პარონიმები ეწოდება ისეთ სიტყვებს, რომლებიც ბგერობრივად (ხან საერთო წარმომავლობის ან მსგავსი წარმოების გამო, ხან შემთხვევით, ზოგჯერ სემანტიკური ელფერითაც) ჰგვანან ერთმანეთს, რაც მიზეზი ხდება მათი აღრევისა (ისინი გაუმართლებლად მონაცვლეობენ როგორც ზეპირ, ისე წერით მეტყველებაში). გთავაზობთ პარონიმებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, საყურადღებო უნდა იყოს საგამომცემლო სახლის ავტორებისათვის. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ 2011 წელს გამოცემული ქართული ენის პარონიმთა ლექსიკონით. მთავარი რედაქტორი - თ. ვაშაკიძე.



 
ორდინალური – ორდინარული

ორდინალური (მათემ. ორდინალური რიცხვი); ორდინარული: ჩვეულებრივი (ორდინა­რული გარეგნობა).


 
ორპირი – ორპირიანი – ორპიროვანი

ორპირი / ორპირიანი (ნაჯახი / ხმალი); შდრ.: ორპირი ადამიანი; ორპირი ქარი, მაგრამ: ორპირიანი (ზმნა); ორპიროვანი (იანუსი).


 
ორწერტილი – ორი წერტილი

ორწერტილი: პუნქტ. ორწერტილი (:) დაისმის გამაერთიანებელი სიტყვის შემდეგ, თუ ეს უკანასკნელი წინ უსწრებს ჩამოთვლას; ორი წერტილი (გიორგიმ თეთრ ხალათზე მელნის ორი წერტილი შეამჩნია).


 
ორწლიანი – ორწლოვანი

ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია (ორწლიანი / ორწლოვანი მცენარეები), მაგრამ: ორწლიანი (სკოლა / კურსები...).


 
პაექრობა – შეჯიბრება

პაექრობა (მეცნიერულ / ლიტერატურულ... საკითხებზე); შეჯიბრება (ფეხბურთელთა / ხელბურთელთა...).


 
პათოგენური – პათოლოგიური

პათოგენური: მედიც. ავადმყოფობის წარმომქმნელი (პათოგენური მიკრობები); პათოლო­გიური: 1. მედიც. ავადმყოფური (პათოლოგიური ქსოვილები); შდრ.: პათოლოგიური ანატომია; 2. გადატ. ნორმისაგან გადახრილი, არანორმალური (პათოლოგიური ქცევა/ მსჯელობა...).


 
პირდაპირ – პირისპირ

ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – ვინმეს ან რაიმეს წინ, მოპირდაპირე მხარეს (პირდაპირ / პირისპირ ზის); შდრ.: პირდაპირი ეთერი; მაგრამ პირდაპირ: 1. პირ­დაპირი მიმართულებით. გადაუხვევლად (მეგობარი ირდაპირ ჩემკენ წამოვიდა); 2. აშკარად, დაუფარავად, გარკვევით: „ვიტყვი პირდაპირ, დაუფარავად“ (აკაკი); 3. იხმარება გამაძლიე­რებელი ნაწილაკის ფუნქციით (გიორგი განერვიულდა, სისხლი თავში აუვარდა, პირდაპირ გაგიჟდა; ძალიან გამახარეთ, რატომ შეწუხდით, პირდაპირ სიტყვებს ვერ ვპოულობ მადლობის სათქმელად); პირისპირ: პირადად, უშუალოდ, მარტო (პირისპირ უნდოდა მეგობართან საუბარი).


 
პლაგიატი – პლაგიატორი

პლაგიატი: ლიტერატურული ან სამეცნიერო ნაშრომის მითვისება (ქურდობა); პლაგიაორი: სხვისი ნაშრომის მიმთვისებელი (ქურდი).


 
პოზიტიური – პოზიციური

პოზიტიური: 1. დადებითი (პოზიტიური მოვლენა); 2. ფაქტებზე, ცდაზე დამყარებული (პოზიტიური ცოდნა); პოზიციური: პოზიციასთან დაკავშირებული; პოზიციიდან გამომდინარე (პოზიციური ბრძოლა / უპირატესობა).


 
პოტენცია – პოტენციალი

პოტენცია: შესაძლებლობა, მალა, უნარი რამეს შესასრულებლად, მისაღწევად; პოტენციალი: 1. ფიზ. სკალარული და ვექტორული სიდიდე; 2. გადატ. რაიმეს განხორციელებისათვის საჭი­რო შესაძლებ­ლობათა ერთობლიობა (სამხედრო პოტენციალი).


 
პროდუქტი – პროდუქცია

პროდუქტი: 1. საგანი, ნივთიერება, რომლიც მიღებულია რაიმე პროცესის შედეგად (რძის პროდუქტე); 2. გადატ. რაიმეს შედეგი, ნამყოფი; პროდუქცია: წარმოების ან სხვა სახის პროდუქტების ერთობლიობა (კარგი / ახალი / სამეცნიერო პროდუქცია).


 
პროვოკაცია – პროვოცირება

ეს სიტყვები ერთ შემთხვევაში სინონიმებია და ნიშნავს – ცუდი ან არასასურველი, უარ­ყო­ფითი შედეგების მომტანი მოქმედების განზრახ გამოწვევა, მაგრამ პროვოცირეას სხვა მნიშვ­ნელობებიც აქვს: მედიც. 1. ფარული ავადმყოფობის ხელოვნურად გამომჟღავნება; 2. რაი­მე პროცესის გამოწვევა ავადმყოფობის შედეგად ან ხელოვნურად.


 
პროცესი – პროცესია

პროცესი: 1 რაიმე მოვლენათა თანამიმდევრული მონაცვლეობა; განვითარების გზა; 2. სა­სამართლო საქმის გარჩევა; პროცესია: მრავალრიცხოვანი ხალხის ნაკადი, გარკვეული პუნქტისკენ მიმავალი (საზეიმო / სამგლოვიარო პროცესია).


 
ჟანგვადი – ჟანგვითი

ჟანგვადი (ნივთიერება / ლითონი); ჟანგვითი (პროცესი).


 
ჟანგი – ჟანგა

ჟანგი: 1. ჟანგვის შედეგად წარმოშობილი მოწითალო ფენა რკინის ზედაპირზე (აფუჭებს რკინას): „ჟანგი რკინასა ჭამს, დარდი გულსაო“ (ანდაზა); 2. ქიმ. რომელიმე ნივთიერების ნაერთი ჟანგბადთან (სპილენძის / ალუმინის ჟანგი); ჟანგა: 1. ბოტან. მცენარეთა დაავადება, რომელსაც იწვევს ერთგვარი სოკო; 2. თვით ეს სოკო.


 
ჟანრული – ჟანრობრივი

ჟანრული: ამა თუ იმ ჟანრისა; საყოფაცხოვრებო თემების ამსახველი (ჟანრული ფერწერა / ტილოები); ჟანრობრივი: ზოგადად ჟანრისთვის დამახასიათებელი (ჟანრობრივი მრავალ­ფეროვნება).


 
რადგან – რათა

რადგან (მიზეზი: „წყალი ძელსა არ დაძირავს, რადგან მისი გაზრდილია“); რათა (მიზანი; აბიტურიენტმა ბეჯითად იმეცადინა, რათა გამოცდები კარგად ჩაებარებინა).


 
რადი(ო)აქტიური – რადიაციული

 რადი(ო)აქტიური: ქიმ., ფიზ. რასაც რადიაქტივობა ახასიათებს (რადი(ო)აქტიური სხივები / გაზები / წყალი...); რადიაციული: ფიზ. რადიაციის თვისებისა (რადიაციული გამოსხივება).


 
რაზე – რატომ

რაზე: (ამ შემთხვევაში – რის შესახებ? რაზე ლაპარაკობ?); რატომ (მიზეზი: რატომ [და არა რაზე) მოხვედი?).


 
რამდენი – რამოდენა

რამდენი (რაოდენობა: რამდენი მეგობარი გყავს?); რამოდენა (ზომა: რამოდენა გაზრ­დილხარ!)