უაკ: 681.3.06
სახელმძღვანელოში განხილულია ვებ-დანართების შესაქმნელად განკუთვნილი თანამედროვე სერვერული საშუალებები: დაპროგრამების ენა PHP, ასევე Javascript ენის შესაძლებლობების გაფართოებისათვის დამუშავებული ფრეიმვორკული ტექნოლოგია AngularJS და სხვ. სახელმძღვანელო განკუთვნილია ინფორმატიკის სპეციალობათა შემსწავლელი სტუდენტების, მაგისტრანტებისა და ამ საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.
უაკ: 577.4:664
სახელმძღვანელოში განხილულია სასურსათო პროდუქციის ბიოლოგიური სრულფასოვნების და ეკოლოგიური სისუფთავის უმთავრესი პირობები, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროს რეგულირების მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტები.წიგნი განკუთვნილია უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, ასევე ამ დარგში მომუშავე საზოგადოების ფართო წრისათვის.
უაკ: 517
სახელმძღვანელო შედგენილია ამჟამად მოქმედი პროგრამის მიხედვით და მოიცავს ერთი ცვლადის ფუნქციის დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვის საკითხებს. იგი ძირითადად განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების მათემატიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის.
უაკ: 62-5
წიგნში განხილულია კომპიუტერულ ქსელებში ინფორმაციის დაცვის ორგანიზაციისათვის აუცილებელი 5 ძირითადი მიმართულება კონფიდენციალობა, აუტენფიკაცია, მთლიანობა, შეღწევის კონტროლი, თანამონაწილეობა. განხილულია გამოყენებული მოდელები ჰარისონ-რუზო-ულმანის მოდელი HRU, ბიბას მოდელი (Biba Model), ბელა-ლაპადულის მოდელი, კლარკ-ვილსონის მოდელი, დისკრეციული მანდატური მოდელები, როლური მოდელი. წიგნში გადმოცემულია ინფორმაციის დაცვის მიმართულებით არსებული: სიმეტრიული (ნაკადური, ბლოკური ECB /CBC /CFB /OFB /DEC/3DEC/AES, ბლოკური შიფრაცია უკუკავშირით) და ასიმეტრიული შიფრაცია, სტეგანოგრაფია, კვანტური კრიპტოგრაფია, ელექტრონული ხელმოწერა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა OSI და TCP/IP მოდელებში. განხილულია უსაფრთხოების უზრუნველყოფა ოქმების დონეზე IPsec ოქმი, SSL ოქმი, SET ოქმი. წარმოდგენილია გადაწყვეტები ინფორმაციის დაცვაზე ORACLE10 მონაცემთა ბაზაში განხილულია პრაქტიკული მაგალითები ასიმეტრიული შიფრაციის გამოყენების საფუძველზე საქართველოში შექმნილი ბასტიონ სისტემის მაგალითზე და შიფრაციის ალგორითმი IDEA. ნაჩვენებია პრაქტიკული რეალიზაცია საქართველოში შექმნილი „ელექტრონული ხელმოწერის“ სისტემა სტეგანოგრაფიული ეფექტით bastion5DS1. წარმოდგენილია მასალები თანამედროვე სისტემებში ინფორმაციული უსაფრთხოების პრაქტიკული უზრუნველყოფის თვალსაზრისით. კერძოდ, განხილულია სისტემები cloud computing, Grid computing. წარმოდგენილია მასალები ქსელთაშორისო ეკრანირების კონცეფციაზე, მათ კლასიფიკაციაზე, ფუნქციებზე, ჩართვის ტიპურ სქემებზე. წიგნში აგრეთვე განხილულია მოქმედი საკანონმდებლო ბაზა ინფორმაციის დაცვის მიმართულებით წამყვან ქვეყნებში აშშ, ევროპა, რუსეთის ფედერაცია და საქართველო. წიგნი განკუთვნილია სტუ-ის სტუდენტებისათვის.
უაკ: 33:620.9
სახელმძღვანელოში განხილულია ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა: ბუნებრივი ენერგეტიკული რესურსების გამოყენების ეკონომიკა, ენერგოეფექტიანობის როლი ეკონომიკის განვითარებაში, ენერგეტიკული საწარმოო პროცესების ორგანიზაცია და მართვა, ენერგეტიკული საწარმოს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და მათი გამოყენების მაჩვენებლები, სატარიფო მეთოდოლოგია და ტარიფების განსაზღვრის პრინციპები, ენერგეტიკის რეგულირება და ეკონომიკური ანალიზის მეთოდების გამოყენება ენერგეტიკაში, ენერგეტიკული საწარმოო სიმძლავრეები და მწარმოებლურობა, ენერგოსისტემის ელექტროსადგურებს შორის ელექტრული დატვირთვის ოპტიმალური განაწილება, პარალელურად მომუშავე აგრეგატების ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევა, ელექტროენერგიისა და კრებითი ენერგეტიკული ბალანსების შედგენის პრინციპები, ოპერაციული და ენერგეტიკული მარკეტინგის მენეჯმენტი, შრომითი პროცესის დაგეგმვა და ნორმირება, პერსონალის საქმიანობის შეფასების მეთოდები და ატესტაცია ენერგეტიკულ კომპანიებში. წიგნი განკუთვნილია ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის. ის აგრეთვე სასარგებლო იქნება ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.
უაკ: 008
სახელმძღვანელოში განხილულია სერტიფიკაციის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები. ყურადღება გამახვილებულია სერტიფიკაციის სისტემის ევროპული და ქართული სერტიფიკაციის სისტემების განხილვაზე, როლზე, რომელსაც ასრულებს სერტიფიკაცია სავაჭრო ურთიერთობებში ბარიერების მოხსნაზე. განხილულია პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის სქემები და მათი გამოყენება პრაქტიკაში, ბაზრის ზედამხედველობა, ინსპექტირება, აკრედიტაცია, შესაბამისობის ნიშანი და მისი გამოყენების წესები, სერტიფიკაციის საფუძვლები და ამ სფეროში მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.წიგნი განკუთვნილია საინჟინრო და საინჟინრო-ეკონომიკური სპეციალობების სტუდენტებისა და ამ სფეროში მომუშავე საწარმოს სპეციალისტებისათვის.
უაკ: 621.311.21
სახელმძღვანელოში გაანალიზებული და აღწერილია კონსტრუქციული თავისებურებები, რომელიც ახასიათებს კაშხლურ, კაშხლურ-დერივაციულ და დერივაციულ ჰიდროელექტროსადგურებს. განხილულია ჰესების მშენებლობის ეკონომიკური ეფექტიანობის კრიტერიუმები. ნაჩვენებია, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში მიუღებელია ჰესის ეკონომიკური ეფექტიანობის დასაბუთება შედარებითი ეკონომიკური ეფექტიანობის კრიტერიუმით, რომელიც გეგმიანი ეკონომიკის პირობებში გამოიყენებოდა. თავების მიხედვით განხილულია ყველა ჰიდროტექნიკური ნაგებობა: კაშხალი, გვირაბი, არხი, ჰესის შენობა და სხვ. სახელმძღვანელო განკუთვნილია სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატის,და ჰიდროინჟინერიის სპეციალობების ყველა საფეხურის სტუდენტებისათვის.
უაკ: 681.3
სახელმძღვანელოში განხილულია თანამედროვე ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ძირითადი პრინციპები, კერძოდ: ინკაფსულაცია, მემკვიდრეობითობა, პოლიმორფიზმი. მასში სრულად არის წარმოდგენილი C++ ენის სინტაქსი, ძირითადი სტრუქტურები, მმართველი კონსტრუქციები და ენის გამოყენების ფართო შესაძლებლობები. სახელმძღვანელო მოიცავს თეორიულ წანამძღვრებს და მასში აღწერილია პროგრამული კოდის ჩაწერისა და მისი შესრულების პროცედურები. სახელმძღვანელო განკუთვნილია ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების C++ ენის ასათვისებლად.
სახელმძღვანელოს მიზანია ელექტრონული ბიზნესის ძირითადი ფუნქციების კვლევა, ელექტრონული კომერციის პრიორიტეტული განვითარების მიმართულებების განსაზღვრა, ელექტრონული ბიზნესის სისტემების შექმნისა და დანერგვისათვის საჭირო გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიების კვლევა, ელექტრონული ბიზნესის წარმართვისათვის საწარმოს რეორგანიზაციის საკითხების შესწავლა. სახელმძღვანელოში ასევე განხილულია ელექტრონული ბიზნესის ძირითადი ცნებები და ადგილი თანამედროვე ეკონომიკაში, ელექტრონული კომერციის ძირითადი შემადგენლები და ელექტრონული ბაზრის ელექტრონული ფინანსური სტრუქტურები. შესწავლილია ელექტრონული ბიზნესის დაპროექტებისა და შექმნის საკითხები, გაანალიზებულია ელექტრონული გადახდის სისტემები, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და სამართლებრივი ასპექტები. სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.