უაკ: 656. 224
განხილულია თანამედროვე ჩქაროსნული სარკინიგზო სამგზავრო გადაზიდვის განვითარების ძირითადი მიმართულებები. ჩამოყალიბებულია სამგზავრო მატარებლის მოძრაობის სიჩქარის გაზრდის ტექნიკური და საექსპლუატაციო პირობები. მოცემულია ჩქაროსნული მოძრაობის განხორციელებასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური ანგარიშები. აღწერილია თანამედროვე ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალების ფუნქციონირების პრინციპები. განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის „ტრანსპორტის“ სპეციალობის მაგისტრანტებისათვის.
უაკ: 658. 382
ელექტროდანადგარების უსაფრთხო მომსახურების უზრუნველსაყოფად გავრცელებულია დაცვითი ღონისძიებები: მცირე ძაბვების გამოყენება, იზოლაციის დაზიანების კონტროლი და პროფილაქტიკა, დამცავი ჩამიწება, დანულება, დამცავი ამორთვა და სხვ. სწორად გაანგარიშებული დაცვის ესა თუ ის საშუალება სრულად აგვაცილებს უბედურ შემთხვევებს.
უაკ: 681.3
მეთოდიკური მითითებების პირველი ნაწილი განკუთვნილია იმ ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად. მასში განხილულია C# ენის ისეთი ძირითადი საკითხები, როგორიცაა მოწყობილობის პროტოკოლის ანალიზი და ამ მოწყობილობის მართვის პროგრამის შედგენა, გრაფიკების ფორმირება, მონაცემთა ბაზებთან მიმართვა Visual Studio .NET-ის საშუალებებით, ADA.NET კლასები მონაცემთა ბაზებთან სამუშაოდ და ა. შ.
უაკ: 339.1
The manual discusses the organizational - legal forms of energy business, licensing and tariff setting principles in the field of electrical energy, labor relations and legal basis of duties and taxes and their use in the energy business process.The manual is prepared for Master and Doctoral students of the Energy and Telecommunication faculty and wide range of readers interested in the subject.
უაკ: 33
The textbook is designed to provide a solid foundation of economic understanding for use in managerial decision making. It focuses on the use of managerial economics tools and techniques in specific decision making settings.Managerial Economics is organized into 15 chapter that give the reader a thorough grounding in various key aspects of the subject: Market structures, Demand and Supply, Production, Cost Analysis, Pricing Practices, Decision Making under Uncertainty. Managerial Economics is textbook for students as well as for a wider interdisciplinary audience.
უაკ: 15(159.9)
გადმოცემულია ფსიქოლოგიის ძირითადი საკითხების ზოგადი მიმოხილვა, ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა, თანამედროვე რთული სოციალური პროცესების, ადამიანთა ყოფა-ცხოვრების პროცესში მისი ეფექტური გამოყენება. ამ მიზნით, ყურადღება გამახვილებულია ადამიანის ძირითადი ფსიქიკური უნარების ანალიზზე და შესაბამისი დასკვნებია გამოტანილი მათი პრაქტიკული დანიშნულების, ღირებულების შესახებ, რაც პიროვნებებს დაეხმარება თანამედროვე პირობებში ადაპტირებაში და ხელს შეუწყობს საკუთარი ფსიქიკური თვისებების უკეთ გააზრებაში.განკუთვნილია დამხმარე სახელმძღვანელოდ სტუდენტებისა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის.
უაკ: 615.015
წიგნში მოცემულია შედარებით მნიშვნელოვანი მაგალითები სასწავლო პროგრამის შეუთავსებლობის საკითხების შესახებ. იგი მოიცავს სააფთიაქო წამალთფორმებიდან 74 მაგალითს. მასალა გაყოფილია ორ ნაწილად, ფიზიკურ-ქიმიური შეუთავსებლობა და ქიმიური შეუთავსებლობა. ქიმიური შეუთავსებლობის ნაწილში განხილულია ყველაზე არსებითი მიზეზები, რომელსაც მივყავართ წამლის გაცემის შეუძლებლობამდე. სახელმძღვანელო გათვალისწინებულია ფარმაცევტული სპეციალობის სტუდენტებისათვის, ბაკალავრების, მაგისტრანტებისა და პრაქტიკული დარგის მუშაკებისათვის.
უაკ: 628.153:621.791
განხილულია გაზის, ჰიდრომშენებლობის მილგაყვანილობისა და ნავთობმილსადენთა შედუღება. განკუთვნილია შედუღების სპეციალობის სტუდენტებისა და იმ ტექნიკური მუშაკებისათვის, რომლებიც ასრულებენ მაგისტრალურ მილსადენთა სამშენებლო, სამონტაჟო და სარემონტო შედუღებით სამუშაოებს.
უაკ: 625.14
ნაშრომის პირველ ნაწილში განხილულია კბილანურ გადაცემაში შემავალი: ცილინდრული, ლარტყა, კონუსური, ჭიახრახნული და ჯაჭვური გადაცემები, ხოლო მეორე ნაწილში − ხახუნის ძალით განხორციელებული ფრიქციული და ღვედური გადაცემები და მათი შემადგენელი ელემენტების ნახაზების შესრულების წესები. წიგნი განკუთვნილია სატრანსპორტო და სამანქანათმშენებლო ფაკულტეტის სტუდენტების − ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და წარმოებაში მომუშავე ინჟინერ-მექანიკისებისათვის.