდიკურ მითითებებში მოცემულია გის Formap 5.3-სა და მობილური გის Formap 2.1-ის ასათვისებლად საჭირო ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები.
მეთოდიკური მითითება განკუთვნილია სასწავლო კურსებისთვის, გის საფუძვლების შესასწავლად სპეციალობებზე სატყეო და აგრარულ მეცნიერებებში, ასევე აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ასათვისებლად.

 

 

image-1
ნ. ბებიაშვილი

პროგრამული სისტემა SAP ERP ბიზნესის პროცესულ მართვასა და რეინჟინირინგში

უაკ: 004.45

დამხმარე სახელმღვანელოში „პროგრამული სისტემა SAP ERP ბიზნესის პროცესულ მართვასა და რეინჟინირინგში“ განხილულია ბიზნესპროცესების გაუმჯობესების მეთოდები, რომელთა მეშვეობით კომპანიის ხელმძღვანელობა შეძლებს უფრო ეფექტიანად იმუშაოს. აღწერილია რეინჟინერინგის ჩატარების საერთო პრინციპები და მოყვანილია ბიზნესპროცესების რეინჟინირინგის პრაქტიკაში გამოყენების მაგალითები. ხაზგასმულია საწარმოო რესურსების დაგეგმვის ERP (Enterprise Resources Planning)  სისტემების, როგორც ინფორმაციის მეშვეობით მართვის ინსტრუმენტის მნიშვნელობა. აღწერილია ERP სისტემის მაგალითი – პროგრამული პაკეტი SAP ERP. იგი წინასწარ დაპროექტებული ურთიერთდაკავშირებული და დანერგვისთვის მზა მოდულების ერთობლიობაა, რომელიც საწარმოს ყველა საქმიანი ფუნქციის შესრულების მართვას ემსახურება. კომპანია SAP მომხმარებელს სთავაზობს სრულფასოვან ERP სისტემას, სადაც გაერთიანებულია ყველა ის მოდული, რაც აუცილებელია თანამედროვე საწარმოს ავტომატიზებული მართვისათვის.
ნაშრომი დახმარებას გაუწევს მაგისტრანტებს და ბიზნესის თანამედროვე მართვის  მეთოდებით დაინტერესებულ ყველა პირს.

 

 

image-1
ლ. იაშვილი

HTML 5-ის შესაძლებლობები

უაკ: 681.3

დამხმარე სახელმძღვანელოში განხილულია HTML 5 WEB-ტექნოლოგიების ყველა საჭირო ელემენტი და ატრიბუტი, ახალი HTML 5 ვერსია წინა ვერსიებისაგან განსხვავებულია და იგი მოიცავს ისეთ ენებს, როგორიცაა CSS და JAVASCRIPT. ასევე წიგნში განხილულია WEB-ტექნოლოგიების გრაფიკული ელემენტები როგორებიცაა SVG და CANVAS, ასევე მოცემულია HTMLAPI ტექნოლოგიები.
წიგნი განკუთვნილია ყველასათვის, ვისაც WEB-დაპროგრამება აინტერსებს.

 

 

image-1
რ. გიორგობიანი

მასალათა გამძლეობის ლაბორატორიული სამუშაოები მეთოდური მითითებები

უაკ: 539.3/.8

მეთოდურ მითითებაში მოცემულია მასალათა გამძლეობის ლაბორატორიული სამუშაოები, რომელთა საშუალებით ხდება თეორიულ კურსში გაშუქებული საკითხების ფიზიკური არსის ილუსტრაცია. შედგენილია იმ სილაბუსის მიხედვით, რომელიც შეიცავს ამ საგნის ძირითად მასალას.
წიგნი განკუთვნილია უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთათვის.

 

 

image-1
ლ. ჩხეიძე, ნ. ჯვარელია

შრომის ჰიგიენა მრეწველობის ცალკეულ დარგებსა და საწარმოებში (შრომის კერძო ჰიგიენა)

უაკ: 613.6

ნაშრომში განხილულია შრომის ჰიგიენა მრეწველობის ცალკეულ დარგებსა და საწარმოებში (შრომის კერძო ჰიგიენა), რომელიც შრომის ჰიგიენის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გაანალიზებულია შრომითი საქმიანობის ხასიათი მრეწველობის ცალკეულ დარგებსა და საწარმოებში, შრომის სიმძიმე და დაძაბულობა, გარემოს მავნე, საშიში და სხვა საწარმოო ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მომუშავეთა ჯანმრთელობაზე, მოცემულია ამ ფაქტორებისა და შრომის პირობების შეფასების თანამედროვე კრიტერიუმები. შეფასებულია ტექნოლოგიური პროცესების, საწარმოო მოწყობილობისა და სამუშაო ოპერაციების ხასიათი, შრომის პირობები და ხასიათი, ცალკეული პროფესიული ჯგუფების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ავადობა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საწარმოო პროცესებს, პროცესების მექანიზაციისა და ავტომატიზაციის ხარისხს, შრომის რეჟიმს, ჰაერში მავნე ნივთიერებათა გამოყოფის შესაძლებლობას, აგრესიულ ნივთიერებებთან კანის კონტაქტის შესაძლებლობას, მიკროკლიმატს, ხმაურს, ვიბრაციას, ულტრაბგერას, სხვადასხვა სახის გამოსხივებას, მოწყობილობის განლაგების მართებულობას, მისი მომსახურების მოხერხებულობას, მანათი მოწყობილობების მდგომარეობას, სანიტარიულ-ტექნიკური მოწყობილობების ეფექტურობას და ა.შ. განსაკუთრებული  მნიშვნელობა ენიჭება მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ავადობის კავშირს შრომის პირობებთან. კომპლექსურადაა განხილული მრეწველობის ცალკეულ დარგში შრომის პირობების ზემოქმედება მომუშავეთა ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოველი კონკრეტული წარმოებისათვის რეკომენდებული გამაჯანსაღებელი და პროფილაქტიკური ღონისძიებები.
დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების „საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა“ და „გარემოსდაცვითი ინჟინერია“ სტუდენტებისათვის, ასევე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „უსაფრთხოების ინჟინერია და რისკების შეფასება“  სტუდენტებისათვის.